მსოფლიო
სამართალი

23

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:20-ზე, მთვარე მორიელშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს, ცხარე და ცხიმიან საკვებს. რეკომენდებულია: ცურვა, შხაპის მიღება.
პოლიტიკა
კონფლიქტები
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველო ევროკავშირს წევრობის განაცხადით მიმართავს - "დაჩქარებული წესით ვამზადებთ განაცხადს"
საქართველო ევროკავშირს წევრობის განაცხადით მიმართავს - "დაჩქარებული წესით ვამზადებთ განაცხადს"

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით უკვე ამ­ზა­დებს გა­ნა­ცხადს ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­სა­ღე­ბად, რო­მე­ლიც ევ­რო­კავ­ში­რის სტრუქ­ტუ­რებს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­ხე­ლით ხვალ ოფი­ცი­ა­ლუ­რად წა­რედ­გი­ნე­ბა, - ამის შე­სა­ხებ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ცენ­ტრა­ლურ ოფის­ში გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, მო­უ­წო­დე­ბენ ევ­რო­კავ­ში­რის სტრუქ­ტუ­რებს, სა­გან­გე­ბო რე­ჟიმ­ში გა­ნი­ხი­ლონ აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­ნა­ცხა­დი და მი­ი­ღონ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბის შე­სა­ხებ.

„ოპო­ზი­ცი­ას, რო­მე­ლიც ირო­ნი­უ­ლად აფა­სებ­და ჩვენს ამ­ბი­ცი­ურ საპ­როგ­რა­მო გეგ­მას 2024 წელს ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბა­ზე გა­ნა­ცხა­დის შე­ტა­ნი­სა და ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ღე­ბის თა­ო­ბა­ზე, დღეს აქვს შექ­მნი­ლი ხე­ლოვ­ნუ­რი აჟი­ო­ტა­ჟი ამ სა­კი­თხის გარ­შე­მო.

ამ აჟი­ო­ტაჟ­საც აქვს ერ­თა­დერ­თი მი­ზა­ნი, აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­ნა­ცხა­დი სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბა­სა და შე­ი­ა­რა­ღე­ბულ კონ­ფლიქ­ტში სა­ქარ­თვე­ლოს ჩარ­თვას და­უ­კავ­ში­რონ. კი­დევ ერთხელ ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნავთ, რომ რო­გორც სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბა, ისე სამ­ხედ­რო კონ­ფლიქ­ტში სა­ქარ­თვე­ლოს რა­ი­მე ფორ­მით ჩარ­თვა იქ­ნე­ბა უმ­ძი­მე­სი შე­დე­გის მომ­ტა­ნი ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის და სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის.

ევ­რო­კავ­შირ­ში წევ­რო­ბის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ღე­ბის და­კავ­ში­რე­ბა სან­ქცი­ებ­თან ან ქვეყ­ნის სა­ო­მარ მოქ­მე­დე­ბებ­ში ჩარ­თვას­თან ჩვენ­თვის კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია. პი­რი­ქით, ეკო­ნო­მი­კუ­რად სუს­ტი და მო­წყვლა­დი ქვე­ყა­ნა ევ­რო­კავ­შირ­ში არა­ვის ჭირ­დე­ბა. სან­ქცი­ე­ბი­თა და ომით დამ­ძი­მე­ბულ ქვე­ყა­ნას ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის პერ­სპექ­ტი­ვა სრუ­ლად გა­უქ­რე­ბო­და.

2024 წელს, რო­გორც ეს „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­არ­ჩევ­ნო პროგ­რა­მით იყო გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი, ძლი­ე­რი, ახა­ლი რე­ფორ­მე­ბით ზურგგა­მაგ­რე­ბუ­ლი გა­ნა­ცხა­დის შე­ტა­ნას ექ­ნე­ბო­და მრა­ვა­ლი უპი­რა­ტე­სო­ბა გა­ნა­ცხა­დის ნაჩ­ქა­რევ შე­ტა­ნას­თან შე­და­რე­ბით. თუმ­ცა, სა­ერ­თო პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­ტექ­სტი­სა და ახა­ლი რე­ა­ლო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, პარ­ტი­ის პო­ლი­ტი­კუ­რი საბ­ჭოს წევ­რებ­თან და პირ­ველ რიგ­ში, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პო­ლი­ტი­კურ­მა გუნ­დმა მი­ი­ღო პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, გა­ნა­ცხა­დი ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­სა­ღე­ბად და­უ­ყოვ­ნებ­ლივ წა­რად­გი­ნოს.

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით უკვე ამ­ზა­დებს გა­ნა­ცხადს ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­სა­ღე­ბად, რო­მე­ლიც ევ­რო­კავ­ში­რის სტრუქ­ტუ­რებს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­ხე­ლით ხვალ ოფი­ცი­ა­ლუ­რად წა­რედ­გი­ნე­ბა.

