მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ასლან ბჟანია და ანატოლი ბიბილოვი მხარს უჭერენ ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას - რას აცხადებენ ოკუპირებული რეგიონების ე.წ. ლიდერები
ასლან ბჟანია და ანატოლი ბიბილოვი მხარს უჭერენ ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას - რას აცხადებენ ოკუპირებული რეგიონების ე.წ. ლიდერები

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თი­სა და ცხინ­ვა­ლის ე.წ. ლი­დე­რე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ მხარს უჭე­რენ რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას დონ­ბა­სის სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი ე.წ. დო­ნეც­კი­სა და ლუ­განსკის რეს­პუბ­ლი­კე­ბის აღი­ა­რე­ბის შე­სა­ხებ.

ას­ლან ბჟა­ნია სპე­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნავს, რომ მოს­კო­ვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა "სა­მარ­თლი­ა­ნია, გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი რე­ა­ლო­ბის ადეკ­ვა­ტურ შე­ფა­სე­ბა­ზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი და შე­ე­სა­ბა­მე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე გა­მოწ­ვე­ვებ­სა და საფრ­თხე­ებს".

"რო­გორც რუ­სე­თის მო­კავ­ში­რე, აფხა­ზე­თის რეს­პუბ­ლი­კა მხარს უჭერს რუ­სე­თის უმაღ­ლე­სი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. ჩვენ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვართ, რომ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ხელს შე­უ­წყობს რე­გი­ონ­ში უსაფრ­თხო­ე­ბის არ­ქი­ტექ­ტუ­რის გაძ­ლი­ე­რე­ბას გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში. გარ­და ამი­სა, ჩვენ გვჯე­რა, რომ რუ­სე­თის მიერ დონ­ბა­სის რეს­პუბ­ლი­კე­ბის აღი­ა­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ხელს უწყობს უფრო სა­მარ­თლი­ა­ნი და და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი მსოფ­ლიო წეს­რი­გის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას. დო­ნეც­კის სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კის და ლუ­განსკის სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კის ხალ­ხებს ვუ­სურ­ვებ სი­ტუ­ა­ცი­ის სწრაფ ნორ­მა­ლი­ზა­ცი­ას, მშვი­დო­ბა­სა და კე­თილ­დღე­ო­ბას“, - გა­ნა­ცხა­და ბჟა­ნი­ამ.

ანა­ტო­ლი ბი­ბი­ლოვ­მა პუ­ტი­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას "მო­სა­ლოდ­ნე­ლი და გა­მარ­თლე­ბუ­ლი" უწო­და.

"დონ­ბა­სის აღი­ა­რე­ბა ნიშ­ნავს უკე­თე­სი მო­მავ­ლის იმედს მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნის­თვის. ისე­ვე, რო­გორც რუ­სე­თის­გან აღი­ა­რე­ბა უკვე 13 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უზ­რუნ­ველ­ყოფს მშვი­დო­ბას სამ­ხრეთ ოსე­თის რეს­პუბ­ლი­კის მი­წა­ზე“, - გა­ნა­ცხა­და ბი­ბი­ლოვ­მა.

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
$
0

ორი ჩიბურაშკა...

---
0

ქურდბაცაცები

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

ასლან ბჟანია და ანატოლი ბიბილოვი მხარს უჭერენ ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას - რას აცხადებენ ოკუპირებული რეგიონების ე.წ. ლიდერები

ასლან ბჟანია და ანატოლი ბიბილოვი მხარს უჭერენ ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას - რას აცხადებენ ოკუპირებული რეგიონების ე.წ. ლიდერები

ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის ე.წ. ლიდერები აცხადებენ, რომ მხარს უჭერენ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას დონბასის სეპარატისტული ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების აღიარების შესახებ.

ასლან ბჟანია სპეციალურ განცხადებაში აღნიშნავს, რომ მოსკოვის გადაწყვეტილება "სამართლიანია, გეოპოლიტიკური რეალობის ადეკვატურ შეფასებაზეა დაფუძნებული და შეესაბამება თანამედროვე გამოწვევებსა და საფრთხეებს".

"როგორც რუსეთის მოკავშირე, აფხაზეთის რესპუბლიკა მხარს უჭერს რუსეთის უმაღლესი ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს რეგიონში უსაფრთხოების არქიტექტურის გაძლიერებას გრძელვადიან პერსპექტივაში. გარდა ამისა, ჩვენ გვჯერა, რომ რუსეთის მიერ დონბასის რესპუბლიკების აღიარების გადაწყვეტილება ხელს უწყობს უფრო სამართლიანი და დაბალანსებული მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბებას. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ხალხებს ვუსურვებ სიტუაციის სწრაფ ნორმალიზაციას, მშვიდობასა და კეთილდღეობას“, - განაცხადა ბჟანიამ.

ანატოლი ბიბილოვმა პუტინის გადაწყვეტილებას "მოსალოდნელი და გამართლებული" უწოდა.

"დონბასის აღიარება ნიშნავს უკეთესი მომავლის იმედს მილიონობით ადამიანისთვის. ისევე, როგორც რუსეთისგან აღიარება უკვე 13 წლის განმავლობაში უზრუნველყოფს მშვიდობას სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მიწაზე“, - განაცხადა ბიბილოვმა.