საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პრაქტიკულად ცხოვრება აღარ მაქვს, ჩემს საქმეს ვეღარ ვასრულებ..." - 5 ივლისს დაშავებული ოპერატორი მოსამართლეს
"პრაქტიკულად ცხოვრება აღარ მაქვს, ჩემს საქმეს ვეღარ ვასრულებ..." - 5 ივლისს დაშავებული ოპერატორი მოსამართლეს

"პრაქ­ტი­კუ­ლად ცხოვ­რე­ბა აღარ მაქვს, ამ­დე­ნი წელი შე­ვა­ლიე ჩემს პრო­ფე­სი­ას და ჩემს საქ­მეს ვე­ღარ ვას­რუ­ლებ. არ მინ­და ჩემს გამო უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნი ცი­ხე­ში ჩაჯ­დეს, მაგ­რამ თუ რო­მე­ლი­მე მათ­განს და­უ­დას­ტურ­და, რა­საც პრო­კუ­რა­ტუ­რა ედა­ვე­ბა, გთხოვთ, უმ­კაც­რე­სი სას­ჯე­ლი იყოს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ამ ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ" - ამის შე­სა­ხებ „სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის“ ოპე­რა­ტორ­მა, 5 ივ­ლი­სის საქ­მე­ში და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად ცნო­ბილ­მა ილია თვა­ლი­აშ­ვილ­მა სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცეს­ზე მოწ­მის სა­ხით ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მის დროს გა­ნა­ცხა­და.

თვა­ლი­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მომ­ხდა­რი და­პი­რის­პი­რე­ბის შემ­დეგ 10 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ვე­რა­ფერს ვერ ხე­დავ­და და უსი­ნათ­ლო ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობ­და, დღეს კი „ფაქ­ტობ­რი­ვად სახ­ლშია გა­მო­კე­ტი­ლი და სამ­სა­ხურ­შიც პრაქ­ტი­კან­ტის მო­ვა­ლე­ო­ბას ას­რუ­ლებს“.

"და­პი­რის­პი­რე­ბის შე­დე­გად სამ­წუ­ხა­როდ, ბევ­რი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მქონ­და, ერთ-ერთი შე­დე­გია, რომ სათ­ვა­ლე მი­კე­თია და სა­მუ­და­მოდ უნდა მე­კე­თოს ეს სათ­ვა­ლე, დღემ­დე ვმკურ­ნა­ლობ და მე­დი­კა­მენ­ტებს ვი­ღებ იმის­თვის, რომ ტკი­ვი­ლე­ბი გა­ვი­ყუ­ჩო. 15 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სამ­სა­ხურ­ში და­ზღვე­ვაც არ მქო­ნია, იმი­ტომ რომ არას­დროს დამ­ჭირ­ვე­ბია ექიმ­თან ვი­ზი­ტი, არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ მქო­ნია აქამ­დე. ფაქ­ტობ­რი­ვად სახ­ლში ვარ გა­მო­კე­ტი­ლი და სამ­სა­ხურ­შიც თუ ვარ პრაქ­ტი­კან­ტის მო­ვა­ლე­ო­ბას ვას­რუ­ლებ, პრაქ­ტი­კან­ტსაც არ ასაქ­მე­ბენ ისე, რო­გორც მე ვარ და­საქ­მე­ბუ­ლი „სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ში“, ჩემი საქ­მე პრაქ­ტი­კუ­ლად არ არის. მირ­ჩევ­ნია სახ­ლში ვიყო და სა­კუ­თარ თავს მივ­ხე­დო, არა­ნა­ი­რი სურ­ვი­ლი არ მაქვს, რომ თა­ვი­სუ­ფალ დროს გა­ვი­დე და მე­გობ­რებ­თან გა­ვერ­თო, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ საკ­მა­ოდ აქ­ტი­უ­რი ცხოვ­რე­ბით ვცხოვ­რობ­დი.

რთუ­ლია იმა­ზე სა­უ­ბა­რი რა­ტომ შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ან­მა ასე გაგ­წი­როს, არ­ცერთ მათ­განს არ ვიც­ნობ, არ­ცერ­თი მათ­გა­ნი თვა­ლით არ მი­ნა­ხავს და არას­დროს შე­ხე­ბა არ მქო­ნია. ამ დრომ­დე ვერ ვხვდე­ბი ამის მი­ზე­ზი და მი­ზა­ნი რა იყო. პრაქ­ტი­კუ­ლად ცხოვ­რე­ბა აღარ მაქვს, ამ­დე­ნი წელი შე­ვა­ლიე ჩემს პრო­ფე­სი­ას და ჩემს საქ­მეს ვე­ღარ ვას­რუ­ლებ, არ მინ­და ჩემს გამო უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნი ცი­ხე­ში ჩაჯ­დეს, მაგ­რამ თუ რო­მე­ლი­მე მათ­განს და­უ­დას­ტურ­და რა­საც პრო­კუ­რა­ტუ­რა ედა­ვე­ბა, გთხოვთ უმაღ­ლე­სი სას­ჯე­ლი იყოს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ამ ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ.

სას­წრა­ფო­ში მიყ­ვა­ნის შემ­დეგ პირ­ვე­ლი დი­აგ­ნო­ზი იყო თვა­ლის ქი­მი­უ­რი დამ­წვრო­ბა, რა­საც შემ­დგომ ბევ­რი რამ და­ე­მა­ტა, ეს ყვე­ლა­ფე­რი ორი­ვე თვალს ეხე­ბა. ყვე­ლა­ზე სა­ში­ნე­ლე­ბა იყო, რომ 10 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ვე­რა­ფერს ვერ ვხე­დავ­დი, უსი­ნათ­ლო ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბით ვცხოვ­რობ­დი. ერთ-ერთი ჩემი კო­ლე­გა თა­ვი­სი ხე­ლით მაჭ­მევ­და, ფი­ზი­კუ­რად არ მქონ­და ძალა, რომ ხელი ამე­წია და ჩე­მით მე­ჭა­მა“, - აღ­ნიშ­ნა ილია თვა­ლი­აშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე, მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ძა­ლა­დობ­რი­ვი ქმე­დე­ბებ­ზე და პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ხე­ლის შეშ­ლის ფაქ­ტებ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 154-ე (ჟურ­ნა­ლის­ტის­თვის პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში უკა­ნო­ნოდ ხე­ლის შეშ­ლა) და 126-ე (ძა­ლა­დო­ბა) მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს. სა­ერ­თო ჯამ­ში საქ­მეს 31 ბრალ­დე­ბუ­ლი და 57 და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ჰყავს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"პრაქტიკულად ცხოვრება აღარ მაქვს, ჩემს საქმეს ვეღარ ვასრულებ..." - 5 ივლისს დაშავებული ოპერატორი მოსამართლეს

"პრაქტიკულად ცხოვრება აღარ მაქვს, ჩემს საქმეს ვეღარ ვასრულებ..." - 5 ივლისს დაშავებული ოპერატორი მოსამართლეს

"პრაქტიკულად ცხოვრება აღარ მაქვს, ამდენი წელი შევალიე ჩემს პროფესიას და ჩემს საქმეს ვეღარ ვასრულებ. არ მინდა ჩემს გამო უდანაშაულო ადამიანი ციხეში ჩაჯდეს, მაგრამ თუ რომელიმე მათგანს დაუდასტურდა, რასაც პროკურატურა ედავება, გთხოვთ, უმკაცრესი სასჯელი იყოს გამოყენებული ამ ადამიანების მიმართ" - ამის შესახებ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ოპერატორმა, 5 ივლისის საქმეში დაზარალებულად ცნობილმა ილია თვალიაშვილმა საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე მოწმის სახით ჩვენების მიცემის დროს განაცხადა.

თვალიაშვილის განცხადებით, მომხდარი დაპირისპირების შემდეგ 10 დღის განმავლობაში ვერაფერს ვერ ხედავდა და უსინათლო ადამიანის ცხოვრებით ცხოვრობდა, დღეს კი „ფაქტობრივად სახლშია გამოკეტილი და სამსახურშიც პრაქტიკანტის მოვალეობას ასრულებს“.

"დაპირისპირების შედეგად სამწუხაროდ, ბევრი დაზიანებები მქონდა, ერთ-ერთი შედეგია, რომ სათვალე მიკეთია და სამუდამოდ უნდა მეკეთოს ეს სათვალე, დღემდე ვმკურნალობ და მედიკამენტებს ვიღებ იმისთვის, რომ ტკივილები გავიყუჩო. 15 წლის განმავლობაში სამსახურში დაზღვევაც არ მქონია, იმიტომ რომ არასდროს დამჭირვებია ექიმთან ვიზიტი, არანაირი პრობლემა არ მქონია აქამდე. ფაქტობრივად სახლში ვარ გამოკეტილი და სამსახურშიც თუ ვარ პრაქტიკანტის მოვალეობას ვასრულებ, პრაქტიკანტსაც არ ასაქმებენ ისე, როგორც მე ვარ დასაქმებული „საზოგადოებრივ მაუწყებელში“, ჩემი საქმე პრაქტიკულად არ არის. მირჩევნია სახლში ვიყო და საკუთარ თავს მივხედო, არანაირი სურვილი არ მაქვს, რომ თავისუფალ დროს გავიდე და მეგობრებთან გავერთო, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ აქტიური ცხოვრებით ვცხოვრობდი.

რთულია იმაზე საუბარი რატომ შეიძლება ადამიანმა ასე გაგწიროს, არცერთ მათგანს არ ვიცნობ, არცერთი მათგანი თვალით არ მინახავს და არასდროს შეხება არ მქონია. ამ დრომდე ვერ ვხვდები ამის მიზეზი და მიზანი რა იყო. პრაქტიკულად ცხოვრება აღარ მაქვს, ამდენი წელი შევალიე ჩემს პროფესიას და ჩემს საქმეს ვეღარ ვასრულებ, არ მინდა ჩემს გამო უდანაშაულო ადამიანი ციხეში ჩაჯდეს, მაგრამ თუ რომელიმე მათგანს დაუდასტურდა რასაც პროკურატურა ედავება, გთხოვთ უმაღლესი სასჯელი იყოს გამოყენებული ამ ადამიანების მიმართ.

სასწრაფოში მიყვანის შემდეგ პირველი დიაგნოზი იყო თვალის ქიმიური დამწვრობა, რასაც შემდგომ ბევრი რამ დაემატა, ეს ყველაფერი ორივე თვალს ეხება. ყველაზე საშინელება იყო, რომ 10 დღის განმავლობაში ვერაფერს ვერ ვხედავდი, უსინათლო ადამიანის ცხოვრებით ვცხოვრობდი. ერთ-ერთი ჩემი კოლეგა თავისი ხელით მაჭმევდა, ფიზიკურად არ მქონდა ძალა, რომ ხელი ამეწია და ჩემით მეჭამა“, - აღნიშნა ილია თვალიაშვილმა.

ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე, მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებებზე და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) და 126-ე (ძალადობა) მუხლებით მიმდინარეობს. საერთო ჯამში საქმეს 31 ბრალდებული და 57 დაზარალებული ჰყავს.