საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას წარმოადგენს Anonymous-ი, რომელმაც რუსეთს კიბერ ომი გამოუცხადა - ვინ არიან მეამბოხე "ჰაქტივისტები" და რატომ არის მათი სიმბოლო ნიღაბი
რას წარმოადგენს Anonymous-ი, რომელმაც რუსეთს კიბერ ომი გამოუცხადა - ვინ არიან მეამბოხე "ჰაქტივისტები" და რატომ არის მათი სიმბოლო ნიღაბი

21-ე სა­უ­კუ­ნე და ციფ­რუ­ლი ეპო­ქა მსოფ­ლი­ოს ახალ გა­მოწ­ვე­ვებს სთა­ვა­ზობს. კი­ბერ ომე­ბი აქამ­დე თუ ფილ­მებ­ში გვქონ­და ნა­ნა­ხი, ახლა ის უკვე რე­ა­ლო­ბად და ყო­ველ­დღი­უ­რო­ბად იქცა. ჰა­კე­რუ­ლი თავ­დას­ხმე­ბი სხვა­დას­ხვა სა­ხელ­მწი­ფოს სამ­თავ­რო­ბო უწყე­ბებ­ზე, თუ ბიზ­ნეს სექ­ტორ­ზე მსოფ­ლი­ოს­თვის ბოლო წლე­ბია უცხო არ არის, თუმ­ცა რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომის დროს კი­ბერ­შე­ტე­ვებ­მა სულ სხვა მას­შტა­ბი შე­ი­ძი­ნა.

ჰა­კერ­თა მოძ­რა­ო­ბა Anonymous-მა ღიად გა­მო­უ­ცხა­და ომი რუ­სე­თის მთავ­რო­ბას - მათი ძალა უკვე გა­მოს­ცა­დეს აგ­რე­სო­რი ქვეყ­ნის სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბებ­მა. ანო­ნიმ­მა ჰა­კე­რებ­მა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აი­ღეს რამ­დე­ნი­მე კი­ბერ­და­ნა­შა­ულ­ზე, რუ­სუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო ვებგ­ვერ­დე­ბის, მათ შო­რის, კრემ­ლი­სა და რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ოფი­ცი­ა­ლუ­რი სა­ი­ტე­ბის გა­თიშ­ვა­ზე. მათ ასე­ვე გა­ტე­ხეს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მო­ნა­ცემ­თა ბაზა, ხოლო რუ­სულ სა­ხელ­მწი­ფო ტე­ლე­არ­ხებ­სა, თუ სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო­ე­ბის ვებგ­ვერ­დებ­ზე უკ­რა­ი­ნის ჰიმ­ნი, სხვა უკ­რა­ი­ნუ­ლი პატ­რი­ო­ტუ­ლი სიმ­ღე­რე­ბი და რუ­სე­თის უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბი გა­უშ­ვეს.

ანო­ნი­მი ჰა­კე­რე­ბი იუ­მო­რი­თაც გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან. ისი­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თა­ვი­ანთ მიმ­დევ­რებს ეკი­თხე­ბი­ან, თუ რო­მე­ლი რუ­სუ­ლი უწყე­ბა ამო­ი­ღონ მი­ზან­ში, ასე­ვე თა­ვი­ანთ სა­მიზ­ნე­ებს პოსტზე ნიშ­ნა­ვენ და უწე­რენ, რომ "თა­მა­შის­თვის მო­ემ­ზა­დონ."

მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, მოგ­წონთ მათი "რო­ბინ ჰუ­დის" სტი­ლი, იდე­ო­ლო­გია, თუ მათ ქმე­დე­ბას უგუ­ნუ­რე­ბად მი­იჩ­ნევთ, უდა­ვოა, რომ Anonymous-ი ბოლო წლებ­ში ან­გა­რიშ­გა­სა­წევ ძა­ლად იქცა.

პო­ლი­ტი­კო­სე­ბის ელექტრო­ნუ­ლი ფოს­ტის გა­ტეხ­ვი­დან და­წყე­ბუ­ლი, სამ­თავ­რო­ბო ვებგ­ვერ­დე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი - ისი­ნი არ ერი­დე­ბი­ან ჰა­კე­რულ შე­ტე­ვებს და თით­ქოს ბო­რო­ტე­ბი­სა და სი­კე­თის გა­სა­ყარ­ზე დგა­ნან.

• რას წარ­მო­ად­გენს Anonymous-ი?

Anonymous-ი - ეს არ არის ორ­გა­ნი­ზა­ცია, ეს არის აქ­ტი­ვისტ ჰა­კერ­თა მოძ­რა­ო­ბა, რო­მელ­საც "ჰაქ­ტი­ვის­ტებ­საც" უწო­დე­ბენ. მი­იჩ­ნე­ვა, რომ ისი­ნი 2003 წელს გა­მოჩ­დნენ. თავ­და­პირ­ვე­ლად შე­იქ­მნა ვებგ­ვერ­დი 4chan, ერ­თგვა­რი სივ­რცე, სა­დაც სა­დის­კუ­სიო ციფ­რულ და­ფა­ზე ადა­მი­ა­ნე­ბი წერ­დნენ, თუ რა აწუ­ხებ­დათ, რა არ მოს­წონ­დათ, მა­გა­ლი­თად, სა­უბ­რობ­დნენ თა­ვი­ანთ ქვეყ­ნებ­ში არ­სე­ბულ პო­ლი­ტი­კურ ვი­თა­რე­ბა­ზე და წერ­დნენ, რომ სურ­დათ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა.

• სა­დის­კუ­სიო და­ფა­ზე მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ძი­რი­თა­დად იყე­ნებ­დნენ სა­ხელს - "ანო­ნი­მუ­რი." მალე კი ჩა­მო­ყა­ლიბ­და ამ­გვა­რად მო­აზ­როვ­ნე ადა­მი­ან­თა სუბკულ­ტუ­რა - ადა­მი­ა­ნე­ბი­სა, რომ­ლებ­საც აქვთ სხვა­დას­ხვა სა­კი­თხზე სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის სურ­ვი­ლი და ზო­გა­დად, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის ძლი­ე­რი გან­ცდა.

მოძ­რა­ო­ბა სიმ­ბო­ლი­ზე­ბუ­ლია ლო­გო­თი და ნიღ­ბით, რო­მე­ლიც ერ­თგვა­რად უსა­ხო ადა­მი­ა­ნია. ისი­ნი არ მიჰ­ყვე­ბი­ან არა­ნა­ირ ლე­გი­ტი­მურ წე­სებს. "ანო­ნი­მუ­სის" ჰა­კე­რე­ბი მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა კუ­თხე­ში არი­ან. ისი­ნი არ წარ­მო­ად­გე­ნენ რო­მე­ლი­მე კონ­კრე­ტულ ქვე­ყა­ნას. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ამ დრო­ის­თვის არ არ­სე­ბობს რა­ი­მე გა­ცხა­დე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა იმი­სა, თუ რო­მე­ლი ქვეყ­ნის მიერ შე­იძ­ლე­ბა იყონ მარ­თულ­ნი ისი­ნი (მი­იჩ­ნე­ვა, რომ მათ არა­ვინ მარ­თავს). ასე­ვე, მათ არ ჰყავთ ლი­დე­რი. რო­გორც სა­ხე­ლი­და­ნაც ჩანს, ანო­ნი­მუ­რი ჰა­კე­რე­ბის ვი­ნა­ო­ბა ზუს­ტად არა­ვინ იცის და ეს სა­კი­თხი მკაც­რად კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რია.

Anonymous-ის სა­მიზ­ნე წარ­სულ­ში იყო ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხუ­რი CIA, ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფო და ა.შ..

კო­ორ­დი­ნი­რე­ბულ კი­ბერ­შე­ტე­ვებს სხვა­დას­ხვა სა­მიზ­ნე­ე­ბის მი­მართ თავ­და­პირ­ვე­ლად გარ­თო­ბის სახე ჰქონ­და. ნელ-ნელა ჰა­კერ­თა ჯგუფ­მა თა­ვი­ანთ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ერ­თგვა­რი იმ­პულ­სი, მუხ­ტი იპო­ვა. 2008 წელს მათ წა­მო­ი­წყეს საპ­რო­ტეს­ტო ჰა­კე­რუ­ლი სე­რი­ე­ბი, რო­მე­ლიც "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" წი­ნა­აღ­მდეგ იყო მი­მარ­თუ­ლი.

დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში Anonymous-ი იზ­რდე­ბო­და და მათი სა­მიზ­ნე­ე­ბიც უფრო სო­ლი­დუ­რი კომ­პა­ნი­ე­ბი, თუ სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბე­ბი ხდე­ბოდ­ნენ. ჰა­კე­რებ­მა შე­ტე­ვა მი­ი­ტა­ნეს PayPal-ზე MasterCard-ზე, Visa-ზე, Son-ზე, ისე­ვე რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბებ­ზე ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში, ტუ­ნის­ში, უგან­და­ში და ახლა უკვე რუ­სეთ­ში.

