საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დუხჭირი ცხოვრებიდან წარმატებამდე: ეთერ თუთბერიძის აღზრდილების 5 ოლიმპიური მედალი, დოპინგ-სკანდალი და დარდი შვილზე - ვინ არის ფიგურული სრიალის ყველაზე "სასტიკი" მწვრთნელი?
დუხჭირი ცხოვრებიდან წარმატებამდე: ეთერ თუთბერიძის აღზრდილების 5 ოლიმპიური მედალი, დოპინგ-სკანდალი და დარდი შვილზე - ვინ არის ფიგურული სრიალის ყველაზე "სასტიკი" მწვრთნელი?

დო­პინგ-სკან­დალ­მა 15 წლის რუსი მო­ცი­გუ­რა­ვის კა­მი­ლა ვა­ლი­ე­ვას სპორ­ტულ შე­დეგ­ზე თა­ვი­სი მძი­მე გავ­ლე­ნა იქო­ნია და ვუნ­დერ­კინ­დი მო­ზარ­დი ოლიმ­პი­უ­რი კვარ­ცხლბე­კის მიღ­მა დარ­ჩა. გო­გო­ნამ თა­ვი­სუ­ფა­ლი პროგ­რა­მა დიდი ხარ­ვე­ზე­ბით შე­ას­რუ­ლა და მოკ­ლე პროგ­რა­მის შე­დე­გად პირ­ველ ად­გილ­ზე მყო­ფი, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, მე-4 ად­გილ­ზე აღ­მოჩ­ნდა. ოლიმ­პი­უ­რი ოქ­როს და ვერ­ცხლის მფლო­ბე­ლე­ბი კი მისი თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბი, ანას­ტა­სია შერ­ბა­კო­ვა (ოქრო) და ალექ­სან­დრა ტრუ­სო­ვა (ვერ­ცხლი) გახ­დნენ. სა­მი­ვე გო­გო­ნას მწვრთნე­ლი ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის ეთერ თუთ­ბე­რი­ძეა, რო­მე­ლიც მსოფ­ლიო სა­ცი­გუ­რაო სამ­ყა­როს ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში 2014 წელს მო­ექ­ცა, რო­დე­საც მისი აღ­საზ­რდე­ლი იუ­ლია ლიპ­ნიც­კა­ია სო­ჭის ოლიმ­პი­ა­დის ჩემ­პი­ო­ნი გახ­და. უკვე 2018 წელს ოლიმ­პი­ურ პი­ე­დეს­ტალ­ზე მისი ორი აღ­ზრდი­ლი დად­გა - ალი­ნა ზა­გი­ტო­ვა და ევ­გე­ნია მედ­ვე­დე­ვა. წელს თუთ­ბე­რი­ძის სამ­წვრთენ­ლო შტა­ბი ოლიმ­პი­უ­რი კვარ­ცხლბე­კის სა­მი­ვე სა­ფე­ხურს უმიზ­ნებ­და, მაგ­რამ დო­პინგ-სკან­დალ­მა მათი გეგ­მე­ბი ნა­წი­ლობ­რივ ჩა­შა­ლა.

კა­მი­ლა ვა­ლი­ე­ვა

პრობ­ლე­მე­ბი მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ რუ­სე­თის წარ­მო­მად­გე­ნელ ფი­გუ­რისტ გო­გო­ნას, კა­მი­ლა ვა­ლი­ე­ვას შარ­დის ანა­ლიზ­ში, რო­მე­ლიც მან შარ­შან 25 დე­კემ­ბერს, რუ­სე­თის ჩემ­პი­ო­ნა­ტის წინ ჩა­ა­ბა­რა, აღ­მოჩ­ნდა აკ­რძა­ლუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა, ტრი­მე­ტა­ზი­დი­ნი, ტეს­ტის შე­დე­გე­ბი მხო­ლოდ 11 თე­ბერ­ვალს გახ­და ცნო­ბი­ლი. გა­მო­ძი­ე­ბა 15 წლის მო­ცი­გუ­რა­ვეს გარ­შე­მო კვლავ გრძელ­დე­ბა და რო­გორც ჩანს, კარ­გა ხანს გას­ტანს. 13 თე­ბერ­ვალს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ დო­პინ­გის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ა­გენ­ტო ვა­ლი­ე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბას ჩა­ა­ტა­რებ­და და ფი­გუ­რის­ტის გა­რე­მოც­ვი­დან შე­ა­მოწ­მებ­და მის მწვრთნე­ლებს, ექი­მებს და სხვა სრულ­წლო­ვან პი­რებს. ტეს­ტის პა­სუ­ხებ­მა ისე და­იგ­ვი­ა­ნა, რომ ვა­ლი­ე­ვას ოლიმ­პი­ა­და­ზე უკვე მო­გე­ბუ­ლი ჰქონ­და გუნ­დურ გა­მოს­ვლა­ში ოქ­როს მე­და­ლი, თუმ­ცა ამ ამ­ბის გახ­მა­უ­რე­ბის შემ­დეგ მედ­ლე­ბით და­ჯილ­დო­ე­ბა გა­ურ­კვე­ვე­ლი დრო­ით გა­და­ი­დო, თუმ­ცა ვა­ლი­ე­ვას ას­პა­რე­ზო­ბის გაგ­რძე­ლე­ბის უფ­ლე­ბა, რო­გორც არას­რულ­წლო­ვანს, მა­ინც მი­ე­ცა. ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სპორ­ტულ­მა სა­არ­ბიტ­რა­ჟო სა­სა­მარ­თლომ 14 თე­ბერ­ვალს მი­ი­ღო.

კა­მი­ლა ვა­ლი­ე­ვა მწვრთნელ­თან ერ­თად

სა­ცი­გუ­რაო სამ­ყა­რო მის­გან ამ ოლიმ­პი­ა­და­ზე ერ­თე­ულ­თა თან­რიგ­შიც ოქ­როს ელო­და, ვა­ლი­ე­ვას ცი­გუ­რა­ო­ბა გა­მორ­ჩე­უ­ლია, მას ისე­ვე, რო­გორც თუთ­ბე­რი­ძის სხვა აღ­ზრდი­ლებს, შე­უძ­ლია ოთხმა­გი ნახ­ტო­მე­ბის უპ­რობ­ლე­მოდ შეს­რუ­ლე­ბა, თან ისე სრულ­ყო­ფი­ლად, რო­გორც ვაჟ­თა დიდ ნა­წილ­საც კი არ შე­უძ­ლია. ზო­გა­დად ოთხმა­გი ნახ­ტო­მე­ბი ქა­ლებს შო­რის დიდი იშ­ვი­ა­თო­ბაა, თუმ­ცა ეს თუთ­ბე­რი­ძის მოს­წავ­ლე­ებს არ შე­ე­ხე­ბა.

ალექ­სან­დრა ტრუ­სო­ვა და ანა შერ­ბა­კო­ვა

რო­გორც რუ­სუ­ლი პრე­სა წერს, ეთერ თუთ­ბე­რი­ძის სამ­წვრთნე­ლო გუნ­დი თა­ნამ­შრომ­ლობს ექიმ­თან, რო­მე­ლიც უკვე ორ­ჯერ გა­ეხ­ვია სკან­დალ­ში დო­პინ­გის გამო. შე­სა­ბა­მი­სად, კა­მი­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სკან­დალ­საც ამ ექიმს უკავ­ში­რე­ბენ.

სხვა სა­კი­თხია ვა­ლი­ე­ვას სის­ხლში ნა­პოვნ ნივ­თი­ე­რე­ბას რამ­დე­ნად შე­ეძ­ლო მის სპორ­ტულ შე­დეგ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბა, ამის თა­ო­ბა­ზე სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის აზ­რე­ბი იყო­ფა: ერ­თნი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ იმ პრე­პა­რატს, რაც ვა­ლი­ე­ვას­თან ნა­ხეს, არ აქვს ზე­მოქ­მე­დე­ბა, სხვე­ბის აზ­რით, პრე­პა­რატს შე­ეძ­ლო გო­გო­ნას­თვის გარ­კვე­უ­ლი უპი­რა­ტე­სო­ბა მი­ე­ნი­ჭე­ბი­ნა... მო­ცი­გუ­რა­ვე­ე­ბის ნა­წი­ლი ამ­ბობს, რომ ცი­გუ­რა­ო­ბა­ში დო­პინგპ­რე­პა­რა­ტე­ბის მი­ღე­ბას, შე­დე­გის მიღ­წე­ვის თვალ­საზ­რი­სით, აზრი სა­ერ­თოდ არ აქვს, რად­გან ამას ფი­გუ­რის­ტის­თვის წარ­მა­ტე­ბის მო­ტა­ნა არ შე­უძ­ლია. "4-ბრუ­ნი­ა­ნი ნახ­ტო­მის შეს­რუ­ლე­ბა ან შე­გიძ­ლია, ან - არა, ამა­ში ვე­რა­ნა­ი­რი პრე­პა­რა­ტი ვერ და­გეხ­მა­რე­ბა", - ამ­ბობს ერთ-ერთი ცნო­ბი­ლი რუსი მო­ცი­გუ­რა­ვე ირი­ნა სლუც­კა­ია.

  • #სირ­ცხვი­ლი­თუთ­ბე­რი­ძე

კა­მი­ლა ვა­ლი­ე­ვას დო­პინგ-სკან­და­ლის შემ­დეგ რუ­სულ ოფი­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში და­ი­წყო სპორ­ტსმე­ნის მწვრთნე­ლის, ეთე­რი თუთ­ბე­რი­ძი­სა და მისი სამ­წვრთნე­ლო გუნ­დის მა­სობ­რი­ვი ბრალ­დე­ბის კამ­პა­ნია. მათ ახალ­გაზ­რდა სპორ­ტსმე­ნე­ბის "ცხოვ­რე­ბის დან­გრე­ვა­ში“ ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ. სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ტვი­ტერ­ში“ გაჩ­ნდა ჰეშ­ტე­გი #позорТутберидзе (#სირ­ცხვი­ლი­თუთ­ბე­რი­ძეს), სა­დაც თავი მო­ი­ყა­რა ინ­ფორ­მა­ცი­ამ იმ ტრავ­მე­ბი­სა და ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბის შე­სა­ხებ, რო­მელ­თა გა­და­ტა­ნაც მო­უ­წი­ათ თუთ­ბე­რი­ძის მო­წა­ფე­ებს. კერ­ძოდ, ნახ­სე­ნე­ბი იყო იუ­ლია ლიპ­ნიც­კა­ია, სოჭი-2014-ის ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი. მან კა­რი­ე­რა 19 წლის ასაკ­ში და­ას­რუ­ლა. რო­გორც ამ­ბო­ბენ, მა­ნამ­დე კლი­ნი­კა­ში მოხ­ვდა ანო­რექ­სი­ის დი­აგ­ნო­ზით. თუთ­ბე­რი­ძის კი­დევ ერ­თმა აღ­ზრდილ­მა, ევ­გე­ნია მედ­ვე­დე­ვამ, კა­რი­ე­რა და­ას­რუ­ლა ხერ­ხემ­ლის ტრავ­მის შემ­დეგ. გულ­შე­მატ­კივ­რებ­მა სამ­წვრთნე­ლო შტაბს ბრა­ლი დას­დეს იმა­ში, რომ ის დიდი ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თვე­ბის გამო, მალ­თა­შუა ნერ­ვის და­ზი­ა­ნე­ბამ­დე მი­იყ­ვა­ნეს.

თუთ­ბე­რი­ძეს ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ, რომ უკი­დუ­რე­სად მკაც­რია და ახალ­გაზ­რდა მო­ცი­გუ­რა­ვე­ებს "დრა­კო­ნუ­ლი“ წე­სე­ბით წვრთნის. თვი­თონ თუთ­ბე­რი­ძე მი­იჩ­ნევს, რომ შე­დე­გის მიღ­წე­ვა დის­ციპ­ლი­ნის გა­რე­შე შე­უძ­ლე­ბე­ლია, თუმ­ცა თავს მონ­სტრად სუ­ლაც არ მი­იჩ­ნევს. მან ამის თა­ო­ბა­ზე, გა­სუ­ლი წლის მი­წუ­რულს, ერთ-ერთ გა­და­ცე­მა­ში ისა­უბ­რა.

  • ვინ არის ეთერ თუთ­ბე­რი­ძე?

ფი­გუ­რულ სრი­ალ­ში რუ­სე­თის დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი მწვრთნე­ლი ეთერ თუთ­ბე­რი­ძე 1974 წლის 24 თე­ბერ­ვალს მოს­კოვ­ში, მრა­ვალ­შვი­ლი­ან ოჯახ­ში და­ი­ბა­და. ის ოჯახ­ში მე-5 შვი­ლი გახ­ლდათ, მას ერთი ძმა და სამი და ჰყავს. ფი­გუ­რულ სრი­ალ­ზე დე­დამ მი­იყ­ვა­ნა. თა­ვი­დან ერ­თე­ულ­თა სრი­ალ­ში გა­მო­დი­ო­და, მაგ­რამ ტრავ­მა მი­ი­ღო და იძუ­ლე­ბი­თი შეს­ვე­ნე­ბი­სას, სი­მაღ­ლე­ში ისე ძა­ლი­ან მო­ი­მა­ტა, რომ როცა დაბ­რუნ­და, იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და ბედი ყი­ნულ­ზე ცეკ­ვებ­ში ეცა­და. რო­გორც თვი­თონ ამ­ბობს, ეს მის­თვის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი დარ­ტყმა იყო, რად­გან ყო­ველ­თვის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ მო­ცი­გუ­რა­ვედ ხე­დავ­და თავს. შე­საძ­ლოა, ამა­ნაც გა­ნა­პი­რო­ბა, რომ რო­გორც სპორ­ტსმენს, დიდი მიღ­წე­ვე­ბი არ ჰქო­ნია.

მან 1990-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში აქ­ტი­ურ სპორ­ტს თავი და­ა­ნე­ბა და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებ­ში გა­და­ვი­და. რო­გორც თვი­თონ ამ­ბობს წარ­მა­ტე­ბის­კენ სწრაფ­ვის სურ­ვი­ლი ად­რე­ულ ასაკ­ში გა­უჩ­ნდა.

"პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, ჩვენ­თან სტუმ­რად სა­ქარ­თვე­ლო­დან ჩა­მო­ვიდ­ნენ მა­მა­ჩე­მის ნა­თე­სა­ვე­ბი, გა­ი­შა­ლა სუფ­რა, წა­ვი­და სა­დღეგ­რძე­ლო­ე­ბი, რო­გორც ხდე­ბა ხოლ­მე. ვი­ღა­ცამ მა­მას ჰკი­თხა, - ბო­ლოს და ბო­ლოს რამ­დე­ნი შვი­ლი გყავ­სო. მან კი უპა­სუ­ხა, - ერ­თიო... გა­ვოც­დი, მი­ვე­დი, მხარ­ზე და­ვა­დე ხელი და ვუ­თხა­რი, - მამა, ჩვენ ხომ ხუთ­ნი ვართ-მეთ­ქი... მა­მამ გა­ი­ცი­ნა, - მხო­ლოდ ბიჭი მი­იჩ­ნე­ვა შვი­ლად, რად­გან ის არის გვა­რის გამ­გრძე­ლე­ბე­ლიო... მა­შინ ვი­ფიქ­რე, რომ რამე ისე­თი გა­მე­კე­თე­ბი­ნა, რაც მა­მა­ჩემს აზრს შე­აც­ვლე­ვი­ნებ­და. სამ­წუ­ხა­როდ, მამა ჩემს წარ­მა­ტე­ბებს ვერ მო­ეს­წრო, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ია­მა­ყებ­და ჩე­მით“, - ამ­ბობს თუთ­ბე­რი­ძე ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

კი­თხვა­ზე მი­იჩ­ნევს თუ არა თავს ქარ­თვე­ლად, ამ­ბობს, რომ: "ალ­ბათ არა...", თუმ­ცა იქვე აცხა­დებს: "მამა ნამ­დვი­ლი ქარ­თვე­ლი იყო, ცხოვ­რე­ბის ბო­ლომ­დე ხუმ­რობ­და, - ქარ­თუ­ლი ლა­მის და­მა­ვი­წყდა და რუ­სუ­ლი კი­დევ ვერ ვის­წავ­ლეო...“

ეთერ თუთ­ბე­რი­ძე წარ­მა­ტე­ბით გა­მო­დი­ო­და რუ­სულ შო­უ­ში "ბა­ლე­ტი ყი­ნულ­ზე“, 18 წლის ასაკ­ში კი აშშ-ში გა­და­ვი­და ყი­ნუ­ლის შოუ “Ice Capades” -ში სა­მუ­შა­ოდ. ის ამე­რი­კულ შო­უ­ში 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მო­დი­ო­და. აქვე და­ი­წყო მისი სამ­წვრთნე­ლო კა­რი­ე­რა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 1995 წლის 15 აპ­რილს, ოკ­ლაჰო­მა­ში მომ­ხდა­რი ტე­რაქ­ტის დროს, ფაქ­ტობ­რი­ვად, აფეთ­ქე­ბის ეპი­ცენ­ტრში აღ­მოჩ­ნდა, რა დრო­საც და­შავ­და კი­დეც.

1994–1998 წლებ­ში ამე­რი­კა­ში მუ­შა­ობ­და მწვრთნე­ლად, მერე კი რუ­სეთ­ში დაბ­რუნ­და. ეთერ თუთ­ბე­რი­ძეს უმუ­შა­ვია ცირ­კში ყი­ნულ­ზე, გა­სა­ბერ ყი­ნუ­ლის მო­ე­დან­ზე გა­მა­ჯან­სა­ღე­ბელ ჯგუ­ფებ­თან ერ­თად, წვრთნი­და ბავ­შვებს მოს­კო­ვის №8 სა­ბავ­შვო სპორ­ტულ სკო­ლა­ში. 2008 წლი­დან კი და­ფუძნ­და მოს­კო­ვის სპორ­ტუ­ლი ცენ­ტრის სა­ცი­გუ­რაო გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში.

ამ­ბობს, რომ რო­გორც აშშ-ში, ისე­ვე რუ­სეთ­შიც არა­ერ­თხელ იყო სო­ცი­ა­ლუ­რი სი­დუ­ხ­ჭი­რის ზღვარ­ზე და რა­საც დღეს მი­აღ­წია, მხო­ლოდ თავ­და­უ­ზო­გა­ვი შრო­მის შე­დე­გია...

2014 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში, რო­დე­საც თუთ­ბე­რი­ძის აღ­საზ­რდე­ლებ­მა თავ­ბრუ­დამ­ხვევ შე­დე­გებს მი­აღ­წი­ეს, მას გა­და­ე­ცა ორ­დე­ნი "მა­მუ­ლის წი­ნა­შე დამ­სა­ხუ­რე­ბის­თვის“. ცნო­ბილ მო­ცი­გუ­რა­ვე­სა და ქო­რე­ოგ­რაფ ილია ავერ­ბუხს მი­აჩ­ნია, რომ თუთ­ბე­რი­ძის სკო­ლის სიძ­ლი­ე­რე ფას­და­უ­დე­ბე­ლია.

თუთ­ბე­რი­ძის აღ­ზრდილ­თა შო­რის ქარ­თვე­ლი მო­ცი­გუ­რა­ვე მო­რის ყვი­თე­ლაშ­ვი­ლი­ცაა, რო­მელ­მაც პე­კი­ნის ოლიმ­პი­ა­და­ზე სა­ქარ­თვე­ლო წა­რად­გი­ნა და საკ­მა­ოდ დიდ შე­დეგ­საც მიღ­წია, ის მე-10 ად­გილ­ზე გა­ვი­და. თუთ­ბე­რი­ძის მად­ლობ­ლე­ბი არი­ან სა­ქარ­თვე­ლოს ფი­გუ­რუ­ლი სრი­ა­ლის ფე­დე­რა­ცი­ა­შიც.

"თუთ­ბე­რი­ძეს­თან ერ­თად არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გუნ­დი მუ­შა­ობს. უნდა გა­გაჩ­ნდეს არა­ორ­დი­ნა­რუ­ლი თვი­სე­ბე­ბი, რომ ისე­თი კო­ლექ­ტი­ვი შექ­მნა, რო­მე­ლიც შენს სპორ­ტსმე­ნებ­თან უმაღ­ლეს დო­ნე­ზე იმუ­შა­ვებს. ვფიქ­რობ, რომ ეთერს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი თვი­სე­ბე­ბი გა­აჩ­ნია - ის ძა­ლი­ან კარ­გად ერ­კვე­ვა ადა­მი­ა­ნებ­შიც და სპორ­ტსმე­ნებ­შიც. ამას­თან, ის ფე­ნო­მე­ნა­ლუ­რად შრო­მის­მოყ­ვა­რეა - მას დღე-ღა­მე­ში 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ო­ბა შე­უძ­ლია. ახლა მას ვე­რა­ვის შე­ა­და­რებ. მი­მაჩ­ნია, რომ ახლა ეთერ თუთ­ბე­რი­ძე - მსოფ­ლი­ო­ში სა­უ­კე­თე­სო მწვრთნე­ლია ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ სრი­ალ­ში“, - აღ­ნიშ­ნავს სა­ქარ­თვე­ლოს ფი­გუ­რუ­ლი სრი­ა­ლის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი მა­რი­ამ გი­ორ­გო­ბი­ა­ნი.

ეთერ თუთ­ბე­რი­ძეს ერთი ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავს დი­ა­ნა დე­ვი­სი, ის აშშ-ში, 2003 წელს და­ი­ბა­და.

კი­თხვა­ზე იღებ­და თუ არა დი­ა­ნას აღ­ზრდა­ში მამა მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, თუთ­ბე­რი­ძემ მოკ­ლედ უპა­სუ­ხა: "ჩვენ მამა არ გვყავს“.

ეთე­რი თუთ­ბე­რი­ძის ერ­თა­დერთ ქა­ლიშ­ვილს აქვს გა­ნუ­კურ­ნე­ბე­ლი და­ა­ვა­დე­ბა, რაც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია სმე­ნას­თან. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გო­გო­ნას სმე­ნა 2.5 წლის ასაკ­ში არას­წო­რად და­ნიშ­ნულ­მა ან­ტი­ბი­ო­ტი­კებ­მა და­უქ­ვე­ი­თა.

ერთ-ერთ გა­და­ცე­მა­ში თუთ­ბე­რი­ძეს წამ­ყვან­მა ჰკი­თხა, შე­საძ­ლე­ბე­ლი რომ იყოს რას შეც­ვლი­დი შენს ცხოვ­რე­ბა­შიო? - "მხო­ლოდ შვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბას“, - უპა­სუ­ხა თუთ­ბე­რი­ძემ. ქა­ლიშ­ვი­ლის სენ­სო­რუ­ლი სმე­ნის დაქ­ვე­ი­თე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ეთე­რი არ და­ნებ­და და ბავ­შვი სპორ­ტში ჩა­ა­ბა. მისი თქმით, დი­ა­ნა დიდი ხა­ნია ადაპ­ტი­რე­ბუ­ლია მის მდგო­მა­რე­ო­ბას­თან. სმე­ნის დაქ­ვე­ი­თე­ბა ხელს არ უშ­ლის, რომ მო­ის­მი­ნოს მუ­სი­კა და ლა­პა­რა­კი და რა­საც ყუ­რით ვერ აღიქ­ვამს, გო­გო­ნა ტუ­ჩე­ბის მოძ­რა­ო­ბით კი­თხუ­ლობს.

დი­ა­ნა დე­ვი­სი ბავ­შვო­ბი­დან პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად იყო და­კა­ვე­ბუ­ლი ფი­გუ­რუ­ლი სრი­ა­ლით. თა­ვი­დან ის ერ­თე­უ­ლებ­ში გა­მო­დი­ო­და და დედა ავარ­ჯი­შებ­და. თუმ­ცა, დე­დის­ვე და­ჟი­ნე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნით,13 წლის ასაკ­ში იგი გა­და­ვი­და ყი­ნულ­ზე ცეკ­ვის კა­ტე­გო­რი­ა­ში.

"მე­მუ­და­რე­ბო­და, არ უნ­დო­და ერ­თე­ულ­თა თან­რი­გი­დან წას­ვლა, მაგ­რამ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი სი­მაღ­ლე­ში მა­ტე­ბა შე­უშ­ლი­და წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა­ში ხელს, რა­ტომ­ღაც მე­გო­ნა, რომ ჩემ­ზე მა­ღა­ლი იქ­ნე­ბო­და, არა­და, მე 1.76-ზე მეტი ვარ, თუმ­ცა ასე არ მოხ­და, დი­ა­ნა საკ­მა­ოდ ტან­მორ­ჩი­ლია, თუმ­ცა დღეს უკვე აღარ არის უკ­მა­ყო­ფი­ლო იმით, რომ წყვილ­ში გა­მო­დის“, - ამ­ბობს ეთერ თუთ­ბე­რი­ძე.

19 წლის დი­ა­ნა ამ­ჟა­მად გლებ სმოლ­კინ­თან, ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბის ბო­რის სმოლ­კი­ნის შვილ­თან ერ­თად სრი­ა­ლებს. წყვილ­მა გა­სუ­ლი წლის რუ­სე­თის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე 1-ლი ად­გი­ლი და­ი­კა­ვა და ოლიმ­პი­ა­და­ზეც იას­პა­რე­ზა. ერთხელ ეთერ თუთ­ბე­რი­ძეს ჰკი­თხეს, არის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც შე­ჯიბ­რზე მისი აღ­საზ­რდე­ლის სრი­ა­ლის ყუ­რე­ბა არ შე­უძ­ლია და ყი­ნუ­ლის­კენ ზურ­გით ტრი­ალ­დე­ბა, - "მხო­ლოდ რო­დე­საც დი­ა­ნაა ყი­ნულ­ზე“, - და­უ­ფიქ­რებ­ლად უპა­სუ­ხა, რო­გორც ამ­ბო­ბენ, რუ­სუ­ლი ფი­გუ­რუ­ლი სრი­ა­ლის ყვე­ლა­ზე "სას­ტიკ­მა" მწვრთნელ­მა...

მკითხველის კომენტარები / 49 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახტანგი
1

მისი შრომა ფასდაუდებელია მსოფლიოს მასშტაბით ფიგურულ სრიალში ქალთა შორის, ის როგორც მწვრთნელი,თავისი შედეგებით, ბოლო 10 წლის განმავლობაში, საუკეთესოა მსოფლიოში და მან მამასაც დაუმტკიცა, რომ ის არის თავისი გვარის ღირსეული შვილი. წარმატებები ქალბატონო ეთერი თქვენ და თქვენ ქალიშვილს მრავალჟამიერ..

DATO
14

საქართველოში მე არ გამიგია, შეკითხვაზე რამდენი შვილი გყავს, ვინმეს ეპასუხოს მხოლოდ ბიჭის რაოდენობა და იმას თვლიდეს შვილად...ასეთი რამ მსმენია ჩრდილო კავკასიელებში და აზერბაიჯანელებში. ჰოდა საინტერესოა რა ეროვნების არის მამამისი და შესაბამისად თვითონ ეთერიც!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

დუხჭირი ცხოვრებიდან წარმატებამდე: ეთერ თუთბერიძის აღზრდილების 5 ოლიმპიური მედალი, დოპინგ-სკანდალი და დარდი შვილზე - ვინ არის ფიგურული სრიალის ყველაზე "სასტიკი" მწვრთნელი?

დუხჭირი ცხოვრებიდან წარმატებამდე: ეთერ თუთბერიძის აღზრდილების 5 ოლიმპიური მედალი, დოპინგ-სკანდალი და დარდი შვილზე - ვინ არის ფიგურული სრიალის ყველაზე "სასტიკი" მწვრთნელი?

დოპინგ-სკანდალმა 15 წლის რუსი მოციგურავის კამილა ვალიევას სპორტულ შედეგზე თავისი მძიმე გავლენა იქონია და ვუნდერკინდი მოზარდი ოლიმპიური კვარცხლბეკის მიღმა დარჩა. გოგონამ თავისუფალი პროგრამა დიდი ხარვეზებით შეასრულა და მოკლე პროგრამის შედეგად პირველ ადგილზე მყოფი, საბოლოო ჯამში, მე-4 ადგილზე აღმოჩნდა. ოლიმპიური ოქროს და ვერცხლის მფლობელები კი მისი თანაგუნდელები, ანასტასია შერბაკოვა (ოქრო) და ალექსანდრა ტრუსოვა (ვერცხლი) გახდნენ. სამივე გოგონას მწვრთნელი ქართული წარმოშობის ეთერ თუთბერიძეა, რომელიც მსოფლიო საციგურაო სამყაროს ყურადღების ცენტრში 2014 წელს მოექცა, როდესაც მისი აღსაზრდელი იულია ლიპნიცკაია სოჭის ოლიმპიადის ჩემპიონი გახდა. უკვე 2018 წელს ოლიმპიურ პიედესტალზე მისი ორი აღზრდილი დადგა - ალინა ზაგიტოვა და ევგენია მედვედევა. წელს თუთბერიძის სამწვრთენლო შტაბი ოლიმპიური კვარცხლბეკის სამივე საფეხურს უმიზნებდა, მაგრამ დოპინგ-სკანდალმა მათი გეგმები ნაწილობრივ ჩაშალა.

კამილა ვალიევა

პრობლემები მას შემდეგ დაიწყო, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის წარმომადგენელ ფიგურისტ გოგონას, კამილა ვალიევას შარდის ანალიზში, რომელიც მან შარშან 25 დეკემბერს, რუსეთის ჩემპიონატის წინ ჩააბარა, აღმოჩნდა აკრძალული ნივთიერება, ტრიმეტაზიდინი, ტესტის შედეგები მხოლოდ 11 თებერვალს გახდა ცნობილი. გამოძიება 15 წლის მოციგურავეს გარშემო კვლავ გრძელდება და როგორც ჩანს, კარგა ხანს გასტანს. 13 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ დოპინგის საერთაშორისო სააგენტო ვალიევასთან დაკავშირებით გამოძიებას ჩაატარებდა და ფიგურისტის გარემოცვიდან შეამოწმებდა მის მწვრთნელებს, ექიმებს და სხვა სრულწლოვან პირებს. ტესტის პასუხებმა ისე დაიგვიანა, რომ ვალიევას ოლიმპიადაზე უკვე მოგებული ჰქონდა გუნდურ გამოსვლაში ოქროს მედალი, თუმცა ამ ამბის გახმაურების შემდეგ მედლებით დაჯილდოება გაურკვეველი დროით გადაიდო, თუმცა ვალიევას ასპარეზობის გაგრძელების უფლება, როგორც არასრულწლოვანს, მაინც მიეცა. ეს გადაწყვეტილება სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ 14 თებერვალს მიიღო.

კამილა ვალიევა მწვრთნელთან ერთად

საციგურაო სამყარო მისგან ამ ოლიმპიადაზე ერთეულთა თანრიგშიც ოქროს ელოდა, ვალიევას ციგურაობა გამორჩეულია, მას ისევე, როგორც თუთბერიძის სხვა აღზრდილებს, შეუძლია ოთხმაგი ნახტომების უპრობლემოდ შესრულება, თან ისე სრულყოფილად, როგორც ვაჟთა დიდ ნაწილსაც კი არ შეუძლია. ზოგადად ოთხმაგი ნახტომები ქალებს შორის დიდი იშვიათობაა, თუმცა ეს თუთბერიძის მოსწავლეებს არ შეეხება.

ალექსანდრა ტრუსოვა და ანა შერბაკოვა

როგორც რუსული პრესა წერს, ეთერ თუთბერიძის სამწვრთნელო გუნდი თანამშრომლობს ექიმთან, რომელიც უკვე ორჯერ გაეხვია სკანდალში დოპინგის გამო. შესაბამისად, კამილასთან დაკავშირებულ სკანდალსაც ამ ექიმს უკავშირებენ.

სხვა საკითხია ვალიევას სისხლში ნაპოვნ ნივთიერებას რამდენად შეეძლო მის სპორტულ შედეგზე ზემოქმედება, ამის თაობაზე სპეციალისტების აზრები იყოფა: ერთნი მიიჩნევენ, რომ იმ პრეპარატს, რაც ვალიევასთან ნახეს, არ აქვს ზემოქმედება, სხვების აზრით, პრეპარატს შეეძლო გოგონასთვის გარკვეული უპირატესობა მიენიჭებინა... მოციგურავეების ნაწილი ამბობს, რომ ციგურაობაში დოპინგპრეპარატების მიღებას, შედეგის მიღწევის თვალსაზრისით, აზრი საერთოდ არ აქვს, რადგან ამას ფიგურისტისთვის წარმატების მოტანა არ შეუძლია. "4-ბრუნიანი ნახტომის შესრულება ან შეგიძლია, ან - არა, ამაში ვერანაირი პრეპარატი ვერ დაგეხმარება", - ამბობს ერთ-ერთი ცნობილი რუსი მოციგურავე ირინა სლუცკაია.

  • #სირცხვილითუთბერიძე

კამილა ვალიევას დოპინგ-სკანდალის შემდეგ რუსულ ოფიციალურ ქსელებში დაიწყო სპორტსმენის მწვრთნელის, ეთერი თუთბერიძისა და მისი სამწვრთნელო გუნდის მასობრივი ბრალდების კამპანია. მათ ახალგაზრდა სპორტსმენების "ცხოვრების დანგრევაში“ ადანაშაულებენ. სოციალურ ქსელ "ტვიტერში“ გაჩნდა ჰეშტეგი #позорТутберидзе (#სირცხვილითუთბერიძეს), სადაც თავი მოიყარა ინფორმაციამ იმ ტრავმებისა და ფსიქიკური პრობლემების შესახებ, რომელთა გადატანაც მოუწიათ თუთბერიძის მოწაფეებს. კერძოდ, ნახსენები იყო იულია ლიპნიცკაია, სოჭი-2014-ის ოლიმპიური ჩემპიონი. მან კარიერა 19 წლის ასაკში დაასრულა. როგორც ამბობენ, მანამდე კლინიკაში მოხვდა ანორექსიის დიაგნოზით. თუთბერიძის კიდევ ერთმა აღზრდილმა, ევგენია მედვედევამ, კარიერა დაასრულა ხერხემლის ტრავმის შემდეგ. გულშემატკივრებმა სამწვრთნელო შტაბს ბრალი დასდეს იმაში, რომ ის დიდი ფიზიკური დატვირთვების გამო, მალთაშუა ნერვის დაზიანებამდე მიიყვანეს.

თუთბერიძეს ადანაშაულებენ, რომ უკიდურესად მკაცრია და ახალგაზრდა მოციგურავეებს "დრაკონული“ წესებით წვრთნის. თვითონ თუთბერიძე მიიჩნევს, რომ შედეგის მიღწევა დისციპლინის გარეშე შეუძლებელია, თუმცა თავს მონსტრად სულაც არ მიიჩნევს. მან ამის თაობაზე, გასული წლის მიწურულს, ერთ-ერთ გადაცემაში ისაუბრა.

  • ვინ არის ეთერ თუთბერიძე?

ფიგურულ სრიალში რუსეთის დამსახურებული მწვრთნელი ეთერ თუთბერიძე 1974 წლის 24 თებერვალს მოსკოვში, მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა. ის ოჯახში მე-5 შვილი გახლდათ, მას ერთი ძმა და სამი და ჰყავს. ფიგურულ სრიალზე დედამ მიიყვანა. თავიდან ერთეულთა სრიალში გამოდიოდა, მაგრამ ტრავმა მიიღო და იძულებითი შესვენებისას, სიმაღლეში ისე ძალიან მოიმატა, რომ როცა დაბრუნდა, იძულებული გახდა ბედი ყინულზე ცეკვებში ეცადა. როგორც თვითონ ამბობს, ეს მისთვის ფსიქოლოგიური დარტყმა იყო, რადგან ყოველთვის ინდივიდუალურ მოციგურავედ ხედავდა თავს. შესაძლოა, ამანაც განაპირობა, რომ როგორც სპორტსმენს, დიდი მიღწევები არ ჰქონია.

მან 1990-იანი წლების დასაწყისში აქტიურ სპორტს თავი დაანება და პროფესიონალებში გადავიდა. როგორც თვითონ ამბობს წარმატებისკენ სწრაფვის სურვილი ადრეულ ასაკში გაუჩნდა.

"პატარა ვიყავი, ჩვენთან სტუმრად საქართველოდან ჩამოვიდნენ მამაჩემის ნათესავები, გაიშალა სუფრა, წავიდა სადღეგრძელოები, როგორც ხდება ხოლმე. ვიღაცამ მამას ჰკითხა, - ბოლოს და ბოლოს რამდენი შვილი გყავსო. მან კი უპასუხა, - ერთიო... გავოცდი, მივედი, მხარზე დავადე ხელი და ვუთხარი, - მამა, ჩვენ ხომ ხუთნი ვართ-მეთქი... მამამ გაიცინა, - მხოლოდ ბიჭი მიიჩნევა შვილად, რადგან ის არის გვარის გამგრძელებელიო... მაშინ ვიფიქრე, რომ რამე ისეთი გამეკეთებინა, რაც მამაჩემს აზრს შეაცვლევინებდა. სამწუხაროდ, მამა ჩემს წარმატებებს ვერ მოესწრო, დარწმუნებული ვარ, იამაყებდა ჩემით“, - ამბობს თუთბერიძე ერთ-ერთ ინტერვიუში.

კითხვაზე მიიჩნევს თუ არა თავს ქართველად, ამბობს, რომ: "ალბათ არა...", თუმცა იქვე აცხადებს: "მამა ნამდვილი ქართველი იყო, ცხოვრების ბოლომდე ხუმრობდა, - ქართული ლამის დამავიწყდა და რუსული კიდევ ვერ ვისწავლეო...“

ეთერ თუთბერიძე წარმატებით გამოდიოდა რუსულ შოუში "ბალეტი ყინულზე“, 18 წლის ასაკში კი აშშ-ში გადავიდა ყინულის შოუ “Ice Capades” -ში სამუშაოდ. ის ამერიკულ შოუში 5 წლის განმავლობაში გამოდიოდა. აქვე დაიწყო მისი სამწვრთნელო კარიერა.

აღსანიშნავია, რომ 1995 წლის 15 აპრილს, ოკლაჰომაში მომხდარი ტერაქტის დროს, ფაქტობრივად, აფეთქების ეპიცენტრში აღმოჩნდა, რა დროსაც დაშავდა კიდეც.

1994–1998 წლებში ამერიკაში მუშაობდა მწვრთნელად, მერე კი რუსეთში დაბრუნდა. ეთერ თუთბერიძეს უმუშავია ცირკში ყინულზე, გასაბერ ყინულის მოედანზე გამაჯანსაღებელ ჯგუფებთან ერთად, წვრთნიდა ბავშვებს მოსკოვის №8 საბავშვო სპორტულ სკოლაში. 2008 წლიდან კი დაფუძნდა მოსკოვის სპორტული ცენტრის საციგურაო განყოფილებაში.

ამბობს, რომ როგორც აშშ-ში, ისევე რუსეთშიც არაერთხელ იყო სოციალური სიდუხჭირის ზღვარზე და რასაც დღეს მიაღწია, მხოლოდ თავდაუზოგავი შრომის შედეგია...

2014 წლის ოქტომბერში, როდესაც თუთბერიძის აღსაზრდელებმა თავბრუდამხვევ შედეგებს მიაღწიეს, მას გადაეცა ორდენი "მამულის წინაშე დამსახურებისთვის“. ცნობილ მოციგურავესა და ქორეოგრაფ ილია ავერბუხს მიაჩნია, რომ თუთბერიძის სკოლის სიძლიერე ფასდაუდებელია.

თუთბერიძის აღზრდილთა შორის ქართველი მოციგურავე მორის ყვითელაშვილიცაა, რომელმაც პეკინის ოლიმპიადაზე საქართველო წარადგინა და საკმაოდ დიდ შედეგსაც მიღწია, ის მე-10 ადგილზე გავიდა. თუთბერიძის მადლობლები არიან საქართველოს ფიგურული სრიალის ფედერაციაშიც.

"თუთბერიძესთან ერთად არაჩვეულებრივი გუნდი მუშაობს. უნდა გაგაჩნდეს არაორდინარული თვისებები, რომ ისეთი კოლექტივი შექმნა, რომელიც შენს სპორტსმენებთან უმაღლეს დონეზე იმუშავებს. ვფიქრობ, რომ ეთერს არაჩვეულებრივი თვისებები გააჩნია - ის ძალიან კარგად ერკვევა ადამიანებშიც და სპორტსმენებშიც. ამასთან, ის ფენომენალურად შრომისმოყვარეა - მას დღე-ღამეში 24 საათის განმავლობაში მუშაობა შეუძლია. ახლა მას ვერავის შეადარებ. მიმაჩნია, რომ ახლა ეთერ თუთბერიძე - მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელია ინდივიდუალურ სრიალში“, - აღნიშნავს საქართველოს ფიგურული სრიალის ფედერაციის პრეზიდენტი მარიამ გიორგობიანი.

ეთერ თუთბერიძეს ერთი ქალიშვილი ჰყავს დიანა დევისი, ის აშშ-ში, 2003 წელს დაიბადა.

კითხვაზე იღებდა თუ არა დიანას აღზრდაში მამა მონაწილეობას, თუთბერიძემ მოკლედ უპასუხა: "ჩვენ მამა არ გვყავს“.

ეთერი თუთბერიძის ერთადერთ ქალიშვილს აქვს განუკურნებელი დაავადება, რაც დაკავშირებულია სმენასთან. გავრცელებული ინფორმაციით, გოგონას სმენა 2.5 წლის ასაკში არასწორად დანიშნულმა ანტიბიოტიკებმა დაუქვეითა.

ერთ-ერთ გადაცემაში თუთბერიძეს წამყვანმა ჰკითხა, შესაძლებელი რომ იყოს რას შეცვლიდი შენს ცხოვრებაშიო? - "მხოლოდ შვილის ჯანმრთელობას“, - უპასუხა თუთბერიძემ. ქალიშვილის სენსორული სმენის დაქვეითების მიუხედავად, ეთერი არ დანებდა და ბავშვი სპორტში ჩააბა. მისი თქმით, დიანა დიდი ხანია ადაპტირებულია მის მდგომარეობასთან. სმენის დაქვეითება ხელს არ უშლის, რომ მოისმინოს მუსიკა და ლაპარაკი და რასაც ყურით ვერ აღიქვამს, გოგონა ტუჩების მოძრაობით კითხულობს.

დიანა დევისი ბავშვობიდან პროფესიონალურად იყო დაკავებული ფიგურული სრიალით. თავიდან ის ერთეულებში გამოდიოდა და დედა ავარჯიშებდა. თუმცა, დედისვე დაჟინებული მოთხოვნით,13 წლის ასაკში იგი გადავიდა ყინულზე ცეკვის კატეგორიაში.

"მემუდარებოდა, არ უნდოდა ერთეულთა თანრიგიდან წასვლა, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი სიმაღლეში მატება შეუშლიდა წარმატების მიღწევაში ხელს, რატომღაც მეგონა, რომ ჩემზე მაღალი იქნებოდა, არადა, მე 1.76-ზე მეტი ვარ, თუმცა ასე არ მოხდა, დიანა საკმაოდ ტანმორჩილია, თუმცა დღეს უკვე აღარ არის უკმაყოფილო იმით, რომ წყვილში გამოდის“, - ამბობს ეთერ თუთბერიძე.

19 წლის დიანა ამჟამად გლებ სმოლკინთან, ცნობილი მსახიობის ბორის სმოლკინის შვილთან ერთად სრიალებს. წყვილმა გასული წლის რუსეთის ჩემპიონატზე 1-ლი ადგილი დაიკავა და ოლიმპიადაზეც იასპარეზა. ერთხელ ეთერ თუთბერიძეს ჰკითხეს, არის შემთხვევები, როდესაც შეჯიბრზე მისი აღსაზრდელის სრიალის ყურება არ შეუძლია და ყინულისკენ ზურგით ტრიალდება, - "მხოლოდ როდესაც დიანაა ყინულზე“, - დაუფიქრებლად უპასუხა, როგორც ამბობენ, რუსული ფიგურული სრიალის ყველაზე "სასტიკმა" მწვრთნელმა...