საზოგადოება
მსოფლიო

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
11 წლის ბიჭმა იმ კლინიკის მედპერსონალისთვის, სადაც დედა გადაუჩინეს, თანხის შეგროვება დაიწყო, მოჭრილ თმას კი, საქველმოქმედო ორგანიზაციას გადასცემს
11 წლის ბიჭმა იმ კლინიკის მედპერსონალისთვის, სადაც დედა გადაუჩინეს, თანხის შეგროვება დაიწყო, მოჭრილ თმას კი, საქველმოქმედო ორგანიზაციას გადასცემს

დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში მცხოვ­რე­ბი 11 წლის ელი მა­კჯი ბევრ ზრდას­რულს სჯობ­ნის კე­თილ­შო­ბი­ლე­ბა­ში, რა­ზეც მისი საქ­ცი­ე­ლი მი­უ­თი­თებს. ელის დედა ბეკი ბა­რე­ტი 55 წლი­საა და ფილ­ტვე­ბის სიმ­სივ­ნე­ზე მკურ­ნა­ლობ­და კემ­ბრი­ჯის Royal Papworth-ის ჰოს­პი­ტალ­ში. ქალი ექი­მე­ბის ზრუნ­ვი­სა და და­უ­ღა­ლა­ვი ბრძო­ლის შე­დე­გად, ხე­ლი­დან და­უსხლტა და­უნ­დო­ბელ და­ა­ვა­დე­ბას. სწო­რედ ამან უბიძ­გა მის 11 წლის ვაჟს მად­ლი­ე­რე­ბის ნიშ­ნად, კლი­ნი­კის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­თვის თან­ხის შეგ­რო­ვე­ბა და­ე­წყო.

ელი მა­კჯიმ 11 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გაზ­რდი­ლი თმაც შე­იჭ­რა, რო­მე­ლიც სიგ­რძე­ში უკვე 70 სან­ტი­მეტ­რამ­დე იყო. ბი­ჭუ­ნა სტი­ლისტ დე­ი­დას ეს­ტუმ­რა მი­სი­ის შე­სას­რუ­ლებ­ლად. ახლა ელი მოჭ­რი­ლი თმის საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის­თვის გა­და­ცე­მას აპი­რებს, რო­მე­ლიც სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი მო­ზარ­დე­ბის­თვის პა­რი­კებს ამ­ზა­დებს.

ბი­ჭუ­ნას დედა ბეკი ბა­რე­ტი ამ­ბობს, რომ ელი უკვე შე­წუ­ხე­ბუ­ლიც კი იყო მისი გრძე­ლი თმით: "ელი­ზე ძა­ლი­ან იმოქ­მე­და იმან, რომ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ჩემ­და­მი გა­სა­ო­ცარ ყუ­რა­დღე­ბას იჩენ­დნენ, რა­მაც უბიძ­გა, მათ­თვის მად­ლი­ე­რე­ბის ნიშ­ნად, ფული შე­ეგ­რო­ვე­ბი­ნა".

ელის თავ­და­პირ­ვე­ლი მი­ზა­ნი 100 ფუნ­ტის შეგ­რო­ვე­ბა იყო და ფონ­დე­ბის მო­ზიდ­ვის ვებ­სა­იტ­ზე პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­საც მის­და გა­საკ­ვი­რად დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა და სა­ბო­ლო­ოდ, შეგ­რო­ვი­ლი თან­ხა 1500 ფუნ­ტამ­დე გა­ი­ზარ­და.

წყა­რო: thesun

მო­ამ­ზა­და ანა სი­ბოშ­ვილ­მა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

11 წლის ბიჭმა იმ კლინიკის მედპერსონალისთვის, სადაც დედა გადაუჩინეს, თანხის შეგროვება დაიწყო, მოჭრილ თმას კი, საქველმოქმედო ორგანიზაციას გადასცემს

11 წლის ბიჭმა იმ კლინიკის მედპერსონალისთვის, სადაც დედა გადაუჩინეს, თანხის შეგროვება დაიწყო, მოჭრილ თმას კი, საქველმოქმედო ორგანიზაციას გადასცემს

დიდ ბრიტანეთში მცხოვრები 11 წლის ელი მაკჯი ბევრ ზრდასრულს სჯობნის კეთილშობილებაში, რაზეც მისი საქციელი მიუთითებს. ელის დედა ბეკი ბარეტი 55 წლისაა და ფილტვების სიმსივნეზე მკურნალობდა კემბრიჯის Royal Papworth-ის ჰოსპიტალში. ქალი ექიმების ზრუნვისა და დაუღალავი ბრძოლის შედეგად, ხელიდან დაუსხლტა დაუნდობელ დაავადებას. სწორედ ამან უბიძგა მის 11 წლის ვაჟს მადლიერების ნიშნად, კლინიკის თანამშრომლებისთვის თანხის შეგროვება დაეწყო.

ელი მაკჯიმ 11 წლის განმავლობაში გაზრდილი თმაც შეიჭრა, რომელიც სიგრძეში უკვე 70 სანტიმეტრამდე იყო. ბიჭუნა სტილისტ დეიდას ესტუმრა მისიის შესასრულებლად. ახლა ელი მოჭრილი თმის საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის გადაცემას აპირებს, რომელიც სიმსივნით დაავადებული მოზარდებისთვის პარიკებს ამზადებს.

ბიჭუნას დედა ბეკი ბარეტი ამბობს, რომ ელი უკვე შეწუხებულიც კი იყო მისი გრძელი თმით: "ელიზე ძალიან იმოქმედა იმან, რომ საავადმყოფოში ჩემდამი გასაოცარ ყურადღებას იჩენდნენ, რამაც უბიძგა, მათთვის მადლიერების ნიშნად, ფული შეეგროვებინა".

ელის თავდაპირველი მიზანი 100 ფუნტის შეგროვება იყო და ფონდების მოზიდვის ვებსაიტზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც მისდა გასაკვირად დიდი გამოხმაურება მოჰყვა და საბოლოოდ, შეგროვილი თანხა 1500 ფუნტამდე გაიზარდა.

წყარო: thesun

მოამზადა ანა სიბოშვილმა