მსოფლიო
სამართალი

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კომაროვის სკოლის კურსდამთავრებული კომპანია Meta-ს შეუერთდა - ვინ არის ლუკა მუშკუდიანი, რომლის წარმატების ამბავმაც სოციალური ქსელი მოიცვა
კომაროვის სკოლის კურსდამთავრებული კომპანია Meta-ს შეუერთდა - ვინ არის ლუკა მუშკუდიანი, რომლის წარმატების ამბავმაც სოციალური ქსელი მოიცვა

კო­მა­რო­ვის სკო­ლის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლი, ლუკა მუშ­კუ­დი­ა­ნი უმ­სხვი­ლეს სა­ერ­თა­შო­რი­სო ტექ­ნო­ლო­გი­ურ კორ­პო­რა­ცია "მე­ტას" შე­უ­ერ­თდა. ინ­ფორ­მა­ცი­ას ამის შე­სა­ხებ კო­მა­რო­ვის სკო­ლის "ფე­ის­ბუ­ქის" ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე აქ­ვეყ­ნე­ბენ.

"სი­ხა­რუ­ლით გი­ზი­ა­რებთ კო­მა­რო­ვე­ლე­ბის წარ­მა­ტე­ბის ის­ტო­რი­ას!

კო­მა­რო­ვის სკო­ლის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლი ლუკა მუშ­კუ­დი­ა­ნი (2020 წლის გა­მოშ­ვე­ბა) 2022 წლის მა­ი­სი­დან 12 კვი­რი­ა­ნი სას­წავ­ლო-სა­მუ­შაო პროგ­რა­მით შე­უ­ერ­თდე­ბა უმ­სხვი­ლეს სა­ერ­თა­შო­რი­სო ტექ­ნო­ლო­გი­ურ კორ­პო­რა­ცი­ას “Meta”.

“Meta” კორ­პო­რა­ცია მო­ი­ცავს ყვე­ლას­თვის კარ­გად ნაც­ნობ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­სა და პლატ­ფორ­მებს: Facebook, Instagram, Whatsapp.

ლუკა მუშ­კუ­დი­ა­ნი კო­მა­რო­ვის სკო­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ სწავ­ლას Vanderbilt University-ში გა­ნაგ­რძობს კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

ლუ­კას პროგ­რა­მა­ში მოხ­ვედ­რა მიზ­ნად ჰქონ­და და­სა­ხუ­ლი, რად­გან მისი აზ­რით, პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნის გარ­და, პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბაც უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი კომ­პო­ნენ­ტია.

მე­ტა­ში გა­ნა­ცხა­დის შე­ტა­ნა დამ­საქ­მებ­ლის­თვის პორ­ტფო­ლი­ოს გაგ­ზავ­ნით და­ი­წყო. მა­ლე­ვე, კომ­პა­ნი­ამ ტექ­ნი­კუ­რი ინ­ტერ­ვიუ და­უ­ნიშ­ნა, რომ­ლის მი­ზა­ნიც ლუ­კას შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის შე­მოწ­მე­ბა იყო. ამ ინ­ტერ­ვი­უს­თვის რამ­დე­ნი­მე კვი­რა ემ­ზა­დე­ბო­და, რა­მაც შე­დე­გი გა­მო­ი­ღო და რამ­დე­ნი­მე გა­სა­უბ­რე­ბის შემ­დეგ და­დე­ბი­თი პა­სუ­ხი მი­ი­ღო.

ლუკა კომ­პა­ნია “მე­ტას” სა­თაო ოფის­ში, კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში, 12 კვი­რი­ან სას­წავ­ლო-სა­მუ­შაო პროგ­რა­მას გა­ივ­ლის და მისი მენ­ტო­რი “მე­ტას” მა­ღა­ლი პო­ზი­ცი­ის გა­მოც­დი­ლი ინ­ჟი­ნე­რი იქ­ნე­ბა. ლუ­კას ასე­ვე სა­შუ­ა­ლე­ბა აქვს აირ­ჩი­ოს სა­სურ­ვე­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა და “მე­ტას” ტექ­ნი­კურ გუნდთან ერ­თად იმუ­შა­ოს.

