მსოფლიო
სამართალი

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია დიდ ბრიტანეთში მიემგზავრება - იგეგმება თუ არა ბრიტანეთ-პოლონეთ-უკრაინის ალიანსთან საქართველოს შეერთებაც?
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია დიდ ბრიტანეთში მიემგზავრება - იგეგმება თუ არა ბრიტანეთ-პოლონეთ-უკრაინის ალიანსთან საქართველოს შეერთებაც?

8 თე­ბერ­ვალს სა­ქარ­თვე­ლოს სა­პარ­ლა­მენ­ტო დე­ლე­გა­ცია, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, ლონ­დონ­ში მი­ემ­გზავ­რე­ბა.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" პარ­ლა­მენ­ტის სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რემ ნი­კო­ლოზ სამ­ხა­რა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, შეხ­ვედ­რე­ბი თემ­თა პა­ლა­ტი­სა და ლორდთა პა­ლა­ტის თავ­მჯდო­მა­რე­ებ­თან გა­ი­მარ­თე­ბა.

"ასე­ვე შევ­ხვდე­ბით ჩემს კო­ლე­გას და თავ­დაც­ვის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რეს. შეხ­ვედ­რე­ბი გა­ი­მარ­თე­ბა აკა­დე­მი­ურ წრე­ებ­თან. ვი­სა­უბ­რებთ, რო­გორც ორ­მხრივ, ქარ­თულ-ბრი­ტა­ნულ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე, ასე­ვე რე­გი­ონ­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ზე, სა­ვაჭ­რო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გაღ­რმა­ვე­ბა­ზე. შეხ­ვედ­რა გა­ი­მარ­თე­ბა ბრი­ტა­ნე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში ახ­ლად და­ნიშ­ნულ სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან­თან, რო­მე­ლიც ჩვენს რე­გი­ონს ფა­რავს", - გა­ნა­ცხა­და ნი­კო­ლოზ სამ­ხა­რა­ძემ.

კი­თხვა­ზე, შეხ­ვედ­რე­ბის ფარ­გლებ­ში გან­ხილ­ვის სა­გა­ნი იქ­ნე­ბა თუ არა ბრი­ტა­ნე­თი-პო­ლო­ნე­თი-უკ­რა­ი­ნის ალი­ან­სის შექ­მნის ინი­ცი­ა­ტი­ვა და ასე­თი ალი­ან­სის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მას­ში სა­ქარ­თვე­ლოს წევ­რო­ბა, სამ­ხა­რა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ სა­უ­ბა­რი აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე იქ­ნე­ბა. აქვე სამ­ხა­რა­ძემ ისიც აღ­ნიშ­ნა, რომ ჯერ­ჯე­რო­ბით ნა­თე­ლი სუ­რა­თი ალი­ან­სის თა­ო­ბა­ზე არ არის და პო­ლო­ნე­თის პრე­ზი­დენტს, რო­მე­ლიც გა­სულ კვი­რას სა­ქარ­თვე­ლო­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, მკა­ფიო წარ­მოდ­გე­ნა, თუ რო­გორ უნდა იმუ­შა­ოს ალი­ან­სმა, არ ჰქონ­და.

“ჯერ­ჯე­რო­ბით დე­ტა­ლე­ბი ალი­ან­სის თა­ო­ბა­ზე არ ვი­ცით. რა ტი­პის ალი­ან­სია, რა მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ზე იქ­ნე­ბა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი და რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა - ბუ­ნებ­რი­ვია, ამა­ზე სა­უ­ბა­რი გვექ­ნე­ბა. თუ ალი­ან­სი ჩვენ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა ვი­სა­უბ­რებთ, რამ­დე­ნად შე­იძ­ლე­ბა მას­ში სა­ქარ­თვე­ლოს და­მა­ტე­ბა. ალი­ან­სის შექ­მნა იდე­ის დო­ნე­ზეა გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი და დე­ტა­ლებს ლონ­დონ­ში ვი­ზი­ტის დროს გა­ვარ­კვევთ“, - გა­ნა­ცხა­და ნი­კო­ლოზ სამ­ხა­რა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მამუკა
0

ყველაფერში ძალიან ფრთხილად. არავითარი ალიანსი, მით უმეტეს ბრიტანეთსა და განსაკუთრებით პოლონეთთან. გვერდით მაინც არავინ დაგვიდგება და ტყუილი იმედებით თავს ნუ მოიტყუებთ.

მიდი, შალვა
42

შენ მაინც ხომ ნაღდი ქიზიყელი კაცი ხარ, გამოავლე რუსებს პირში ჩალა!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია დიდ ბრიტანეთში მიემგზავრება - იგეგმება თუ არა ბრიტანეთ-პოლონეთ-უკრაინის ალიანსთან საქართველოს შეერთებაც?

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია დიდ ბრიტანეთში მიემგზავრება - იგეგმება თუ არა ბრიტანეთ-პოლონეთ-უკრაინის ალიანსთან საქართველოს შეერთებაც?

8 თებერვალს საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, ლონდონში მიემგზავრება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ განუცხადა, შეხვედრები თემთა პალატისა და ლორდთა პალატის თავმჯდომარეებთან გაიმართება.

"ასევე შევხვდებით ჩემს კოლეგას და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს. შეხვედრები გაიმართება აკადემიურ წრეებთან. ვისაუბრებთ, როგორც ორმხრივ, ქართულ-ბრიტანულ ურთიერთობებზე, ასევე რეგიონში არსებულ ვითარებაზე, სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებაზე. შეხვედრა გაიმართება ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ახლად დანიშნულ სახელმწიფო მდივანთან, რომელიც ჩვენს რეგიონს ფარავს", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

კითხვაზე, შეხვედრების ფარგლებში განხილვის საგანი იქნება თუ არა ბრიტანეთი-პოლონეთი-უკრაინის ალიანსის შექმნის ინიციატივა და ასეთი ალიანსის ჩამოყალიბების შემთხვევაში, მასში საქართველოს წევრობა, სამხარაძემ განაცხადა, რომ საუბარი აღნიშნულ საკითხზე იქნება. აქვე სამხარაძემ ისიც აღნიშნა, რომ ჯერჯერობით ნათელი სურათი ალიანსის თაობაზე არ არის და პოლონეთის პრეზიდენტს, რომელიც გასულ კვირას საქართველოში იმყოფებოდა, მკაფიო წარმოდგენა, თუ როგორ უნდა იმუშაოს ალიანსმა, არ ჰქონდა.

“ჯერჯერობით დეტალები ალიანსის თაობაზე არ ვიცით. რა ტიპის ალიანსია, რა მიმართულებებზე იქნება ორიენტირებული და როგორ განვითარდება - ბუნებრივია, ამაზე საუბარი გვექნება. თუ ალიანსი ჩვენთვის საინტერესო იქნება ვისაუბრებთ, რამდენად შეიძლება მასში საქართველოს დამატება. ალიანსის შექმნა იდეის დონეზეა გაჟღერებული და დეტალებს ლონდონში ვიზიტის დროს გავარკვევთ“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.