საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ომიკრონის“ ლაბორატორიულად დადასტურებული 1600 შემთხვევიდან ჰოსპიტალიზაცია 1%-ს დასჭირდა" - ამირან გამყრელიძე
"ომიკრონის“ ლაბორატორიულად დადასტურებული 1600 შემთხვევიდან ჰოსპიტალიზაცია 1%-ს დასჭირდა" - ამირან გამყრელიძე

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, ქვე­ყა­ნა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის გა­მოვ­ლე­ნი­ლი და­დე­ბი­თი შემ­თხვე­ვე­ბის 90% "ომიკ­რო­ნია". ამის შე­სა­ხებ მან უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

"ომიკ­რო­ნის“ ცირ­კუ­ლა­ცია ქვე­ყა­ნა­ში მო­მა­ტე­ბუ­ლია. ჩვე­ნი გათ­ვლე­ბით, დღე­ვან­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, და­ახ­ლო­ე­ბით 90%, რაც ცირ­კუ­ლი­რებს, არის "ომიკ­რო­ნი“. ასე­ვე, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ "ომიკ­რო­ნის“ ორი ქვეშ­ტა­მი­დან: BA1 და BA2 ჩვენ­თან ორი­ვე იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია. მე­ო­რე შტამს, რო­გორც სა­ერ­თა­შო­რი­სო ლი­ტე­რა­ტუ­რი­დან ცნო­ბი­ლია ახა­სი­ა­თებს კი­დევ უფრო სწრა­ფი გა­და­დე­ბის უნა­რი და დიდი ალ­ბა­თო­ბით, რად­გან ქვე­ყა­ნა­ში სწრა­ფი ტალ­ღაა, შე­საძ­ლე­ბე­ლია მას­თან იყოს და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. თუმ­ცა, BA1- თან შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბი აგ­რე­სი­უ­ლო­ბა ახა­სი­ა­თებს.

დღეს ჩვე­ნი მხრი­დან გზავ­ნი­ლი არის ის, რომ "ომიკ­რო­ნის“ ცირ­კუ­ლა­ცია მო­მა­ვა­ლი ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ქვე­ყა­ნა­ში გა­იზ­რდე­ბა, ანუ შემ­თხვე­ვა­თა რა­ო­დე­ნო­ბა კი­დევ მეტი გვექ­ნე­ბა. დღეს რომ 15 ათას­ზე მე­ტია და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი, რე­ა­ლუ­რად უნდა ვი­ან­გა­რი­შოთ 3-4 ჯერ მეტი. ეს არის ის კლი­ნი­კუ­რი ფორ­მე­ბი, რომ­ლე­ბიც, თით­ქმის, უსიმპტო­მოდ აქვთ ადა­მი­ა­ნებს ან მცი­რე სიმპტო­მე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს. ისი­ნი უნდა იყ­ვნენ სახ­ლში! არ ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ ყვე­ლა სახ­ლშია. მთა­ვა­რი გზავ­ნი­ლი უნდა იყოს, რომ თუ ეწყე­ბათ რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სიმპტო­მე­ბი: ხვე­ლა, თა­ვის ტკი­ვი­ლი, სურ­დო, ყე­ლის ტკი­ვი­ლი და ტემ­პე­რა­ტუ­რის მო­მა­ტე­ბა, არ არის სა­ჭი­რო რამ­დე­ნი­მე ად­გილ­ზე და­ი­ტეს­ტოთ და დარ­წმუნ­დეთ გაქვთ თუ არა და შტა­მი გაქვთ თუ არა. დიდი ალ­ბა­თო­ბით, უნდა თქვათ, რად­გან 90 %-ში ცირ­კუ­ლი­რებს "ომიკ­რო­ნის“ შტა­მი ე.ი არის "ომიკ­რო­ნი“ და იყოთ სახ­ლში! დარ­ჩეთ სახ­ლში, და­ურ­ე­კოთ 112-ს და ოჯა­ხის ექი­მის სა­შუ­ა­ლე­ბით, სიმპტო­მე­ბის მი­ხედ­ვით მდგო­მა­რე­ო­ბა მარ­თოთ. 90% შემ­თხვე­ვებ­ში და მეტი ეს ჩა­ივ­ლის რამ­დე­ნი­მე დღის, 3-4-5 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, თით­ქმის, სიმპტო­მე­ბის გა­რე­შე ან მცი­რე­ო­დე­ნი სიმპტო­მე­ბით. 37-37.5 გრა­დუ­სი ტემ­პე­რა­ტუ­რით და ოდ­ნავ ყე­ლის ტკი­ვი­ლით. იცით ამ დროს რა უნდა გა­მო­ი­ყე­ნოთ,“- გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, კვლე­ვის მი­ხედ­ვით, და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი­დან, მხო­ლოდ 1%-ს დას­ჭირ­და ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია.

