მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გამოცხადდება თუ არა საგაზაფხულო არდადეგები დაგეგმილზე ადრე? - რას აცხადებენ განათლების სამინისტროში
გამოცხადდება თუ არა საგაზაფხულო არდადეგები დაგეგმილზე ადრე? - რას აცხადებენ განათლების სამინისტროში

სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­გა­ზა­ფხუ­ლო არ­და­დე­გე­ბის და­გეგ­მილ­ზე ადრე გა­მო­ცხა­დე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა არ არ­სე­ბობს და, შე­სა­ბა­მი­სად, აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კი­თხი ჯან­დაც­ვის სფე­როს მხრი­დან დღის წეს­რიგ­ში არ დამ­დგა­რა. ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნათ­ლე­ბის და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო სკო­ლებ­ში სი­ტუ­ა­ცი­ას სრუ­ლად მარ­თავს.

"რო­გორც ცნო­ბი­ლია, სკო­ლებ­ში სას­წავ­ლო პრო­ცე­სის სრუ­ლად დის­ტან­ცი­უ­რად გა­დას­ვლას­თან, ასე­ვე, კო­რო­ნა­ვირუ­სის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით სკო­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ ყვე­ლა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას იღებს უწყე­ბა­თა­შო­რი­სი საბ­ჭო, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის ცენ­ტრი­სა (NCDC) და ჯან­დაც­ვის სფე­როს წარ­მო­მად­გე­ნელ­თა რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე. გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო სრუ­ლად მარ­თავს სი­ტუ­ა­ცი­ას სკო­ლებ­ში. მოქ­მე­დი პრო­ტო­კო­ლის შე­სა­ბა­მი­სად, კო­რო­ნა­ვირუ­სის შემ­თხვე­ვე­ბის გა­მოვ­ლე­ნის­თა­ნა­ვე, ეპი­დე­მი­ო­ლო­გის რე­კო­მენ­და­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე, შიდა გავ­რცე­ლე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, სკო­ლა ან ცალ­კე­უ­ლი კლა­სი მყი­სი­ე­რად გა­და­დის სწავ­ლე­ბის დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ზე. გარ­და ამი­სა, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრის მი­ხე­ილ ჩხენ­კე­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში, მოს­წავ­ლე­თა მშობ­ლებს აქვთ დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლის ფორ­მა­ტის არ­ჩე­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით სა­ჯა­რო და კერ­ძო სკო­ლებ­ში სას­წავ­ლო პრო­ცე­სი კვლავ შე­რე­ულ ფორ­მატ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს.

აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­გა­ზა­ფხუ­ლო არ­და­დე­გე­ბის და­გეგ­მილ­ზე ადრე გა­მო­ცხა­დე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა არ არ­სე­ბობს და, შე­სა­ბა­მი­სად, აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კი­თხი ჯან­დაც­ვის სფე­როს მხრი­დან დღის წეს­რიგ­ში არ დამ­დგა­რა. პა­რა­ლე­ლუ­რად, გრძელ­დე­ბა მას­წავ­ლე­ბელ­თა და ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა სა­ვალ­დე­ბუ­ლო ტეს­ტი­რე­ბა. ორ­ჯე­რა­დად აც­რი­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბი კო­რო­ნა­ვირუს­ზე ორ კვი­რა­ში ერთხელ PCR ტეს­ტით მოწ­მდე­ბი­ან, ერთჯე­რა­დად აც­რი­ლი ან აუც­რე­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბი კი – კვი­რა­ში ერთხელ სწრა­ფი ან­ტი­გენ-ტეს­ტით. მას­წავ­ლე­ბელ­თა და მოს­წავ­ლე­თათ­ვის უსაფრ­თხო გა­რე­მოს უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მხრი­დან გრძელ­დე­ბა სკო­ლე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გი“, - გა­ნუ­ცხა­დეს "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნათ­ლე­ბის და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში.

ცნო­ბის­თვის, ჯან­დაც­ვის ექ­სპერ­ტის, პრო­ფე­სორ დევი ტა­ბი­ძის რე­კო­მენ­და­ცი­აა, რომ არ­სე­ბუ­ლი ეპიდ­ვი­თა­რე­ბის გამო, სკო­ლებ­ში სა­გა­ზა­ფხუ­ლო არ­და­დე­გე­ბი და­გეგ­მილ­ზე ადრე გა­მო­ცხად­დეს.

რო­გორც მან მე­დი­ა­ცენ­ტრ "მთა­ვარ­ში“ გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, სკო­ლე­ბი და ბავ­შვე­ბის ზო­გი­ერ­თი ნა­წი­ლი მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჯიჯი
0

რა სიტუაციას აკონტროლებთ??? სავსეა ოჯახები ომიკრონიანი ბავშვებით,ნახევარზე მეტი საერთოდ ვერ უკავშირდება ოჯახის ექიმს,იმიტომ რომ ვეღარ აუდიან.მოუღიათ პირები და აძაგებენ ონლაინ სწავლებას..აძაგებს უცოდინარი და ჩლუნგი....ჯანმრთელობაა მთავარი შეიგნეთ უვიცებოოო

თაკო-ს
1

რომ იცოდეთ რამდენ გართულებას უტოვებს ბავშვებს,ილოცებდით დისტანციურ სწავლებაზე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

გამოცხადდება თუ არა საგაზაფხულო არდადეგები დაგეგმილზე ადრე? - რას აცხადებენ განათლების სამინისტროში

გამოცხადდება თუ არა საგაზაფხულო არდადეგები დაგეგმილზე ადრე? - რას აცხადებენ განათლების სამინისტროში

საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, საგაზაფხულო არდადეგების დაგეგმილზე ადრე გამოცხადების საჭიროება არ არსებობს და, შესაბამისად, აღნიშნული საკითხი ჯანდაცვის სფეროს მხრიდან დღის წესრიგში არ დამდგარა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს“ განათლების და მეცნიერების სამინისტროში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლებში სიტუაციას სრულად მართავს.

"როგორც ცნობილია, სკოლებში სასწავლო პროცესის სრულად დისტანციურად გადასვლასთან, ასევე, კორონავირუსის პრევენციის მიზნით სკოლებთან დაკავშირებულ ყველა გადაწყვეტილებას იღებს უწყებათაშორისი საბჭო, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისა (NCDC) და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა რეკომენდაციების საფუძველზე. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სრულად მართავს სიტუაციას სკოლებში. მოქმედი პროტოკოლის შესაბამისად, კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენისთანავე, ეპიდემიოლოგის რეკომენდაციის საფუძველზე, შიდა გავრცელების თავიდან ასაცილებლად, სკოლა ან ცალკეული კლასი მყისიერად გადადის სწავლების დისტანციურ რეჟიმზე. გარდა ამისა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, სურვილის შემთხვევაში, მოსწავლეთა მშობლებს აქვთ დისტანციური სწავლის ფორმატის არჩევის შესაძლებლობა. შესაბამისად, საქართველოს მასშტაბით საჯარო და კერძო სკოლებში სასწავლო პროცესი კვლავ შერეულ ფორმატში მიმდინარეობს.

აქედან გამომდინარე, საგაზაფხულო არდადეგების დაგეგმილზე ადრე გამოცხადების საჭიროება არ არსებობს და, შესაბამისად, აღნიშნული საკითხი ჯანდაცვის სფეროს მხრიდან დღის წესრიგში არ დამდგარა. პარალელურად, გრძელდება მასწავლებელთა და ადმინისტრაციის წარმომადგენელთა სავალდებულო ტესტირება. ორჯერადად აცრილი მასწავლებლები კორონავირუსზე ორ კვირაში ერთხელ PCR ტესტით მოწმდებიან, ერთჯერადად აცრილი ან აუცრელი მასწავლებლები კი – კვირაში ერთხელ სწრაფი ანტიგენ-ტესტით. მასწავლებელთა და მოსწავლეთათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან გრძელდება სკოლების მონიტორინგი“, - განუცხადეს "ინტერპრესნიუსს“ განათლების და მეცნიერების სამინისტროში.

ცნობისთვის, ჯანდაცვის ექსპერტის, პროფესორ დევი ტაბიძის რეკომენდაციაა, რომ არსებული ეპიდვითარების გამო, სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები დაგეგმილზე ადრე გამოცხადდეს.

როგორც მან მედიაცენტრ "მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სკოლები და ბავშვების ზოგიერთი ნაწილი მძიმე მდგომარეობაშია.