მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქალი იმ შენობაში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც მისი "ბოსი" ოჯახთან ერთად ცხოვრობდა" - CNN-ის ხელმძღვანელის სკანდალური სამსახურებრივი რომანი, რამაც მისი თანამდებობა შეიწირა
"ქალი იმ შენობაში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც მისი "ბოსი" ოჯახთან ერთად ცხოვრობდა" - CNN-ის ხელმძღვანელის სკანდალური სამსახურებრივი რომანი, რამაც მისი თანამდებობა შეიწირა

CNN-ის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ჯეფ ზა­კე­რი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან მას შემ­დეგ გა­დად­გა, რაც ცნო­ბი­ლი გახ­და მისი სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ ტე­ლე­ვი­ზი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი გუნ­დის ერთ-ერთ წევრთან, ელი­სონ გო­ლუს­ტის­თან. ამ­ბა­ვი ტე­ლე­ვი­ზი­ის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე დიდ სა­ი­დუმ­ლოდ მი­იჩ­ნე­ო­და.

სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბას, დიდი ალ­ბა­თო­ბით, ზა­კე­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა არ შე­ე­წი­რე­ბო­და, რომ არა CNN-ის ყო­ფილ ჟურ­ნა­ლისტ კრის კუ­ო­მო­სა და მის ძმას­თან, ნიუ იორ­კის ყო­ფილ გუ­ბერ­ნა­ტორ­თან, ენ­დრიუ კუ­ო­მოს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო პრო­ცე­სი.

ცნო­ბის­თვის, ენ­დრიუ კუ­ო­მო გუ­ბერ­ნა­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან 2021 წელს გა­დად­გა. მი­ზე­ზი კი ის იყო, რომ კუ­ო­მო არა­ერ­თმა ადა­მი­ან­მა სექ­სუ­ა­ლურ ძა­ლა­დო­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა.

ენ­დრიუ და კრის კუ­ო­მო­ე­ბი. კრის­მა CNN-ი 2021 წლის დე­კემ­ბერ­ში მას შემ­დეგ და­ტო­ვა, რაც გა­ირ­კვა, რომ ძმას ეხ­მა­რე­ბო­და

გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში გა­ირ­კვა, რომ ენ­დრი­უს თა­ვი­სი ძმა, CNN-ის ჟურ­ნა­ლის­ტი, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი კრი­სი გა­მო­ძი­ე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბა­სა და ასე­ვე, მე­დი­ა­ში და­დე­ბით კონ­ტექ­სტში გა­შუ­ქე­ბის თვალ­საზ­რი­სით ეხ­მა­რე­ბო­და

  • ამ კონ­ტექ­სტში გა­მო­ძი­ე­ბას კი­თხვე­ბი ჰქონ­და CNN-ის ხელ­მძღვა­ნელ ჯეფ ზა­კერ­თან, ასე­ვე ელი­სონ გო­ლუს­ტის­თან - ორი­ვე მათ­განს ძმებ კუ­ო­მო­ებ­თან ახლო კავ­ში­რი ჰქონ­და.

"გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში მკი­თხეს, რა შე­თან­ხმე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­და ჩემს უახ­ლო­ეს კო­ლე­გას­თან, ვის­თა­ნაც 20 წელ­ზე მე­ტია ვმუ­შა­ობ. მო­ი­თხო­ვეს, რომ მე­ღი­ა­რე­ბი­ნა მას­თან სა­სიყ­ვა­რუ­ლო კავ­ში­რი, რაც არ გა­ვა­კე­თე და ეს შეც­დო­მა იყო. ამი­ტომ, დღეს ვტო­ვებ თა­ნამ­დე­ბო­ბას. ვა­ღი­ა­რებ, რომ ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა ბოლო წლებ­ში გან­ვი­თარ­და", - ნათ­ქვა­მია ზა­კე­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

გან­ცხა­დე­ბას აქ­ვეყ­ნებს ელი­სონ გო­ლუს­ტიც და ადას­ტუ­რებს ზა­კერ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას:

"მე და ჯეფი ახლო მე­გობ­რე­ბი და პრო­ფე­სი­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით, პარტნი­ო­რე­ბი ვი­ყა­ვით თით­ქმის 20 წელი. კო­ვი­დის დროს ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა შე­იც­ვა­ლა. ვწუხ­ვარ, რომ ამის შე­სა­ხებ არ გან­ვა­ცხა­დეთ შე­სა­ფე­რის დროს", - ნათ­ქვა­მია ელი­სო­ნის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ელი­სო­ნი და ზა­კე­რი ბილი ჟო­ე­ლის კონ­ცერ­ტზე 2021 წლის ნო­ემ­ბერ­ზე

  • 56 წლის ზა­კე­რი­სა და 49 წლის გო­ლუს­ტის სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ მე­დი­ა­ში ჭო­რებს უკვე წლე­ბია წე­რენ, მაგ­რამ წყვილ­მა ეს არა­ერ­თხელ სას­ტი­კად უარ­ყო.

რო­გორც "ნიუ იორკ პოს­ტი" წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით წერს, რამ­დე­ნი­მე წლის წინ, რო­დე­საც ზა­კე­რიც და ელი­სო­ნიც ქორ­წი­ნე­ბა­ში იყ­ვნენ, ქალი ქმარ­თან და შვი­ლებ­თან ერ­თად ზემო "ისთ სა­იდ­ში" ზუს­ტად იმ შე­ნო­ბა­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად, სა­დაც ზა­კე­რი ოჯახ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და.

ჯეფ ზა­კერს 21-წლი­ა­ნი ქორ­წი­ნე­ბა აკავ­ში­რებ­და ქა­რინ ზა­კერ­თან.

"ზა­კე­რის ცოლს წარ­მოდ­გე­ნა არ ჰქონ­და, რომ ქალი, რო­მელ­თან ერ­თა­დაც ის ხში­რად ლიფ­ტით მგზავ­რობ­და, მისი ქმრის საყ­ვა­რე­ლი იყო. რო­დე­საც ამის შე­სა­ხებ შე­ი­ტყო, ძა­ლი­ან გაბ­რაზ­და", - ამ­ბობს წყა­რო.

ჯეფ ზა­კე­რი და ელი­სონ გო­ლუს­ტი 2019 წელს დე­მოკ­რა­ტე­ბის დე­ბა­ტებ­ზე ერ­თად მი­ვიდ­ნენ

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ ამ­ბის შემ­დეგ, ორი­ვე მათ­გა­ნის ქორ­წი­ნე­ბა მა­ლე­ვე დას­რულ­და. ზა­კე­რიც და ელი­სო­ნიც 2018 წელს ოფი­ცი­ა­ლუ­რად გან­ქორ­წინ­დნენ. გან­ქორ­წი­ნე­ბამ­დეც და მას შემ­დე­გაც, წყვი­ლი ერ­თად არა­ერ­თხელ შე­უ­ნიშ­ნავთ სხვა­დას­ხვა ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე და "ინ­სა­ი­დე­რე­ბი" ყო­ველ­თვის აღ­ნიშ­ნავ­დნენ, რომ მათ შო­რის მე­გობ­რო­ბა­ზე მეტი იყო.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ 2017 წელს ის­რა­ელ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას, ელი­სო­ნი შე­უ­ერ­თდა ტე­ლე­ვი­ზი­ის ბოსს, სა­დაც მათ ნიუ იორ­კის ყო­ფილ გუ­ბერ­ნა­ტორ­თან, ენ­რიუ კუ­ო­მოს­თან და მის თა­ნა­შემ­წეს­თან, მე­ლი­სა დე­რო­ზას­თან ერ­თად King David-ის სას­ტუმ­რო­ში ისა­დი­ლეს.

ჯეფ ზა­კე­რი კრის კუ­ო­მოს­თან ერ­თად

CNN-ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან ელი­სონ გო­ლუს­ტის გან­მარ­ტე­ბით იმის შე­სა­ხებ, რომ სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა პან­დე­მი­ის დროს და­ი­წყო და ამ ნა­ბიჯს "გა­ნე­დუ­ლი ტყუ­ი­ლი“ უწო­დეს, რად­გა­ნაც იცი­ან, რომ "მათი ურ­თი­ერ­თო­ბა პან­დე­მი­ამ­დეც მრა­ვალ წელს ით­ვლი­და".

"ამ რო­მა­ნის გამო დას­რულ­და ორი­ვე მათ­გა­ნის ქორ­წი­ნე­ბა, ეს ყვე­ლამ იცის“, - ამ­ბობს CNN-ის ერთ-ერთი თა­ნამ­შრო­მე­ლი.კი­დევ ერთი კი მი­იჩ­ნევს, რომ ზა­კე­რის გა­დად­გო­მა­ში დამ­ნა­შა­ვე კრის კუ­ო­მოა.

"კრის კუ­ო­მომ გა­მო­ი­ყე­ნა თა­ვი­სი პო­ზი­ცია CNN-ში, რო­გორც მა­ნი­პუ­ლი­რე­ბის­თვის, ასე­ვე ძმის ბრალ­მდებ­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­სა­ძი­ებ­ლად. ზა­კე­რი და­ეხ­მა­რა მას ამა­ში. ეს არის პრო­ფე­სი­უ­ლი და ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი ეთი­კის დარ­ღვე­ვა. CNN-ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი იმ­სა­ხუ­რე­ბენ სა­მარ­თლი­ან გა­რე­მოს და სა­ზო­გა­დო­ე­ბა იმ­სა­ხუ­რებს იცო­დეს, ზა­კე­რის მსგავ­სი ძლი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბი რას მა­ლა­ვენ და­ხუ­რულ კარს მიღ­მა“, - ამ­ბობს უფ­ლე­ბად­მაც­ვე­ლი ელი­ზა ბა­ტის­ტა.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტოტო
0

ყველგან ერთი და იგივეა.,ღალატი,ფულის მოხვეჭის სურვილი,ტყუილები....

არაფერი იცვლება.მნიშვნელობა არ აქვს სად ხდება ყველაფერი ეს,ყველგან აფრიკაშიც,აზიაშიც,ამერიკაშიც...მორალი არავის აწუხებს,განსაკუთრებით ვინც ფული იშოვა.

aramzadebi
1

სამკვდრო სასიცოხლო ბრძოლაა!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ქალი იმ შენობაში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც მისი "ბოსი" ოჯახთან ერთად ცხოვრობდა" - CNN-ის ხელმძღვანელის სკანდალური სამსახურებრივი რომანი, რამაც მისი თანამდებობა შეიწირა

"ქალი იმ შენობაში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც მისი "ბოსი" ოჯახთან ერთად ცხოვრობდა" - CNN-ის ხელმძღვანელის სკანდალური სამსახურებრივი რომანი, რამაც მისი თანამდებობა შეიწირა

CNN-ის ხელმძღვანელი, ჯეფ ზაკერი თანამდებობიდან მას შემდეგ გადადგა, რაც ცნობილი გახდა მისი სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ ტელევიზიის ხელმძღვანელი გუნდის ერთ-ერთ წევრთან, ელისონ გოლუსტისთან. ამბავი ტელევიზიის ერთ-ერთ ყველაზე დიდ საიდუმლოდ მიიჩნეოდა.

სასიყვარულო ურთიერთობას, დიდი ალბათობით, ზაკერის თანამდებობა არ შეეწირებოდა, რომ არა CNN-ის ყოფილ ჟურნალისტ კრის კუომოსა და მის ძმასთან, ნიუ იორკის ყოფილ გუბერნატორთან, ენდრიუ კუომოსთან დაკავშირებული საგამოძიებო პროცესი.

ცნობისთვის, ენდრიუ კუომო გუბერნატორის თანამდებობიდან 2021 წელს გადადგა. მიზეზი კი ის იყო, რომ კუომო არაერთმა ადამიანმა სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა.

ენდრიუ და კრის კუომოები. კრისმა CNN-ი 2021 წლის დეკემბერში მას შემდეგ დატოვა, რაც გაირკვა, რომ ძმას ეხმარებოდა

გამოძიების ფარგლებში გაირკვა, რომ ენდრიუს თავისი ძმა, CNN-ის ჟურნალისტი, ტელეწამყვანი კრისი გამოძიების შესახებ ინფორმაციის მოპოვებასა და ასევე, მედიაში დადებით კონტექსტში გაშუქების თვალსაზრისით ეხმარებოდა

  • ამ კონტექსტში გამოძიებას კითხვები ჰქონდა CNN-ის ხელმძღვანელ ჯეფ ზაკერთან, ასევე ელისონ გოლუსტისთან - ორივე მათგანს ძმებ კუომოებთან ახლო კავშირი ჰქონდა.

"გამოძიების ფარგლებში მკითხეს, რა შეთანხმებული ურთიერთობა მქონდა ჩემს უახლოეს კოლეგასთან, ვისთანაც 20 წელზე მეტია ვმუშაობ. მოითხოვეს, რომ მეღიარებინა მასთან სასიყვარულო კავშირი, რაც არ გავაკეთე და ეს შეცდომა იყო. ამიტომ, დღეს ვტოვებ თანამდებობას. ვაღიარებ, რომ ჩვენი ურთიერთობა ბოლო წლებში განვითარდა", - ნათქვამია ზაკერის განცხადებაში.