მე­ტა­ში მუ­შა­ო­ბა დიდი გა­მოც­დი­ლე­ბაა რო­გორც პრო­ფე­სი­უ­ლი, ასე­ვე პი­როვ­ნუ­ლი ზრდის თვალ­საზ­რი­სით. სა­ინ­ტე­რე­სო და კომ­პე­ტენ­ტუ­რი გუნ­დი ლუ­კას და­ეხ­მა­რე­ბა გა­იღ­რმა­ვოს ცოდ­ნა ციფ­რუ­ლი სამ­ყა­როს შე­სა­ხებ და გა­ეც­ნოს რო­გორ მუ­შა­ობს მსოფ­ლი­ოს უმ­სხვი­ლე­სი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი.

კო­მა­როვ­ში სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში ლუ­კამ მა­თე­მა­ტი­კის წრე­ზე სი­ა­რუ­ლი ად­რე­ვე და­ი­წყო, ხოლო მე­ა­თე კლა­სი­დან სა­ქარ­თვე­ლოს მა­თე­მა­ტი­კის ნაკ­რე­ბის წევ­რი გახ­და. მე­თორ­მე­ტე კლას­ში კი სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ფორ­მა­ტი­კის ნაკ­რებს შე­უ­ერ­თდა. ორი­ვე მი­მარ­თუ­ლე­ბით მო­პო­ვე­ბუ­ლი აქვს სა­ერ­თა­შო­რი­სო ოლიმ­პი­ა­დის მედ­ლე­ბი. რო­გორც ლუკა იხ­სე­ნებს სა­ერ­თშო­რი­სო წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა­ში კო­მა­რო­ვის წრე­ებ­სა და მას­წავ­ლებ­ლებს უდი­დე­სი როლი მი­უ­ძღვით, ოლიმ­პი­ა­დებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბამ კი შემ­დგო­მი აკა­დე­მი­უ­რი და პრო­ფე­სი­უ­ლი წარ­მა­ტე­ბა გა­ნა­პი­რო­ბა.

ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ ადა­მი­ა­ნებს, ლუკა ურ­ჩევ­და რომ და­მო­უ­კი­დებ­ლად (ინ­ტერ­ნე­ტი­დან) ის­წავ­ლონ პროგ­რა­მი­რე­ბის სხვა­დას­ხვა სფე­რო, რად­განც თით­ქმის ყვე­ლა სფე­რო­ში მო­თხოვ­ნა­დია. ასე­ვე მე­გობ­რებს, კო­მა­რო­ვის ამ­ჟა­მინ­დელ თუ მო­მა­ვალ მოს­წავ­ლე­ებს სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან ურ­ჩევს, რომ და­ი­სა­ხონ მი­ზა­ნი, რად­გა­ნაც თავ­და­უ­ზო­გა­ვი შრო­მის შემ­თხვე­ვა­ში გან­ვი­თა­რე­ბა გარ­და­უ­ვა­ლია.

კო­მა­რო­ვის სკო­ლა ულო­ცავს ლუკა მუშ­კუ­დი­ანს წარ­მა­ტე­ბას და უსურ­ვებს მრა­ვალ სა­ინ­ტე­რე­სო გა­მოწ­ვე­ვა­სა და წინსვლას!", - აღ­ნიშ­ნუ­ლია გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ პოს­ტში.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
status quo
12

საქართველოს დამფუძნებელი მამა იყო ფარნავაზ მეფე.საქართველოს მე19 საუკუნეში ან მიშას დასაფუძნებელი არაფერი სჭირდა.ნუ ბაძავთ ამერიკელებს,აშშ 20 წლის წინ შეიქმნა როგორც სახელმწიფო და მაგიტომ ეძახიან ვაშინგტონსა და მის თანამოაზრეებს დამფუძნებლებს.ჩვენს რეალობაში ეს სიტყვა არამართებულია.

ანა
3

საცოდავი ბაშალეიშვილი არ დაგავიწყდეთ.ისიც წარმატებული პროგრამისტი იყო. თქვენი შვილი ესპანეთში დისტანციურად რომ მუშაობს,გაარკვიეთ რას აკეთებს,სანამ რამე მოხდება! ყველას წარმატებას გისურვებთ. თავს გაუფრთხილდით! ათჯერ გაზომეთ და ერთხელ გაჭერით!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

კომაროვის სკოლის კურსდამთავრებული კომპანია Meta-ს შეუერთდა - ვინ არის ლუკა მუშკუდიანი, რომლის წარმატების ამბავმაც სოციალური ქსელი მოიცვა

კომაროვის სკოლის კურსდამთავრებული კომპანია Meta-ს შეუერთდა - ვინ არის ლუკა მუშკუდიანი, რომლის წარმატების ამბავმაც სოციალური ქსელი მოიცვა

კომაროვის სკოლის კურსდამთავრებული, ლუკა მუშკუდიანი უმსხვილეს საერთაშორისო ტექნოლოგიურ კორპორაცია "მეტას" შეუერთდა. ინფორმაციას ამის შესახებ კომაროვის სკოლის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებენ.

"სიხარულით გიზიარებთ კომაროველების წარმატების ისტორიას!

კომაროვის სკოლის კურსდამთავრებული ლუკა მუშკუდიანი (2020 წლის გამოშვება) 2022 წლის მაისიდან 12 კვირიანი სასწავლო-სამუშაო პროგრამით შეუერთდება უმსხვილეს საერთაშორისო ტექნოლოგიურ კორპორაციას “Meta”.

“Meta” კორპორაცია მოიცავს ყველასთვის კარგად ნაცნობ სოციალურ ქსელებსა და პლატფორმებს: Facebook, Instagram, Whatsapp.

ლუკა მუშკუდიანი კომაროვის სკოლის დასრულების შემდეგ სწავლას Vanderbilt University-ში განაგრძობს კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით.

ლუკას პროგრამაში მოხვედრა მიზნად ჰქონდა დასახული, რადგან მისი აზრით, პროფესიული განვითარებისთვის უნივერსიტეტში მიღებული ცოდნის გარდა, პრაქტიკული გამოცდილებაც უმნიშვნელოვანესი კომპონენტია.

მეტაში განაცხადის შეტანა დამსაქმებლისთვის პორტფოლიოს გაგზავნით დაიწყო. მალევე, კომპანიამ ტექნიკური ინტერვიუ დაუნიშნა, რომლის მიზანიც ლუკას შესაძლებლობების შემოწმება იყო. ამ ინტერვიუსთვის რამდენიმე კვირა ემზადებოდა, რამაც შედეგი გამოიღო და რამდენიმე გასაუბრების შემდეგ დადებითი პასუხი მიიღო.

ლუკა კომპანია “მეტას” სათაო ოფისში, კალიფორნიაში, 12 კვირიან სასწავლო-სამუშაო პროგრამას გაივლის და მისი მენტორი “მეტას” მაღალი პოზიციის გამოცდილი ინჟინერი იქნება. ლუკას ასევე საშუალება აქვს აირჩიოს სასურველი მიმართულება და “მეტას” ტექნიკურ გუნდთან ერთად იმუშაოს.

მეტაში მუშაობა დიდი გამოცდილებაა როგორც პროფესიული, ასევე პიროვნული ზრდის თვალსაზრისით. საინტერესო და კომპეტენტური გუნდი ლუკას დაეხმარება გაიღრმავოს ცოდნა ციფრული სამყაროს შესახებ და გაეცნოს როგორ მუშაობს მსოფლიოს უმსხვილესი სოციალური ქსელი.

კომაროვში სწავლის პერიოდში ლუკამ მათემატიკის წრეზე სიარული ადრევე დაიწყო, ხოლო მეათე კლასიდან საქართველოს მათემატიკის ნაკრების წევრი გახდა. მეთორმეტე კლასში კი საქართველოს ინფორმატიკის ნაკრებს შეუერთდა. ორივე მიმართულებით მოპოვებული აქვს საერთაშორისო ოლიმპიადის მედლები. როგორც ლუკა იხსენებს საერთშორისო წარმატების მიღწევაში კომაროვის წრეებსა და მასწავლებლებს უდიდესი როლი მიუძღვით, ოლიმპიადებში მონაწილეობის გამოცდილებამ კი შემდგომი აკადემიური და პროფესიული წარმატება განაპირობა.

ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ადამიანებს, ლუკა ურჩევდა რომ დამოუკიდებლად (ინტერნეტიდან) ისწავლონ პროგრამირების სხვადასხვა სფერო, რადგანც თითქმის ყველა სფეროში მოთხოვნადია. ასევე მეგობრებს, კომაროვის ამჟამინდელ თუ მომავალ მოსწავლეებს საკუთარი გამოცდილებიდან ურჩევს, რომ დაისახონ მიზანი, რადგანაც თავდაუზოგავი შრომის შემთხვევაში განვითარება გარდაუვალია.

კომაროვის სკოლა ულოცავს ლუკა მუშკუდიანს წარმატებას და უსურვებს მრავალ საინტერესო გამოწვევასა და წინსვლას!", - აღნიშნულია გამოქვეყნებულ პოსტში.