მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მთვრალი მიუვარდა სახლში ბიძაჩემს, ხელყუმბარა გადაუგდო ეზოში..." - გურჯაანში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები: რას ჰყვება ბრალდებულის დისშვილი
"მთვრალი მიუვარდა სახლში ბიძაჩემს, ხელყუმბარა გადაუგდო ეზოში..." - გურჯაანში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები: რას ჰყვება ბრალდებულის დისშვილი

გურ­ჯა­ან­ში, სო­ფელ კა­ლა­ურ­ში მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის შე­სა­ხებ ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი ხდე­ბა ცნო­ბი­ლი. ბრალ­დე­ბუ­ლის დის­შვი­ლი AMBEBI.GE- სთან აცხა­დებს, რომ მკვლე­ლო­ბის მო­ტი­ვი შუ­რის­ძი­ე­ბა არ ყო­ფი­ლა. რო­გორც ზუკა ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი გვიყ­ვე­ბა, გარ­დაც­ვლილ­მა გელა ჩა­ღი­აშ­ვილ­მა 2005 წელს მისი ძმა მოკ­ლა და ამის­თვის სას­ჯე­ლიც მო­ი­ხა­და. გუ­შინ, მკვლე­ლო­ბის დღეს კი მისი ბი­ძის, გი­ორ­გი მღებ­რიშ­ვი­ლის ოჯახ­ში მი­იჭ­რა და ეზო­ში ხელ­ყუმ­ბა­რა გა­და­უგ­დო.

"გავ­რელ­და ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს შუ­რის­ძი­ე­ბა იყო, ეს ახლა და­უ­დეს მო­ტი­ვად, მაგ­რამ ასე არ არის. თვი­თონ მი­უ­ვარ­და სახ­ლში ბი­ძა­ჩემს, მთვრა­ლი იყო, უგი­ნე­ბია და ეზო­ში ხელ­ყუმ­ბა­რა გა­და­უგ­დია. ბი­ძა­ჩემს ცალი თვა­ლი არ აქვს, 60 წლის კა­ცია, არ მის­ცა მოს­ვე­ნე­ბა. ხელ­ყუმ­ბა­რა გა­ა­ნე­იტ­რა­ლეს და სა­ბედ­ნი­ე­როდ, არ აფეთ­ქდა. 2005 წელს ჩემი ძმა მოკ­ლა გელა ჩა­ღი­აშ­ვილ­მა ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბი­სას, გულ­ში ჩა­არ­ტყა დანა. მო­ი­ხა­და სას­ჯე­ლი, 8 წე­ლიც არ გა­მო­უ­ვი­და, რად­გან სა­ყო­ველ­თაო ამ­ნის­ტი­ის დროს შე­ი­წყა­ლეს და ვა­და­ზე ადრე და­ტო­ვა სა­პა­ტიმ­რო." - ამ­ბობს ზუკა ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი.

მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხის პო­ზი­ცია, რომ და­ნა­შა­უ­ლის მო­ტი­ვი შუ­რის­ძი­ე­ბა იყო.

შსს-მ დღეს 36 წლის გელა ჩა­ღი­აშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის­თვის მისი თა­ნა­სოფ­ლე­ლი, 60 წლის გი­ორ­გი მღებ­რიშ­ვი­ლი და­ა­კა­ვა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზზზ
2

გამოუშვით ეს ისე დაც გამწარებული ადამიანი

ალკოჰოლიზმი
0

ყველაფრის სათავეა...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

"მთვრალი მიუვარდა სახლში ბიძაჩემს, ხელყუმბარა გადაუგდო ეზოში..." - გურჯაანში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები: რას ჰყვება ბრალდებულის დისშვილი

"მთვრალი მიუვარდა სახლში ბიძაჩემს, ხელყუმბარა გადაუგდო ეზოში..." - გურჯაანში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები: რას ჰყვება ბრალდებულის დისშვილი

გურჯაანში, სოფელ კალაურში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ბრალდებულის დისშვილი AMBEBI.GE- სთან აცხადებს, რომ მკვლელობის მოტივი შურისძიება არ ყოფილა. როგორც ზუკა ჯავახიშვილი გვიყვება, გარდაცვლილმა გელა ჩაღიაშვილმა 2005 წელს მისი ძმა მოკლა და ამისთვის სასჯელიც მოიხადა. გუშინ, მკვლელობის დღეს კი მისი ბიძის, გიორგი მღებრიშვილის ოჯახში მიიჭრა და ეზოში ხელყუმბარა გადაუგდო.

"გავრელდა ინფორმაცია, თითქოს შურისძიება იყო, ეს ახლა დაუდეს მოტივად, მაგრამ ასე არ არის. თვითონ მიუვარდა სახლში ბიძაჩემს, მთვრალი იყო, უგინებია და ეზოში ხელყუმბარა გადაუგდია. ბიძაჩემს ცალი თვალი არ აქვს, 60 წლის კაცია, არ მისცა მოსვენება. ხელყუმბარა გაანეიტრალეს და საბედნიეროდ, არ აფეთქდა. 2005 წელს ჩემი ძმა მოკლა გელა ჩაღიაშვილმა ურთიერთშელაპარაკებისას, გულში ჩაარტყა დანა. მოიხადა სასჯელი, 8 წელიც არ გამოუვიდა, რადგან საყოველთაო ამნისტიის დროს შეიწყალეს და ვადაზე ადრე დატოვა საპატიმრო." - ამბობს ზუკა ჯავახიშვილი.

მედიაში გავრცელდა გარდაცვლილის ოჯახის პოზიცია, რომ დანაშაულის მოტივი შურისძიება იყო.

შსს-მ დღეს 36 წლის გელა ჩაღიაშვილის მკვლელობისთვის მისი თანასოფლელი, 60 წლის გიორგი მღებრიშვილი დააკავა.