მსოფლიო
წიგნები

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხაჭოს გამოყენების რამდენიმე საინტერესო იდეა და რეცეპტები
ხაჭოს გამოყენების რამდენიმე საინტერესო იდეა და რეცეპტები

ხაჭო ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლო პრო­დუქ­ტია. მარ­თა­ლია, ყვე­ლას არ ეჩ­ვე­ნე­ბა ის გემ­რი­ე­ლი, მაგ­რამ მისი რა­ცი­ონ­ში ჩარ­თვა აუ­ცი­ლე­ბე­ლია. ხაჭო ცი­ლი­სა და კალ­ცი­უ­მის ერთ-ერთი უმ­დიდ­რე­სი წყა­როა. იგი ორ­გა­ნიზ­მის მრა­ვა­ლი ფუნ­ქცი­ის ნორ­მა­ლი­ზე­ბას უწყობს ხელს. ეს პრო­დუქ­ტი რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია მათ­თვი­საც, ვი­საც წო­ნა­ში დაკ­ლე­ბა სურს, რად­გან ხაჭო აუმ­ჯო­ბე­სებს ცხი­მე­ბის ცვლის პრო­ცესს, ეფექ­ტუ­რია გუ­ლი­სა და ღვიძ­ლის და­ა­ვა­დე­ბე­ბის მკურ­ნა­ლო­ბი­სას. ხაჭო ას­ტი­მუ­ლი­რებს სის­ხლში ჰე­მოგ­ლო­ბი­ნის წარ­მოქ­მნას, ზრდის ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის რე­გე­ნე­რა­ცი­ის უნარს და ამაგ­რებს ძვლებს. სა­უზ­მის დროს ხა­ჭოს მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბის მი­ღე­ბაც კი ეხ­მა­რე­ბა ორ­გა­ნიზმს უკეთ გა­უმკლავ­დეს სტრესს და დაძ­ლი­ოს შფოთ­ვა.

ძველ რომ­ში ხაჭო ძა­ლი­ან უყ­ვარ­დათ. მას მა­რილს და თაფლს უმა­ტებ­დნენ და ღვი­ნოს­თან ერ­თად ხემ­სის სა­ხით მი­ირ­თმევ­დნენ. ეს ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლო და გემ­რი­ე­ლი დე­სერ­ტია, რო­მე­ლიც შე­გიძ­ლი­ათ თა­ვად­ვე მო­ამ­ზა­დოთ. ხა­ჭოს პა­ტივს ინ­დო­ეთ­შიც სცემ­დნენ. დღე­სას­წა­უ­ლე­ბის დროს, ღმერთ კრიშ­ნას პა­ტივ­სა­ცე­მად, ხა­ჭოს ქოთ­ნის გა­ტეხ­ვა ერ­თგვა­რი რი­ტუ­ა­ლი იყო, რო­მე­ლიც წარ­მა­ტე­ბას მო­ას­წა­ვებ­და.

ხა­ჭოს­გან შე­გიძ­ლი­ათ ასე­ვე მო­ამ­ზა­დოთ მდნა­რი ყვე­ლი, სახ­ლის პი­რო­ბებ­ში. 500 გრამ ხა­ჭოს და­უ­მა­ტეთ 2 კვერ­ცხი, 100 გ. კა­რა­ქი, 1 ჩ/კ მა­რი­ლი და 1 ჩ/კ. სოდა. ათ­ქვი­ფეთ ერ­თგვა­რო­ვა­ნი მა­სის მი­ღე­ბამ­დე. გან­სა­კუთ­რე­ბით გემ­რი­ე­ლია მდნა­რი ყვე­ლი სო­კოს არო­მა­ტით. ამის­თვის, ტა­ფა­ზე შეწ­ვით წვრი­ლად დაჭ­რი­ლი, 250 გ. ქამა სოკო. ხა­ჭოს მასა შე­მოდ­გით ორ­თქლის აბა­ზა­ნა­ზე და ური­ეთ, სა­ნამ მდნა­რი ყვე­ლის კონ­სის­ტენ­ცი­ამ­დე მივა. შე­უ­რი­ეთ მას შემ­წვა­რი სოკო და წვრი­ლად დაჭ­რი­ლი ოხ­რა­ხუ­ში. შე­გიძ­ლი­ათ ასე­ვე და­უ­მა­ტოთ ცოტა ნი­ო­რიც.

ხა­ჭო­თი შე­გიძ­ლი­ათ ასე­ვე ჩა­ა­ნაც­ვლოთ მას­კარ­პო­ნე, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტია და გა­მო­ა­ცხოთ ჩი­ზ­ქე­ი­ქი.

ხაჭო ასე­ვე ძა­ლი­ან კარ­გია კა­ნის­თვის. მის­გან შე­გიძ­ლი­ათ და­ამ­ზა­დოთ სა­ხის ნი­ღა­ბიც: 1 ს.კ. ცხი­მი­ან ხა­ჭოს შე­უ­რი­ეთ 1 ს.კ. არა­ჟა­ნი და 0,5 ჩ.კ. მა­რი­ლი. წა­ის­ვით სუფ­თა კან­ზე 20 წუ­თით, შემ­დეგ ჩა­მო­ი­ბა­ნეთ თბი­ლი წყლით.

1,5 კგ. ხა­ჭოს და­სამ­ზა­დებ­ლად 10 ლიტ­რი რძეა სა­ჭი­რო. ხა­ჭოს­გან ბევ­რი უგემ­რი­ე­ლე­სი კერ­ძის მომ­ზა­დე­ბაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. ხაჭო მალ­ფუ­ჭე­ბა­დი პრო­დუქ­ტია, ამი­ტომ ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ ვა­დას, რო­დე­საც მას იყი­დით. აირ­ჩი­ეთ ხა­რის­ხი­ა­ნი და სან­დო პრო­დუქ­ტი.

„ნი­კო­რას“ შვი­ლო­ბი­ლი ბრენ­დი „დღის პრო­დუქ­ტე­ბი“ გთა­ვა­ზობთ ხა­ჭოს­გან მომ­ზა­დე­ბულ რამ­დე­ნი­მე სა­ინ­ტე­რე­სო, უცხო და ძა­ლი­ან გემ­რი­ელ რე­ცეპტს, რომ­ლის მომ­ზა­დე­ბა­საც სახ­ლის პი­რო­ბებ­ში, საკ­მა­ოდ მარ­ტი­ვად შეძ­ლებთ.

აქვე შე­გახ­სე­ნებთ, „დღის პრო­დუქ­ტე­ბი“ რძის პრო­დუქ­ცი­ას 2003 წლი­დან აწარ­მო­ებს. ის ცნო­ბი­ლია პრო­დუქ­ცი­ის მა­ღა­ლი ხა­რის­ხით, რო­მელ­საც გა­ნა­პი­რო­ბებს მსოფ­ლი­ო­შია აღი­ა­რე­ბუ­ლი ირ­ლან­დი­უ­რი, და­ნი­უ­რი, ჰო­ლან­დი­უ­რი, ავ­სტრი­უ­ლი, შვე­დუ­რი, ბრა­ზი­ლი­უ­რი და ახალ­ზე­ლან­დი­უ­რი ნედ­ლე­უ­ლი.

1. ხა­ჭოს ფუნ­თუ­შე­ბი

ხა­ჭოს ფუნ­თუ­შე­ბი ძა­ლი­ან ლა­მა­ზი და გემ­რი­ე­ლი დე­სერ­ტია. მის მომ­ზა­დე­ბას არ სჭირ­დე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი უნა­რე­ბი და გა­მოც­დი­ლე­ბა. გირ­ჩევთ, აირ­ჩი­ოთ ერ­თგვა­რო­ვა­ნი, მყა­რი ხაჭო, რომ ფუნ­თუ­შე­ბის შიგ­თავ­სი ნაზი გა­მო­გი­ვი­დეთ. აი­ღეთ 6%-იანი ცხი­მის შემ­ცვე­ლო­ბის „დღის ხაჭო“, მაგ­რამ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ნაკ­ლე­ბად კა­ლო­რი­უ­ლი დე­სერ­ტი გინ­დათ, შე­გიძ­ლი­ათ გა­მო­ი­ყე­ნოთ 0%-ია­ნიც.

ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბი:

ცო­მის­თვის:

  • ფქვი­ლი 500 გ.
  • ნა­ღე­ბის კა­რა­ქი 80 გ.
  • რძე 320 მლ.
  • შა­ქა­რი 5 ს/კ.
  • ვა­ნი­ლის შა­ქა­რი 1 ს/კ.
  • მშრა­ლი სა­ფუ­ა­რი (დრო­ჟი) 3 ს/კ.
  • კვერ­ცხი 1 ცალი.
  • მა­რი­ლი 1 ჩ/კ.

შიგ­თავ­სის­თვის:

  • „დღის ხაჭო“ 500 გ.
  • ფქვი­ლი 1 ს/კ.
  • კვერ­ცხი 2 ცალი.
  • შა­ქა­რი 4 ს/კ.

მომ­ზა­დე­ბის წესი:

თბილ რძე­ში შე­უ­რი­ეთ სა­ფუ­ა­რი, შა­ქა­რი და მა­რი­ლი. და­უ­მა­ტეთ ერთი კვერ­ცხი. შემ­დეგ, ჩა­ა­ყა­რეთ ფქვი­ლი და და­უ­მა­ტეთ დარ­ბი­ლე­ბუ­ლი კა­რა­ქი. მო­ზი­ლეთ რბი­ლი ცომი და თბილ ად­გი­ლას 1 სა­ა­თი გა­ა­ჩე­რეთ. ცომი უნდა გა­ფუვ­დეს და გა­ორ­მაგ­დეს.

შიგ­თავ­სის­თვის შე­უ­რი­ეთ ერ­თმა­ნეთს ხაჭო, შა­ქა­რი, ფქვი­ლი, ერთი კვერ­ცხი და ერთი კვერ­ცხის ცილა. მე­ო­რე კვერ­ცხის გული შე­ი­ნა­ხეთ ფუნ­თუ­შებ­ზე ზე­მო­დან წა­სას­მე­ლად.

გა­ფუ­ე­ბუ­ლი ცომი გა­ყა­ვით ორ ნა­წი­ლად. თი­თო­ე­უ­ლი ნა­წი­ლი გა­აბრტყე­ლეთ თხელ, ოთხკუ­თხედ ფირ­ფი­ტად. წა­უს­ვით ორი­ვე ნა­წილს ხა­ჭოს შიგ­თავ­სი და და­ახ­ვი­ეთ რუ­ლე­ტის ფორ­მა­ზე. და­ჭე­რით რუ­ლე­ტე­ბი 4-5 სმ სის­ქის ნაჭ­რე­ბად. და­დეთ სა­ცხობ სინ­ზე და და­ტო­ვეთ სივ­რცე ფუნ­თუ­შებს შო­რის. სი­ლი­კო­ნის ფუნ­ჯით წა­უს­ვით კვერ­ცხის გული და შედ­გით გა­ხუ­რე­ბულ ღუ­მელ­ში. აცხვეთ 170 გრა­დუს­ზე, 25 წუთი.

2. მარ­ტი­ვი ღვე­ზე­ლი ლა­ვა­შით, ხა­ჭო­თი და ყვე­ლით

გემ­რი­ე­ლი და მარ­ტი­ვად მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი ღვე­ზე­ლი ხა­ჭა­პურს მოგ­ვა­გო­ნებს, მაგ­რამ გა­ცი­ლე­ბით წვნი­ა­ნი და სა­სარ­გებ­ლოა. მას­ში დიდი რა­ო­დე­ნო­ბით წვნი­ა­ნი ხა­ჭოს შიგ­თავ­სია, ამას და­მა­ტე­ბუ­ლი ნა­ღე­ბის არო­მა­ტი ყვე­ლის­გან, ხოლო თხე­ლი ლა­ვა­ში თა­ვი­დან აგა­რი­დებთ ზედ­მეტ კი­ლოგ­რა­მებს. შე­გიძ­ლი­ათ გა­მო­ი­ყე­ნოთ ნე­ბის­მი­ე­რი მწვა­ნი­ლი, თქვე­ნი გე­მოვ­ნე­ბის მი­ხედ­ვით: ქინ­ძი, მწვა­ნე ხახ­ვი, ოხ­რა­ხუ­ში, ნი­ა­ხუ­რის ძი­რე­ბი ან პიტ­ნა.

ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბი:

  • ხაჭო 390 გ.
  • ლა­ვა­ში 150 გ.
  • ყვე­ლი 45 გ. (სა­სურ­ვე­ლია სულ­გუ­ნი, ან „მო­ცა­რე­ლა“)
  • კვერ­ცხი 1 ცალი.
  • მწვა­ნი­ლი (რო­მელ­საც აირ­ჩევთ) 15 გ.
  • მა­რი­ლი.

მომ­ზა­დე­ბის წესი:

შიგ­თავ­სი:

ხაჭო გა­და­ი­ღეთ ჯამ­ში. და­უ­მა­ტეთ კვერ­ცხი, წვრი­ლად დაჭ­რი­ლი მწვა­ნი­ლი. აუ­რი­ეთ.

ლა­ვა­შის დიდი ფურ­ცე­ლი გა­ჭე­რით ოთხ თა­ნა­ბარ ნა­წი­ლად. მართკუ­თხა სა­ცხობ ფორ­მა­ში ჩა­ა­ფი­ნეთ ფე­ნე­ბი, გა­და­ა­ნა­წი­ლეთ მას­ზე ხა­ჭოს შიგ­თავ­სი, ზე­მო­დან მო­ა­ყა­რეთ გა­ხე­ხი­ლი ყვე­ლი. და­ა­ფი­ნეთ ლა­ვა­შის ბოლო ფენა და წა­უს­ვით კვერ­ცხის გული.

ღვე­ზე­ლი აცხვეთ 200 გრა­დუს­ზე, 20-25 წთ. გა­მო­ღე­ბის­თა­ნა­ვე მი­ირ­თვით.

3. გა­მომ­ცხვა­რი ვაშ­ლე­ბი ხა­ჭო­თი, ნიგვზი­თა და და­რი­ჩი­ნით

სა­სარ­გებ­ლო და და­ბალ­კა­ლო­რი­ულ დე­სერტს თუ ეძებთ, ეს ვა­რი­ან­ტი იდე­ა­ლუ­რია. უმ­ჯო­ბე­სია აირ­ჩი­ოთ მა­გა­რი სა­ხე­ო­ბის ვაშ­ლი, მა­გა­ლი­თად „ან­ტო­ნოვ­კა,“ ან „გოლ­დე­ნი“. შე­გიძ­ლი­ათ, ნი­გოზ­თან ერ­თად და­უ­მა­ტოთ ქიშ­მი­ში, შავი ქლი­ა­ვის ჩირი, ან შო­კო­ლა­დი.

ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბი:

  • ვაშ­ლი 5 ცალი.
  • ხაჭო 200 გ.
  • ნი­გო­ზი ნა­ხე­ვა­რი ჭიქა.
  • თაფ­ლი 1 ს/კ.
  • და­რი­ჩი­ნი ½ ჩ/კ.

მომ­ზა­დე­ბის წესი:

ამო­ა­ჭე­რით ვაშლს შუ­ა­გუ­ლი ფრთხი­ლად, რომ ვაშ­ლი ბო­ლომ­დე არ გაჭ­რათ.

მო­ამ­ზა­დეთ შიგ­თავ­სი: ხა­ჭოს შე­უ­რი­ეთ თაფ­ლი და დაჭ­რი­ლი ნი­გო­ზი. აუ­რი­ეთ. გა­მო­ტე­ნეთ ვაშ­ლე­ბი ხა­ჭოს შიგ­თავ­სით და ზე­მო­დან და­რი­ჩი­ნი მო­ა­ყა­რეთ.

სა­ცხობ სინ­ზე და­ა­ფი­ნეთ ტყვი­ის ქა­ღალ­დი(ე.წ. „ფოლ­გა“), მო­ა­თავ­სეთ ვაშ­ლე­ბი და აცხვეთ წი­ნას­წარ 180 გრა­დუს­ზე გა­ხუ­რე­ბულ ღუ­მელ­ში, 30 წთ.

გემ­რი­ე­ლად მი­ირ­თვით!

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

ხაჭოს გამოყენების რამდენიმე საინტერესო იდეა და რეცეპტები

ხაჭოს გამოყენების რამდენიმე საინტერესო იდეა და რეცეპტები

ხაჭო ძალიან სასარგებლო პროდუქტია. მართალია, ყველას არ ეჩვენება ის გემრიელი, მაგრამ მისი რაციონში ჩართვა აუცილებელია. ხაჭო ცილისა და კალციუმის ერთ-ერთი უმდიდრესი წყაროა. იგი ორგანიზმის მრავალი ფუნქციის ნორმალიზებას უწყობს ხელს. ეს პროდუქტი რეკომენდებულია მათთვისაც, ვისაც წონაში დაკლება სურს, რადგან ხაჭო აუმჯობესებს ცხიმების ცვლის პროცესს, ეფექტურია გულისა და ღვიძლის დაავადებების მკურნალობისას. ხაჭო ასტიმულირებს სისხლში ჰემოგლობინის წარმოქმნას, ზრდის ნერვული სისტემის რეგენერაციის უნარს და ამაგრებს ძვლებს. საუზმის დროს ხაჭოს მცირე რაოდენობის მიღებაც კი ეხმარება ორგანიზმს უკეთ გაუმკლავდეს სტრესს და დაძლიოს შფოთვა.

ძველ რომში ხაჭო ძალიან უყვარდათ. მას მარილს და თაფლს უმატებდნენ და ღვინოსთან ერთად ხემსის სახით მიირთმევდნენ. ეს ძალიან სასარგებლო და გემრიელი დესერტია, რომელიც შეგიძლიათ თავადვე მოამზადოთ. ხაჭოს პატივს ინდოეთშიც სცემდნენ. დღესასწაულების დროს, ღმერთ კრიშნას პატივსაცემად, ხაჭოს ქოთნის გატეხვა ერთგვარი რიტუალი იყო, რომელიც წარმატებას მოასწავებდა.

ხაჭოსგან შეგიძლიათ ასევე მოამზადოთ მდნარი ყველი, სახლის პირობებში. 500 გრამ ხაჭოს დაუმატეთ 2 კვერცხი, 100 გ. კარაქი, 1 ჩ/კ მარილი და 1 ჩ/კ. სოდა. ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. განსაკუთრებით გემრიელია მდნარი ყველი სოკოს არომატით. ამისთვის, ტაფაზე შეწვით წვრილად დაჭრილი, 250 გ. ქამა სოკო. ხაჭოს მასა შემოდგით ორთქლის აბაზანაზე და ურიეთ, სანამ მდნარი ყველის კონსისტენციამდე მივა. შეურიეთ მას შემწვარი სოკო და წვრილად დაჭრილი ოხრახუში. შეგიძლიათ ასევე დაუმატოთ ცოტა ნიორიც.

ხაჭოთი შეგიძლიათ ასევე ჩაანაცვლოთ მასკარპონე, რომელიც ძალიან ძვირადღირებული პროდუქტია და გამოაცხოთ ჩიზქეიქი.

ხაჭო ასევე ძალიან კარგია კანისთვის. მისგან შეგიძლიათ დაამზადოთ სახის ნიღაბიც: 1 ს.კ. ცხიმიან ხაჭოს შეურიეთ 1 ს.კ. არაჟანი და 0,5 ჩ.კ. მარილი. წაისვით სუფთა კანზე 20 წუთით, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

1,5 კგ. ხაჭოს დასამზადებლად 10 ლიტრი რძეა საჭირო. ხაჭოსგან ბევრი უგემრიელესი კერძის მომზადებაა შესაძლებელი. ხაჭო მალფუჭებადი პროდუქტია, ამიტომ ყურადღება მიაქციეთ ვადას, როდესაც მას იყიდით. აირჩიეთ ხარისხიანი და სანდო პროდუქტი.

„ნიკორას“ შვილობილი ბრენდი „დღის პროდუქტები“ გთავაზობთ ხაჭოსგან მომზადებულ რამდენიმე საინტერესო, უცხო და ძალიან გემრიელ რეცეპტს, რომლის მომზადებასაც სახლის პირობებში, საკმაოდ მარტივად შეძლებთ.

აქვე შეგახსენებთ, „დღის პროდუქტები“ რძის პროდუქციას 2003 წლიდან აწარმოებს. ის ცნობილია პროდუქციის მაღალი ხარისხით, რომელსაც განაპირობებს მსოფლიოშია აღიარებული ირლანდიური, დანიური, ჰოლანდიური, ავსტრიული, შვედური, ბრაზილიური და ახალზელანდიური ნედლეული.

1. ხაჭოს ფუნთუშები

ხაჭოს ფუნთუშები ძალიან ლამაზი და გემრიელი დესერტია. მის მომზადებას არ სჭირდება განსაკუთრებული კულინარიული უნარები და გამოცდილება. გირჩევთ, აირჩიოთ ერთგვაროვანი, მყარი ხაჭო, რომ ფუნთუშების შიგთავსი ნაზი გამოგივიდეთ. აიღეთ 6%-იანი ცხიმის შემცველობის „დღის ხაჭო“, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ნაკლებად კალორიული დესერტი გინდათ, შეგიძლიათ გამოიყენოთ 0%-იანიც.

ინგრედიენტები:

ცომისთვის:

  • ფქვილი 500 გ.
  • ნაღების კარაქი 80 გ.
  • რძე 320 მლ.
  • შაქარი 5 ს/კ.
  • ვანილის შაქარი 1 ს/კ.
  • მშრალი საფუარი (დროჟი) 3 ს/კ.
  • კვერცხი 1 ცალი.
  • მარილი 1 ჩ/კ.

შიგთავსისთვის:

  • „დღის ხაჭო“ 500 გ.
  • ფქვილი 1 ს/კ.
  • კვერცხი 2 ცალი.
  • შაქარი 4 ს/კ.

მომზადების წესი:

თბილ რძეში შეურიეთ საფუარი, შაქარი და მარილი. დაუმატეთ ერთი კვერცხი. შემდეგ, ჩააყარეთ ფქვილი და დაუმატეთ დარბილებული კარაქი. მოზილეთ რბილი ცომი და თბილ ადგილას 1 საათი გააჩერეთ. ცომი უნდა გაფუვდეს და გაორმაგდეს.

შიგთავსისთვის შეურიეთ ერთმანეთს ხაჭო, შაქარი, ფქვილი, ერთი კვერცხი და ერთი კვერცხის ცილა. მეორე კვერცხის გული შეინახეთ ფუნთუშებზე ზემოდან წასასმელად.

გაფუებული ცომი გაყავით ორ ნაწილად. თითოეული ნაწილი გააბრტყელეთ თხელ, ოთხკუთხედ ფირფიტად. წაუსვით ორივე ნაწილს ხაჭოს შიგთავსი და დაახვიეთ რულეტის ფორმაზე. დაჭერით რულეტები 4-5 სმ სისქის ნაჭრებად. დადეთ საცხობ სინზე და დატოვეთ სივრცე ფუნთუშებს შორის. სილიკონის ფუნჯით წაუსვით კვერცხის გული და შედგით გახურებულ ღუმელში. აცხვეთ 170 გრადუსზე, 25 წუთი.

2. მარტივი ღვეზელი ლავაშით, ხაჭოთი და ყველით

გემრიელი და მარტივად მოსამზადებელი ღვეზელი ხაჭაპურს მოგვაგონებს, მაგრამ გაცილებით წვნიანი და სასარგებლოა. მასში დიდი რაოდენობით წვნიანი ხაჭოს შიგთავსია, ამას დამატებული ნაღების არომატი ყველისგან, ხოლო თხელი ლავაში თავიდან აგარიდებთ ზედმეტ კილოგრამებს. შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი მწვანილი, თქვენი გემოვნების მიხედვით: ქინძი, მწვანე ხახვი, ოხრახუში, ნიახურის ძირები ან პიტნა.

ინგრედიენტები:

  • ხაჭო 390 გ.
  • ლავაში 150 გ.
  • ყველი 45 გ. (სასურველია სულგუნი, ან „მოცარელა“)
  • კვერცხი 1 ცალი.
  • მწვანილი (რომელსაც აირჩევთ) 15 გ.
  • მარილი.

მომზადების წესი:

შიგთავსი:

ხაჭო გადაიღეთ ჯამში. დაუმატეთ კვერცხი, წვრილად დაჭრილი მწვანილი. აურიეთ.

ლავაშის დიდი ფურცელი გაჭერით ოთხ თანაბარ ნაწილად. მართკუთხა საცხობ ფორმაში ჩააფინეთ ფენები, გადაანაწილეთ მასზე ხაჭოს შიგთავსი, ზემოდან მოაყარეთ გახეხილი ყველი. დააფინეთ ლავაშის ბოლო ფენა და წაუსვით კვერცხის გული.

ღვეზელი აცხვეთ 200 გრადუსზე, 20-25 წთ. გამოღებისთანავე მიირთვით.

3. გამომცხვარი ვაშლები ხაჭოთი, ნიგვზითა და დარიჩინით

სასარგებლო და დაბალკალორიულ დესერტს თუ ეძებთ, ეს ვარიანტი იდეალურია. უმჯობესია აირჩიოთ მაგარი სახეობის ვაშლი, მაგალითად „ანტონოვკა,“ ან „გოლდენი“. შეგიძლიათ, ნიგოზთან ერთად დაუმატოთ ქიშმიში, შავი ქლიავის ჩირი, ან შოკოლადი.

ინგრედიენტები:

  • ვაშლი 5 ცალი.
  • ხაჭო 200 გ.
  • ნიგოზი ნახევარი ჭიქა.
  • თაფლი 1 ს/კ.
  • დარიჩინი ½ ჩ/კ.

მომზადების წესი:

ამოაჭერით ვაშლს შუაგული ფრთხილად, რომ ვაშლი ბოლომდე არ გაჭრათ.

მოამზადეთ შიგთავსი: ხაჭოს შეურიეთ თაფლი და დაჭრილი ნიგოზი. აურიეთ. გამოტენეთ ვაშლები ხაჭოს შიგთავსით და ზემოდან დარიჩინი მოაყარეთ.

საცხობ სინზე დააფინეთ ტყვიის ქაღალდი(ე.წ. „ფოლგა“), მოათავსეთ ვაშლები და აცხვეთ წინასწარ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, 30 წთ.

გემრიელად მიირთვით!