ჯგუ­ფის კო­ორ­დი­ნი­რე­ბულ შე­ტე­ვებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის სხვა­დას­ხვა დროს ათო­ბით ადა­მი­ა­ნი და­ა­კა­ვეს აშშ-ში, დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, ავ­სტრა­ლი­ა­ში, ნი­დერ­ლან­დე­ბის სა­მე­ფო­ში, ეს­პა­ნეთ­ში, ინ­დო­ეთ­სა და თურ­ქეთ­ში.

2012 წელს გა­მო­ცე­მა Time-მა "ანო­ნი­მუ­სი" წლის 100 ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ან ადა­მი­ან­თა სი­ა­ში შე­იყ­ვა­ნა.

• რა­ტომ გახ­და ანო­ნიმ ჰა­კერ­თა სიმ­ბო­ლო ნი­ღა­ბი და რა დატ­ვირ­თვა აქვს მას?

V for Vendeta 1980-იანი წლებ­ში ალან მუ­რი­სა და დე­ვიდ ლო­ი­დის მიერ შექ­მნი­ლი კო­მიქ­სე­ბის სე­რი­აა, სა­დაც მთა­ვა­რი გმი­რი, ნიღ­ბი­ა­ნი მე­ამ­ბო­ხეა. ანო­ნი­მი ჰა­კე­რე­ბის­თვის შთა­მა­გო­ნე­ბე­ლი სწო­რედ ეს კო­მიქ­სე­ბი და მას­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ნი­ღა­ბი გახ­და.

რო­დე­საც დე­ვიდ ლო­ი­დი V for Vendeta-ზე მუ­შა­ობ­და, მის­თვის ინ­სპი­რა­ცი­ის წყა­რო ცნო­ბი­ლი ინ­გლი­სე­ლი მე­ამ­ბო­ხე გაი ფოქ­სი იყო, რო­მე­ლიც 1605 წელს მთა­ვა­რი პირი იყო მეფე ჯე­იმს პირ­ვე­ლის წი­ნა­აღ­მდეგ მო­წყო­ბილ ამ­ბო­ხე­ბა­ში. 2005 წელს კო­მიქ­სე­ბის ადაპ­ტა­ცია გა­და­ი­ღეს, სა­დაც მთა­ვარ როლს ნა­ტა­ლი პორ­ტმა­ნი ას­რუ­ლებს.. 2008 წელს "ანო­ნი­მუ­სი" პირ­ვე­ლად გა­მოჩ­ნდა სა­ჯა­როდ და თა­ვის სა­ხედ V for Vendeta-ს მსგავ­სი ნი­ღა­ბი აირ­ჩია.

მალე მათი პო­პუ­ლა­რო­ბა გა­ი­ზარ­და და ახლა ეს ნი­ღა­ბი მე­ამ­ბო­ხე­თა პრო­ტეს­ტის მთა­ვარ სიმ­ბო­ლოდ იქცა. მსგავ­სი ნიღ­ბე­ბი ამა­ზონ­ზე 5 დო­ლა­რად იყი­დე­ბა.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ Anonymous-ის წევ­რი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი, ვი­საც ამის სურ­ვი­ლი აქვს, თუმ­ცა მათ­თან კავ­შირ­ზე გა­სას­ვლე­ლად ზოგ­ჯერ რამ­დე­ნი­მე წე­ლია სა­ჭი­რო. "ობ­ზერ­ვე­რის" ბრი­ტა­ნე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი ქე­როლ ქედ­ვო­ლა­რი 2012 წელს მათი სის­ტე­მის სტილს ალ-ქა­ი­დას ადა­რებ­და, თუმ­ცა დღეს "მოძ­რა­ო­ბას" უწო­დებს.

ისი­ნი უმე­ტე­სად იყე­ნე­ბენ ისეთ ჰეშ­თე­გებს რო­გო­რე­ბი­ცაა, "ჩვენ ანო­ნი­მუ­სი ვართ", "ჩვენ ლე­გი­ო­ნი ვართ", "ჩვენ არ ვი­ვი­წყებთ", "ჩვენ არ ვპა­ტი­ობთ."

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
archil
0

ქართველები მაგრები ვართ და იქნებ ვნახოთ ვინმე და არა მარტო რუსეთს, მთელ მსოფლიოს დავაჩოქებთ.

1

თუ მაგრები არიან გამოაქვეყნონ რაც იბლატავეს, რუსეთის აგენტები

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

რას წარმოადგენს Anonymous-ი, რომელმაც რუსეთს კიბერ ომი გამოუცხადა - ვინ არიან მეამბოხე "ჰაქტივისტები" და რატომ არის მათი სიმბოლო ნიღაბი

რას წარმოადგენს Anonymous-ი, რომელმაც რუსეთს კიბერ ომი გამოუცხადა - ვინ არიან მეამბოხე "ჰაქტივისტები" და რატომ არის მათი სიმბოლო ნიღაბი

21-ე საუკუნე და ციფრული ეპოქა მსოფლიოს ახალ გამოწვევებს სთავაზობს. კიბერ ომები აქამდე თუ ფილმებში გვქონდა ნანახი, ახლა ის უკვე რეალობად და ყოველდღიურობად იქცა. ჰაკერული თავდასხმები სხვადასხვა სახელმწიფოს სამთავრობო უწყებებზე, თუ ბიზნეს სექტორზე მსოფლიოსთვის ბოლო წლებია უცხო არ არის, თუმცა რუსეთ-უკრაინის ომის დროს კიბერშეტევებმა სულ სხვა მასშტაბი შეიძინა.

ჰაკერთა მოძრაობა Anonymous-მა ღიად გამოუცხადა ომი რუსეთის მთავრობას - მათი ძალა უკვე გამოსცადეს აგრესორი ქვეყნის სახელმწიფო უწყებებმა. ანონიმმა ჰაკერებმა პასუხისმგებლობა აიღეს რამდენიმე კიბერდანაშაულზე, რუსული სახელმწიფო ვებგვერდების, მათ შორის, კრემლისა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური საიტების გათიშვაზე. მათ ასევე გატეხეს თავდაცვის სამინისტროს მონაცემთა ბაზა, ხოლო რუსულ სახელმწიფო ტელეარხებსა, თუ საინფორმაციო სააგენტოების ვებგვერდებზე უკრაინის ჰიმნი, სხვა უკრაინული პატრიოტული სიმღერები და რუსეთის უკრაინაში შეჭრის ამსახველი კადრები გაუშვეს.

JUST IN: #Russian state TV channels have been hacked by #Anonymous to broadcast the truth about what happens in #Ukraine. #OpRussia #OpKremlin #FckPutin #StandWithUkriane pic.twitter.com/vBq8pQnjPc
— Anonymous TV 🇺🇦 (@YourAnonTV) February 26, 2022

ანონიმი ჰაკერები იუმორითაც გამოირჩევიან. ისინი სოციალურ ქსელში თავიანთ მიმდევრებს ეკითხებიან, თუ რომელი რუსული უწყება ამოიღონ მიზანში, ასევე თავიანთ სამიზნეებს პოსტზე ნიშნავენ და უწერენ, რომ "თამაშისთვის მოემზადონ."

მნიშვნელობა არ აქვს, მოგწონთ მათი "რობინ ჰუდის" სტილი, იდეოლოგია, თუ მათ ქმედებას უგუნურებად მიიჩნევთ, უდავოა, რომ Anonymous-ი ბოლო წლებში ანგარიშგასაწევ ძალად იქცა.

პოლიტიკოსების ელექტრონული ფოსტის გატეხვიდან დაწყებული, სამთავრობო ვებგვერდების განადგურებით დამთავრებული - ისინი არ ერიდებიან ჰაკერულ შეტევებს და თითქოს ბოროტებისა და სიკეთის გასაყარზე დგანან.

• რას წარმოადგენს Anonymous-ი?

Anonymous-ი - ეს არ არის ორგანიზაცია, ეს არის აქტივისტ ჰაკერთა მოძრაობა, რომელსაც "ჰაქტივისტებსაც" უწოდებენ. მიიჩნევა, რომ ისინი 2003 წელს გამოჩდნენ. თავდაპირველად შეიქმნა ვებგვერდი 4chan, ერთგვარი სივრცე, სადაც სადისკუსიო ციფრულ დაფაზე ადამიანები წერდნენ, თუ რა აწუხებდათ, რა არ მოსწონდათ, მაგალითად, საუბრობდნენ თავიანთ ქვეყნებში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე და წერდნენ, რომ სურდათ სამართლიანობა.

• სადისკუსიო დაფაზე მომხმარებლები ძირითადად იყენებდნენ სახელს - "ანონიმური." მალე კი ჩამოყალიბდა ამგვარად მოაზროვნე ადამიანთა სუბკულტურა - ადამიანებისა, რომლებსაც აქვთ სხვადასხვა საკითხზე სამართლიანობის აღდგენის სურვილი და ზოგადად, სამართლიანობის ძლიერი განცდა.

