ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი აცხადებს, რომ „რესპუბლიკა“ მზადაა, დონბასიდან ობოლ ბავშვთა ჯგუფი მიიღოს.
ბიბილოვის პრესსამსახურის ცნობით, ამის შესახებ „პრეზიდენტმა“ ე.წ. დონეცკის თვითაღიარებული რესპუბლიკის ლიდერთან, დენის პუშილინთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.
"მან შესთავაზა დახმარება დენის პუშილინს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამხრეთ ოსეთი მზადაა მიიღოს ობლების ჯგუფი", - აცხადებენ ბიბილოვის პრესცენტრში.
მათივე ინფორმაციით, დახმარება ე.წ. „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელობასაც“ შესთავაზებენ.
და რა უნდა აჭამოს!!
ჯერ ადგილობრივებს მიხედე თუ რამის თავი გაქვს და მერე ილაპარაკე სხვებზე. უკრაინა მალე ფეხზე დადგება და შენ რა გეშველება იმაზე იფიქრე თორე ისინი მიხედავენ თავის ხალხს. ან რესპუბლიკა სად ნახა რო თავის ,,რესპუბლიკაში" ეპატიჟება სხვებს.