საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამბობს, მეტროში ჩავედით, ტელეფონით ვიდეოებს ვიღებდითო...ამას ხელი გადაუგრიხეს, თვალი დალურჯებული ჰქონდა" -  რას ჰყვება მეტროში პოლიციელის მიერ ნაცემი შშმ პირის მამა
"ამბობს, მეტროში ჩავედით, ტელეფონით ვიდეოებს ვიღებდითო...ამას ხელი გადაუგრიხეს, თვალი დალურჯებული ჰქონდა" -  რას ჰყვება მეტროში პოლიციელის მიერ ნაცემი შშმ პირის მამა

მეტ­რო­ში პო­ლი­ცი­ე­ლის მიერ ნა­ცე­მი შშმ პი­რის მამა აცხა­დებს, რომ მის შვილს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი თვა­ლის არე­ში აქვს. რო­გორც ის აღ­ნიშ­ნავს, მისი შვი­ლი ახლა სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნულ ბი­უ­რო­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი, რათა მის­თვის მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი შე­ფას­დეს.

"ჩემი შვი­ლი მე­გობ­რებ­თან ერ­თად ჩა­დი­ო­და "ის­ნის" მეტ­რო­ში, პო­ლი­ცია რომ მი­უ­ახ­ლოვ­და, მისი მე­გობ­რე­ბი გა­იქ­ცნენ, ამას ხელი გა­და­უგ­რი­ხეს და გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, იქაც ცემ­დნენ. ბავ­შვი სახ­ლში ღამე, 12:00 სა­ათ­ზე მო­ვი­და, ვნა­ხე, რომ ნა­ცე­მი იყო და თვა­ლი და­სი­ე­ბუ­ლი, და­ლურ­ჯე­ბუ­ლი ჰქონ­და. დღეს პო­ლი­ცი­ამ ექ­სპერ­ტი­ზა­ზე წა­იყ­ვა­ნა, და­ნარ­ჩე­ნი ვნა­ხოთ, რო­გორ იქ­ნე­ბა.

ამ­ბობს, მეტ­რო­ში ჩა­ვე­დით, ტე­ლე­ფო­ნით ვი­დე­ო­ებს ვი­ღებ­დით, არა­ფე­რი დაგ­ვი­შა­ვე­ბია, არა­ფერს ვამ­ტვრევ­დი­თო. არაფ­რის გამო და­მი­ჭი­რა პო­ლი­ცი­ამ, მე­გობ­რე­ბი გა­იქ­ცნენ, მე შე­მიყ­ვა­ნეს და მცე­მე­სო.

სკო­ლა­ში არ და­დის, მისი მე­გო­ბა­რი "ვაგ­ზალ­ზე“ ქი­რით ცხოვ­რობს და მას­თან ცხოვ­რობს, სახ­ლში კვი­რა­ში ორ­ჯერ მო­დი­ო­და, ეს ამ­ბა­ვი რომ მოხ­და, სახ­ლში მო­ვი­და",- აცხა­დებს არას­რულ­წლოვ­ნის მამა.

ცნო­ბის­თვის, მეტ­რო­ში შშმ პირ­ზე ძა­ლა­დო­ბის საქ­მე­ზე ორი პო­ლი­ცი­ე­ლი, ნუკ­რი ბაქ­რა­ძე და კახა ბა­კაშ­ვი­ლი და­ა­კა­ვეს.

ნუკ­რი ბაქ­რა­ძეს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 1443 მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის "ა“",ბ“, და "ზ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნას ედა­ვე­ბი­ან, რაც გუ­ლის­ხმობს და­მამ­ცი­რე­ბელ და არა­ა­და­მი­ა­ნურ მო­პყრო­ბას ჩა­დე­ნილს მო­ხე­ლის მიერ, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, დამ­ნა­შა­ვი­სათ­ვის წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლოვ­ნი­სა და სხვაგ­ვა­რად თა­ვი­სუფ­ლე­ბა­შე­ზღუ­დუ­ლი პი­რის მი­მართ; ხოლო, ფაქ­ტის შემ­სწრე სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის მე­ო­რე თა­ნამ­შრო­მელს - კახა ბა­კაშ­ვილს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 332-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნას ედა­ვე­ბი­ან, რაც გუ­ლის­ხმობს სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბას.

