საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსეთის პრეზიდენტის განცხადება ტერორიზმის გამოვლინება და შანტაჟის მცდელობაა" - რა მიზანი აქვს ოკუპანტი პუტინის ბირთვულ მუქარას?
"რუსეთის პრეზიდენტის განცხადება ტერორიზმის გამოვლინება და შანტაჟის მცდელობაა" - რა მიზანი აქვს ოკუპანტი პუტინის ბირთვულ მუქარას?

გუ­შინ, 27 თე­ბერ­ვალს, რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მირ პუ­ტინ­მა ბრძა­ნე­ბა გას­ცა, რომ რუ­სე­თის არ­მი­ის შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ძა­ლე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბულ რე­ჟიმ­ში გა­და­ვიდ­ნენ. ამის შე­სა­ხებ მან კრემლში, თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრ სერ­გეი შო­ი­გუს­თან და გენშტა­ბის უფ­როს­თან, ვა­ლე­რი გე­რა­სი­მოვ­თან შეხ­ვედ­რა­ზე გა­ნა­ცხა­და. მი­ზე­ზად პუ­ტინ­მა და­ა­სა­ხე­ლა და­სავ­ლე­თის ლი­დერ­თა "აგ­რე­სი­უ­ლი გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბი“ რუ­სე­თის მი­სა­მარ­თით.

"ნა­ტოს წამ­ყვა­ნი ქვეყ­ნე­ბის უმაღ­ლე­სი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი ჩვე­ნი ქვეყ­ნის მი­სა­მარ­თით აგ­რე­სი­ულ გა­მო­ნათ­ქვა­მებს უშ­ვე­ბენ, ამი­ტომ თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრსა და გენშტა­ბის უფ­როსს ვუბ­რძა­ნებ, რუ­სე­თის არ­მი­ის შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ძა­ლე­ბი მო­რი­გე­ო­ბის სა­გან­გე­ბო რე­ჟიმ­ში გა­და­ვიდ­ნენ“, - თქვა პუ­ტინ­მა.

და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნებ­მა მწვა­ვედ გა­აკ­რი­ტი­კეს უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის შეჭ­რა. რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ აწე­სე­ბენ სან­ქცი­ებს და აცხა­დე­ბენ, რომ უკ­რა­ი­ნას ია­რა­ღის მი­წო­დე­ბას უზ­რდი­ან. ამას­თან, ისი­ნი ამ­ბო­ბენ, რომ ნა­ტოს სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ებს არ გაგ­ზავ­ნი­ან უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ საბ­რძოლ­ვე­ლად.

რო­გორც ირ­კვე­ვა, შე­მა­კა­ვე­ბელ ძა­ლებ­ში შე­დის სტრა­ტე­გი­უ­ლი ბირ­თვუ­ლი ძა­ლე­ბი, მათ შო­რის სტრა­ტე­გი­უ­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის სა­რა­კე­ტო ჯა­რე­ბი.

ექ­სპერ­ტი უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში და­ვით კუ­ხა­ლაშ­ვი­ლი რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის ამ გან­ცხა­დე­ბას მისი სა­ო­მა­რის სტრა­ტე­გი­ის ნა­წი­ლად და სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ტე­რო­რიზ­მის გა­მოვ­ლი­ნე­ბად მი­იჩ­ნევს, რი­თაც ის და­სავ­ლეთს აშან­ტა­ჟებს.

- პირ­და­პირ უნდა ვთქვათ, ეს არის რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან ტე­რო­რიზ­მის გა­მოვ­ლი­ნე­ბა, რო­დე­საც სა­ხელ­მწი­ფო მმარ­თვე­ლო­ბი­თი აპა­რა­ტი სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე მო­ნა­წი­ლე­ობს სა­ხელ­მწი­ფო­თა მე­თა­უ­რე­ბის, ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის, სა­ზო­გა­დო­ე­ბის შან­ტაჟ­სა და ტე­რო­რიზ­მში. რე­ა­ლუ­რად, მიმ­დი­ნა­რე­ობს ბრძო­ლა ორ ფრონტზე ეს არის უშუ­ა­ლოდ უკ­რა­ი­ნა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რე­ზი. რამ­დე­ნად შორს წავა პუ­ტი­ნი, ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმ მყარ პო­ზი­ცი­ა­ზე, რო­მელ­საც ამე­რი­კა და გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ევ­რო­პუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი და­ი­კა­ვე­ბენ. მა­ინც ვფიქ­რობ, რომ პუ­ტი­ნის შან­ტა­ჟი მათ­ზე, ე.წ. კომ­ფორ­ტის ზო­ნა­ზეა გათ­ვლი­ლი იმი­ტომ, რომ და­ნარ­ჩენ პოსტსაბ­ჭო­ურ სივ­რცე­ზე (სა­დაც კონ­ფლიქ­ტე­ბი აქვს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას, ისე­დაც ტე­რო­რი­ზე­ბუ­ლია მო­სახ­ლე­ო­ბა, ანექ­სი­რე­ბუ­ლია ამ ქვეყ­ნე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი) უკვე "მოგ­ვა­რე­ბუ­ლი“ აქვს საქ­მე. მა­ინც მი­ვიჩ­ნევ, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ არა­საკ­მა­რი­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა აღ­ნიშ­ნუ­ლი კონ­ფლიქ­ტის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად.

- რუ­სე­თის ლი­დერ­მა ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე დოქ­ტრი­ნა­ში რა წე­რია, არ იცის? თავ­დამ­სხმელ ქვე­ყა­ნას აქვს მისი გა­მო­ყე­ნე­ბის უფ­ლე­ბა?

- გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის ანა­ლი­ზი აჩ­ვე­ნებს, რომ კა­ნო­ნი­ერ ქმე­დე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ილუ­ზი­ე­ბი არ უნდა შე­ვიქ­მნათ, უკ­რა­ი­ნას­თან სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბით ყვე­ლა სა­ერ­თა­შო­რი­სო ნორ­მა დარ­ღვე­უ­ლია. უკ­რა­ი­ნი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს გა­ერ­თი­ა­ნე­ბა ნა­ტო­ში შე­საძ­ლოა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ი­სათ­ვის აღიქ­მე­ბო­დეს საფრ­თხედ, მაგ­რამ პუ­ტი­ნის ქმე­დე­ბე­ბი ყვე­ლა ჩარ­ჩოს გას­ცდა და სა­ო­მარ მოქ­მე­დე­ბამ­დე სა­დაზ­ვერ­ვო პრო­პა­გან­დის კონ­ტექ­სტში მისი უშუ­ა­ლო გა­მოს­ვლა, მის­თვის სა­სარ­გებ­ლო სა­ერ­თა­შო­რი­სო აზ­რის მო­ბი­ლი­ზე­ბი­სათ­ვის საკ­მა­რი­სი არ იყო. ზო­გა­დად, კონ­კრე­ტულ სა­ხელ­მწი­ფო­ზე ზე­გავ­ლე­ნი­სათ­ვის სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი სა­დაზ­ვერ­ვო მე­თო­დებ­სა და ხერ­ხებს იყე­ნე­ბენ, რო­გორც ჩანს, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით რუ­სეთს გარ­კვე­უ­ლი ვა­კუ­უ­მი ჰქონ­და შექ­მნი­ლი, რაც უკ­რა­ი­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მისი მხარ­და­ჭე­რის თვალ­საზ­რი­სით, უცხო ქვეყ­ნე­ბის სა­დაზ­ვერ­ვო აქ­ტი­ვო­ბე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბა­ცაა. რო­დე­საც სა­ხე­ზეა სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის ინ­სპი­რი­რე­ბა, ამ დროს სა­მარ­თალ­ზე, სამ­წუ­ხა­როდ, ლა­პა­რა­კი გვი­ა­ნია. აღარ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი მა­ინც, არც სა­ერ­თა­შო­რი­სო აქ­ტებს, რა წე­რია დოქ­ტრი­ნა­ში, რაც ომი­სა და მშვი­დო­ბის პრო­ცეს­ში ნაკ­ლე­ბი და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი შე­დე­გე­ბის მა­ორ­გა­ნი­ზე­ბე­ლია, რად­გან სა­ში­ნელ ძა­ლას­თან და უმ­ძი­მეს სა­ო­მარ კონ­ფლიქტთან გვაქვს საქ­მე.

- კი­დევ რა უნდა გა­კეთ­დეს იმის­თვის, რომ შე­ა­ჩე­რონ ეს პრო­ცე­სი და აგ­რე­სო­რი?