მო­ვუ­წო­დებთ ევ­რო­კავ­ში­რის სტრუქ­ტუ­რებს, სა­გან­გე­ბო რე­ჟიმ­ში გა­ნი­ხი­ლონ ჩვე­ნი გა­ნა­ცხა­დი და მი­ი­ღონ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბის შე­სა­ხებ.

ჩვე­ნი ოც­ნე­ბა და პო­ლი­ტი­კუ­რი მი­ზა­ნია, სა­ქარ­თვე­ლო გახ­დეს ეკო­ნო­მი­კუ­რად ძლი­ე­რი და უსაფრ­თხო ევ­რო­პუ­ლი ქვე­ყა­ნა. სწო­რედ ამ მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის თი­თო­ე­უ­ლი ნა­ბი­ჯი, მათ შო­რის ჩვე­ნი დღე­ვან­დე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაც.

გა­სუ­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ჩვენს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ჰქონ­და არა­ერ­თი შთამ­ბეჭ­და­ვი მიღ­წე­ვა ევ­რო­კავ­შირ­თან ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზა­ზე. ხელი მო­ვა­წე­რეთ ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბა­სა და თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბის შე­თან­ხმე­ბას ევ­რო­კავ­შირ­თან, მი­ვი­ღეთ უვი­ზო მი­მოს­ვლის რე­ჟი­მი. ევ­რო­კავ­შირ­ში ინ­ტეგ­რა­ცია კონ­სტი­ტუ­ცი­ურ ამო­ცა­ნად გან­ვსა­ზღვრეთ. გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ მრა­ვა­ლი რე­ფორ­მა, რო­მელ­მაც ქვე­ყა­ნა ევ­რო­კავ­ში­რის სტან­დარ­ტებს და­უ­ახ­ლო­ვა. 2024 წლამ­დე ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა­ზე გა­ნა­ცხა­დის წარ­დგე­ნა „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ 2020 წელს სა­არ­ჩევ­ნო პროგ­რა­მის მთა­ვარ მიზ­ნად გა­მო­ა­ცხა­და. ამ ძა­ლის­ხმე­ვის ლო­გი­კუ­რი გაგ­რძე­ლე­ბაა ჩვე­ნი დღე­ვან­დე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­ნა­ცხა­დის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ წარ­დგე­ნი­სა და კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ღე­ბის შე­სა­ხებ.

გა­სულ წელს სა­ქარ­თვე­ლოს ჰქონ­და ორ­ნიშ­ნა ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდა, რო­მელ­მაც 10,6 პრო­ცენ­ტი შე­ად­გი­ნა. მიმ­დი­ნა­რე წლის იან­ვა­რი 18-პრო­ცენ­ტი­ა­ნი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდით დავ­ხუ­რეთ. ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მყა­რად იცავს სა­ხელ­მწი­ფოს ინ­ტე­რე­სებს უსაფრ­თხო­ე­ბის თვალ­საზ­რი­სით. ეს არის გზა, რო­მელ­მაც ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა სი­ღა­რი­ბის დაძ­ლე­ვამ­დე, ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის კე­თილ­დღე­ო­ბი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის ხა­რის­ხის თვი­სებ­რივ ამაღ­ლე­ბამ­დე და დე­ო­კუ­პა­ცი­ამ­დე უნდა მი­იყ­ვა­ნოს.

„ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის თი­თო­ე­უ­ლი ნა­ბი­ჯი მო­მა­ვალ­შიც გამ­სჭვა­ლუ­ლი იქ­ნე­ბა ამ მიზ­ნით და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ჩვე­ნი ქვეყ­ნი­სა და მო­სახ­ლე­ო­ბის წი­ნა­შე“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 62 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
gege
3

ოცნება თავისით ვერ მოიფიქრებდა (წინა დღეს ამბობდნენ 2024-მდე არ ვაპირებთ განაცხადის შეტანასო). როგორც ჩანს ბიძინას მიუახლოვდა სანქცირების ტალღა და გაეხსნა გონება კობახას.

ვითომ ღარიბაშვილი
2

ბიძინა ესე ფიქრობს, შეგვიყვანენ ხომ კარგი გმირი გამოვალო თუ არ შევალთ აი ხომ გეუბნებოდთო! ვითომ წაუგებელი სვლაა. ის არ იცის რომ ასე თუ ისე ამ კრიმინალ ქოცებს და ნაცებს ერთად გაუშვებთ მოუსვლელში. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
MMA | მერაბ დვალიშვილი UFC-ის განახლებულ საერთო რეიტინგში მე-5 ადგილზე დაწინაურდა - ტოპ 5-ში უკვე ორი ქართველია
ავტორი:

საქართველო ევროკავშირს წევრობის განაცხადით მიმართავს - "დაჩქარებული წესით ვამზადებთ განაცხადს"

საქართველო ევროკავშირს წევრობის განაცხადით მიმართავს - "დაჩქარებული წესით ვამზადებთ განაცხადს"

საქართველოს მთავრობა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დაჩქარებული წესით უკვე ამზადებს განაცხადს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, რომელიც ევროკავშირის სტრუქტურებს საქართველოს ხელისუფლების სახელით ხვალ ოფიციალურად წარედგინება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მოუწოდებენ ევროკავშირის სტრუქტურებს, საგანგებო რეჟიმში განიხილონ აღნიშნული განაცხადი და მიიღონ გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ.

„ოპოზიციას, რომელიც ირონიულად აფასებდა ჩვენს ამბიციურ საპროგრამო გეგმას 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანისა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების თაობაზე, დღეს აქვს შექმნილი ხელოვნური აჟიოტაჟი ამ საკითხის გარშემო.

ამ აჟიოტაჟსაც აქვს ერთადერთი მიზანი, აღნიშნული განაცხადი სანქციების დაწესებასა და შეიარაღებულ კონფლიქტში საქართველოს ჩართვას დაუკავშირონ. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ როგორც სანქციების დაწესება, ისე სამხედრო კონფლიქტში საქართველოს რაიმე ფორმით ჩართვა იქნება უმძიმესი შედეგის მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის და საქართველოს მოსახლეობისთვის.

ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების დაკავშირება სანქციებთან ან ქვეყნის საომარ მოქმედებებში ჩართვასთან ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. პირიქით, ეკონომიკურად სუსტი და მოწყვლადი ქვეყანა ევროკავშირში არავის ჭირდება. სანქციებითა და ომით დამძიმებულ ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა სრულად გაუქრებოდა.

2024 წელს, როგორც ეს „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამით იყო გათვალისწინებული, ძლიერი, ახალი რეფორმებით ზურგგამაგრებული განაცხადის შეტანას ექნებოდა მრავალი უპირატესობა განაცხადის ნაჩქარევ შეტანასთან შედარებით. თუმცა, საერთო პოლიტიკური კონტექსტისა და ახალი რეალობის გათვალისწინებით, პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრებთან და პირველ რიგში, პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციების საფუძველზე, „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა გუნდმა მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად დაუყოვნებლივ წარადგინოს.

საქართველოს მთავრობა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დაჩქარებული წესით უკვე ამზადებს განაცხადს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, რომელიც ევროკავშირის სტრუქტურებს საქართველოს ხელისუფლების სახელით ხვალ ოფიციალურად წარედგინება.

მოვუწოდებთ ევროკავშირის სტრუქტურებს, საგანგებო რეჟიმში განიხილონ ჩვენი განაცხადი და მიიღონ გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ.

ჩვენი ოცნება და პოლიტიკური მიზანია, საქართველო გახდეს ეკონომიკურად ძლიერი და უსაფრთხო ევროპული ქვეყანა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩვენი ხელისუფლების თითოეული ნაბიჯი, მათ შორის ჩვენი დღევანდელი გადაწყვეტილებაც.

გასული წლების განმავლობაში, ჩვენს ხელისუფლებას ჰქონდა არაერთი შთამბეჭდავი მიღწევა ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე. ხელი მოვაწერეთ ასოცირების შეთანხმებასა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ევროკავშირთან, მივიღეთ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. ევროკავშირში ინტეგრაცია კონსტიტუციურ ამოცანად განვსაზღვრეთ. განვახორციელეთ მრავალი რეფორმა, რომელმაც ქვეყანა ევროკავშირის სტანდარტებს დაუახლოვა. 2024 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის წარდგენა „ქართულმა ოცნებამ“ 2020 წელს საარჩევნო პროგრამის მთავარ მიზნად გამოაცხადა. ამ ძალისხმევის ლოგიკური გაგრძელებაა ჩვენი დღევანდელი გადაწყვეტილება განაცხადის დაუყოვნებლივ წარდგენისა და კანდიდატის სტატუსის მიღების შესახებ.

გასულ წელს საქართველოს ჰქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რომელმაც 10,6 პროცენტი შეადგინა. მიმდინარე წლის იანვარი 18-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდით დავხურეთ. ჩვენი ხელისუფლება მყარად იცავს სახელმწიფოს ინტერესებს უსაფრთხოების თვალსაზრისით. ეს არის გზა, რომელმაც ჩვენი ქვეყანა სიღარიბის დაძლევამდე, ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობისა და უსაფრთხოების ხარისხის თვისებრივ ამაღლებამდე და დეოკუპაციამდე უნდა მიიყვანოს.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების თითოეული ნაბიჯი მომავალშიც გამსჭვალული იქნება ამ მიზნით და პასუხისმგებლობით ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის წინაშე“, - განაცხადა კობახიძემ.