მსოფლიო
სამხედრო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი გაგზავნილი დრონების პირველი პარტია უკვე ჩავიდა დანიშნულების ადგილზე… ახლა პოლონეთში მივფრინავ“ - აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმი უკრაინელების დასახმარებლად
"ჩემი გაგზავნილი დრონების პირველი პარტია უკვე ჩავიდა დანიშნულების ადგილზე… ახლა პოლონეთში მივფრინავ“ - აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმი უკრაინელების დასახმარებლად

ამე­რი­კა­ში მცხოვ­რე­ბი ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი ნევ­რო­ლო­გი და­ვით მრე­ლაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რომ დრო­ნე­ბის პარ­ტია უკვე გაგ­ზავ­ნა და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გილ­ზე. ექი­მი პო­ლო­ნეთ­ში გაფ­რინ­და, რად­გან უკ­რა­ი­ნად გად­მო­სუ­ლი ლტო­ლოვ­ლე­ბის­თვის სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა შეძ­ლოს...

და­ვით მრე­ლაშ­ვი­ლი:

"მე­გობ­რე­ბო, დრონ­ნი მე­ფო­ბენ და არა მე­ფე­ნი. ბევრ გუ­ლის ამა­ჩუ­ყე­ბელ ლა­პა­რაკს აღარ და­ვი­წყებ, მგო­ნი სი­ტუ­ა­ცია და სა­ჭი­რო­ე­ბა ყვე­ლას­თვის ნა­თე­ლია. ახლა მსოფ­ლი­ოს არა-სამ­ხედ­რო ნა­წი­ლის (რი­გი­თი მოკ­ვდა­ვე­ბის) ფო­კუ­სი მი­მარ­თუ­ლია იმა­ზე, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად ბევ­რი უდა­ნა­შა­უ­ლო სი­ცო­ცხლე გა­და­ვარ­ჩი­ნოთ, გან­სა­კუთ­რე­ბით მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა, ბავ­შვე­ბი (!), რო­მელ­საც ომი არ აურ­ჩე­ვი­ათ და უბ­რა­ლოდ, აგ­რე­სო­რის თუ ბრმა ბომ­ბის მსხვერ­პლნი ხდე­ბი­ან ყო­ველ­დღე.

კო­ვიდ­პან­დე­მი­ის გა­მოც­დი­ლე­ბამ მე პი­რა­დად ბევ­რი რამ მას­წავ­ლა, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გაკ­ვე­თი­ლი იყო ერთი რამ: თუ რა­მის გა­კე­თე­ბა გინ­და - უნდა ადგე და თა­ვად გა­ა­კე­თო; რო­გორც Nike-ი იტყო­და - Just do it! და მე­ო­რე: შო­რი­და­ნაც კი ბევ­რი რა­მის გა­კე­თე­ბა შე­იძ­ლე­ბა, მაგ­რამ არის რა­ღაც ელე­მენ­ტე­ბი რომ­ლის გა­კე­თებ­საც ად­გილ­ზე ყოფ­ნის გა­რე­შე ვერ შეძ­ლებ.

ამ მე­სიჯს ახლა თვითმფრი­ნავ­ში ვწერ - პო­ლო­ნეთ­ში მივფრი­ნავ, რო­მე­ლიც ახლა ფაქ­ტი­უ­რად, მსოფ­ლი­ოს ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დახ­მა­რე­ბის ეპი­ცენ­ტრია უკ­რა­ი­ნის სა­ზღვარ­თან. ასი­ა­თა­სო­ბით ლტოლ­ვი­ლია, რომ­ლებ­საც არა­ნაკ­ლე­ბი დახ­მა­რე­ბა ჭირ­დე­ბა ვიდ­რე უკ­რა­ი­ნა­ში მყო­ფებს.

თან მი­მაქვს სამი გა­ძეძ­გი­ლი ჩე­მო­და­ნი - რაც ჩა­ე­ტია. ამე­რი­კუ­ლი მყი­სი­ე­რი სის­ხლდე­ნის შე­მა­ჩე­რე­ბე­ლი ფხვნი­ლის პა­კე­ტე­ბი, მკერ­დის გამ­ჭო­ლი ჭრი­ლო­ბის ვა­კუ­უ­მუ­რი “ლატ­კე­ბი”, პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბის საგ­ნე­ბი, პორ­ტა­ტუ­ლი დე­ფიბ­რი­ლა­ტო­რი, სამ­ხედ­რო გა­მო­ყე­ნე­ბის რა­ცი­ე­ბი, დრო­ნე­ბი. ეს ზღვა­ში წვე­თია რა თქმა უნდა, იმ დახ­მა­რე­ბას­თან, რა­საც მთლი­ა­ნი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი ახორ­ცი­ე­ლე­ბენ, მაგ­რამ ზღვა კოვ­ზით და­ი­ლი­აო - ხომ გა­გი­გი­ათ? ეს ჩემი ოფ­ლის რა­მო­დე­ნი­მე წვე­თია რომ­ლე­ბიც უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის სის­ხლის წვე­თებს და­ზო­გავს.

სა­ქარ­თვე­ლო­და­ნაც მი­ერ­თდე­ბი­ან მე­გობ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩა­მოვ­ლენ და ად­გილ­ზე კი­დევ ბევრ კარგ საქ­მეს გა­ვა­კე­თებთ.

მე, ზო­გა­დად, ამ ომში ფსო­ნი უპი­ლო­ტო საფ­რენ აპა­რა­ტებ­ზე მაქვს (უფ­რო­სი თა­ო­ბის­თვის: ე.წ. “დრო­ნი” (Drone), რო­მე­ლიც ფაქ­ტი­უ­რად მფრი­ნა­ვი ვი­დეო კა­მე­რაა ცი­დან დის­ტან­ცი­უ­რი ხედ­ვით და მარ­თვით მრა­ვალ კი­ლო­მეტრზე). მომცრო­ე­ბი მხო­ლოდ დაზ­ვერ­ვის­თვი­საა, ცოტა მოზ­რდი­ლებს ტვირ­თის გა­და­ტა­ნა და ცი­დან ჩა­მოგ­დე­ბაც შე­უძ­ლი­ათ კი­ლო­მეტ­რე­ბი­დან მო­შო­რე­ბით, სან­ტი­მეტ­რე­ბის სი­ზუს­ტით (მათ შო­რის მცი­რე ზო­მის ყუმ­ბა­რე­ბის - კი­ლო­მეტ­რე­ბით მო­შო­რე­ბით).

ცხოვ­რე­ბა­ში პირ­ვე­ლად ვაქ­ვეყ­ნებ ჩემ ფე­ის­ბუქ­ზე ან­გა­რი­შის ნო­მერს, ეს არა იმი­ტომ რომ ვინ­მეს რა­მეს გთხოვთ, არა­მედ მათ­თვის ვი­საც უნდა დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყოს რომ მათი კონ­კრე­ტუ­ლი წვლი­ლი კონ­კრე­ტულ და­ნიშ­ნუ­ლე­ბამ­დე მივა - ეს პირ­და­პი­რი და უშუ­ა­ლო არ­ხია ამის­თვის (უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს უშუ­ა­ლოდ ვაწ­ვდი ამე­ებს).

ვა­პი­რებ სა­ერ­თო ჯამ­ში 100 DJI ფირ­მის დრო­ნი ვა­ჩუ­ქოთ ქარ­თვე­ლებ­მა (და არა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ) უკ­რა­ი­ნის ჯარს. ცალი და­ახ­ლო­ე­ბით 350-400 ევრო ჯდე­ბა (თუ მო­ვა­ხერ­ხეთ ფას­დაკ­ლე­ბა). თუ მეტი თან­ხა შეგ­როვ­და - დიდი ალ­ბა­თო­ბით სა­მე­დი­ცი­ნო ინ­ვენ­ტარს შე­ვი­ძენ და­ნარ­ჩე­ნით. თვი­თო­ე­უ­ლი შე­ნა­ძენ­ზე დე­ტა­ლე­ბი იქ­ნე­ბა გა­სა­ჯა­რო­ე­ბუ­ლი.

პ.ს. ჩემი გაგ­ზავ­ნი­ლი დრო­ნე­ბის პირ­ვე­ლი პარ­ტია უკვე ჩა­ვი­და და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გილ­ზე. ცი­დან სუ­რათს ვერ გა­მო­გიგ­ზავ­ნით - გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბულ პო­ზი­ცი­ებ­ზე ვარ­თო, მარა დრო­ნის უკ­რა­ი­ნუ­ლად "მო­ნათ­ვლის" მო­მენ­ტი “ჩა­ა­კარ­ტო­ჩ­კეს“

#GE04TB7001405365100004 ლარი

#GE73TB7140536615100008 USD

Venmo #4044297222

და­ვით მრე­ლაშ­ვი­ლი

მკითხველის კომენტარები / 32 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კ ო მ ბ ლ ე
14

ექიმი კაცი, მიდის ომთან ახლოს ხალხის დასახმარებლად, ამ დროს კი, ამბობს მიმაქვს დრონები, 1 000 ცალამდე, რომელსაც ყუმბარების ჩამოგდება შეუძლიაო.. თან ანგარიშის ნომერსაც გვიწერს, ფული მომახმარეთ, მარტო ჩემსაქმეს ხომ არ ვაკეტებ, დრონები კი, ძალიან ძვირი ღირსო. ეს რას გავს იცით?

... ცალი ხელით პირჯვარს იწერდე და მეორეთი ხალხს ძარცვავდე, .. ერთ ქართულ ფილმშია „„მამაო ენუქ! ღმერთი გამხდარი იყო, შენ რამ გაგასუქაო?““

ყოჩაღ ექიმო! ისე, ბინტის წაღებას, ორი სამი შმაისერის ვინტოვკა, ან ვინჩესტერი წაგეღო არ ჯობდა? ბინტის დედაც და იქ ბამბისაც, მთავარია ტყვია წამალი იყოს ბლომად. რომ დასახოცი ხალხი არ დაილიოს, ხალხი! 

ხტფუი! და ამას თავისი თავი ექიმი და პატრიოტი გონია... ,ლვლელი ხარ ექიმოჯან, მკვლელი! ყუმბარების ახალ პარტიას რომ მიიღებ გამაგებინე და შენს გამო დახოცილი ხალხი ერთად დავთვალოთ.. 

..
10

რა უმადური ხალხი ხართ. კორონას დროს რა არ გააკეთა კახეთში. 

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"ჩემი გაგზავნილი დრონების პირველი პარტია უკვე ჩავიდა დანიშნულების ადგილზე… ახლა პოლონეთში მივფრინავ“ - აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმი უკრაინელების დასახმარებლად

"ჩემი გაგზავნილი დრონების პირველი პარტია უკვე ჩავიდა დანიშნულების ადგილზე… ახლა პოლონეთში მივფრინავ“ - აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმი უკრაინელების დასახმარებლად

ამერიკაში მცხოვრები ცნობილი ქართველი ნევროლოგი დავით მრელაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ დრონების პარტია უკვე გაგზავნა დანიშნულების ადგილზე. ექიმი პოლონეთში გაფრინდა, რადგან უკრაინად გადმოსული ლტოლოვლებისთვის სამედიცინო დახმარება შეძლოს...

დავით მრელაშვილი:

"მეგობრებო, დრონნი მეფობენ და არა მეფენი. ბევრ გულის ამაჩუყებელ ლაპარაკს აღარ დავიწყებ, მგონი სიტუაცია და საჭიროება ყველასთვის ნათელია. ახლა მსოფლიოს არა-სამხედრო ნაწილის (რიგითი მოკვდავების) ფოკუსი მიმართულია იმაზე, რომ მაქსიმალურად ბევრი უდანაშაულო სიცოცხლე გადავარჩინოთ, განსაკუთრებით მშვიდობიანი მოსახლეობა, ბავშვები (!), რომელსაც ომი არ აურჩევიათ და უბრალოდ, აგრესორის თუ ბრმა ბომბის მსხვერპლნი ხდებიან ყოველდღე.

კოვიდპანდემიის გამოცდილებამ მე პირადად ბევრი რამ მასწავლა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი იყო ერთი რამ: თუ რამის გაკეთება გინდა - უნდა ადგე და თავად გააკეთო; როგორც Nike-ი იტყოდა - Just do it! და მეორე: შორიდანაც კი ბევრი რამის გაკეთება შეიძლება, მაგრამ არის რაღაც ელემენტები რომლის გაკეთებსაც ადგილზე ყოფნის გარეშე ვერ შეძლებ.

ამ მესიჯს ახლა თვითმფრინავში ვწერ - პოლონეთში მივფრინავ, რომელიც ახლა ფაქტიურად, მსოფლიოს ჰუმანიტარული დახმარების ეპიცენტრია უკრაინის საზღვართან. ასიათასობით ლტოლვილია, რომლებსაც არანაკლები დახმარება ჭირდება ვიდრე უკრაინაში მყოფებს.

თან მიმაქვს სამი გაძეძგილი ჩემოდანი - რაც ჩაეტია. ამერიკული მყისიერი სისხლდენის შემაჩერებელი ფხვნილის პაკეტები, მკერდის გამჭოლი ჭრილობის ვაკუუმური “ლატკები”, პირველადი დახმარების საგნები, პორტატული დეფიბრილატორი, სამხედრო გამოყენების რაციები, დრონები. ეს ზღვაში წვეთია რა თქმა უნდა, იმ დახმარებასთან, რასაც მთლიანი სახელმწიფოები ახორციელებენ, მაგრამ ზღვა კოვზით დაილიაო - ხომ გაგიგიათ? ეს ჩემი ოფლის რამოდენიმე წვეთია რომლებიც უკრაინელების სისხლის წვეთებს დაზოგავს.

საქართველოდანაც მიერთდებიან მეგობრები, რომლებიც ჩამოვლენ და ადგილზე კიდევ ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ.

მე, ზოგადად, ამ ომში ფსონი უპილოტო საფრენ აპარატებზე მაქვს (უფროსი თაობისთვის: ე.წ. “დრონი” (Drone), რომელიც ფაქტიურად მფრინავი ვიდეო კამერაა ციდან დისტანციური ხედვით და მართვით მრავალ კილომეტრზე). მომცროები მხოლოდ დაზვერვისთვისაა, ცოტა მოზრდილებს ტვირთის გადატანა და ციდან ჩამოგდებაც შეუძლიათ კილომეტრებიდან მოშორებით, სანტიმეტრების სიზუსტით (მათ შორის მცირე ზომის ყუმბარების - კილომეტრებით მოშორებით).

ცხოვრებაში პირველად ვაქვეყნებ ჩემ ფეისბუქზე ანგარიშის ნომერს, ეს არა იმიტომ რომ ვინმეს რამეს გთხოვთ, არამედ მათთვის ვისაც უნდა დარწმუნებული იყოს რომ მათი კონკრეტული წვლილი კონკრეტულ დანიშნულებამდე მივა - ეს პირდაპირი და უშუალო არხია ამისთვის (უკრაინის თავდაცვის სამინისტროს უშუალოდ ვაწვდი ამეებს).

ვაპირებ საერთო ჯამში 100 DJI ფირმის დრონი ვაჩუქოთ ქართველებმა (და არა საქართველოს მთავრობამ) უკრაინის ჯარს. ცალი დაახლოებით 350-400 ევრო ჯდება (თუ მოვახერხეთ ფასდაკლება). თუ მეტი თანხა შეგროვდა - დიდი ალბათობით სამედიცინო ინვენტარს შევიძენ დანარჩენით. თვითოეული შენაძენზე დეტალები იქნება გასაჯაროებული.

პ.ს. ჩემი გაგზავნილი დრონების პირველი პარტია უკვე ჩავიდა დანიშნულების ადგილზე. ციდან სურათს ვერ გამოგიგზავნით - გასაიდუმლოებულ პოზიციებზე ვართო, მარა დრონის უკრაინულად "მონათვლის" მომენტი “ჩააკარტოჩკეს“

#GE04TB7001405365100004 ლარი

#GE73TB7140536615100008 USD

Venmo #4044297222

დავით მრელაშვილი