მოძრაობა სიმბოლიზებულია ლოგოთი და ნიღბით, რომელიც ერთგვარად უსახო ადამიანია. ისინი არ მიჰყვებიან არანაირ ლეგიტიმურ წესებს. "ანონიმუსის" ჰაკერები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში არიან. ისინი არ წარმოადგენენ რომელიმე კონკრეტულ ქვეყანას. ყოველ შემთხვევაში, ამ დროისთვის არ არსებობს რაიმე გაცხადებული მტკიცებულება იმისა, თუ რომელი ქვეყნის მიერ შეიძლება იყონ მართულნი ისინი (მიიჩნევა, რომ მათ არავინ მართავს). ასევე, მათ არ ჰყავთ ლიდერი. როგორც სახელიდანაც ჩანს, ანონიმური ჰაკერების ვინაობა ზუსტად არავინ იცის და ეს საკითხი მკაცრად კონფიდენციალურია.

Anonymous-ის სამიზნე წარსულში იყო ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის სამსახური CIA, ისლამური სახელმწიფო და ა.შ..

კოორდინირებულ კიბერშეტევებს სხვადასხვა სამიზნეების მიმართ თავდაპირველად გართობის სახე ჰქონდა. ნელ-ნელა ჰაკერთა ჯგუფმა თავიანთ საქმიანობაში ერთგვარი იმპულსი, მუხტი იპოვა. 2008 წელს მათ წამოიწყეს საპროტესტო ჰაკერული სერიები, რომელიც "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ იყო მიმართული.

დროთა განმავლობაში Anonymous-ი იზრდებოდა და მათი სამიზნეებიც უფრო სოლიდური კომპანიები, თუ სახელმწიფო უწყებები ხდებოდნენ. ჰაკერებმა შეტევა მიიტანეს PayPal-ზე MasterCard-ზე, Visa-ზე, Son-ზე, ისევე როგორც სახელმწიფო უწყებებზე ამერიკის შეერთებულ შტატებში, ტუნისში, უგანდაში და ახლა უკვე რუსეთში.

ჯგუფის კოორდინირებულ შეტევებში მონაწილეობისთვის სხვადასხვა დროს ათობით ადამიანი დააკავეს აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, ავსტრალიაში, ნიდერლანდების სამეფოში, ესპანეთში, ინდოეთსა და თურქეთში.

2012 წელს გამოცემა Time-მა "ანონიმუსი" წლის 100 ყველაზე გავლენიან ადამიანთა სიაში შეიყვანა.

• რატომ გახდა ანონიმ ჰაკერთა სიმბოლო ნიღაბი და რა დატვირთვა აქვს მას?

V for Vendeta 1980-იანი წლებში ალან მურისა და დევიდ ლოიდის მიერ შექმნილი კომიქსების სერიაა, სადაც მთავარი გმირი, ნიღბიანი მეამბოხეა. ანონიმი ჰაკერებისთვის შთამაგონებელი სწორედ ეს კომიქსები და მასში გამოყენებული ნიღაბი გახდა.

როდესაც დევიდ ლოიდი V for Vendeta-ზე მუშაობდა, მისთვის ინსპირაციის წყარო ცნობილი ინგლისელი მეამბოხე გაი ფოქსი იყო, რომელიც 1605 წელს მთავარი პირი იყო მეფე ჯეიმს პირველის წინააღმდეგ მოწყობილ ამბოხებაში. 2005 წელს კომიქსების ადაპტაცია გადაიღეს, სადაც მთავარ როლს ნატალი პორტმანი ასრულებს.. 2008 წელს "ანონიმუსი" პირველად გამოჩნდა საჯაროდ და თავის სახედ V for Vendeta-ს მსგავსი ნიღაბი აირჩია.

მალე მათი პოპულარობა გაიზარდა და ახლა ეს ნიღაბი მეამბოხეთა პროტესტის მთავარ სიმბოლოდ იქცა. მსგავსი ნიღბები ამაზონზე 5 დოლარად იყიდება.

საინტერესოა, რომ Anonymous-ის წევრი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ადამიანი, ვისაც ამის სურვილი აქვს, თუმცა მათთან კავშირზე გასასვლელად ზოგჯერ რამდენიმე წელია საჭირო. "ობზერვერის" ბრიტანელი ჟურნალისტი ქეროლ ქედვოლარი 2012 წელს მათი სისტემის სტილს ალ-ქაიდას ადარებდა, თუმცა დღეს "მოძრაობას" უწოდებს.

ისინი უმეტესად იყენებენ ისეთ ჰეშთეგებს როგორებიცაა, "ჩვენ ანონიმუსი ვართ", "ჩვენ ლეგიონი ვართ", "ჩვენ არ ვივიწყებთ", "ჩვენ არ ვპატიობთ."