მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მეტროში არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის ბრალდებით დაკავებული პოლიციელები უარყოფენ, რომ ვიდეოკადრებში ისინი არიან" - პროკურორი
"მეტროში არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის ბრალდებით დაკავებული პოლიციელები უარყოფენ, რომ ვიდეოკადრებში ისინი არიან" - პროკურორი

მეტ­რო­ში არას­რულ­წლოვ­ნის, შშმ პი­რის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ძა­ლა­დო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი პატ­რულ-ინ­სპექ­ტო­რე­ბის საქ­მის პრო­კუ­რო­რის, ალექ­სან­დრე ჩხე­ი­ძის გან­ცხა­დე­ბით, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი უარ­ყო­ფენ, რომ გა­და­ღე­ბულ ვი­დე­ო­კად­რებ­ში ისი­ნი არი­ან.

ჩხე­ი­ძის თქმით­ვე, ჩვე­ნე­ბა მი­ცე­მუ­ლი აქვს ბრალ­დე­ბუ­ლი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნელს, რო­მელ­მაც მისი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წერ­ში ამო­იც­ნო.

პრო­კუ­რო­რის გან­მარ­ტე­ბით, აღ­ნიშ­ნულ ვი­დე­ო­ჩა­ნა­წერ­ზე ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­ტარ­დე­ბა.

"დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე ბრალ­დე­ბის მხა­რე შუ­ამ­დგომ­ლობს, რომ ორი­ვე ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნას პა­ტიმ­რო­ბა, ვი­ნა­ი­დან მიგ­ვაჩ­ნია, რომ მათი მხრი­დან არ­სე­ბობს მი­მალ­ვის, ახა­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის და მოწ­მე­ებ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის რე­ა­ლუ­რი საფრ­თხე­ე­ბი. მოწ­მის სა­ხით გა­მო­კი­თხუ­ლია არა­ერ­თი პირი, თა­ვად და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი და ასე­ვე, მო­პო­ვე­ბუ­ლი გვაქვს აუ­დიო-ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი, სა­დაც ნათ­ლად არის ასა­ხუ­ლი ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მხრი­დან ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი.

ამ ეტაპ­ზე სამ­ხრე კა­მე­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ვე­ლო­დე­ბით შე­სა­ბა­მის პა­სუხს, ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ თუ არა, ეს პატ­რულ ინ­სპექ­ტო­რე­ბი გა­და­ღე­ბას.

ჩვე­ნე­ბა ორი­ვე ბრალ­დე­ბულს აქვს მი­ცე­მუ­ლი, და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს შე­სა­ბა­მი­სი წე­რი­ლი­თაც და თა­ვად ბრალ­დე­ბუ­ლე­ბიც ადას­ტუ­რე­ბენ, რომ 23 იან­ვარს, ისი­ნი ას­რუ­ლებ­დნენ სამ­სა­ხუ­რებ­რივ მო­ვა­ლე­ო­ბას მეტ­რო­სად­გურ "ის­ნის" შე­ნო­ბა­ში, თუმ­ცა, ჩემ­და გა­საკ­ვი­რად, ორი­ვე აღ­ნიშ­ნულ ბრალს უარ­ყოფს. ჩვენ ვმო­რი­გე­ობ­დით, ჩვენ ვას­რუ­ლებ­დით სამ­სა­ხუ­რებ­რივ მო­ვა­ლე­ო­ბას, უბ­რა­ლოდ, ჩვენ არ ვართ კად­რებ­შიო, ასე ამ­ბო­ბენ. ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის­თვის კად­რე­ბი წარ­დგე­ნი­ლი გვაქვს და უარ­ყო­ფენ, რომ ისი­ნი არი­ან. თუმ­ცა, მათი უშუ­ა­ლო ხელ­მძღვა­ნე­ლი და თა­ნამ­შრო­მე­ლია გა­მო­კი­თხუ­ლი, რო­მელ­მაც ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რებ­ში ორი­ვე პირი ამო­იც­ნო. მეტ­რო­სად­გუ­რის ყვე­ლა აუ­დიო-ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი ამო­ღე­ბუ­ლია, თუმ­ცა, სა­დაც ძა­ლა­დო­ბა მოხ­და, ვი­დე­ო­კა­მე­რე­ბი არ ყო­ფი­ლა, თუმ­ცა, სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­რე­მო­ე­ბე­ბი ფიქ­სირ­დე­ბა", -გა­ნა­ცხა­და ჩხე­ი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, პატ­რულ-ინ­სპექ­ტორ ნუკ­რი ბაქ­რა­ძეს ბრა­ლად ედე­ბა არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბა, ჩა­დე­ნი­ლი სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, დამ­ნა­შა­ვი­სათ­ვის წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლოვ­ნის, სხვაგ­ვა­რად თა­ვი­სუფ­ლე­ბა­შე­ზღუ­დუ­ლი და უმ­წეო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი პი­რის მი­მართ, და­ნა­შა­უ­ლი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 144 ტერ­ცია მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 5-დან 10 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

პატ­რულ-ინ­სპექ­ტორს კახა ბა­კაშ­ვილს კი ბრა­ლად ედე­ბა სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბა, და­ნა­შა­უ­ლი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 332-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ოეეე ადვოკატ!
9

მე რომ ადვოკატი ვიყო ჩავეჭიდებოდი ფრაზას "გინდა ავალაპარაკო?" და დავამტკიცებდი რომ პოლიციელებს კეთილშობილური მიზანი ამოძრავებათ და შშმ არასრულწლოვანის ყრუ-მუნჯობისაგან განკურნებას ცდილობდნენ.

ელგუჯა
0

ისინი თუ არ არიან,მაშინ უნდა თქვან, ვინ არიან კადრებში.ქვას გახეთქავს, ამათი ადვოკატი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"მეტროში არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის ბრალდებით დაკავებული პოლიციელები უარყოფენ, რომ ვიდეოკადრებში ისინი არიან" - პროკურორი

"მეტროში არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის ბრალდებით დაკავებული პოლიციელები უარყოფენ, რომ ვიდეოკადრებში ისინი არიან" - პროკურორი

მეტროში არასრულწლოვნის, შშმ პირის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული პატრულ-ინსპექტორების საქმის პროკურორის, ალექსანდრე ჩხეიძის განცხადებით, დაკავებულები უარყოფენ, რომ გადაღებულ ვიდეოკადრებში ისინი არიან.

ჩხეიძის თქმითვე, ჩვენება მიცემული აქვს ბრალდებული პოლიციელების ხელმძღვანელს, რომელმაც მისი თანამშრომლები ვიდეოჩანაწერში ამოიცნო.

პროკურორის განმარტებით, აღნიშნულ ვიდეოჩანაწერზე ექსპერტიზა ჩატარდება.

"დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე შუამდგომლობს, რომ ორივე ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იქნას პატიმრობა, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ მათი მხრიდან არსებობს მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის და მოწმეებზე ზემოქმედების რეალური საფრთხეები. მოწმის სახით გამოკითხულია არაერთი პირი, თავად დაზარალებული და ასევე, მოპოვებული გვაქვს აუდიო-ვიდეოჩანაწერი, სადაც ნათლად არის ასახული ბრალდებულების მხრიდან ჩადენილი დანაშაული.

ამ ეტაპზე სამხრე კამერებთან დაკავშირებით ველოდებით შესაბამის პასუხს, ახორციელებდნენ თუ არა, ეს პატრულ ინსპექტორები გადაღებას.

ჩვენება ორივე ბრალდებულს აქვს მიცემული, დადასტურებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი წერილითაც და თავად ბრალდებულებიც ადასტურებენ, რომ 23 იანვარს, ისინი ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას მეტროსადგურ "ისნის" შენობაში, თუმცა, ჩემდა გასაკვირად, ორივე აღნიშნულ ბრალს უარყოფს. ჩვენ ვმორიგეობდით, ჩვენ ვასრულებდით სამსახურებრივ მოვალეობას, უბრალოდ, ჩვენ არ ვართ კადრებშიო, ასე ამბობენ. ბრალდებულებისთვის კადრები წარდგენილი გვაქვს და უარყოფენ, რომ ისინი არიან. თუმცა, მათი უშუალო ხელმძღვანელი და თანამშრომელია გამოკითხული, რომელმაც ვიდეოჩანაწერებში ორივე პირი ამოიცნო. მეტროსადგურის ყველა აუდიო-ვიდეოჩანაწერი ამოღებულია, თუმცა, სადაც ძალადობა მოხდა, ვიდეოკამერები არ ყოფილა, თუმცა, სხვა მნიშვნელოვანი გარემოებები ფიქსირდება", -განაცხადა ჩხეიძემ.

ცნობისთვის, პატრულ-ინსპექტორ ნუკრი ბაქრაძეს ბრალად ედება არაადამიანური მოპყრობა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული და უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144 ტერცია მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პატრულ-ინსპექტორს კახა ბაკაშვილს კი ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით.