მსოფლიო
წიგნები

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ასეთი ერთობა უკრაინაში 30 წლის განმავლობაში არ ყოფილა... ჩვენ ვართ მართლები და გავიმარჯვებთ!" - რას ჰყვება ქართველების უკრაინელი რძალი
"ასეთი ერთობა უკრაინაში 30 წლის განმავლობაში არ ყოფილა... ჩვენ ვართ მართლები და გავიმარჯვებთ!" - რას ჰყვება ქართველების უკრაინელი რძალი

სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევ­რი უკ­რა­ი­ნე­ლი ცხოვ­რობს, მათ შო­რის არის კა­ტე­რი­ნა პო­ბე­რეჟნა. ის ქარ­თვე­ლე­ბის რძა­ლია, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში 2007 წლი­დან ცხოვ­რობს და შეყ­ვა­რე­ბუ­ლია აქა­უ­რო­ბა­ზე...

კა­ტე­რი­ნა კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სპე­ცი­ა­ლის­ტია "ევ­რო­ბან­კში", აგ­რო­ბიზ­ნესმრჩე­ვე­ლია და სა­ქარ­თვე­ლო­ში ტექ­ნი­კუ­რი პრო­ექ­ტე­ბის კო­ორ­დი­ნა­ტო­რი, მუ­შა­ობს "ფა­ო­შიც" კონ­სულ­ტან­ტად. არის ორი შვი­ლის დედა, შე­სა­ნიშ­ნა­ვად სა­უბ­რობს ქარ­თუ­ლად, რი­თაც სა­ო­ცარ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ახ­დენს და დიდ პა­ტი­ვის­ცე­მას იმ­სა­ხუ­რებს. კა­ტე­რი­ნა უკ­რა­ი­ნის ცენ­ტრში, კრო­პივ­ნიცკ­ში და­ი­ბა­და. უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა კი­ევ­სა და გერ­მა­ნი­ა­ში მი­ი­ღო. მას მშობ­ლე­ბი, ნა­თე­სა­ვე­ბი, ახ­ლობ­ლე­ბი უკ­რა­ი­ნა­ში ჰყავს და ცხა­დია, მათ უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე ღე­ლავს. ის უკ­რა­ი­ნის გა­მარ­ჯვე­ბა­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია...

კა­ტე­რი­ნა პო­ბე­რეჟნა:

- არა­ვინ ელო­დე­ბო­და ამას, რაც ახლა ხდე­ბა. ყვე­ლა­ზე ცუდ სიზ­მარ­შიც არ დაგ­ვე­სიზ­მრე­ბო­და. ჩემი პირ­ვე­ლი რე­აქ­ცია შოკი იყო. ასეთ სა­ში­ნელ ამ­ბავს რომ იგებ, ცხა­დია, გა­ნიც­დი, ტირი, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად ვე­რა­ფერს აკე­თებ, ვე­რა­ფერს ცვლი. რთუ­ლი ემო­ცი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბაა... მერე რო­დე­საც უკ­რა­ი­ნა­ში დავ­რე­კე და ჩვე­ნებს და­ვე­ლა­პა­რა­კე, აქეთ გა­მამ­ხნე­ვეს... ეს იყო გა­სა­ო­ცა­რი... წარ­მო­იდ­გი­ნეთ, კი­ევ­ში დი­ლის 4 სა­ათ­ზე ბომ­ბის ხმა­ზე იღ­ვი­ძებ. გა­სა­გე­ბია, რომ უცებ ვერ ხვდე­ბი, რა ხდე­ბა. მერე იგებ და სიბ­რა­ზე გი­პყრობს... 2014 წლამ­დე გვქონ­და გან­ცდა, რომ რუ­სე­თი მე­ზო­ბე­ლია, ენაც ვი­ცით, რა­ღაც პე­რი­ო­დი ჩვე­ნი ქვეყ­ნე­ბი ერ­თად ვი­ყა­ვით. ყი­რი­მის და დონ­ბა­სის შემ­დეგ ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და­ი­კარ­გა... სა­ბო­ლო­ოდ გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე, რომ ის ცუდი მე­ზო­ბე­ლია, მაგ­რამ მა­ინც რომ არ ელო­დე­ბი, მის­გან ზურ­გში და­ნის ჩარ­ტყამს და სახ­ლში მის შე­მო­ვარ­დნას... ამი­ტომ ახლა უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხი ისე­თი გაბ­რა­ზე­ბუ­ლია, რომ ეს სიბ­რა­ზე დიდ­ხანს არ გა­და­უვ­ლის.

- და ეს სიბ­რა­ზე დღეს იმას აკე­თებს, რომ უკ­რა­ი­ნა თავ­და­ვი­წყე­ბით იბ­რძვის ქვეყ­ნის­თვის...

- კი. ბევ­რს ვე­ლა­პა­რა­კე და მი­იჩ­ნე­ვენ, რომ უკან და­სა­ხე­ვი გზა არ არის. ქვეყ­ნი­დან მხო­ლოდ დე­დე­ბი პა­ტა­რა ბავ­შვე­ბით გა­დი­ან... რო­გო­რია, აშე­ნებ ქვე­ყა­ნას, უამ­რავ შრო­მას, ძა­ლის­ხმე­ვას დებ ამ ყვე­ლა­ფერ­ში და ვი­ღაც შე­მორ­ბის, ყვე­ლა­ფერს გინ­გრევს, ადა­მი­ა­ნებს ხო­ცავს. უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი რო­გო­რი გრძნო­ბით და გან­წყო­ბით უნდა იყ­ვნენ?!. მშრო­მე­ლი ხალ­ხი ვართ, ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლას ერთი სული აქვს, გა­ყა­როს მტე­რი თა­ვი­სი ტე­რი­ტო­რი­ი­დან და შრო­მას, საქ­მეს და­უბ­რუნ­დნენ. აქ ორი რა­მაა - ან თა­ვი­სუფ­ლე­ბა, ან სიკ­ვდი­ლი.

- მსოფ­ლიო დარ­წმუნ­და იმა­ში, რომ ეს არის ერი, რო­მე­ლიც თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის ბრძო­ლა­ში უკან არ და­ი­ხევს. ადა­მი­ა­ნებ­მა სა­ო­ცა­რი მა­გა­ლი­თი აჩ­ვე­ნეს...

- სხვა­ნა­ი­რად ვერ მო­იქ­ცე­ვი, არ­ჩე­ვა­ნი არ არის. ახლა არის დრო, იმ სა­ში­ნე­ლე­ბის და­სას­რუ­ლის, რო­მე­ლიც ასეთ პრობ­ლე­მას ქმნი­და სა­ქარ­თვე­ლო­ში, ყი­რიმ­ში, დონ­ბას­ში და სხვა­გან... მი­ზა­ნი ნა­თე­ლია, ვი­ცით, რის­თვის ვიბ­რძვით. სი­მარ­თლე ჩვენს მხა­რე­საა. უკ­რა­ი­ნა ის­ტო­რი­უ­ლად არა­ვის დამ­პყრო­ბე­ლი არ ყო­ფი­ლა. ცხოვ­რობ­და, შრო­მობ­და და იცავ­და თავს. მთელ­მა მსოფ­ლი­ომ ეს უკვე და­ი­ნა­ხა და მიხ­ვდა, რომ უნდა და­ეხ­მა­როს.

- ალ­ბათ, გყავთ რუსი მე­გობ­რე­ბი და სა­ინ­ტე­რე­სოა მათი აზრი, რას ამ­ბო­ბენ და რას ფიქ­რო­ბენ. თა­ნად­გო­მას თუ გი­ცხა­დე­ბენ?

- გულ­წრფე­ლად რომ გი­თხრათ, რუსი მე­გობ­რე­ბი არ მყავს, ეს მე­გობ­რო­ბა 2014 წელს დას­რულ­და. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, დრო­ში ყვე­ლა თა­ვის თავს ავ­ლენს... უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი ტო­ლე­რან­ტე­ბი არი­ან, ქვე­ყა­ნა­ში რუ­სე­ბიც ცხოვ­რო­ბენ, მაგ­რამ არ მახ­სოვს და მსმე­ნია, ისი­ნი იმის გამო და­ე­ჩაგ­როთ, რომ ეროვ­ნე­ბით რუ­სე­ბი არი­ან. ამ ნიშ­ნით არა­ვის არა­ვინ არას­დროს და­უ­ჩაგ­რავს. დიდი მად­ლო­ბა იმ ხალ­ხს, რომ­ლე­ბიც რის­კა­ვენ და აქ­ცი­ებ­ზე გა­მო­დი­ან, თუმ­ცა ჯობ­და ადრე გა­მო­სუ­ლიყ­ვნენ, მაგ­რამ ნე­ბის­მი­ე­რი მხარ­და­ჭე­რა და­სა­ფა­სე­ბე­ლია. დღეს ჩემ გარ­შე­მო ყვე­ლა ისეთ ადა­მი­ანს ვხე­დავ, ვინც მხარ­და­ჭე­რას უცხა­დებს უკ­რა­ი­ნას.

- რო­გორ ფიქ­რობთ, რა მო­ლო­დი­ნი გაქვთ, რამ­დენ ხან­ში უნდა დამ­თავ­რდეს ეს უსა­მარ­თლო ბრძო­ლა?

- მგო­ნი, ამა­ზე ზუსტ პა­სუხს ვე­რა­ვინ გაგ­ცემთ... თუმ­ცა მი­მაჩ­ნია, რომ დიდ­ხანს არ გაგ­რძელ­დე­ბა და მერე ყვე­ლა­ფე­რი სხვა კა­ლა­პოტ­ში მო­ექ­ცე­ვა. ფაქ­ტია, რომ ასე­თი ერ­თო­ბა უკ­რა­ი­ნა­ში 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არ ყო­ფი­ლა. რუ­სე­თის მე­თა­ურს სხვა რამ ეგო­ნა და მისი პრობ­ლე­მაც ეგ არის. დღეს უკ­რა­ი­ნა აღარ არის ისე­თი, 30 წლის წინ რომ იყო. სხვა სა­ზო­გა­დო­ე­ბა, სხვა პო­ლი­ტი­კუ­რი ერ­თო­ბა და ხედ­ვაა. უკ­რა­ი­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბას და ერ­თი­ა­ნო­ბას ყვე­ლა მხარს უჭერს. ამი­ტომ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად დამ­თავ­რდე­ბა. ჩვენ ვართ მარ­თლე­ბი! ეს აგ­რე­სია კი არის სამ­ხედ­რო და­ნა­შა­უ­ლი და ეს ადა­მი­ა­ნი ამის­თვის პა­სუხს აგებს. ჩვენ გა­ვი­მარ­ჯვებთ!

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
(ციური)- კატერინა
0

მე ვსწავლობდო ოდესაში, მიყვარს იქაურობა, პარკები, ხეები, სოფლები, მშრომელი ხალხი, ძალიან მხიარული, ოდესელი უკრაინელები სულ ქართულად მიმღეროდნენ, ბედნიერი წლები მაქვს გატარებული, ძალიან კარგი ჯგუფი გვყავდა, და-ძმებივით ზრუნავდნენ ერთმანეთზე, ვიძახდი, უკრაინა მეორე სამშობლო მაქვს თქო, ღმერთოოოო, რამ გააბოროტა ეს ხალხი ასე ანადგურებენ ყველაფერს, გადარჩი უკრაინავ, გადარჩი, შენ ყველას სჭირდები

კოტე
1

გაიხარე კატერინა, შენ საქართველოსთვის ბევრი გაქვს უკვე გაკეთებული, მშვიდობა მოგცეს ღმერთმა შენც და შენს მშობლებს უკრაინაში! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"ასეთი ერთობა უკრაინაში 30 წლის განმავლობაში არ ყოფილა... ჩვენ ვართ მართლები და გავიმარჯვებთ!" - რას ჰყვება ქართველების უკრაინელი რძალი

"ასეთი ერთობა უკრაინაში 30 წლის განმავლობაში არ ყოფილა... ჩვენ ვართ მართლები და გავიმარჯვებთ!" - რას ჰყვება ქართველების უკრაინელი რძალი

საქართველოში ბევრი უკრაინელი ცხოვრობს, მათ შორის არის კატერინა პობერეჟნა. ის ქართველების რძალია, ჩვენს ქვეყანაში 2007 წლიდან ცხოვრობს და შეყვარებულია აქაურობაზე...

კატერინა კვალიფიციური სპეციალისტია "ევრობანკში", აგრობიზნესმრჩეველია და საქართველოში ტექნიკური პროექტების კოორდინატორი, მუშაობს "ფაოშიც" კონსულტანტად. არის ორი შვილის დედა, შესანიშნავად საუბრობს ქართულად, რითაც საოცარ შთაბეჭდილებას ახდენს და დიდ პატივისცემას იმსახურებს. კატერინა უკრაინის ცენტრში, კროპივნიცკში დაიბადა. უმაღლესი განათლება კიევსა და გერმანიაში მიიღო. მას მშობლები, ნათესავები, ახლობლები უკრაინაში ჰყავს და ცხადია, მათ უსაფრთხოებაზე ღელავს. ის უკრაინის გამარჯვებაში დარწმუნებულია...

კატერინა პობერეჟნა:

- არავინ ელოდებოდა ამას, რაც ახლა ხდება. ყველაზე ცუდ სიზმარშიც არ დაგვესიზმრებოდა. ჩემი პირველი რეაქცია შოკი იყო. ასეთ საშინელ ამბავს რომ იგებ, ცხადია, განიცდი, ტირი, მაგრამ რეალურად ვერაფერს აკეთებ, ვერაფერს ცვლი. რთული ემოციური მდგომარეობაა... მერე როდესაც უკრაინაში დავრეკე და ჩვენებს დაველაპარაკე, აქეთ გამამხნევეს... ეს იყო გასაოცარი... წარმოიდგინეთ, კიევში დილის 4 საათზე ბომბის ხმაზე იღვიძებ. გასაგებია, რომ უცებ ვერ ხვდები, რა ხდება. მერე იგებ და სიბრაზე გიპყრობს... 2014 წლამდე გვქონდა განცდა, რომ რუსეთი მეზობელია, ენაც ვიცით, რაღაც პერიოდი ჩვენი ქვეყნები ერთად ვიყავით. ყირიმის და დონბასის შემდეგ ეს დამოკიდებულება დაიკარგა... საბოლოოდ გავაცნობიერე, რომ ის ცუდი მეზობელია, მაგრამ მაინც რომ არ ელოდები, მისგან ზურგში დანის ჩარტყამს და სახლში მის შემოვარდნას... ამიტომ ახლა უკრაინელი ხალხი ისეთი გაბრაზებულია, რომ ეს სიბრაზე დიდხანს არ გადაუვლის.

- და ეს სიბრაზე დღეს იმას აკეთებს, რომ უკრაინა თავდავიწყებით იბრძვის ქვეყნისთვის...

- კი. ბევრს ველაპარაკე და მიიჩნევენ, რომ უკან დასახევი გზა არ არის. ქვეყნიდან მხოლოდ დედები პატარა ბავშვებით გადიან... როგორია, აშენებ ქვეყანას, უამრავ შრომას, ძალისხმევას დებ ამ ყველაფერში და ვიღაც შემორბის, ყველაფერს გინგრევს, ადამიანებს ხოცავს. უკრაინელები როგორი გრძნობით და განწყობით უნდა იყვნენ?!. მშრომელი ხალხი ვართ, ქვეყანაში ყველას ერთი სული აქვს, გაყაროს მტერი თავისი ტერიტორიიდან და შრომას, საქმეს დაუბრუნდნენ. აქ ორი რამაა - ან თავისუფლება, ან სიკვდილი.

- მსოფლიო დარწმუნდა იმაში, რომ ეს არის ერი, რომელიც თავისუფლებისთვის ბრძოლაში უკან არ დაიხევს. ადამიანებმა საოცარი მაგალითი აჩვენეს...

- სხვანაირად ვერ მოიქცევი, არჩევანი არ არის. ახლა არის დრო, იმ საშინელების დასასრულის, რომელიც ასეთ პრობლემას ქმნიდა საქართველოში, ყირიმში, დონბასში და სხვაგან... მიზანი ნათელია, ვიცით, რისთვის ვიბრძვით. სიმართლე ჩვენს მხარესაა. უკრაინა ისტორიულად არავის დამპყრობელი არ ყოფილა. ცხოვრობდა, შრომობდა და იცავდა თავს. მთელმა მსოფლიომ ეს უკვე დაინახა და მიხვდა, რომ უნდა დაეხმაროს.

- ალბათ, გყავთ რუსი მეგობრები და საინტერესოა მათი აზრი, რას ამბობენ და რას ფიქრობენ. თანადგომას თუ გიცხადებენ?

- გულწრფელად რომ გითხრათ, რუსი მეგობრები არ მყავს, ეს მეგობრობა 2014 წელს დასრულდა. მოგეხსენებათ, დროში ყველა თავის თავს ავლენს... უკრაინელები ტოლერანტები არიან, ქვეყანაში რუსებიც ცხოვრობენ, მაგრამ არ მახსოვს და მსმენია, ისინი იმის გამო დაეჩაგროთ, რომ ეროვნებით რუსები არიან. ამ ნიშნით არავის არავინ არასდროს დაუჩაგრავს. დიდი მადლობა იმ ხალხს, რომლებიც რისკავენ და აქციებზე გამოდიან, თუმცა ჯობდა ადრე გამოსულიყვნენ, მაგრამ ნებისმიერი მხარდაჭერა დასაფასებელია. დღეს ჩემ გარშემო ყველა ისეთ ადამიანს ვხედავ, ვინც მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას.

- როგორ ფიქრობთ, რა მოლოდინი გაქვთ, რამდენ ხანში უნდა დამთავრდეს ეს უსამართლო ბრძოლა?

- მგონი, ამაზე ზუსტ პასუხს ვერავინ გაგცემთ... თუმცა მიმაჩნია, რომ დიდხანს არ გაგრძელდება და მერე ყველაფერი სხვა კალაპოტში მოექცევა. ფაქტია, რომ ასეთი ერთობა უკრაინაში 30 წლის განმავლობაში არ ყოფილა. რუსეთის მეთაურს სხვა რამ ეგონა და მისი პრობლემაც ეგ არის. დღეს უკრაინა აღარ არის ისეთი, 30 წლის წინ რომ იყო. სხვა საზოგადოება, სხვა პოლიტიკური ერთობა და ხედვაა. უკრაინის თავისუფლებას და ერთიანობას ყველა მხარს უჭერს. ამიტომ დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად დამთავრდება. ჩვენ ვართ მართლები! ეს აგრესია კი არის სამხედრო დანაშაული და ეს ადამიანი ამისთვის პასუხს აგებს. ჩვენ გავიმარჯვებთ!