მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბორის ჯონსონმა დაბადების დღის წვეულება მაშინ გამართა, როცა ყველაზე მკაცრი "ლოქდაუნი" მოქმედებდა" - დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ახალ სკანდალში გაეხვა
"ბორის ჯონსონმა დაბადების დღის წვეულება მაშინ გამართა, როცა ყველაზე მკაცრი "ლოქდაუნი" მოქმედებდა" - დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ახალ სკანდალში გაეხვა

დიდი ბრი­ტა­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, ბო­რის ჯონ­სო­ნი კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის გამო ახალ სკან­დალ­ში გა­ეხ­ვა. მე­დი­ის ცნო­ბით, პან­დე­მი­ის სა­წყის ეტაპ­ზე, რო­დე­საც ბრი­ტა­ნეთ­ში პირ­ვე­ლად და­წეს­და "ლო­ქ­და­უ­ნი", ბო­რის ჯონ­სონ­მა თა­ვი­სი და­ბა­დე­ბის დღის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად და­უ­ნინგ სთრი­თის 10 ნო­მერ­ში ხალ­ხმრა­ვა­ლი წვე­უ­ლე­ბა მო­ა­წყო.

2020 წლის ივ­ნის­ში გა­მარ­თულ წვე­უ­ლე­ბას 30-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი ეს­წრე­ბო­და. წვე­უ­ლე­ბის სტუმ­რებ­მა პრე­მი­ერს და­ბა­დე­ბის დღის სიმ­ღე­რა უმ­ღე­რეს და ტორ­ტი მი­არ­თვეს.

წვე­უ­ლე­ბის ერთ-ერთი სტუ­მა­რი ამ­ბობს, რომ იქ 10 წუთ­ზე უფრო ნაკ­ლე­ბი დრო გა­ა­ტა­რა.

იმ პე­რი­ო­დის­თვის, 2020 წლის 19 ივ­ნი­სის­თვის დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში მკაც­რი შე­ზღუდ­ვე­ბი მოქ­მე­დებ­და და მათ შო­რის, აკ­რძა­ლუ­ლი იყო შიდა სივ­რცე­ში შეკ­რე­ბა.

ბო­რის ჯონ­სო­ნი იმა­ვე დღეს სტუმ­რობ­და Bovingdon-ის აკა­დე­მი­ას, სა­დაც ტორ­ტი და­ახ­ვედ­რეს. ეს ფოტო და­უ­ნინგ სთრით­ზე გა­მარ­თულ წვე­უ­ლე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ად­რეა გა­და­ღე­ბუ­ლი

და­ბა­დე­ბის დღის წვე­უ­ლე­ბა მე­დი­ის ცნო­ბით, სა­მუ­შაო კა­ბი­ნეტ­ში შედ­გა. წვე­უ­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი ბო­რის ჯონ­სო­ნის მა­შინ­დე­ლი სა­ცო­ლე (ახლა უკვე ცო­ლია) კერი სა­ი­მონდსი იყო. გა­რე­მოს დაც­ვის მდი­ვა­ნი უარ­ყოფს მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას და ამ­ბობს, რომ იქ არ ყო­ფი­ლა 30 ადა­მი­ა­ნი, რე­ა­ლუ­რად 10 ადა­მი­ა­ნი იყო შეკ­რე­ბი­ლი.

ყო­ვე­ლი­ვეს გამო ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, ასე­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი აკ­რი­ტი­კებს ბრი­ტა­ნე­თის პრე­მი­ერს და თა­ვი­სი­ვე დად­გე­ნი­ლი წე­სე­ბის დარ­ღვე­ვა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს. თა­ვად ბო­რის ჯონ­სონს ჯერ­ჯე­რო­ბით ამ თე­მა­ზე კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბია, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნულ თე­მა­ზე „ტვი­ტერ­ში“ წე­რენ ხე­ლისფლე­ბის სხვა წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

