მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გეგმავს ხელისუფლება საპენსიო სესხზე საპროცენტო განაკვეთის შემცირებას?
როგორ გეგმავს ხელისუფლება საპენსიო სესხზე საპროცენტო განაკვეთის შემცირებას?

მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში სა­პენ­სიო სეს­ხის პრო­ცენ­ტის სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით შეხ­ვედ­რა გა­ი­მარ­თა. კო­მი­სი­ის სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ სა­პენ­სიო სეს­ხის პრო­ცენ­ტის ზედა ზღვა­რი 26%-ით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა.

გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, სა­ხელ­მწი­ფო პენ­სი­ე­ბის და­რი­გე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბა­ში პო­ტენ­ცი­ურ გა­მარ­ჯვე­ბულ ბანკს ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 15 მი­ლი­ონ ლარს გა­და­უხ­დის.

რო­გორც შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ პარ­ლა­მენ­ტის წევ­რმა დე­პუ­ტა­ტებ­მა აღ­ნიშ­ნეს, თე­ბერ­ვლის ბო­ლოს ბან­კე­ბის­თვის კონ­კურ­სი გა­მო­ცხად­დე­ბა, სა­დაც გა­ირ­კვე­ვა, თუ რო­მე­ლი ბან­კი და­ა­რი­გებს პენ­სი­ებს. მა­თი­ვე თქმით, ამ ეტაპ­ზე ინ­ტე­რე­სი „ლი­ბერ­თი ბან­კმა“ და „სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კმა“ გა­მოთ­ქვეს.

ამას­თან, რო­გორც პარ­ლა­მენ­ტის წევ­რმა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან“, ირაკ­ლი ზარ­ქუ­ამ აღ­ნიშ­ნა, სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში, პენ­სი­ო­ნე­რი შეძ­ლებს პენ­სი­ის სხვა, სა­სურ­ველ ბან­კში მო­ღე­ბას.

„და­ახ­ლო­ე­ბით 15 მი­ლი­ო­ნით შე­ე­ხი­დე­ბა სა­ხელ­მწი­ფო პენ­სი­ე­ბის და­რი­გე­ბა­ში პო­ტენ­ცი­ურ გა­მარ­ჯვე­ბულ ბანკს. ასე­ვე, ზედა ზღვა­რი შემ­ცირ­და, რაც იყო ჩვე­ნი გუნ­დის სურ­ვი­ლი და მათ შო­რის, ოპო­ზი­ცი­აც ამის­თვის იღ­ვწო­და, რომ პრო­ცენ­ტი და­წე­უ­ლი­ყო და არა პო­პუ­ლის­ტუ­რი, არა­მედ ადეკ­ვა­ტუ­რი პრო­ცენ­ტი ყო­ფი­ლი­ყო. პრო­ცენ­ტი და­ახ­ლო­ე­ბით, 26 პრო­ცენ­ტის ფარ­გლებ­ში არის.

ასე­ვე, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, რომ ვთხო­ვეთ ეროვ­ნულ ბანკს, რომ უშუ­ა­ლოდ პენ­სი­ო­ნე­რე­ბის­თვის ცალ­კე ცხე­ლი ხაზი შე­ექ­მნა და ასე­ვე, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ჩვენს პენ­სი­ო­ნე­რებს აქვთ უფ­ლე­ბა, რომ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ მო­უნ­დე­ბათ პენ­სი­ის სხვა ბან­კში აღე­ბა, მათ ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვთ. ეს იყო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­შიც და ეს პო­პუ­ლიზ­მი ვერ მო­ი­შო­რა ზო­გი­ერ­თმა ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა,“ - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ზარ­ქუ­ამ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თამუნა
0

საქართველოს ბანკი აუტანს პენსიას მაღალმთიან სოფლებს? ან რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხი ისევ იგივე არ გამოვა რაც დღემდე არის ? 🤔 

დაქცეული ქვეყანა
3

მოგვაშორედ ეს ძალით შემოტენილი საპენსიო ბეგარა,თუ მივაღწით 60 წელს სად გსდიოდ...რაც შეგვპირდით ერთი არ აუსრულეთ ხალხს და ეს რა დოზანაა...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

როგორ გეგმავს ხელისუფლება საპენსიო სესხზე საპროცენტო განაკვეთის შემცირებას?

როგორ გეგმავს ხელისუფლება საპენსიო სესხზე საპროცენტო განაკვეთის შემცირებას?

მთავრობის ადმინისტრაციაში საპენსიო სესხის პროცენტის საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ საპენსიო სესხის პროცენტის ზედა ზღვარი 26%-ით განისაზღვრება.

გადაწყვეტილების შესაბამისად, სახელმწიფო პენსიების დარიგების მომსახურებაში პოტენციურ გამარჯვებულ ბანკს ერთი წლის განმავლობაში 15 მილიონ ლარს გადაუხდის.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ პარლამენტის წევრმა დეპუტატებმა აღნიშნეს, თებერვლის ბოლოს ბანკებისთვის კონკურსი გამოცხადდება, სადაც გაირკვევა, თუ რომელი ბანკი დაარიგებს პენსიებს. მათივე თქმით, ამ ეტაპზე ინტერესი „ლიბერთი ბანკმა“ და „საქართველოს ბანკმა“ გამოთქვეს.

ამასთან, როგორც პარლამენტის წევრმა „ქართული ოცნებიდან“, ირაკლი ზარქუამ აღნიშნა, სურვილის შემთხვევაში, პენსიონერი შეძლებს პენსიის სხვა, სასურველ ბანკში მოღებას.

„დაახლოებით 15 მილიონით შეეხიდება სახელმწიფო პენსიების დარიგებაში პოტენციურ გამარჯვებულ ბანკს. ასევე, ზედა ზღვარი შემცირდა, რაც იყო ჩვენი გუნდის სურვილი და მათ შორის, ოპოზიციაც ამისთვის იღვწოდა, რომ პროცენტი დაწეულიყო და არა პოპულისტური, არამედ ადეკვატური პროცენტი ყოფილიყო. პროცენტი დაახლოებით, 26 პროცენტის ფარგლებში არის.

ასევე, მნიშვნელოვანი იყო, რომ ვთხოვეთ ეროვნულ ბანკს, რომ უშუალოდ პენსიონერებისთვის ცალკე ცხელი ხაზი შეექმნა და ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს პენსიონერებს აქვთ უფლება, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოუნდებათ პენსიის სხვა ბანკში აღება, მათ ამის შესაძლებლობა აქვთ. ეს იყო ხელშეკრულებაშიც და ეს პოპულიზმი ვერ მოიშორა ზოგიერთმა ოპოზიციონერმა,“ - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.