"ჩვე­ნი კვლე­ვე­ბით, და­ახ­ლო­ე­ბით 1600 ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა გვაქვს გა­მოკ­ვლე­უ­ლი და მათ­გან ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია 16-მდე ადა­მი­ანს, 1%-ს დას­ჭირ­და. იქი­დან 13 ადა­მი­ა­ნი სწრა­ფად­ვე გა­ე­წე­რა, 3 რჩე­ბა, არ­ცერ­თს არ დას­ჭირ­ვე­ბია ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პია და ხე­ლოვ­ნუ­რი ვენ­ტი­ლა­ცია. თუმ­ცა, ამან არ უნდა დაგ­ვამ­შვი­დოს. "ომიკ­რო­ნით“ და­ინ­ფი­ცი­რე­ბის სა­შუ­ა­ლო ასა­კი 33.7 წელი გვაქვს. რაც შე­ე­ხე­ბა ბავ­შვებს, ბავ­შვე­ბის ხვედ­რი­თი წილი სა­ერ­თო ინ­ფი­ცი­რე­ბის არ არის გაზ­რდი­ლი. 18-19%-ის ფარ­გლებ­შია 19 წლამ­დე ბავ­შვე­ბის წილი. შემ­თხვე­ვე­ბი მო­ი­მა­ტებს, მაგ­რამ პა­ნი­კას ნუ მი­ვე­ცე­მით! გთხოვთ და მო­გი­წო­დებთ, ნუ იქ­ნე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბა­ში პა­ნი­კა!“- გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქეთინო
1

ალო! ევექსი, ნეოლაბი, საქართველს ბანკი , გამყრელიძის ოფისია?

ვახ!
0

რომელი ექიმი დაურეკავს, საიდან მოგყავტ, ალოს მთქმელიც აღარ გეყოლებატ მალე :(((

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ომიკრონის“ ლაბორატორიულად დადასტურებული 1600 შემთხვევიდან ჰოსპიტალიზაცია 1%-ს დასჭირდა" - ამირან გამყრელიძე

"ომიკრონის“ ლაბორატორიულად დადასტურებული 1600 შემთხვევიდან ჰოსპიტალიზაცია 1%-ს დასჭირდა" - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენილი დადებითი შემთხვევების 90% "ომიკრონია". ამის შესახებ მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"ომიკრონის“ ცირკულაცია ქვეყანაში მომატებულია. ჩვენი გათვლებით, დღევანდელი მონაცემებით, დაახლოებით 90%, რაც ცირკულირებს, არის "ომიკრონი“. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ "ომიკრონის“ ორი ქვეშტამიდან: BA1 და BA2 ჩვენთან ორივე იდენტიფიცირებულია. მეორე შტამს, როგორც საერთაშორისო ლიტერატურიდან ცნობილია ახასიათებს კიდევ უფრო სწრაფი გადადების უნარი და დიდი ალბათობით, რადგან ქვეყანაში სწრაფი ტალღაა, შესაძლებელია მასთან იყოს დაკავშირებული. თუმცა, BA1- თან შედარებით ნაკლები აგრესიულობა ახასიათებს.

დღეს ჩვენი მხრიდან გზავნილი არის ის, რომ "ომიკრონის“ ცირკულაცია მომავალი ორი კვირის განმავლობაში ქვეყანაში გაიზრდება, ანუ შემთხვევათა რაოდენობა კიდევ მეტი გვექნება. დღეს რომ 15 ათასზე მეტია დაფიქსირებული, რეალურად უნდა ვიანგარიშოთ 3-4 ჯერ მეტი. ეს არის ის კლინიკური ფორმები, რომლებიც, თითქმის, უსიმპტომოდ აქვთ ადამიანებს ან მცირე სიმპტომებით მიმდინარეობს. ისინი უნდა იყვნენ სახლში! არ ვარ დარწმუნებული, რომ ყველა სახლშია. მთავარი გზავნილი უნდა იყოს, რომ თუ ეწყებათ რესპირაციული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები: ხველა, თავის ტკივილი, სურდო, ყელის ტკივილი და ტემპერატურის მომატება, არ არის საჭირო რამდენიმე ადგილზე დაიტესტოთ და დარწმუნდეთ გაქვთ თუ არა და შტამი გაქვთ თუ არა. დიდი ალბათობით, უნდა თქვათ, რადგან 90 %-ში ცირკულირებს "ომიკრონის“ შტამი ე.ი არის "ომიკრონი“ და იყოთ სახლში! დარჩეთ სახლში, დაურეკოთ 112-ს და ოჯახის ექიმის საშუალებით, სიმპტომების მიხედვით მდგომარეობა მართოთ. 90% შემთხვევებში და მეტი ეს ჩაივლის რამდენიმე დღის, 3-4-5 დღის განმავლობაში, თითქმის, სიმპტომების გარეშე ან მცირეოდენი სიმპტომებით. 37-37.5 გრადუსი ტემპერატურით და ოდნავ ყელის ტკივილით. იცით ამ დროს რა უნდა გამოიყენოთ,“- განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, კვლევის მიხედვით, დადასტურებული შემთხვევებიდან, მხოლოდ 1%-ს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია.

"ჩვენი კვლევებით, დაახლოებით 1600 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გვაქვს გამოკვლეული და მათგან ჰოსპიტალიზაცია 16-მდე ადამიანს, 1%-ს დასჭირდა. იქიდან 13 ადამიანი სწრაფადვე გაეწერა, 3 რჩება, არცერთს არ დასჭირვებია ინტენსიური თერაპია და ხელოვნური ვენტილაცია. თუმცა, ამან არ უნდა დაგვამშვიდოს. "ომიკრონით“ დაინფიცირების საშუალო ასაკი 33.7 წელი გვაქვს. რაც შეეხება ბავშვებს, ბავშვების ხვედრითი წილი საერთო ინფიცირების არ არის გაზრდილი. 18-19%-ის ფარგლებშია 19 წლამდე ბავშვების წილი. შემთხვევები მოიმატებს, მაგრამ პანიკას ნუ მივეცემით! გთხოვთ და მოგიწოდებთ, ნუ იქნება მოსახლეობაში პანიკა!“- განაცხადა გამყრელიძემ.