- ყვე­ლა გან­ვი­თა­რე­ბულ ევ­რო­პულ ქვე­ყა­ნას გა­აჩ­ნია სა­დაზ­ვერ­ვო სამ­სა­ხუ­რი, არ­სე­ბობს ამ სამ­სა­ხუ­რის მე­თო­დო­ლო­გია, ტაქ­ტი­კა, ხერ­ხე­ბი, რომ­ლი­თაც სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი ებ­რძვი­ან ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ლი­დე­რებ­სა და წვე­რებს. ვფიქ­რობ, ამ შემ­თხვე­ვა­ში ანა­ლო­გი­უ­რი მე­თო­დო­ლო­გია უნდა იქ­ნას გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას­თან მი­მარ­თე­ბა­ში. თუკი ვსა­უბ­რობთ იმა­ზე, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ეს არის ტე­რო­რის­ტუ­ლი ზე­მოქ­მე­დე­ბა უკ­რა­ი­ნას­თან და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან მი­მარ­თე­ბა­ში, უნდა მო­ექ­ცნენ ისე, რო­გორც ექ­ცე­ვი­ან ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს. რაც მეტი დათ­მო­ბა იქ­ნე­ბა, მით უა­რე­სი. დღეს სხვა­დას­ხვა სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის მხრი­დან ვხე­დავთ არა­თა­ნა­ბა­რი რე­ა­გი­რე­ბის ზო­მებს, მათ შო­რის არი­ან ნე­იტ­რა­ლუ­რი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც არ აფიქ­სი­რე­ბენ პო­ზი­ცი­ას, ან დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლი პო­ზი­ცი­ი­სა, რომ ისი­ნი აქ­ტი­უ­რად არ ერე­ვი­ან კონ­ფლიქ­ტში. ასე რომ, მოვ­ლე­ნა­თა გან­ვი­თა­რე­ბა წინ გვაქვს. სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენს ხელთ არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი შე­ი­ცავს სა­დაზ­ვერ­ვო ხა­სი­ა­თის პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­დე­გად მი­ღე­ბულ მო­ნა­ცე­მებს, ის ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი, შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით პერ­სპექ­ტი­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბის მსჯე­ლო­ბი­სას გა­მო­ყე­ნე­ბა­დი ტერ­მი­ნი, მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბით უნდა იყოს.

ის, რაც ხდე­ბა უკ­რა­ი­ნა­ში, პირ­და­პირ კავ­შირ­ში იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თან არა მარ­ტო პო­ლი­ტი­კუ­რი და სამ­ხედ­რო, არა­მედ ეკო­ნო­მი­კუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც. ალ­ბათ ყვე­ლა­ფე­რი ეს გათ­ვლი­ლი იყო. ზო­გა­დად, სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბი არ იწყე­ბა მეც­ნი­ე­რუ­ლი კვლე­ვე­ბის, ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის მყა­რი ანა­ლი­ზის გა­რე­შე, ასე რომ, მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბით, ყვე­ლა­ფე­რი გათ­ვლი­ლია და არ ვიცი, რამ­დე­ნად საკ­მა­რი­სი პო­ზი­ცია ექ­ნე­ბა უკ­რა­ი­ნას იმ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის დროს, რათა გარ­კვე­უ­ლი სარ­გე­ბე­ლი ნა­ხოს.

ბირ­თვუ­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბის მზად­ყოფ­ნა­ში მოყ­ვა­ნის შე­სა­ხებ პუ­ტი­ნის გან­ცხა­დე­ბა მი­მარ­თუ­ლი იყო უკ­რა­ი­ნის, აშშ-სა და და­სავ­ლე­თის სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის­კენ. მისი მი­ზა­ნი იყო, რომ ქვეყ­ნებ­მა თა­ვი­სი პრო­ტეს­ტე­ბი შე­არ­ბი­ლონ, შე­საძ­ლოა სა­ზო­გა­დო­ე­ბის აზ­რმა აი­ძუ­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბე­ბი, ნე­იტ­რა­ლუ­რე­ბი გა­ხა­დონ ამ ვი­თა­რე­ბა­ში, ან შე­ამ­ცი­რე­ბი­ნონ გარ­კვე­უ­ლი ზე­მოქ­მე­დე­ბის მას­შტა­ბე­ბი. "კომ­ფორ­ტს“ აქვს ის და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი თვი­სე­ბაც, რომ ამ პი­რო­ბებ­ში მცხოვ­რე­ბი ხე­ლი­სუფ­ლე­ბე­ბი და სა­ზო­გა­დო­ე­ბა ვე­რა­სო­დეს ეგუ­ე­ბოდ­ნენ და ეგუ­ე­ბი­ან მის და­კარ­გვას, სულ მცი­რე "კომ­ფორ­ტის“ შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­საც კი დღე­ვან­დელ ვი­თა­რე­ბა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა.

- თა­ვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­ში და­სავ­ლე­თი უკან დამ­ხე­ვი თუ იყო, ეს გუ­შინ­ვე უნდა გა­მო­ჩე­ნი­ლი­ყო, მას შემ­დეგ, რაც პუ­ტინ­მა ეს გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა...

- ჯერ­ჯე­რო­ბით ეს არ ჩანს, მაგ­რამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა ასე მარ­ტი­ვად არ ხდე­ბა. ვნა­ხავთ, რა ქმე­დე­ბე­ბი მოჰ­ყვე­ბა მის გან­ცხა­დე­ბას "ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტის სამ­ზა­დი­სის“ შე­სა­ხებ. ჩვენ ყუ­რა­დღე­ბას ვა­მახ­ვი­ლებთ ხოლ­მე ე.წ. ღია ფრონტზე და არ გვაქვს ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი იმა­ზე, რა ხდე­ბა ფა­რულ ფრონტზე. ეს არის არე­ა­ლი, სა­დაც სა­ი­დუმ­ლო გრი­ფის ქვეშ ხორ­ცი­ელ­დე­ბა არა მარ­ტო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი, არა­მედ სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ცე­სე­ბიც. ამი­ტომ ამ შემ­თხვე­ვა­ში ჩვენ­თვის ღია წყა­რო­ე­ბი­დან ხდე­ბა ცნო­ბი­ლი მარ­ტო ის, რაც დიდი მას­შტა­ბით შე­ი­ცავს სა­დაზ­ვერ­ვო ინ­ტე­რე­სის პრო­პა­გან­დის­ტულ ნიშ­ნებს და არ შე­იძ­ლე­ბა ზო­გა­დად მსჯე­ლო­ბის მყა­რი სა­ფუძ­ვე­ლი შე­ვიქ­მნათ, რად­გან ეს მსჯე­ლო­ბა მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბით ფუჭი იქ­ნე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
world
0

მივმართავ მსოფლიო თანამეგობრობას დაუყონებლივ მოხდეს ტერორისტის (პუტინის) განეიტრალება სანამ რამე ჩაუდენია.

Marvel
1

ნამდვილი ფეიკების გემოს იგრძნობთ ყველანი მალე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"რუსეთის პრეზიდენტის განცხადება ტერორიზმის გამოვლინება და შანტაჟის მცდელობაა" - რა მიზანი აქვს ოკუპანტი პუტინის ბირთვულ მუქარას?

"რუსეთის პრეზიდენტის განცხადება ტერორიზმის გამოვლინება და შანტაჟის მცდელობაა" - რა მიზანი აქვს ოკუპანტი პუტინის ბირთვულ მუქარას?

გუშინ, 27 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ბრძანება გასცა, რომ რუსეთის არმიის შემაკავებელი ძალები განსაკუთრებულ რეჟიმში გადავიდნენ. ამის შესახებ მან კრემლში, თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან და გენშტაბის უფროსთან, ვალერი გერასიმოვთან შეხვედრაზე განაცხადა. მიზეზად პუტინმა დაასახელა დასავლეთის ლიდერთა "აგრესიული გამონათქვამები“ რუსეთის მისამართით.

"ნატოს წამყვანი ქვეყნების უმაღლესი თანამდებობის პირები ჩვენი ქვეყნის მისამართით აგრესიულ გამონათქვამებს უშვებენ, ამიტომ თავდაცვის მინისტრსა და გენშტაბის უფროსს ვუბრძანებ, რუსეთის არმიის შემაკავებელი ძალები მორიგეობის საგანგებო რეჟიმში გადავიდნენ“, - თქვა პუტინმა.

დასავლეთის ქვეყნებმა მწვავედ გააკრიტიკეს უკრაინაში რუსეთის შეჭრა. რუსეთის წინააღმდეგ აწესებენ სანქციებს და აცხადებენ, რომ უკრაინას იარაღის მიწოდებას უზრდიან. ამასთან, ისინი ამბობენ, რომ ნატოს სამხედრო მოსამსახურეებს არ გაგზავნიან უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად.

როგორც ირკვევა, შემაკავებელ ძალებში შედის სტრატეგიული ბირთვული ძალები, მათ შორის სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარები.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში დავით კუხალაშვილი რუსეთის პრეზიდენტის ამ განცხადებას მისი საომარის სტრატეგიის ნაწილად და სახელმწიფოს მხრიდან ორგანიზებული ტერორიზმის გამოვლინებად მიიჩნევს, რითაც ის დასავლეთს აშანტაჟებს.

- პირდაპირ უნდა ვთქვათ, ეს არის რუსეთის სახელმწიფოს მხრიდან ტერორიზმის გამოვლინება, როდესაც სახელმწიფო მმართველობითი აპარატი საერთაშორისო დონეზე მონაწილეობს სახელმწიფოთა მეთაურების, ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების, საზოგადოების შანტაჟსა და ტერორიზმში. რეალურად, მიმდინარეობს ბრძოლა ორ ფრონტზე ეს არის უშუალოდ უკრაინა და საერთაშორისო ასპარეზი. რამდენად შორს წავა პუტინი, ეს დამოკიდებულია იმ მყარ პოზიციაზე, რომელსაც ამერიკა და განვითარებული ევროპული სახელმწიფოები დაიკავებენ. მაინც ვფიქრობ, რომ პუტინის შანტაჟი მათზე, ე.წ. კომფორტის ზონაზეა გათვლილი იმიტომ, რომ დანარჩენ პოსტსაბჭოურ სივრცეზე (სადაც კონფლიქტები აქვს რუსეთის ფედერაციას, ისედაც ტერორიზებულია მოსახლეობა, ანექსირებულია ამ ქვეყნების მნიშვნელოვანი ტერიტორიები) უკვე "მოგვარებული“ აქვს საქმე. მაინც მივიჩნევ, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ არასაკმარისი ღონისძიებები განახორციელა აღნიშნული კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად.

- რუსეთის ლიდერმა ბირთვული იარაღის გამოყენებაზე დოქტრინაში რა წერია, არ იცის? თავდამსხმელ ქვეყანას აქვს მისი გამოყენების უფლება?

- განვითარებული მოვლენების ანალიზი აჩვენებს, რომ კანონიერ ქმედებებთან დაკავშირებით ილუზიები არ უნდა შევიქმნათ, უკრაინასთან საომარი მოქმედებებით ყველა საერთაშორისო ნორმა დარღვეულია. უკრაინისა და საქართველოს გაერთიანება ნატოში შესაძლოა რუსეთის ფედერაციისათვის აღიქმებოდეს საფრთხედ, მაგრამ პუტინის ქმედებები ყველა ჩარჩოს გასცდა და საომარ მოქმედებამდე სადაზვერვო პროპაგანდის კონტექსტში მისი უშუალო გამოსვლა, მისთვის სასარგებლო საერთაშორისო აზრის მობილიზებისათვის საკმარისი არ იყო. ზოგადად, კონკრეტულ სახელმწიფოზე ზეგავლენისათვის სახელმწიფოები სადაზვერვო მეთოდებსა და ხერხებს იყენებენ, როგორც ჩანს, ამ მიმართულებით რუსეთს გარკვეული ვაკუუმი ჰქონდა შექმნილი, რაც უკრაინასთან დაკავშირებით, მისი მხარდაჭერის თვალსაზრისით, უცხო ქვეყნების სადაზვერვო აქტივობების დამსახურებაცაა. როდესაც სახეზეა საომარი მოქმედებების ინსპირირება, ამ დროს სამართალზე, სამწუხაროდ, ლაპარაკი გვიანია. აღარ აქვს მნიშვნელობა, გარკვეული პერიოდი მაინც, არც საერთაშორისო აქტებს, რა წერია დოქტრინაში, რაც ომისა და მშვიდობის პროცესში ნაკლები დამაზიანებელი შედეგების მაორგანიზებელია, რადგან საშინელ ძალასთან და უმძიმეს საომარ კონფლიქტთან გვაქვს საქმე.

- კიდევ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ შეაჩერონ ეს პროცესი და აგრესორი?

