მოზაიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბრედ პიტი ანჯელინა ჯოლის სასამართლოში უჩივის - სკანდალური საქმე და რუსი ოლიგარქი, რომელიც ექსმეუღლეებს შორის ახალი დავის მიზეზი გახდა
ბრედ პიტი ანჯელინა ჯოლის სასამართლოში უჩივის - სკანდალური საქმე და რუსი ოლიგარქი, რომელიც ექსმეუღლეებს შორის ახალი დავის მიზეზი გახდა

ბრედ პიტი ამ­ტკი­ცებს, რომ მის­მა ყო­ფილ­მა ცოლ­მა, ან­ჯე­ლი­ნა ჯო­ლიმ მის­გან და­ფა­რუ­ლად გა­ყი­და ვე­ნა­ხი, რო­მე­ლიც ორი­ვე მათ­გა­ნის სა­კუთ­რე­ბა იყო. მსა­ხი­ობს აბ­რა­ზებს, რომ მისი სა­ნუკ­ვა­რი ვე­ნა­ხის ნა­წი­ლი, რომ­ლის მოვ­ლა­საც სული და გული შე­ა­ლია, ახლა რუსი ოლი­გარ­ქის სა­კუთ­რე­ბაა (ან­ჯე­ლი­ნამ სა­კუ­თა­რი წილი გა­ყი­და).

ბრედ პიტი ყო­ფილ ცოლს სა­სა­მარ­თლო­ში უჩი­ვის და გა­რი­გე­ბის გა­უქ­მე­ბას ითხოვს.

ბრან­ჯე­ლი­ნამ საფ­რან­გეთ­ში 2008 წელს შე­ი­ძი­ნა "შატო მი­რა­ვა­ლის" ვე­ნა­ხე­ბი. ბრე­დი ყვე­ბა, რომ ვე­ნახ­ში, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დი­დძა­ლი ფული აქვს ჩა­დე­ბუ­ლი, თუმ­ცა იმა­საც იაზ­რებს, რომ ვე­ნა­ხის სა­ფა­სურ­ში გა­დახ­დი­ლი 40% - 28 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი, ან­ჯე­ლი­ნას ეკუთ­ვნო­და.

პი­ტის თქმით, 2013 წელს, თვი­თონ "აა­მუ­შა­ვა" ვე­ნა­ხი და რომ მის ყო­ფილ ცოლს ბევ­რი არა­ფე­რი გა­უ­კე­თე­ბია. მას სჯე­რო­და, რომ ერ­თმა­ნეთ­თან შე­უ­თან­ხმებ­ლად არც ის და არც ან­ჯე­ლი­ნა არ გა­ყიდ­დნენ ვე­ნახს, მაგ­რამ ვარ­სკვლავს იმე­დი გა­უც­რუვ­და:

გა­სუ­ლი წლის ივ­ლის­ში ან­ჯე­ლი­ნამ სა­სა­მარ­თლო­ში გა­ნა­ცხა­და, რომ ანო­ნი­მურ პირ­ზე აპი­რებ­და ვე­ნა­ხის თა­ვი­სი წი­ლის გა­ყიდ­ვას, რა­ზეც პიტი სა­ბო­ლო­ოდ და­თან­ხმდა, თუმ­ცა იმ პი­რო­ბით, რომ ახა­ლი მე­პატ­რო­ნე მის­თვი­საც მო­სა­წო­ნი იქ­ნე­ბო­და.

რო­გორც tmz-ი წერს, ბრედ პიტი შოკ­ში იყო, როცა გა­ი­გო, რომ ან­ჯე­ლი­ნას, "შატო მი­რა­ვა­ლის: წილი რუს ოლი­გარ­ქზე, იური შეფ­ლერ­ზე მი­უ­ყი­დია. ის ამ­ბობს, რომ ყო­ფილ­მა მე­უღ­ლემ არც კი შე­ა­ტყო­ბი­ნა ამის შე­სა­ხებ და გან­ზრახ შე­ი­ნა­ხა სა­ი­დუმ­ლოდ.

იური შეფ­ლე­რი

ამ­ჟა­მად, ბრე­დი ჩი­ვის, რომ რუსი ოლი­გარ­ქი ვე­ნა­ხის მარ­თვის სა­და­ვე­ე­ბის ხელ­ში აღე­ბას ცდი­ლობს და ამის გამო, ქა­ო­სუ­რი სი­ტუ­ა­ცი­აა შექ­მნი­ლი. წყა­რო, რო­მე­ლიც ბრედ პი­ტის ახ­ლო­ბე­ლია, ამ­ბობს, რომ ან­ჯე­ლი­ნამ ეთი­კუ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი ამ საქ­ცი­ე­ლით უარ­ყო და ოჯა­ხუ­რი ბიზ­ნე­სი მე­სა­მე პირს - კონ­კუ­რენტს ჩა­ა­ბა­რა.

წყა­რო: tmz

მო­ამ­ზა­და ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კოტე
0

ჩამოდით აქ იმდენი სახნავ-სათესია, მიუყარე და წამოდი. ეგეთი არც ქალი გინდოდეს და არც მაგის ვენახი.

lis
20

აუ ამ ბრედს კლიმაქსური პერიოდი აქვს ეტყობა...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

ბრედ პიტი ანჯელინა ჯოლის სასამართლოში უჩივის - სკანდალური საქმე და რუსი ოლიგარქი, რომელიც ექსმეუღლეებს შორის ახალი დავის მიზეზი გახდა

ბრედ პიტი ანჯელინა ჯოლის სასამართლოში უჩივის - სკანდალური საქმე და რუსი ოლიგარქი, რომელიც ექსმეუღლეებს შორის ახალი დავის მიზეზი გახდა

ბრედ პიტი ამტკიცებს, რომ მისმა ყოფილმა ცოლმა, ანჯელინა ჯოლიმ მისგან დაფარულად გაყიდა ვენახი, რომელიც ორივე მათგანის საკუთრება იყო. მსახიობს აბრაზებს, რომ მისი სანუკვარი ვენახის ნაწილი, რომლის მოვლასაც სული და გული შეალია, ახლა რუსი ოლიგარქის საკუთრებაა (ანჯელინამ საკუთარი წილი გაყიდა).

ბრედ პიტი ყოფილ ცოლს სასამართლოში უჩივის და გარიგების გაუქმებას ითხოვს.

ბრანჯელინამ საფრანგეთში 2008 წელს შეიძინა "შატო მირავალის" ვენახები. ბრედი ყვება, რომ ვენახში, წლების განმავლობაში დიდძალი ფული აქვს ჩადებული, თუმცა იმასაც იაზრებს, რომ ვენახის საფასურში გადახდილი 40% - 28 მილიონი დოლარი, ანჯელინას ეკუთვნოდა.

პიტის თქმით, 2013 წელს, თვითონ "აამუშავა" ვენახი და რომ მის ყოფილ ცოლს ბევრი არაფერი გაუკეთებია. მას სჯეროდა, რომ ერთმანეთთან შეუთანხმებლად არც ის და არც ანჯელინა არ გაყიდდნენ ვენახს, მაგრამ ვარსკვლავს იმედი გაუცრუვდა:

გასული წლის ივლისში ანჯელინამ სასამართლოში განაცხადა, რომ ანონიმურ პირზე აპირებდა ვენახის თავისი წილის გაყიდვას, რაზეც პიტი საბოლოოდ დათანხმდა, თუმცა იმ პირობით, რომ ახალი მეპატრონე მისთვისაც მოსაწონი იქნებოდა.

როგორც tmz-ი წერს, ბრედ პიტი შოკში იყო, როცა გაიგო, რომ ანჯელინას, "შატო მირავალის: წილი რუს ოლიგარქზე, იური შეფლერზე მიუყიდია. ის ამბობს, რომ ყოფილმა მეუღლემ არც კი შეატყობინა ამის შესახებ და განზრახ შეინახა საიდუმლოდ.

იური შეფლერი

ამჟამად, ბრედი ჩივის, რომ რუსი ოლიგარქი ვენახის მართვის სადავეების ხელში აღებას ცდილობს და ამის გამო, ქაოსური სიტუაციაა შექმნილი. წყარო, რომელიც ბრედ პიტის ახლობელია, ამბობს, რომ ანჯელინამ ეთიკური ვალდებულებები ამ საქციელით უარყო და ოჯახური ბიზნესი მესამე პირს - კონკურენტს ჩააბარა.

წყარო: tmz

მოამზადა ანა სიბოშვილმა