მსოფლიო
წიგნები

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ცვლილებები შევიდა კორონავირუსით ინფიცირებული ბავშვების მკურნალობის პროტოკოლში
რა ცვლილებები შევიდა კორონავირუსით ინფიცირებული ბავშვების მკურნალობის პროტოკოლში

კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბის მკურ­ნა­ლო­ბის გა­ნახ­ლე­ბუ­ლი პრო­ტო­კო­ლის თა­ნახ­მად, ბავ­შვის ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია აუ­ცი­ლე­ბე­ლია, თუ მას 3-5 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მუდ­მი­ვი მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა აქვს.

ამას­თან, რო­გორც პრო­ტო­კოლ­შია ნათ­ქვა­მი, პა­ცი­ენ­ტის კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნა სა­ჭი­როა, თუ და­ა­ვა­დე­ბის ხან­გრძლი­ვო­ბა 1 კვი­რა­ზე მე­ტია და არ არის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა, ან გამ­წვა­ვე­ბა პროგ­რე­სი­რებს.

პრო­ტო­კო­ლის თა­ნახ­მად, რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი 1 წლამ­დე ასა­კის ჩვი­ლის ჰოს­პი­ტალ­ში გა­დაყ­ვა­ნა.

რაც შე­ე­ხე­ბა და­ნარ­ჩენ რის­კის კრი­ტე­რი­უ­მებს, რა დრო­საც ბავ­შვის ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­აა სა­ჭი­რო, ესე­ნია: კლი­ნი­კუ­რად ან რენტგე­ნოგ­რა­ფი­უ­ლად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი პნევ­მო­ნია, სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბა, თა­ნარ­სე­ბუ­ლი ქრო­ნი­კუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა, ფილ­ტვე­ბის ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა (ზო­მი­ე­რი ან მძი­მე ას­თმა), გულ­სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბი, თირკმე­ლე­ბის ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა, ღვიძ­ლის ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა. ნერვ-კუნ­თო­ვა­ნი და­ა­ვა­დე­ბა. ენ­დოკ­რი­ნუ­ლი დარ­ღვე­ვე­ბი (მაგ., შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი). მე­ტა­ბო­ლუ­რი დარ­ღვე­ვე­ბი. იმუ­ნო­სუპ­რე­სი­უ­ლი პა­ცი­ენ­ტი (კიბო, ქი­მი­ო­თე­რა­პია, სხი­ვუ­რი თე­რა­პია, ორ­გა­ნოს გა­და­ნერგვას, იმუ­ნო­მო­დუ­ლა­ცია და გლუ­კო­კორ­ტი­კო­ი­დე­ბის მა­ღა­ლი დოზა). მულ­ტი­სის­ტე­მუ­რი ან­თე­ბი­თი სინ­დრო­მის და კა­ვა­სა­კის და­ა­ვა­დე­ბის მსგავ­სი კლი­ნი­კუ­რი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი.

გა­ნახ­ლე­ბუ­ლი პრო­ტო­კო­ლის თა­ნახ­მად, ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ას სა­ჭი­რო­ე­ბენ პა­ცი­ენ­ტე­ბი, რომ­ლებ­საც აღე­ნიშ­ნე­ბათ გას­ტრო­ენ­ტე­რი­ტის სუ­რა­თი ზო­მი­ე­რი, ან მძი­მე დე­ჰიდ­რა­ტა­ცი­ით, ასე­ვე აქვთ მძი­მე სიმ­სუქ­ნე (სხე­უ­ლის მა­სის ინ­დექ­სი ≥120% 95-ე პერ­ცენ­ტილ­ზე).

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

რა ცვლილებები შევიდა კორონავირუსით ინფიცირებული ბავშვების მკურნალობის პროტოკოლში

რა ცვლილებები შევიდა კორონავირუსით ინფიცირებული ბავშვების მკურნალობის პროტოკოლში

კორონავირუსით ინფიცირებული ბავშვების მკურნალობის განახლებული პროტოკოლის თანახმად, ბავშვის ჰოსპიტალიზაცია აუცილებელია, თუ მას 3-5 დღის განმავლობაში მუდმივი მაღალი ტემპერატურა აქვს.

ამასთან, როგორც პროტოკოლშია ნათქვამი, პაციენტის კლინიკაში გადაყვანა საჭიროა, თუ დაავადების ხანგრძლივობა 1 კვირაზე მეტია და არ არის გაუმჯობესება, ან გამწვავება პროგრესირებს.

პროტოკოლის თანახმად, რეკომენდებულია კორონავირუსით ინფიცირებული 1 წლამდე ასაკის ჩვილის ჰოსპიტალში გადაყვანა.

რაც შეეხება დანარჩენ რისკის კრიტერიუმებს, რა დროსაც ბავშვის ჰოსპიტალიზაციაა საჭირო, ესენია: კლინიკურად ან რენტგენოგრაფიულად დადასტურებული პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა, თანარსებული ქრონიკული მდგომარეობა, ფილტვების ქრონიკული დაავადება (ზომიერი ან მძიმე ასთმა), გულსისხლძარღვთა დაავადებები, თირკმელების ქრონიკული დაავადება, ღვიძლის ქრონიკული დაავადება. ნერვ-კუნთოვანი დაავადება. ენდოკრინული დარღვევები (მაგ., შაქრიანი დიაბეტი). მეტაბოლური დარღვევები. იმუნოსუპრესიული პაციენტი (კიბო, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია, ორგანოს გადანერგვას, იმუნომოდულაცია და გლუკოკორტიკოიდების მაღალი დოზა). მულტისისტემური ანთებითი სინდრომის და კავასაკის დაავადების მსგავსი კლინიკური მახასიათებლები.

განახლებული პროტოკოლის თანახმად, ჰოსპიტალიზაციას საჭიროებენ პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ გასტროენტერიტის სურათი ზომიერი, ან მძიმე დეჰიდრატაციით, ასევე აქვთ მძიმე სიმსუქნე (სხეულის მასის ინდექსი ≥120% 95-ე პერცენტილზე).