საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მნიშვნელოვანია სიმშვიდის შენარჩუნება... შეიარაღებული ძალები მზად არიან მოიგერიონ ნებისმიერი თავდასხმა" - უკრაინის საგარეო უწყება
"მნიშვნელოვანია სიმშვიდის შენარჩუნება... შეიარაღებული ძალები მზად არიან მოიგერიონ ნებისმიერი თავდასხმა" - უკრაინის საგარეო უწყება

უკ­რა­ი­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო სა­კუ­თარ მო­ქა­ლა­ქე­ებს სიმ­შვი­დის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს და არ­წმუ­ნებს, რომ უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ყვე­ლა­ფერს აკე­თებს ქვე­ყა­ნა­ში სტა­ბი­ლუ­რო­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად.

"რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მხრი­დან ეს­კა­ლა­ცი­ის და­სა­წყი­სი­დან­ვე უკ­რა­ი­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა, უკ­რა­ი­ნუ­ლი დიპ­ლო­მა­ტია და არ­მია ყვე­ლა ღო­ნეს ხმა­რობს, რათა შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს უკ­რა­ი­ნის სტა­ბი­ლუ­რო­ბა და ქვე­ყა­ნა მზად იყოს სხვა­დას­ხვა სცე­ნა­რის­თვის და ნე­ბის­მი­ე­რი აგ­რე­სი­უ­ლი ზრახ­ვე­ბის­თვის. ახლა კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სიმ­შვი­დის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, ქვეყ­ნის შიგ­ნით ერ­თი­ა­ნო­ბა და ყვე­ლა ისე­თი ქმე­დე­ბე­ბის­გან თა­ვის შე­კა­ვე­ბა, რაც ძირს უთხრის სტა­ბი­ლუ­რო­ბას და თე­სავს პა­ნი­კას. უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი მუდ­მი­ვად აკ­ვირ­დე­ბა მოვ­ლე­ნებს და მზად არის მო­ი­გე­რი­ოს უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბი­სა და სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის წი­ნა­აღ­მდეგ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი თავ­დას­ხმა,“- ნათ­ქვა­მია უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში აცხა­დე­ბენ, რომ უკ­რა­ი­ნუ­ლი დიპ­ლო­მა­ტია კავ­შირ­შია ყვე­ლა ძი­რი­თად პარტნი­ორ­თან და ოპე­რა­ტი­უ­ლად იღებს უსაფრ­თხო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ აუ­ცი­ლე­ბელ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რაც უკ­რა­ი­ნას დრო­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს.

„ვაგ­რძე­ლებთ მუ­შა­ო­ბას და­ძა­ბუ­ლო­ბის შე­სამ­ცი­რებ­ლად და სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბის მხარ­და­ჭე­რის მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის­თვის, იმის­თვის, რომ რუ­სე­თი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი დი­ა­ლო­გის ფარ­გლებ­ში შე­ვა­კა­ვოთ,“- აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Bidzina
7

სიმართლე უკრაინის მხარესაა და უფალიც

რატომ
11

ვოვა დავაი ტანკ ნაზაატ. ატო პოსტ პაწირაიშ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"მნიშვნელოვანია სიმშვიდის შენარჩუნება... შეიარაღებული ძალები მზად არიან მოიგერიონ ნებისმიერი თავდასხმა" - უკრაინის საგარეო უწყება

"მნიშვნელოვანია სიმშვიდის შენარჩუნება... შეიარაღებული ძალები მზად არიან მოიგერიონ ნებისმიერი თავდასხმა" - უკრაინის საგარეო უწყება

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს და არწმუნებს, რომ უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ქვეყანაში სტაბილურობის შესანარჩუნებლად.

"რუსეთის ფედერაციის მხრიდან ესკალაციის დასაწყისიდანვე უკრაინის ხელმძღვანელობა, უკრაინული დიპლომატია და არმია ყველა ღონეს ხმარობს, რათა შეინარჩუნოს უკრაინის სტაბილურობა და ქვეყანა მზად იყოს სხვადასხვა სცენარისთვის და ნებისმიერი აგრესიული ზრახვებისთვის. ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია სიმშვიდის შენარჩუნება, ქვეყნის შიგნით ერთიანობა და ყველა ისეთი ქმედებებისგან თავის შეკავება, რაც ძირს უთხრის სტაბილურობას და თესავს პანიკას. უკრაინის შეიარაღებული ძალები მუდმივად აკვირდება მოვლენებს და მზად არის მოიგერიოს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ განხორციელებული ნებისმიერი თავდასხმა,“- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ უკრაინული დიპლომატია კავშირშია ყველა ძირითად პარტნიორთან და ოპერატიულად იღებს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ აუცილებელ ინფორმაციას, რაც უკრაინას დროული ქმედებების საშუალებას აძლევს.

„ვაგრძელებთ მუშაობას დაძაბულობის შესამცირებლად და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის მობილიზაციისთვის, იმისთვის, რომ რუსეთი დიპლომატიური დიალოგის ფარგლებში შევაკავოთ,“- აღნიშნულია განცხადებაში.