განცხადებას აქვეყნებს ელისონ გოლუსტიც და ადასტურებს ზაკერთან ურთიერთობას:

"მე და ჯეფი ახლო მეგობრები და პროფესიული თვალსაზრისით, პარტნიორები ვიყავით თითქმის 20 წელი. კოვიდის დროს ჩვენი ურთიერთობა შეიცვალა. ვწუხვარ, რომ ამის შესახებ არ განვაცხადეთ შესაფერის დროს", - ნათქვამია ელისონის განცხადებაში.

ელისონი და ზაკერი ბილი ჟოელის კონცერტზე 2021 წლის ნოემბერზე

  • 56 წლის ზაკერისა და 49 წლის გოლუსტის სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ მედიაში ჭორებს უკვე წლებია წერენ, მაგრამ წყვილმა ეს არაერთხელ სასტიკად უარყო.

როგორც "ნიუ იორკ პოსტი" წყაროზე დაყრდნობით წერს, რამდენიმე წლის წინ, როდესაც ზაკერიც და ელისონიც ქორწინებაში იყვნენ, ქალი ქმართან და შვილებთან ერთად ზემო "ისთ საიდში" ზუსტად იმ შენობაში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ზაკერი ოჯახთან ერთად ცხოვრობდა.

ჯეფ ზაკერს 21-წლიანი ქორწინება აკავშირებდა ქარინ ზაკერთან.

"ზაკერის ცოლს წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ ქალი, რომელთან ერთადაც ის ხშირად ლიფტით მგზავრობდა, მისი ქმრის საყვარელი იყო. როდესაც ამის შესახებ შეიტყო, ძალიან გაბრაზდა", - ამბობს წყარო.

ჯეფ ზაკერი და ელისონ გოლუსტი 2019 წელს დემოკრატების დებატებზე ერთად მივიდნენ

მისივე ინფორმაციით, ამ ამბის შემდეგ, ორივე მათგანის ქორწინება მალევე დასრულდა. ზაკერიც და ელისონიც 2018 წელს ოფიციალურად განქორწინდნენ. განქორწინებამდეც და მას შემდეგაც, წყვილი ერთად არაერთხელ შეუნიშნავთ სხვადასხვა ღონისძიებებზე და "ინსაიდერები" ყოველთვის აღნიშნავდნენ, რომ მათ შორის მეგობრობაზე მეტი იყო.

საინტერესოა, რომ 2017 წელს ისრაელში მოგზაურობისას, ელისონი შეუერთდა ტელევიზიის ბოსს, სადაც მათ ნიუ იორკის ყოფილ გუბერნატორთან, ენრიუ კუომოსთან და მის თანაშემწესთან, მელისა დეროზასთან ერთად King David-ის სასტუმროში ისადილეს.

ჯეფ ზაკერი კრის კუომოსთან ერთად

CNN-ის თანამშრომლები გაკვირვებულები არიან ელისონ გოლუსტის განმარტებით იმის შესახებ, რომ სასიყვარულო ურთიერთობა პანდემიის დროს დაიწყო და ამ ნაბიჯს "განედული ტყუილი“ უწოდეს, რადგანაც იციან, რომ "მათი ურთიერთობა პანდემიამდეც მრავალ წელს ითვლიდა".

"ამ რომანის გამო დასრულდა ორივე მათგანის ქორწინება, ეს ყველამ იცის“, - ამბობს CNN-ის ერთ-ერთი თანამშრომელი.კიდევ ერთი კი მიიჩნევს, რომ ზაკერის გადადგომაში დამნაშავე კრის კუომოა.

"კრის კუომომ გამოიყენა თავისი პოზიცია CNN-ში, როგორც მანიპულირებისთვის, ასევე ძმის ბრალმდებლების შესახებ ინფორმაციის მოსაძიებლად. ზაკერი დაეხმარა მას ამაში. ეს არის პროფესიული და ჟურნალისტური ეთიკის დარღვევა. CNN-ის თანამშრომლები იმსახურებენ სამართლიან გარემოს და საზოგადოება იმსახურებს იცოდეს, ზაკერის მსგავსი ძლიერი ადამიანები რას მალავენ დახურულ კარს მიღმა“, - ამბობს უფლებადმაცველი ელიზა ბატისტა.