მსოფლიო
წიგნები

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რაზე მღერის მილიონერ კობა ნაყოფიას ქალიშვილი ახალ მუსიკალურ კლიპში - "ბიჭი იწვა ლოგინში, არ აწუხებდა ნამუსი"
რაზე მღერის მილიონერ კობა ნაყოფიას ქალიშვილი ახალ მუსიკალურ კლიპში - "ბიჭი იწვა ლოგინში, არ აწუხებდა ნამუსი"

მი­ლი­ო­ნე­რი დე­პუ­ტა­ტის, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" პო­ლიტ­საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის, კობა ნა­ყო­ფი­ას ქა­ლიშ­ვილ­მა ახა­ლი კლი­პი გა­და­ი­ღო. სიმ­ღე­რას "ცის­ფე­რი აბი“ ჰქვია და მუ­სი­კი­სა და ტექ­სტის ავ­ტო­რი თა­ვად გახ­ლავთ. "ბიჭი იწვა ლო­გინ­ში, არ აწუ­ხებ­და ნა­მუ­სი, მოდი, ის­ტო­რი­ის წიგ­ნი გა­დავ­შა­ლოთ, კარ­მა მურ­ტა­ლი რა­მეა... მე უფრო მეტი შან­სი მქონ­და, იმ გო­გოს­თან ყვე­ლა­ფე­რი მქო­ნო­და...“ - მღე­რის ნა­ტა­ლია ნა­ყო­ფია.

ვი­დე­ოს "იუ­თუბ­ზე" ამ დრო­ის­თვის 30 ათა­სამ­დე ნახ­ვა აქვს და დე­ბი­უ­ტანტს კო­მენ­ტა­რებ­ში სი­თა­მა­მე­სა და ნიჭს უქე­ბენ. ნა­ტა­ლი­ამ ბერკლის მუ­სი­კა­ლუ­რი კო­ლე­ჯი და­ამ­თავ­რა და მას მუ­სი­კა­ლურ წრე­ებ­ში კარ­გად იც­ნო­ბენ. ახალ­გაზ­რდა ქალი ბავ­შვო­ბი­დან მღე­რის, უკ­რავს ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე და სიმ­ღე­რე­ბის­თვის მუ­სი­კას და ტექ­სტებს წერს. ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობს, რომ მა­მას ძა­ლი­ან უყ­ვარ­და ჯაზი და თვი­თო­ნაც ბავ­შვო­ბი­დან უს­მენ­და, მაგ­რამ მის­თვის არენ­ბის, სო­უ­ლის და ნი­უსო­უ­ლის შეს­რუ­ლე­ბა უფრო სა­ინ­ტე­რე­სოა.

ნა­ტა­ლი­ას წლე­ბია, რაც სა­კუ­თა­რი ბენ­დი ჰყავს, ბერკლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი "რუს­თა­ვი 2“-ზე ერთ-ერთ მუ­სი­კა­ლურ პრო­ექ­ტში მომ­ღერ­ლებს სცე­ნა­ზე დგო­მა­სა და სიმ­ღე­რა­ში ეხ­მა­რე­ბო­და. ეს მა­შინ, რო­დე­საც ტე­ლე­ვი­ზია ჯერ კი­დევ ნა­ყო­ფი­ე­ბის მფლო­ბე­ლო­ბა­ში იყო. ახლა კი "მთა­ვარ არხზე“ სტუმ­რის სტა­ტუ­სით და­დის და სხვა­დას­ხვა გა­და­ცე­მებ­ში ხში­რად მღე­რის.

ერთ-ერთი ბოლო სტუმ­რო­ბი­სას, ჰყვე­ბო­და, რომ 17 წლის ასაკ­ში ამე­რი­კა­ში გაფ­რინ­და და სწო­რედ ამ დროს და­ი­წყო მისი ცხოვ­რე­ბის ახა­ლი ეტა­პი. ოჯახ­თან დამ­შვი­დო­ბე­ბა მარ­ტი­ვი არ ყო­ფი­ლა. ჰქონ­და კულ­ტუ­რუ­ლი შო­კიც, რო­დე­საც უცხო ქვე­ყა­ნა­ში სხვა­დას­ხვა მენ­ტა­ლი­ტე­ტის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებ­თან მო­უ­წია ურ­თი­ერ­თო­ბა. ამ­ბობს, რომ მთა­ვა­რია შრო­მა და დაბ­რკო­ლე­ბებს კა­რი­ე­რის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ზრუნ­ვა­ში ხელი არ შე­უშ­ლია. მარ­თა­ლია წლე­ბია სიმ­ღე­რებს წერს, მაგ­რამ მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე თვის წინ გა­და­წყვი­ტა, რომ ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის წა­რედ­გი­ნა ეს სიმ­ღე­რე­ბი და ალ­ბომ­ზეც და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა.

ნა­ტა­ლია ნა­ყო­ფია 1996 წელს და­ი­ბა­და. გო­გო­ნა ელგა სო­ფი­ა­სა და კობა ნა­ყო­ფი­ას მე­ო­რე სა­ერ­თო შვი­ლია. მის ძმას ნი­კო­ლოზ ნა­ყო­ფი­ას სა­ზო­გა­დო­ე­ბა კარ­გად იც­ნობს. ის ორ­ჯერ იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი, მისი პირ­ვე­ლი მე­უღ­ლე "მის სა­ქარ­თვე­ლო“ ხა­თუ­ნა სხირტლა­ძე გახ­ლდათ, რო­მელ­თან ერთი სა­ერ­თო შვი­ლი ნი­კო­ლოზ ჯუ­ნი­ო­რი ჰყავს, მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბი­დან მო­დელ ნა­ნუ­კა გო­გი­ჩა­იშ­ვილ­თან კი შვი­ლი რამ­დე­ნი­მე თვის წინ შტა­ტებ­ში შე­ე­ძი­ნა.

ნა­ტა­ლია მი­ლი­ო­ნე­რი მა­მის ოფი­ცი­ა­ლურ დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში აღარ იძებ­ნე­ბა მას შემ­დეგ, რაც სრულ­წლო­ვა­ნი გახ­და.

კობა ნა­ყო­ფია გვან­ცა ბიწ­კი­ნაშ­ვილ­თან და უმ­ცროს შვილ­თან ერ­თად

2016 წლი­დან კობა ნა­ყო­ფი­ას მე­ო­რე ოჯა­ხი ჰყავს. მისი ქორ­წი­ნე­ბა ელგა სო­ფი­ას­თან დას­რულ­და და მი­ლი­ო­ნე­რის ახა­ლი რჩე­უ­ლი 20 წლით უმ­ცრო­სი გვან­ცა ბიწ­კი­ნაშ­ვი­ლი გახ­ლავთ. კობა ნა­ყო­ფია და გვან­ცა ბიწ­კი­ნაშ­ვი­ლი ოფი­ცი­ა­ლურ ქორ­წი­ნე­ბა­ში ჯერ­ჯე­რო­ბით არ არი­ან. 2021 წელს შევ­სე­ბულ დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში პარ­ლა­მენ­ტარს ოჯა­ხის წევ­რე­ბი­დან მხო­ლოდ მე­სა­მე შვი­ლი, გი­ორ­გი ვა­სი­ლი ნა­ყო­ფია ჰყავს მი­თი­თე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც 2017 წელს გვან­ცას­გან შე­ე­ძი­ნა. ქალი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია UNDP-ს გუნდში ად­მი­ნის­ტრა­ცი­ი­სა და ფი­ნან­სე­ბის ასის­ტენ­ტად მუ­შა­ობს. ამ­ბო­ბენ, რომ ნა­ყო­ფი­ას მე­ო­რე მე­უღ­ლე ნა­ტა­ლი­ას მე­გო­ბა­რი იყო. თუმ­ცა ასე­ვე ვრცელ­დე­ბო­და ჭორი, რომ რე­ა­ლუ­რად გვან­ცა, შვი­ლის კი არა, ყო­ფი­ლი რძლის, ხა­თუ­ნა სხირტლა­ძის მე­გო­ბა­რი გახ­ლდათ.

ნა­ყო­ფი­ე­ბის პო­პუ­ლა­რულ ოჯახს ამ­ჯე­რად მუ­სი­კა­ლუ­რი კა­რი­ე­რით ნა­ტა­ლი­აც შე­ე­მა­ტა. ქალი სხვა მი­ლი­ო­ნე­რე­ბის შვი­ლე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ნაკ­ლე­ბად აქ­ტი­უ­რობს და ამი­ტომ მისი გა­ტა­ცე­ბე­ბის შე­სა­ხებ ცოტა რამ არის ცნო­ბი­ლი.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 125 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
miauuu
1

მამაზე მღერის ალბათ არ აწუხებდა ნამუსიო :)

dr.herc
4

მძიმე შემთხვევაა!!!! ნაყოფიას კლიპის დაფინანსების მაგივრად შვილის ჯანმრთელობისთვის მიეხედა არ იქნებოდა ურიგო!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

რაზე მღერის მილიონერ კობა ნაყოფიას ქალიშვილი ახალ მუსიკალურ კლიპში - "ბიჭი იწვა ლოგინში, არ აწუხებდა ნამუსი"

რაზე მღერის მილიონერ კობა ნაყოფიას ქალიშვილი ახალ მუსიკალურ კლიპში - "ბიჭი იწვა ლოგინში, არ აწუხებდა ნამუსი"

მილიონერი დეპუტატის, "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, კობა ნაყოფიას ქალიშვილმა ახალი კლიპი გადაიღო. სიმღერას "ცისფერი აბი“ ჰქვია და მუსიკისა და ტექსტის ავტორი თავად გახლავთ. "ბიჭი იწვა ლოგინში, არ აწუხებდა ნამუსი, მოდი, ისტორიის წიგნი გადავშალოთ, კარმა მურტალი რამეა... მე უფრო მეტი შანსი მქონდა, იმ გოგოსთან ყველაფერი მქონოდა...“ - მღერის ნატალია ნაყოფია.

ვიდეოს "იუთუბზე" ამ დროისთვის 30 ათასამდე ნახვა აქვს და დებიუტანტს კომენტარებში სითამამესა და ნიჭს უქებენ. ნატალიამ ბერკლის მუსიკალური კოლეჯი დაამთავრა და მას მუსიკალურ წრეებში კარგად იცნობენ. ახალგაზრდა ქალი ბავშვობიდან მღერის, უკრავს ფორტეპიანოზე და სიმღერებისთვის მუსიკას და ტექსტებს წერს. ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ მამას ძალიან უყვარდა ჯაზი და თვითონაც ბავშვობიდან უსმენდა, მაგრამ მისთვის არენბის, სოულის და ნიუსოულის შესრულება უფრო საინტერესოა.

ნატალიას წლებია, რაც საკუთარი ბენდი ჰყავს, ბერკლის დამთავრების შემდეგ გარკვეული პერიოდი "რუსთავი 2“-ზე ერთ-ერთ მუსიკალურ პროექტში მომღერლებს სცენაზე დგომასა და სიმღერაში ეხმარებოდა. ეს მაშინ, როდესაც ტელევიზია ჯერ კიდევ ნაყოფიების მფლობელობაში იყო. ახლა კი "მთავარ არხზე“ სტუმრის სტატუსით დადის და სხვადასხვა გადაცემებში ხშირად მღერის.

ერთ-ერთი ბოლო სტუმრობისას, ჰყვებოდა, რომ 17 წლის ასაკში ამერიკაში გაფრინდა და სწორედ ამ დროს დაიწყო მისი ცხოვრების ახალი ეტაპი. ოჯახთან დამშვიდობება მარტივი არ ყოფილა. ჰქონდა კულტურული შოკიც, როდესაც უცხო ქვეყანაში სხვადასხვა მენტალიტეტის მქონე ადამიანებთან მოუწია ურთიერთობა. ამბობს, რომ მთავარია შრომა და დაბრკოლებებს კარიერის განვითარებაზე ზრუნვაში ხელი არ შეუშლია. მართალია წლებია სიმღერებს წერს, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე თვის წინ გადაწყვიტა, რომ ფართო საზოგადოებისთვის წარედგინა ეს სიმღერები და ალბომზეც დაიწყო მუშაობა.

ნატალია ნაყოფია 1996 წელს დაიბადა. გოგონა ელგა სოფიასა და კობა ნაყოფიას მეორე საერთო შვილია. მის ძმას ნიკოლოზ ნაყოფიას საზოგადოება კარგად იცნობს. ის ორჯერ იყო დაქორწინებული, მისი პირველი მეუღლე "მის საქართველო“ ხათუნა სხირტლაძე გახლდათ, რომელთან ერთი საერთო შვილი ნიკოლოზ ჯუნიორი ჰყავს, მეორე ქორწინებიდან მოდელ ნანუკა გოგიჩაიშვილთან კი შვილი რამდენიმე თვის წინ შტატებში შეეძინა.

ნატალია მილიონერი მამის ოფიციალურ დეკლარაციაში აღარ იძებნება მას შემდეგ, რაც სრულწლოვანი გახდა.

კობა ნაყოფია გვანცა ბიწკინაშვილთან და უმცროს შვილთან ერთად

2016 წლიდან კობა ნაყოფიას მეორე ოჯახი ჰყავს. მისი ქორწინება ელგა სოფიასთან დასრულდა და მილიონერის ახალი რჩეული 20 წლით უმცროსი გვანცა ბიწკინაშვილი გახლავთ. კობა ნაყოფია და გვანცა ბიწკინაშვილი ოფიციალურ ქორწინებაში ჯერჯერობით არ არიან. 2021 წელს შევსებულ დეკლარაციაში პარლამენტარს ოჯახის წევრებიდან მხოლოდ მესამე შვილი, გიორგი ვასილი ნაყოფია ჰყავს მითითებული, რომელიც 2017 წელს გვანცასგან შეეძინა. ქალი არასამთავრობო ორგანიზაცია UNDP-ს გუნდში ადმინისტრაციისა და ფინანსების ასისტენტად მუშაობს. ამბობენ, რომ ნაყოფიას მეორე მეუღლე ნატალიას მეგობარი იყო. თუმცა ასევე ვრცელდებოდა ჭორი, რომ რეალურად გვანცა, შვილის კი არა, ყოფილი რძლის, ხათუნა სხირტლაძის მეგობარი გახლდათ.

ნაყოფიების პოპულარულ ოჯახს ამჯერად მუსიკალური კარიერით ნატალიაც შეემატა. ქალი სხვა მილიონერების შვილებისგან განსხვავებით სოციალურ ქსელში ნაკლებად აქტიურობს და ამიტომ მისი გატაცებების შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი.