კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ცხოვრობს მსოფლიოში ყველაზე პატარა მილიარდერი - 9 წლის ბიჭუნას მდიდრული სასახლე და ძვირადღირებული მანქანების კოლექცია
როგორ ცხოვრობს მსოფლიოში ყველაზე პატარა მილიარდერი - 9 წლის ბიჭუნას მდიდრული სასახლე და ძვირადღირებული მანქანების კოლექცია

მომ­ფა ჯუ­ნი­ო­რი მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა მი­ლი­არ­დე­რია. ის ჯერ კი­დევ 6 წლის ასაკ­ში უკვე უზარ­მა­ზა­რი სა­სახ­ლის მე­პატ­რო­ნე გახ­და, სახ­ლში ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი მან­ქა­ნე­ბის კო­ლექ­ცი­აც აქვს და კერ­ძო თვითმფრი­ნა­ვი­თაც დაფ­რი­ნავს.

ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ქო­ნე­ბა სწო­რედ პა­ტა­რა ბი­ჭის სა­ხელ­ზეა გა­ფორ­მე­ბუ­ლი.

ბი­ჭუ­ნა ახლა 9 წლი­საა. მისი ნამ­დვი­ლი სა­ხე­ლი მუ­ჰა­მედ ავალ მუს­ტა­ფაა და ინ­სტაგ­რამ­ზე 25 000 გა­მომ­წე­რი ჰყავს. ერთ-ერთ ფო­ტო­ზე ის კრე­მის­ფერ "ბენტლის­თან" დგას, ფო­ტოს აღ­წე­რა­ში წერს, რომ ეს მისი პირ­ვე­ლი მან­ქა­ნაა, რო­მე­ლიც მა­მამ უყი­და.

კი­დევ ერთ პოს­ტში ის წი­თე­ლი "ლამ­ბორ­ჯი­ნის" წინ პო­ზი­რებს და წერს, რომ ბედ­ნი­ე­რია.

მომ­ფა მულ­ტი­მი­ლი­ო­ნე­რი ნი­გე­რი­ე­ლი ინ­ტერ­ნეტ ვარ­სკვლა­ვის, ის­მა­ი­ლია მუს­ტა­ფას ვა­ჟია. მა­მას და შვილს ერ­თნა­ი­რად უყ­ვართ ძვირ­ფა­სი ნივ­თე­ბი და ფუ­ლის ხარ­ჯვას არ­ცერ­თი ერი­დე­ბა. მა­მამ მომ­ფას პირ­ვე­ლი სახ­ლი 2019 წელს უყი­და, როცა ბი­ჭუ­ნა 6 წლის გახ­და. ის­მა­ი­ლი­ამ ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი სა­ჩუ­ქა­რი ასე ახ­სნა:

"სა­კუ­თა­რი სახ­ლის ქონა ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე კარ­გი შეგ­რძნე­ბაა, რაც კი არ­სე­ბობს. ამას სი­ტყვე­ბით ვერ გად­მოს­ცემ. სახ­ლში არა­ვინ განგსჯის და ყო­ველ­თვის გაშ­ლი­ლი ხე­ლე­ბით გხვდე­ბი­ან. გი­ლო­ცავ ჩემო ბიჭო ახალ სახ­ლს. ეს მა­მი­კოს­გან შენი და­ბა­დე­ბის დღის სა­ჩუ­ქა­რია.", - ამ­ბობ­და ბი­ჭუ­ნას მამა.

ის­მა­ი­ლია მუს­ტა­ფა, რო­გორც ცნო­ბი­ლია, ვა­ლუ­ტის გა­დამ­ცვლე­ლი პუნ­ქტის მე­სა­კუთ­რე იყო ლა­გოს­ში და სწო­რედ მა­შინ გამ­დიდ­რდა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი ინ­ვეს­ტო­რი გახ­და. ამ­ჟა­მად მას სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­თან აქვს პრობ­ლე­მა და 10 მი­ლი­ონ ფუნტზე მეტი თან­ხის გა­თეთ­რე­ბა ედე­ბა ბრა­ლად.

სა­სა­მარ­თლო ამ თვის და­სა­წყის­ში გა­ი­მარ­თა და მა­მა­კაცს გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ 350 000 ფუნ­ტის გა­დახ­და მო­უ­წია.

წყა­რო: thesun

მო­ამ­ზა­და ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 51 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნატა
0

აი დარდი,მაგრა მკიდია სხვისი ფულებიიი !

ლალუკა
4

აქ მე მატირებენ მშიერ ნიგერიელ ბაღნებს, მუცელდაბერილებს. ჩაგასკდათ მაგ მუცელი. სხვასაც აჭამეთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

როგორ ცხოვრობს მსოფლიოში ყველაზე პატარა მილიარდერი - 9 წლის ბიჭუნას მდიდრული სასახლე და ძვირადღირებული მანქანების კოლექცია

როგორ ცხოვრობს მსოფლიოში ყველაზე პატარა მილიარდერი - 9 წლის ბიჭუნას მდიდრული სასახლე და ძვირადღირებული მანქანების კოლექცია

მომფა ჯუნიორი მსოფლიოში ყველაზე პატარა მილიარდერია. ის ჯერ კიდევ 6 წლის ასაკში უკვე უზარმაზარი სასახლის მეპატრონე გახდა, სახლში ძვირადღირებული მანქანების კოლექციაც აქვს და კერძო თვითმფრინავითაც დაფრინავს.

ძვირადღირებული ქონება სწორედ პატარა ბიჭის სახელზეა გაფორმებული.

ბიჭუნა ახლა 9 წლისაა. მისი ნამდვილი სახელი მუჰამედ ავალ მუსტაფაა და ინსტაგრამზე 25 000 გამომწერი ჰყავს. ერთ-ერთ ფოტოზე ის კრემისფერ "ბენტლისთან" დგას, ფოტოს აღწერაში წერს, რომ ეს მისი პირველი მანქანაა, რომელიც მამამ უყიდა.

კიდევ ერთ პოსტში ის წითელი "ლამბორჯინის" წინ პოზირებს და წერს, რომ ბედნიერია.

მომფა მულტიმილიონერი ნიგერიელი ინტერნეტ ვარსკვლავის, ისმაილია მუსტაფას ვაჟია. მამას და შვილს ერთნაირად უყვართ ძვირფასი ნივთები და ფულის ხარჯვას არცერთი ერიდება. მამამ მომფას პირველი სახლი 2019 წელს უყიდა, როცა ბიჭუნა 6 წლის გახდა. ისმაილიამ ძვირადღირებული საჩუქარი ასე ახსნა:

"საკუთარი სახლის ქონა ერთ-ერთი ყველაზე კარგი შეგრძნებაა, რაც კი არსებობს. ამას სიტყვებით ვერ გადმოსცემ. სახლში არავინ განგსჯის და ყოველთვის გაშლილი ხელებით გხვდებიან. გილოცავ ჩემო ბიჭო ახალ სახლს. ეს მამიკოსგან შენი დაბადების დღის საჩუქარია.", - ამბობდა ბიჭუნას მამა.

ისმაილია მუსტაფა, როგორც ცნობილია, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მესაკუთრე იყო ლაგოსში და სწორედ მაშინ გამდიდრდა, მოგვიანებით კი ინვესტორი გახდა. ამჟამად მას სამართალდამცავებთან აქვს პრობლემა და 10 მილიონ ფუნტზე მეტი თანხის გათეთრება ედება ბრალად.

სასამართლო ამ თვის დასაწყისში გაიმართა და მამაკაცს გირაოს სანაცვლოდ 350 000 ფუნტის გადახდა მოუწია.

წყარო: thesun

მოამზადა ანა სიბოშვილმა