მკითხველის კომენტარები / 50 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
nino
0

პროვოკაციის სუნი უდის ამ საქმეს.ამ ბავშვებს ალბათ რაღაც დაალევინეს ან მოაწევინეს და ეს ჩაადენინეს. რატომ იყო იქ არასამთავრობოს წარმომადგენელი ან ტვ–1–ის ჯურნალისტი? ეს ფაქტი კარგ გამოძიებას საჭიროებს, თორემ კიდევ მივიღებთ მსგავს შემთხვევებს.

დიახ
1

ასეთ არასრულწლოვანებს და უფრო ნორმალურებსაც დღეს ეს ვითომ ოპოზიციონერები ბოროტად იყენებენ, მათ სკვერებში დაამტვრევინეს სკამები, განათებები და ა.შ. ეს უკვე აღარავის უკვირს.მაგრამ, კანონი უნდა ამოქმედდეს ასეთებისთვის, თუ არასრულწლოვანის დანაშაულისთვის თუნდაც დააჯარიმებენ მშობელს, ეს შედეგს გამოიღებს, მშობლებიც უფრო ყურადღებით იქნებიან,ფულის სანაცვლოდ მათ შვილებს სხვებიც ვერ გამოიყენებენ, ბავშვებიც უფრო ნორმალურად აღიზრდებიან. სხვა შემთხვევაში, გადაჯიშება გვიწერია, კრიმინალებად გაიზრდებიან ბავშვების საკმაო ნაწილი.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ამბობს, მეტროში ჩავედით, ტელეფონით ვიდეოებს ვიღებდითო...ამას ხელი გადაუგრიხეს, თვალი დალურჯებული ჰქონდა" -  რას ჰყვება მეტროში პოლიციელის მიერ ნაცემი შშმ პირის მამა

"ამბობს, მეტროში ჩავედით, ტელეფონით ვიდეოებს ვიღებდითო...ამას ხელი გადაუგრიხეს, თვალი დალურჯებული ჰქონდა" -  რას ჰყვება მეტროში პოლიციელის მიერ ნაცემი შშმ პირის მამა

მეტროში პოლიციელის მიერ ნაცემი შშმ პირის მამა აცხადებს, რომ მის შვილს დაზიანებები თვალის არეში აქვს. როგორც ის აღნიშნავს, მისი შვილი ახლა სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია გადაყვანილი, რათა მისთვის მიყენებული დაზიანებები შეფასდეს.

"ჩემი შვილი მეგობრებთან ერთად ჩადიოდა "ისნის" მეტროში, პოლიცია რომ მიუახლოვდა, მისი მეგობრები გაიქცნენ, ამას ხელი გადაუგრიხეს და განყოფილებაში გადაიყვანეს, იქაც ცემდნენ. ბავშვი სახლში ღამე, 12:00 საათზე მოვიდა, ვნახე, რომ ნაცემი იყო და თვალი დასიებული, დალურჯებული ჰქონდა. დღეს პოლიციამ ექსპერტიზაზე წაიყვანა, დანარჩენი ვნახოთ, როგორ იქნება.

ამბობს, მეტროში ჩავედით, ტელეფონით ვიდეოებს ვიღებდით, არაფერი დაგვიშავებია, არაფერს ვამტვრევდითო. არაფრის გამო დამიჭირა პოლიციამ, მეგობრები გაიქცნენ, მე შემიყვანეს და მცემესო.

სკოლაში არ დადის, მისი მეგობარი "ვაგზალზე“ ქირით ცხოვრობს და მასთან ცხოვრობს, სახლში კვირაში ორჯერ მოდიოდა, ეს ამბავი რომ მოხდა, სახლში მოვიდა",- აცხადებს არასრულწლოვნის მამა.

ცნობისთვის, მეტროში შშმ პირზე ძალადობის საქმეზე ორი პოლიციელი, ნუკრი ბაქრაძე და კახა ბაკაშვილი დააკავეს.

ნუკრი ბაქრაძეს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, და ,,ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც გულისხმობს დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას ჩადენილს მოხელის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისა და სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ; ხოლო, ფაქტის შემსწრე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მეორე თანამშრომელს - კახა ბაკაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას.