საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მფრინავი მანქანა, რომელმაც 70-საათიანი სატესტო ფრენა წარმატებით გაიარა
მფრინავი მანქანა, რომელმაც 70-საათიანი სატესტო ფრენა წარმატებით გაიარა

დე­ვე­ლო­პე­რე­ბის თქმით, მან­ქა­ნამ, რო­მელ­საც პა­ტა­რა ვერ­ტმფრე­ნად გარ­დაქ­მნა შე­უძ­ლია, ფრე­ნის ტეს­ტი წარ­მა­ტე­ბით გა­ი­ა­რა.

"აე­რო­მან­ქა­ნამ" სლო­ვა­კეთ­ში 70- სა­ა­თი­ა­ნი შე­უ­ჩე­რე­ბე­ლი ფრე­ნის შემ­დეგ, სერ­ტი­ფი­კა­ტიც მი­ი­ღო.

"Klein Vision" არის ფირ­მა, რო­მელ­საც ეს მფრი­ნა­ვი მან­ქა­ნა ეკუთ­ვნის და მათი სპი­კე­რის თქმით, ჰიბ­რი­დის სა­მარ­თა­ვად ადა­მი­ანს პი­ლო­ტის ლი­ცენ­ზია დას­ჭირ­დე­ბა.

მან­ქა­ნა გა­ყიდ­ვა­ში 1 წელ­ში შევა. აე­რო­მან­ქა­ნას 1.6L BMW-ს ძრა­ვა ექ­ნე­ბა და იმუ­შა­ვებს საწ­ვავ­ზე, რო­მე­ლიც ნე­ბის­მი­ერ გაზ­გა­სა­მართ სად­გურ­ში იყი­დე­ბა.

კი­რი­ა­კოს კუ­რო­სი­სი, რო­მე­ლიც სა­მე­ფო აე­რო­ნავ­ტი­კუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ფრე­ნი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბი­სა და ტექ­ნი­კუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტთა ჯგუ­ფის ხელ­მძღვა­ნე­ლია, ამ­ბობს, რომ "ამ­გვა­რი მან­ქა­ნე­ბის ფარ­თო ბა­ზარ­ზე გა­მოშ­ვე­ბით, და­საქ­მე­ბის და ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი გაჩ­ნდე­ბა."

მი­სი­ვე თქმით, აე­რო­მან­ქა­ნე­ბი ერთ დღე­საც ვერ­ტმფრე­ნებს ჩა­ა­ნაც­ვლე­ბენ: "მე მჯე­რა, რომ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ვი­ხი­ლავთ სრუ­ლი­ად ელექტრო, ან მი­ნი­მუმ ჰიბ­რი­დულ მან­ქა­ნებს, რომ­ლე­ბიც ჩვენს გა­რე­მოს­დაც­ვი­თი მდგრა­დო­ბის მიზ­ნებს ხელს შე­უ­წყობს", - ამ­ბობს კუ­რო­სი­სი.

წყა­რო: CNN

მო­ამ­ზა­და ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჯონი
1

70 საათიანი შეუჩერებელი ფრენა? რაკეტაა ორბიტაზე?

ზაზები
0

ანუ ახლა სახლშიც უნდა მეშინოდეეს? 😂

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

მფრინავი მანქანა, რომელმაც 70-საათიანი სატესტო ფრენა წარმატებით გაიარა

მფრინავი მანქანა, რომელმაც 70-საათიანი სატესტო ფრენა წარმატებით გაიარა

დეველოპერების თქმით, მანქანამ, რომელსაც პატარა ვერტმფრენად გარდაქმნა შეუძლია, ფრენის ტესტი წარმატებით გაიარა.

"აერომანქანამ" სლოვაკეთში 70- საათიანი შეუჩერებელი ფრენის შემდეგ, სერტიფიკატიც მიიღო.

"Klein Vision" არის ფირმა, რომელსაც ეს მფრინავი მანქანა ეკუთვნის და მათი სპიკერის თქმით, ჰიბრიდის სამართავად ადამიანს პილოტის ლიცენზია დასჭირდება.

მანქანა გაყიდვაში 1 წელში შევა. აერომანქანას 1.6L BMW-ს ძრავა ექნება და იმუშავებს საწვავზე, რომელიც ნებისმიერ გაზგასამართ სადგურში იყიდება.

კირიაკოს კუროსისი, რომელიც სამეფო აერონავტიკული საზოგადოების ფრენისუნარიანობისა და ტექნიკური მომსახურების სპეციალისტთა ჯგუფის ხელმძღვანელია, ამბობს, რომ "ამგვარი მანქანების ფართო ბაზარზე გამოშვებით, დასაქმების და ახალი ტექნოლოგიების განვითარების ახალი შესაძლებლობები გაჩნდება."

მისივე თქმით, აერომანქანები ერთ დღესაც ვერტმფრენებს ჩაანაცვლებენ: "მე მჯერა, რომ უახლოეს მომავალში ვიხილავთ სრულიად ელექტრო, ან მინიმუმ ჰიბრიდულ მანქანებს, რომლებიც ჩვენს გარემოსდაცვითი მდგრადობის მიზნებს ხელს შეუწყობს", - ამბობს კუროსისი.

წყარო: CNN

მოამზადა ანა სიბოშვილმა