მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აგრესიული პროპაგანდა, რომლისთვისაც პუტინი ბიუჯეტიდან მილიონებს ხარჯავს - "მასებზე ზემოქმედების მოსახდენად ფული არასდროს ენანება, ამაზე დგას მისი ძალაუფლება"
აგრესიული პროპაგანდა, რომლისთვისაც პუტინი ბიუჯეტიდან მილიონებს ხარჯავს - "მასებზე ზემოქმედების მოსახდენად ფული არასდროს ენანება, ამაზე დგას მისი ძალაუფლება"

რო­გორ მუ­შა­ობს რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო სა­ზო­გა­დო­ე­ბა, კულ­ტუ­რის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის ვლა­დი­მირ მე­დინ­კის თა­ოს­ნო­ბით, რომ­ლის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი სამ­ხედ­რო ის­ტო­რი­ის ფალ­სი­ფი­კა­ცი­აა? - რუ­სე­თის სამ­ხედ­რო-ის­ტო­რი­ულ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ, ბოლო ცხრა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ად­გი­ლობ­რი­ვი სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან 3,5 მი­ლი­არ­დი რუბ­ლის და­ფი­ნან­სე­ბა მი­ი­ღო, და­მა­ტე­ბით 2,3 მი­ლი­არ­დი რუბ­ლი კი შე­მო­წი­რუ­ლო­ბის სა­ხით ჩა­უ­რი­ცხეს.

novayagazeta.ru-ს ცნო­ბით, "სა­ხელ­მწი­ფო-პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია" ოფი­ცი­ა­ლუ­რად ცალ­კე სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბა იყო, რო­მე­ლიც ის­ტო­რი­უ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის შეს­წავ­ლა­სა და შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას, ის­ტო­რი­უ­ლი მეხ­სი­ე­რე­ბის სა­კი­თხებს და ის­ტო­რი­ულ პრო­პა­გან­დას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და.

"მისი მთა­ვა­რი ფუნ­ქცია კონ­ტრპრო­პა­გან­დის­ტუ­ლი ამო­ცა­ნე­ბი იყო" - წერ­და კულ­ტუ­რის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ვლა­დი­მერ მე­დინ­სკი თა­ვის დი­სერ­ტა­ცი­ა­ში, რო­მე­ლიც 2011 წელს მო­ამ­ზა­და. 2013 წლის და­სა­წყის­ში ის რუ­სე­თის სამ­ხედ­რო ის­ტო­რი­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის თავ­მჯდო­მა­რედ აირ­ჩი­ეს.

"ამ დრო­ის­თვის მას უკვე ჰქონ­და ის­ტო­რი­ულ-მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რის სტა­ტუ­სი, მალე კი კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრი გახ­და, ხოლო ექ­ვსი თვის შემ­დეგ, 2012 წლის დე­კემ­ბერ­ში, რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა ხელი მო­ა­წე­რა ბრძა­ნე­ბუ­ლე­ბას, რუ­სე­თის სამ­ხედ­რო ის­ტო­რი­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ-სა­ხელ­მწი­ფო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შექ­მნის შე­სა­ხებ" - წერს გა­მო­ცე­მა.

მი­სი­ვე ცნო­ბით, ორ­გა­ნი­ზა­ცია პატ­რი­ო­ტულ საქ­მი­ა­ნო­ბას ეწე­ვა, ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ულ და კულ­ტუ­რულ მემ­კვიდ­რე­ო­ბას ეც­ნო­ბა და "სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რის პრეს­ტი­ჟის" ამაღ­ლე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა. კერ­ძოდ, იწე­რე­ბო­და ის­ტო­რი­უ­ლი წიგ­ნე­ბი, ასე­ვე, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რე­ბი კონ­სულ­ტა­ცი­ას უწევ­დნენ კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფებს, ამ­ზა­დებ­დნენ სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებს, გეგ­მავ­დნენ სამ­ხედ­რო-ის­ტო­რი­ულ ფეს­ტი­ვა­ლებს სა­ბავ­შვო ბა­ნა­კებ­ში.

გა­მო­ცე­მა წერს, რომ სა­ხელ­მწი­ფო სუბ­სი­დი­ის გარ­და, ფე­დე­რა­ლურ პრო­ექტს შე­მოქ­მე­დი ადა­მი­ა­ნე­ბიც უხ­დიდ­ნენ თან­ხას, რომ­ლე­ბიც გარ­კვე­უ­ლი შე­ღა­ვა­თე­ბით სარ­გებ­ლობ­დნენ. მთლი­ა­ნო­ბა­ში პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, 250-ზე მეტი ძეგლი და­იდ­გა, მათ შო­რის საბ­ჭო­თა არ­მი­ის სამ­ხედ­რო­ე­ბი­საც.

მო­ნუ­მენ­ტუ­რი პრო­პა­გან­და...

2014 წლის აგ­ვის­ტო­ში, აღ­ნიშ­ნულ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ მოს­კოვ­ში პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომის გმი­რე­ბის პა­ტივ­სა­ცე­მი ძეგლი გახ­სნა. მა­ღა­ლი რან­გის სტუმ­რებს შო­რის იყ­ვნენ პრე­ზი­დენ­ტი ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნი, თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი სერ­გეი შო­ი­გუ, მოს­კო­ვის მერი სერ­გეი სო­ბი­ა­ნი­ნი და რუ­სე­თის პატ­რი­არ­ქი კი­რი­ლი. მო­ნუ­მენტზე პუ­ტი­ნის ნდო­ბით აღ­სავ­სე სკულპ­ტორ­მა ან­დრეი კო­ვალ­ჩუკ­მა იმუ­შა­ვა. ის იმ წე­რი­ლის ერთ-ერთი ავ­ტო­რია, რო­მე­ლიც 2014 წელს რუ­სე­თის ცნო­ბილ­მა სა­ხე­ებ­მა ყი­რი­მის რუ­სე­თის­თვის დაბ­რუ­ნე­ბის მო­თხოვ­ნით პუ­ტინს გა­უგ­ზავ­ნეს და ღია მხარ­და­ჭე­რა გა­მო­უ­ცხა­დეს.

"კულ­ტუ­რუ­ლი პრო­პა­გან­დის სა­მუ­შაო გეგ­მა წი­ნას­წარ ზუს­ტად გათ­ვლი­ლი და მო­ფიქ­რე­ბუ­ლია. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას კარ­გად და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა ჰყავს დი­ას­პო­რებ­ში, სა­დაც რუ­სულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში პატ­რი­ო­ტუ­ლი თე­მა­ტი­კა ფარ­თოდ არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი... სხვა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სის ობი­ექ­ტია ყი­რი­მი, ლუ­განსკი, დო­ნეც­კის რე­გი­ო­ნე­ბი" - წერს გა­მო­ცე­მის კო­რეს­პონ­დენ­ტი ოლე­სია პავ­ლენ­კო.

"შე­სა­ბა­მი­სად, არც პუ­ტი­ნი უკარ­გავ­და შე­მოქ­მე­დე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბას მხარ­და­ჭე­რის მო­ტი­ვა­ცი­ას - ყი­რიმ­ში, სა­დაც სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი ფონი მძი­მეა, წარ­მა­ტე­ბით დგამს პი­ე­სებ­სა და სპექ­ტაკ­ლებს რუ­სუ­ლი თე­ატ­რი, რო­მელ­საც და­ჟი­ნე­ბით ეს­წრე­ბი­ან ად­გი­ლობ­რი­ვი სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი. თე­მა­ტი­კა სამ­ხედ­რო-ის­ტო­რი­უ­ლია, რუ­სულ სამ­ყა­რო­ზე, ყვე­ლა სპექ­ტაკ­ლის ში­ნა­არ­სი წი­ნას­წარ არის შეს­წავ­ლი­ლი და და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი, აუ­ცი­ლებ­ლად რე­ლი­გი­უ­რი კონ­ტექ­სტით გა­ჯე­რე­ბუ­ლი..." - წერს ად­გი­ლობ­რი­ვი ნე­ლია და­ნი­ლენ­კო ანექ­სი­რე­ბულ ყი­რიმ­ში რუ­სულ პრო­პა­გან­და­ზე.

novayagazeta.ru-ს ცნო­ბით, აგ­რე­სი­უ­ლი კულ­ტუ­რუ­ლი პრო­პა­გან­დის­თვის პუ­ტინს ბი­უ­ჯე­ტი­დან ფი­ნან­სე­ბი არ ენა­ნე­ბა.

"ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ, ფსკო­ვის ოლ­ქში, პუ­ტი­ნის უახ­ლო­ე­სი გა­რე­მოც­ვის წევ­რი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის, მიტ­რო­პო­ლიტ ტი­ხო­ნის ინი­ცი­ა­ტი­ვით ორი დიდი ძეგლი 174 მი­ლი­ო­ნად დად­გა. იმა­ვე გუნ­დმა 2016 წელს, მოს­კოვ­ში, ბო­რო­ვიც­კის მო­ე­დან­ზე, თა­ვა­დი ვლა­დი­მი­რის ძეგლი დად­გა, რომ­ლის გახ­სნა­საც მე­დინ­სკი და დმიტ­რი მედ­ვე­დე­ვი ეს­წრე­ბოდ­ნენ" - წერს გა­მო­ცე­მა...

კონ­კურ­სი, რო­გორც წესი, და­ხუ­რულ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და ყო­ველ­თვის პუ­ტინ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პი­რე­ბი იგე­ბენ. კო­მი­სი­ას კი, მიტ­რო­პო­ლი­ტი ტი­ხო­ნი ირ­ჩევს. მის­მა ფა­ვო­რიტ­მა სა­ლა­ვატ შერ­ბა­კოვ­მა მო­ამ­ზა­და მი­ხე­ილ კა­ლაშ­ნი­კო­ვის ძეგლი ია­რა­ღის სკვერ­ში და­სად­გმე­ლად...

მი­ლი­არ­დე­ბი პატ­რი­ო­ტიზ­მის­თვის...

პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, მხო­ლოდ 2019-2021 წლებ­ში რუ­სე­თის სამ­ხედ­რო-ის­ტო­რი­ულ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ 13 სა­ბავ­შვო ბა­ნა­კი და­ა­ფუძნა, სა­დაც 15 ათა­სამ­დე მო­ზარ­დი იმ­ყო­ფე­ბო­და.

"მათ ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში წი­ნას­წარ მომ­ზა­დე­ბუ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბი პატ­რი­ო­ტიზ­მის სა­ფუძ­ვლებს, რუ­სე­თის სამ­ხედ­რო და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ის­ტო­რი­ას ას­წავ­ლიდ­ნენ, მსოფ­ლი­ო­ში მის როლ­სა და მნიშ­ვნე­ლო­ბას უხ­სნიდ­ნენ. მთლი­ა­ნო­ბა­ში, 15-დღი­ა­ნი პა­თე­ტი­კის გაკ­ვე­თი­ლებ­ში 600 მი­ლი­ონ რუბ­ლამ­დე იხარ­ჯე­ბო­და" - წერს გა­მო­ცე­მა.

რუსი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში წე­რენ, რომ მა­სებ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის მო­სახ­დე­ნად პუ­ტინს ფული არას­დროს ენა­ნე­ბო­და. ამა­ზე დგას მისი ძა­ლა­უფ­ლე­ბა. ამი­ტო­მაც, იმას, რა­საც ვერ ას­წავ­ლი­ან სკო­ლებ­ში, სა­ხელ­მწი­ფოს მიერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი კულ­ტუ­რუ­ლი ცენ­ტრე­ბის სა­ხე­ლით ავ­სე­ბენ.

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Tazo
20

პროპაგანდა ამერიკულად არ არსებობს ხოო???

ქართველი
24

პუტინი ფიქრობს თავის ქვეყანაზე. პროპაგანდა და იდეა სახელმწიფოს სჭირდება. რუსეთი არ ივიწყებს თავის წარსულს და ამაყობს ამითი. საქართველოში რა ხდება ამ კუთხით? ჩვენი გმირების ნაცვლად მიდის ევროპული პოლიტიკოსების გაღმერთება. იმ პოლიტიკოსების, რომლებსაც ფეხებზე ჰკიდიათ საქართველო. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

აგრესიული პროპაგანდა, რომლისთვისაც პუტინი ბიუჯეტიდან მილიონებს ხარჯავს - "მასებზე ზემოქმედების მოსახდენად ფული არასდროს ენანება, ამაზე დგას მისი ძალაუფლება"

აგრესიული პროპაგანდა, რომლისთვისაც პუტინი ბიუჯეტიდან მილიონებს ხარჯავს - "მასებზე ზემოქმედების მოსახდენად ფული არასდროს ენანება, ამაზე დგას მისი ძალაუფლება"

როგორ მუშაობს რუსული სამხედრო საზოგადოება, კულტურის ყოფილი მინისტრის ვლადიმირ მედინკის თაოსნობით, რომლის მთავარი მიზანი სამხედრო ისტორიის ფალსიფიკაციაა? - რუსეთის სამხედრო-ისტორიულმა საზოგადოებამ, ბოლო ცხრა წლის განმავლობაში, ადგილობრივი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3,5 მილიარდი რუბლის დაფინანსება მიიღო, დამატებით 2,3 მილიარდი რუბლი კი შემოწირულობის სახით ჩაურიცხეს.

novayagazeta.ru-ს ცნობით, "სახელმწიფო-პროპაგანდისტული ორგანიზაცია" ოფიციალურად ცალკე სახელმწიფო უწყება იყო, რომელიც ისტორიული მემკვიდრეობის შესწავლასა და შენარჩუნებას, ისტორიული მეხსიერების საკითხებს და ისტორიულ პროპაგანდას ემსახურებოდა.

"მისი მთავარი ფუნქცია კონტრპროპაგანდისტული ამოცანები იყო" - წერდა კულტურის ყოფილი მინისტრი ვლადიმერ მედინსკი თავის დისერტაციაში, რომელიც 2011 წელს მოამზადა. 2013 წლის დასაწყისში ის რუსეთის სამხედრო ისტორიული საზოგადოების თავმჯდომარედ აირჩიეს.

"ამ დროისთვის მას უკვე ჰქონდა ისტორიულ-მეცნიერებათა დოქტორის სტატუსი, მალე კი კულტურის მინისტრი გახდა, ხოლო ექვსი თვის შემდეგ, 2012 წლის დეკემბერში, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რუსეთის სამხედრო ისტორიული საზოგადოების საზოგადოებრივ-სახელმწიფო ორგანიზაციის შექმნის შესახებ" - წერს გამოცემა.

მისივე ცნობით, ორგანიზაცია პატრიოტულ საქმიანობას ეწევა, ქვეყნის ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობას ეცნობა და "სამხედრო სამსახურის პრესტიჟის" ამაღლებას ემსახურება. კერძოდ, იწერებოდა ისტორიული წიგნები, ასევე, ორგანიზაციის წევრები კონსულტაციას უწევდნენ კინემატოგრაფებს, ამზადებდნენ სკოლის მოსწავლეებს, გეგმავდნენ სამხედრო-ისტორიულ ფესტივალებს საბავშვო ბანაკებში.

გამოცემა წერს, რომ სახელმწიფო სუბსიდიის გარდა, ფედერალურ პროექტს შემოქმედი ადამიანებიც უხდიდნენ თანხას, რომლებიც გარკვეული შეღავათებით სარგებლობდნენ. მთლიანობაში პროექტის ფარგლებში, წლის განმავლობაში, 250-ზე მეტი ძეგლი დაიდგა, მათ შორის საბჭოთა არმიის სამხედროებისაც.

მონუმენტური პროპაგანდა...

2014 წლის აგვისტოში, აღნიშნულმა ორგანიზაციამ მოსკოვში პირველი მსოფლიო ომის გმირების პატივსაცემი ძეგლი გახსნა. მაღალი რანგის სტუმრებს შორის იყვნენ პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი და რუსეთის პატრიარქი კირილი. მონუმენტზე პუტინის ნდობით აღსავსე სკულპტორმა ანდრეი კოვალჩუკმა იმუშავა. ის იმ წერილის ერთ-ერთი ავტორია, რომელიც 2014 წელს რუსეთის ცნობილმა სახეებმა ყირიმის რუსეთისთვის დაბრუნების მოთხოვნით პუტინს გაუგზავნეს და ღია მხარდაჭერა გამოუცხადეს.

"კულტურული პროპაგანდის სამუშაო გეგმა წინასწარ ზუსტად გათვლილი და მოფიქრებულია. ორგანიზაციას კარგად დაფინანსებული წარმომადგენლობა ჰყავს დიასპორებში, სადაც რუსულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში პატრიოტული თემატიკა ფართოდ არის წარმოდგენილი... სხვა განსაკუთრებული ინტერესის ობიექტია ყირიმი, ლუგანსკი, დონეცკის რეგიონები" - წერს გამოცემის კორესპონდენტი ოლესია პავლენკო.

"შესაბამისად, არც პუტინი უკარგავდა შემოქმედებით საზოგადოებას მხარდაჭერის მოტივაციას - ყირიმში, სადაც სოციალურ-ეკონომიკური ფონი მძიმეა, წარმატებით დგამს პიესებსა და სპექტაკლებს რუსული თეატრი, რომელსაც დაჟინებით ესწრებიან ადგილობრივი სკოლის მოსწავლეები. თემატიკა სამხედრო-ისტორიულია, რუსულ სამყაროზე, ყველა სპექტაკლის შინაარსი წინასწარ არის შესწავლილი და დამუშავებული, აუცილებლად რელიგიური კონტექსტით გაჯერებული..." - წერს ადგილობრივი ნელია დანილენკო ანექსირებულ ყირიმში რუსულ პროპაგანდაზე.

novayagazeta.ru-ს ცნობით, აგრესიული კულტურული პროპაგანდისთვის პუტინს ბიუჯეტიდან ფინანსები არ ენანება.

"ორგანიზაციამ, ფსკოვის ოლქში, პუტინის უახლოესი გარემოცვის წევრი სასულიერო პირის, მიტროპოლიტ ტიხონის ინიციატივით ორი დიდი ძეგლი 174 მილიონად დადგა. იმავე გუნდმა 2016 წელს, მოსკოვში, ბოროვიცკის მოედანზე, თავადი ვლადიმირის ძეგლი დადგა, რომლის გახსნასაც მედინსკი და დმიტრი მედვედევი ესწრებოდნენ" - წერს გამოცემა...

კონკურსი, როგორც წესი, დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა და ყოველთვის პუტინთან დაახლოებული პირები იგებენ. კომისიას კი, მიტროპოლიტი ტიხონი ირჩევს. მისმა ფავორიტმა სალავატ შერბაკოვმა მოამზადა მიხეილ კალაშნიკოვის ძეგლი იარაღის სკვერში დასადგმელად...

მილიარდები პატრიოტიზმისთვის...

პროექტის ფარგლებში, მხოლოდ 2019-2021 წლებში რუსეთის სამხედრო-ისტორიულმა საზოგადოებამ 13 საბავშვო ბანაკი დააფუძნა, სადაც 15 ათასამდე მოზარდი იმყოფებოდა.

"მათ ორი კვირის განმავლობაში წინასწარ მომზადებული მასწავლებლები პატრიოტიზმის საფუძვლებს, რუსეთის სამხედრო და საზოგადოებრივ ისტორიას ასწავლიდნენ, მსოფლიოში მის როლსა და მნიშვნელობას უხსნიდნენ. მთლიანობაში, 15-დღიანი პათეტიკის გაკვეთილებში 600 მილიონ რუბლამდე იხარჯებოდა" - წერს გამოცემა.

რუსი ინტერნეტმომხმარებლები სოციალურ ქსელებში წერენ, რომ მასებზე ზემოქმედების მოსახდენად პუტინს ფული არასდროს ენანებოდა. ამაზე დგას მისი ძალაუფლება. ამიტომაც, იმას, რასაც ვერ ასწავლიან სკოლებში, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები კულტურული ცენტრების სახელით ავსებენ.