30 იანვარს, დაახლოებით, ღამის 11 საათისთვის აფეთქება მოხდა ტყიბულის შახტში, რომლის შედეგადაც, 1 ადამიანი, ტყიბულის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ, გარდაიცვალა, 9 - დაშავდა. რამ გამოიწვია უბედური შემთხვევა, ჯერჯერობით უცნობია.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის, დავით ჩერქეზიშვილის ინფორმაციით, ტყიბულის შახტაში მომხდარი შემთხვევის დროს დაშავებულები თბილისში, ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.
როგორც დავით ჩერქეზიშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, სავარაუდოდ, აფეთქება მინდელის სახელობის შახტაში დაახლოებით, 23:00 საათზე მოხდა.
დაშავებულ 9 პირს პირველადი სამედიცინო დახმარება ტყიბულის კლინიკაში გაუწიეს.
"სამწუხაროდ ერთი მეშახტე გარდაიცვალა. ჯანმრთელობას ვუსურვებ დაშავებულებს და ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს", - განაცხადა მერმა.
შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.მინდელის შახტაში მომხდარი შემთხვევის დროს დაშავებულები თბილისში გადმოიყვანეს.
ამ პაწაწკინტელა, 3 მლნ ქვეყანაში ყოველდღე რაღაც საშინელი ტრაგედია ხდება. ეტყობა ჯადო გვაქვს გაკეთებული. საწყალი ხალხი, ჯერ ისე სიკვდილი როგორია, და ახლა შახტაში აფეთქებით და დალეწვის ტანჯვით გამოწვეული. მაგ შახტის პატრონების ოჯახები ალბათ "წარმატებულები" არიან და ინსტაგრამზე ლამაზ პეიზაჟებში გადაღებულ ფოტოებს გვიშიარებენ.
ასე ყოველ წელიწადს ზვარაკად წირავენ მეშახტეებს. როდემდე უნდა ხოცოთ ხალხი და როდემდე უნდა მდიდრდებოდეთ მათი სისხლის და მათი ახლობლების უბედურების ხარჯზე??? როდემდე?