საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა სანქციები დაუწესა აშშ-მა რუსეთს - ჯო ბაიდენის პრესკონფერენციის დეტალები
რა სანქციები დაუწესა აშშ-მა რუსეთს - ჯო ბაიდენის პრესკონფერენციის დეტალები

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა ჯო ბა­ი­დენ­მა რუ­სე­თის წი­ნაღ­მდეგ სან­ქცი­ე­ბის ახა­ლი პა­კე­ტი წა­რად­გი­ნა.

გთა­ვა­ზობთ სან­ქცი­ე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალს:

  • შე­ი­ზღუ­დე­ბა რუ­სე­თის შე­საძ­ლებ­ლო­ბა აწარ­მო­ოს ბიზ­ნე­სი დო­ლარ­ში, ევ­რო­ში, ფუნ­ტში და იენ­ში, რათა იყოს გლო­ბა­ლუ­რი ეკო­ნო­მი­კის ნა­წი­ლი.
  • შე­ჩერ­დე­ბა რუ­სუ­ლი არ­მი­ის და­ფი­ნან­სე­ბი­სა და ზრდის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.
  • შე­ფერ­ხდე­ბა მათი უნა­რი, კონ­კუ­რენ­ცია გა­უ­წი­ონ მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­ურ 21-ე სა­უ­კუ­ნის ეკო­ნო­მი­კას
  • აშშ-მა სან­ქცი­ე­ბი და­უ­წე­სა რუ­სულ ბან­კებს, რომ­ლე­ბიც ერ­თად ფლო­ბენ და­ახ­ლო­ე­ბით 1 ტრი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის აქ­ტი­ვებს.

"ჩვენ ასე­ვე ვბლო­კავთ კი­დევ ოთხ მსხვილ ბანკს. ეს ნიშ­ნავს, რომ ყვე­ლა აქ­ტი­ვი, რო­მე­ლიც მათ აქვთ ამე­რი­კა­ში, გა­ი­ყი­ნე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ბა­ი­დენ­მა.

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა დაგ­მო რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის გამო.

"სან­ქცი­ე­ბი რუ­სე­თის ეკო­ნო­მი­კას სე­რი­ო­ზულ ხარ­ჯებს და­უ­წე­სებს, რო­გორც და­უ­ყოვ­ნებ­ლივ, ასე­ვე დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში. ჩვენ მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად შე­ვი­მუ­შა­ვეთ ეს სან­ქცი­ე­ბი რუ­სეთ­ზე გრძელ­ვა­დი­ა­ნი ზე­მოქ­მე­დე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რად გაზ­რდი­სა და შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­სა და ჩვენს მო­კავ­ში­რე­ებ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის შე­სამ­ცი­რებ­ლად", - თქვა მან.

"შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი ამას მარ­ტო არ აკე­თებს“, -აღ­ნიშ­ნა ბა­ი­დენ­მა და დას­ძი­ნა, რომ ევ­რო­კავ­ში­რის 27 წევ­რი და "დიდი შვი­დე­უ­ლის“ წევ­რე­ბი ამ სან­ქცი­ებ­ში მი­ი­ღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ბა­ი­დე­ნის თქმით, პუ­ტინ­მა ომი აირ­ჩია და მისი ქვე­ყა­ნა ახლა შე­დეგს მი­ი­ღებს.

"ვლა­დი­მერ პუ­ტინს, უკ­რა­ი­ნა­ზე თავ­დას­ხმის­თვის სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეკის­რე­ბა. პუ­ტი­ნი არის აგ­რე­სო­რი. პუ­ტინ­მა აირ­ჩია ეს ომი და ახლა, ის და მისი ქვე­ყა­ნა, მი­ი­ღე­ბენ შე­დეგს", - გა­ნა­ცხა­და აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა. მისი თქმით, უკ­რა­ი­ნა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბებ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა სრუ­ლად ეკის­რე­ბა ვლა­დი­მერ პუ­ტინს.

ბა­ი­დე­ნის თქმით, ამას პა­სუ­ხი გა­ე­ცე­მა.

მკითხველის კომენტარები / 67 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლევანი
2

ესეც გვერდში უნდა მიუსვა პუტინს ბორიასთან ერთად ჰააგაში

tbiliseli
4

რა გჭირთ ხალხო, მართლა ვერ აზროვნებთ თუ თავს ისულელებთ???? გაიგეთ ერთხელ და სამუდამოდ: საქართველოსთვის და უკრაინისთვის, მესამე მსოფლიო ომს არავინ დაიწყებს, ეს ყველამ კარგად გაითავისეთ! ვისი იმედი გაქვთ, ხომ ხედავთ ნატოშიც არ გვიღებენ იმ ღია კარებში! ჩვენთვის არ იყო მაგალითი 2008 წელი??? მართლა რა გჭირთ!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

რა სანქციები დაუწესა აშშ-მა რუსეთს - ჯო ბაიდენის პრესკონფერენციის დეტალები

რა სანქციები დაუწესა აშშ-მა რუსეთს - ჯო ბაიდენის პრესკონფერენციის დეტალები

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინაღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი წარადგინა.

გთავაზობთ სანქციების ჩამონათვალს:

  • შეიზღუდება რუსეთის შესაძლებლობა აწარმოოს ბიზნესი დოლარში, ევროში, ფუნტში და იენში, რათა იყოს გლობალური ეკონომიკის ნაწილი.
  • შეჩერდება რუსული არმიის დაფინანსებისა და ზრდის შესაძლებლობა.
  • შეფერხდება მათი უნარი, კონკურენცია გაუწიონ მაღალტექნოლოგიურ 21-ე საუკუნის ეკონომიკას
  • აშშ-მა სანქციები დაუწესა რუსულ ბანკებს, რომლებიც ერთად ფლობენ დაახლოებით 1 ტრილიონი დოლარის აქტივებს.

"ჩვენ ასევე ვბლოკავთ კიდევ ოთხ მსხვილ ბანკს. ეს ნიშნავს, რომ ყველა აქტივი, რომელიც მათ აქვთ ამერიკაში, გაიყინება", - განაცხადა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დაგმო რუსეთი უკრაინაში შეჭრის გამო.

"სანქციები რუსეთის ეკონომიკას სერიოზულ ხარჯებს დაუწესებს, როგორც დაუყოვნებლივ, ასევე დროთა განმავლობაში. ჩვენ მიზანმიმართულად შევიმუშავეთ ეს სანქციები რუსეთზე გრძელვადიანი ზემოქმედების მაქსიმალურად გაზრდისა და შეერთებულ შტატებსა და ჩვენს მოკავშირეებზე ზემოქმედების შესამცირებლად", - თქვა მან.

"შეერთებული შტატები ამას მარტო არ აკეთებს“, -აღნიშნა ბაიდენმა და დასძინა, რომ ევროკავშირის 27 წევრი და "დიდი შვიდეულის“ წევრები ამ სანქციებში მიიღებენ მონაწილეობას. ბაიდენის თქმით, პუტინმა ომი აირჩია და მისი ქვეყანა ახლა შედეგს მიიღებს.

"ვლადიმერ პუტინს, უკრაინაზე თავდასხმისთვის სრული პასუხისმგებლობა ეკისრება. პუტინი არის აგრესორი. პუტინმა აირჩია ეს ომი და ახლა, ის და მისი ქვეყანა, მიიღებენ შედეგს", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა. მისი თქმით, უკრაინაში განხორციელებულ სამხედრო მოქმედებებზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება ვლადიმერ პუტინს.

ბაიდენის თქმით, ამას პასუხი გაეცემა.