- ყველა განვითარებულ ევროპულ ქვეყანას გააჩნია სადაზვერვო სამსახური, არსებობს ამ სამსახურის მეთოდოლოგია, ტაქტიკა, ხერხები, რომლითაც სპეცსამსახურები ებრძვიან ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერებსა და წვერებს. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ანალოგიური მეთოდოლოგია უნდა იქნას გამოყენებული რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში. თუკი ვსაუბრობთ იმაზე, რომ საერთაშორისო საზოგადოებისთვის ეს არის ტერორისტული ზემოქმედება უკრაინასთან და საერთაშორისო საზოგადოებასთან მიმართებაში, უნდა მოექცნენ ისე, როგორც ექცევიან ტერორისტულ ორგანიზაციებს. რაც მეტი დათმობა იქნება, მით უარესი. დღეს სხვადასხვა სახელმწიფოების მხრიდან ვხედავთ არათანაბარი რეაგირების ზომებს, მათ შორის არიან ნეიტრალური სახელმწიფოები, რომლებიც არ აფიქსირებენ პოზიციას, ან დეკლარირებული პოზიციისა, რომ ისინი აქტიურად არ ერევიან კონფლიქტში. ასე რომ, მოვლენათა განვითარება წინ გვაქვს. სამწუხაროდ, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციები შეიცავს სადაზვერვო ხასიათის პროპაგანდისტული საქმიანობის შედეგად მიღებულ მონაცემებს, ის ინფორმაციები, შესაბამისად, ყველა მიმართულებით პერსპექტიული მიმართულების მსჯელობისას გამოყენებადი ტერმინი, მაღალი ალბათობით უნდა იყოს.

ის, რაც ხდება უკრაინაში, პირდაპირ კავშირში იქნება საქართველოსთან არა მარტო პოლიტიკური და სამხედრო, არამედ ეკონომიკური უსაფრთხოების მიმართულებითაც. ალბათ ყველაფერი ეს გათვლილი იყო. ზოგადად, საომარი მოქმედებები არ იწყება მეცნიერული კვლევების, ოპერატიული ინფორმაციების მყარი ანალიზის გარეშე, ასე რომ, მაღალი ალბათობით, ყველაფერი გათვლილია და არ ვიცი, რამდენად საკმარისი პოზიცია ექნება უკრაინას იმ მოლაპარაკებების დროს, რათა გარკვეული სარგებელი ნახოს.

ბირთვული შეიარაღების მზადყოფნაში მოყვანის შესახებ პუტინის განცხადება მიმართული იყო უკრაინის, აშშ-სა და დასავლეთის სახელმწიფოებისკენ. მისი მიზანი იყო, რომ ქვეყნებმა თავისი პროტესტები შეარბილონ, შესაძლოა საზოგადოების აზრმა აიძულოს ხელისუფლებები, ნეიტრალურები გახადონ ამ ვითარებაში, ან შეამცირებინონ გარკვეული ზემოქმედების მასშტაბები. "კომფორტს“ აქვს ის დამაზიანებელი თვისებაც, რომ ამ პირობებში მცხოვრები ხელისუფლებები და საზოგადოება ვერასოდეს ეგუებოდნენ და ეგუებიან მის დაკარგვას, სულ მცირე "კომფორტის“ შენარჩუნებასაც კი დღევანდელ ვითარებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

- თავის გადაწყვეტილებებში დასავლეთი უკან დამხევი თუ იყო, ეს გუშინვე უნდა გამოჩენილიყო, მას შემდეგ, რაც პუტინმა ეს განცხადება გაავრცელა...

- ჯერჯერობით ეს არ ჩანს, მაგრამ გადაწყვეტილების მიღება ასე მარტივად არ ხდება. ვნახავთ, რა ქმედებები მოჰყვება მის განცხადებას "ტერორისტული აქტის სამზადისის“ შესახებ. ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ ხოლმე ე.წ. ღია ფრონტზე და არ გვაქვს ინფორმაციები იმაზე, რა ხდება ფარულ ფრონტზე. ეს არის არეალი, სადაც საიდუმლო გრიფის ქვეშ ხორციელდება არა მარტო მოლაპარაკებები, არამედ სხვა მნიშვნელოვანი პროცესებიც. ამიტომ ამ შემთხვევაში ჩვენთვის ღია წყაროებიდან ხდება ცნობილი მარტო ის, რაც დიდი მასშტაბით შეიცავს სადაზვერვო ინტერესის პროპაგანდისტულ ნიშნებს და არ შეიძლება ზოგადად მსჯელობის მყარი საფუძველი შევიქმნათ, რადგან ეს მსჯელობა მაღალი ალბათობით ფუჭი იქნება.