ბო­რის ჯონ­სო­ნი და კერი სა­ი­მონდსი

"რო­დე­საც ადა­მი­ა­ნე­ბი ოფის­ში ყი­დუ­ლო­ბენ ნამ­ცხვარს შუ­ა­დღეს ადა­მი­ა­ნის­თვის, რო­მე­ლიც მუ­შა­ობს ამ ოფის­ში, ყოვ­ნდე­ბი­ან ათი წუ­თით, ულო­ცა­ვენ და­ბა­დე­ბის დღეს და შემ­დეგ, ისევ სა­მუ­შაო ად­გილს უბ­რუნ­დე­ბი­ან, ამას წვე­უ­ლე­ბას ეძა­ხით?“ - წერს კულ­ტუ­რის მდი­ვა­ნი ნა­დინ დო­რი­სი.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მიშა
0

ეს რა პიტალო ბავშვი იქნებოდა, ამაზე უკეტესი ვერ მონახეს ბრიტანელებმა? თუმცა ეხლა დაქნეულობა მოდაშია: მაკრონი, ეს ბორია, ზელენსკი, ჩვენი პატიმარი მიშიკოც უმშვენებს გვერდს...

ასეა ეს
0

ირაკლი და ამის შედარება როგორ შეიძლება ?ირაკლი ლამაზიცაა და თმებიც ლამაზი აქვს უხდება კიდეც

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"ბორის ჯონსონმა დაბადების დღის წვეულება მაშინ გამართა, როცა ყველაზე მკაცრი "ლოქდაუნი" მოქმედებდა" - დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ახალ სკანდალში გაეხვა

"ბორის ჯონსონმა დაბადების დღის წვეულება მაშინ გამართა, როცა ყველაზე მკაცრი "ლოქდაუნი" მოქმედებდა" - დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ახალ სკანდალში გაეხვა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი კორონავირუსთან დაკავშირებული წესების დარღვევის გამო ახალ სკანდალში გაეხვა. მედიის ცნობით, პანდემიის საწყის ეტაპზე, როდესაც ბრიტანეთში პირველად დაწესდა "ლოქდაუნი", ბორის ჯონსონმა თავისი დაბადების დღის აღსანიშნავად დაუნინგ სთრითის 10 ნომერში ხალხმრავალი წვეულება მოაწყო.

2020 წლის ივნისში გამართულ წვეულებას 30-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა. წვეულების სტუმრებმა პრემიერს დაბადების დღის სიმღერა უმღერეს და ტორტი მიართვეს.

წვეულების ერთ-ერთი სტუმარი ამბობს, რომ იქ 10 წუთზე უფრო ნაკლები დრო გაატარა.

იმ პერიოდისთვის, 2020 წლის 19 ივნისისთვის დიდ ბრიტანეთში მკაცრი შეზღუდვები მოქმედებდა და მათ შორის, აკრძალული იყო შიდა სივრცეში შეკრება.

ბორის ჯონსონი იმავე დღეს სტუმრობდა Bovingdon-ის აკადემიას, სადაც ტორტი დაახვედრეს. ეს ფოტო დაუნინგ სთრითზე გამართულ წვეულებამდე რამდენიმე საათით ადრეა გადაღებული

დაბადების დღის წვეულება მედიის ცნობით, სამუშაო კაბინეტში შედგა. წვეულების ორგანიზატორი ბორის ჯონსონის მაშინდელი საცოლე (ახლა უკვე ცოლია) კერი საიმონდსი იყო. გარემოს დაცვის მდივანი უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას და ამბობს, რომ იქ არ ყოფილა 30 ადამიანი, რეალურად 10 ადამიანი იყო შეკრებილი.

ყოველივეს გამო ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ასევე საზოგადოების ნაწილი აკრიტიკებს ბრიტანეთის პრემიერს და თავისივე დადგენილი წესების დარღვევაში ადანაშაულებს. თავად ბორის ჯონსონს ჯერჯერობით ამ თემაზე კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა აღნიშნულ თემაზე „ტვიტერში“ წერენ ხელისფლების სხვა წარმომადგენლები.

ბორის ჯონსონი და კერი საიმონდსი

"როდესაც ადამიანები ოფისში ყიდულობენ ნამცხვარს შუადღეს ადამიანისთვის, რომელიც მუშაობს ამ ოფისში, ყოვნდებიან ათი წუთით, ულოცავენ დაბადების დღეს და შემდეგ, ისევ სამუშაო ადგილს უბრუნდებიან, ამას წვეულებას ეძახით?“ - წერს კულტურის მდივანი ნადინ დორისი.