მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას აცხადებს ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია დეკანოზზე, რომელმაც მრევლის წევრი ქალი "ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერის გამო არ აზიარა?
რას აცხადებს ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია დეკანოზზე, რომელმაც მრევლის წევრი ქალი "ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერის გამო არ აზიარა?

22 იან­ვარს ტე­ლე­კომ­პა­ნია "ტვ პირ­ვე­ლის“ მიერ გავ­რცე­ლე­ბულ სი­უ­ჟეტ­ში, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ქალი რუ­სუ­დან თა­ვარ­თქი­ლა­ძე ყვე­ბო­და, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი კუთ­ვნი­ლე­ბის გამო ზი­ა­რე­ბა­ზე უარი უთხრეს.

მისი თქმით, შემ­თხვე­ვა ხელ­ვა­ჩა­ურ­ში, წმინ­და პან­ტე­ლე­ი­მონ მკურ­ნა­ლის ტა­ძარ­ში მოხ­და, სა­დაც დე­კა­ნოზ­მა ლუკა მი­ქა­ბე­რი­ძემ სა­შო­ბაო ლი­ტურ­გი­ა­ზე სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ ქალს წმინ­და ზი­ა­რე­ბას­თან მი­ახ­ლე­ბა­ზე უარი უთხრა და მი­ზე­ზად "სა­ა­კაშ­ვი­ლის სექ­ტის მომ­ხრე­ო­ბა" და­ა­სა­ხე­ლა.

რუ­სუ­დან თა­ვარ­თქი­ლა­ძემ ტე­ლე­ვი­ზი­ას­თან გა­ნა­ცხა­და, რომ მღვდელ­მა ტა­ძარ­ში თქვა, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მომ­ხრე­ებს არ აზი­ა­რებ­და.

"გულ­ში მივ­ლი­და - ნე­ტავ, რა და­ვა­შა­ვე, რა გა­ვა­კე­თე ცუდი - მეთ­ქი. ვიდ­რე პა­სუხს გამ­ცემ­და, რამ არ გა­მი­ა­რა გულ­ში. შენ სექ­ტის მომ­ხრე ხარო, ვერ გა­ვერ­კვიე, სექ­ტა რა­ღაც ცუდი რომ იყო, ვი­ცო­დი, მაგ­რამ პი­რა­დად სექ­ტა რა იყო, ვერ მო­ვი­აზ­რე. ეგ რა არის, მა­მაო-მეთ­ქი, ვკი­თხე და სა­ა­კაშ­ვი­ლის მომ­ხრე ხარო", - ამ­ბობს ქალი.

მომ­ხდარ­ზე ბა­თუ­მი­სა და ლა­ზე­თის ეპარ­ქი­ამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა, რო­მელ­შიც ვკი­თხუ­ლობთ, რომ დე­კა­ნოზ ლუ­კას მღვდელმთავ­რი­სა­გან მი­ე­ცა მკაც­რი გაფრ­თხი­ლე­ბა...

"ბა­თუ­მი­სა და ლა­ზე­თის ეპარ­ქი­ის გან­ცხა­დე­ბა

22 იან­ვარს, სა­მა­უ­წყებ­ლო ტე­ლე­კომ­პა­ნია "ტვ პირ­ვე­ლის“ ეთერ­ში გა­ვი­და სი­უ­ჟე­ტი ხელ­ვა­ჩა­უ­რის წმინ­და პან­ტე­ლე­ი­მონ მკურ­ნა­ლის ტაძ­რის დე­კა­ნოზ ლუკა მი­ქა­ბე­რი­ძეს და ამა­ვე ტაძ­რის მრევ­ლის რუ­სუ­დან თა­ვარ­თქი­ლა­ძეს შო­რის მომ­ხდა­რი ინ­ცინ­დენ­ტის შე­სა­ხებ, რომ მო­ძღვარ­მა ეს უკა­ნას­კნე­ლი არ აზი­ა­რა ენმ-ის მხარ­და­ჭე­რის გამო და მი­ზე­ზად "მ. სა­ა­კაშ­ვი­ლის სექ­ტის“ მომ­ხრე­ო­ბა და­ა­სა­ხე­ლა.

ეპარ­ქია და­ინ­ტე­რეს­და არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბით, რაც დე­კა­ნოზ­მა ლუ­კამ ნა­წი­ლობ­რივ და­ა­დას­ტუ­რა (ეს გა­სუ­ლი სი­უ­ჟე­ტი­და­ნაც ჩანს).

დე­კა­ნოზ ლუ­კას მღვდელმთავ­რი­სა­გან მი­ე­ცა მკაც­რი გაფრ­თხი­ლე­ბა, თუმ­ცა აღ­ნიშ­ვნის ღირ­სია ქალ­ბა­ტო­ნი რუ­სუ­და­ნი­სა და მისი მე­უღ­ლის მხრი­დან აგ­რე­სი­უ­ლი და პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი გა­მოს­ვლე­ბი, რა­საც ადას­ტუ­რე­ბენ სამ­რევ­ლოს სხვა წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

ქალ­ბა­ტო­ნი რუ­სუ­და­ნის მე­უღ­ლის მხრი­დან გან­ხორ­ცი­ელ­და ზარი სამ­ღვდელმთავ­რო რე­ზი­დენ­ცი­ა­ში მუ­ქა­რით, რომ თუკი მათი მო­თხოვ­ნა არ დაკ­მა­ყო­ფილ­დე­ბო­და, ისი­ნი რე­ვო­ლუ­ცი­ას მო­ა­წყობ­დნენ ეკ­ლე­სი­ა­ში.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გარ­კვე­უ­ლი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის მხრი­დან ყოვ­ლად და­უშ­ვე­ბე­ლია, რად­გან ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბულ პო­ლი­ტი­კურ და პო­ლა­რი­ზე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბას და მის დამ­შვი­დე­ბას ეს ხელს არ შე­უ­წყობს.

ეკ­ლე­სი­ა­ში ყოვ­ლად და­უშ­ვე­ბე­ლია პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით და­ყო­ფა და საღ­მრთო ზი­ა­რე­ბა­ზე არ დაშ­ვე­ბა, აგ­რეთ­ვე ამა თუ იმ პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის მხარ­დამ­ჭე­რი მო­წო­დე­ბე­ბი, რო­მე­ლი პარ­ტი­ი­საც არ უნდა იყოს ის.

მივ­მარ­თავ ეპარ­ქი­ის სამ­ღვდე­ლო დასს, ყვე­ლა ღონე ვიხ­მა­როთ ქვეყ­ნი­სა და ამ ქვეყ­ნის მკვიდრთა ერ­თი­ა­ნო­ბის­თვის, რად­გან ღმერ­თი აერ­თი­ა­ნებს, ეშ­მა­კი კი ჰყოფს.

23 იან­ვა­რი. 2022 წ".

მკითხველის კომენტარები / 28 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
იაგო
1

ანუ მამაოს დაემუქრა, თუ არ აზიარებთ ჩემს ცოლს, რევოლუციას მოვაწყობო???? ერთმა უკვე სცადა რევოლუციის მოწყობა მრავალი ათასი წლის წინ უფლის წინააღმდეგ და დღესაც ებრძვის!!! ნუ მიეცემით ბოროტის სურვილებს!!! გვფარავდეს უფლისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მადლი სრულიად საქართველოს!!!

ვალიკო ცირამუა
6

ეს ქალბატონი მართლმადიდებელია თუ ნაცმადიდებელი (ეს ორი რამ შეუთავსებელია) გაარკვიოს და მერე მივიდეს საზიარებლად..

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

რას აცხადებს ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია დეკანოზზე, რომელმაც მრევლის წევრი ქალი "ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერის გამო არ აზიარა?

რას აცხადებს ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია დეკანოზზე, რომელმაც მრევლის წევრი ქალი "ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერის გამო არ აზიარა?

22 იანვარს ტელეკომპანია "ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტში, სოციალურად დაუცველი ქალი რუსუდან თავართქილაძე ყვებოდა, რომ პოლიტიკური კუთვნილების გამო ზიარებაზე უარი უთხრეს.

მისი თქმით, შემთხვევა ხელვაჩაურში, წმინდა პანტელეიმონ მკურნალის ტაძარში მოხდა, სადაც დეკანოზმა ლუკა მიქაბერიძემ საშობაო ლიტურგიაზე სოციალურად დაუცველ ქალს წმინდა ზიარებასთან მიახლებაზე უარი უთხრა და მიზეზად "სააკაშვილის სექტის მომხრეობა" დაასახელა.

რუსუდან თავართქილაძემ ტელევიზიასთან განაცხადა, რომ მღვდელმა ტაძარში თქვა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მომხრეებს არ აზიარებდა.

"გულში მივლიდა - ნეტავ, რა დავაშავე, რა გავაკეთე ცუდი - მეთქი. ვიდრე პასუხს გამცემდა, რამ არ გამიარა გულში. შენ სექტის მომხრე ხარო, ვერ გავერკვიე, სექტა რაღაც ცუდი რომ იყო, ვიცოდი, მაგრამ პირადად სექტა რა იყო, ვერ მოვიაზრე. ეგ რა არის, მამაო-მეთქი, ვკითხე და სააკაშვილის მომხრე ხარო", - ამბობს ქალი.

მომხდარზე ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, რომელშიც ვკითხულობთ, რომ დეკანოზ ლუკას მღვდელმთავრისაგან მიეცა მკაცრი გაფრთხილება...

"ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის განცხადება

22 იანვარს, სამაუწყებლო ტელეკომპანია "ტვ პირველის“ ეთერში გავიდა სიუჟეტი ხელვაჩაურის წმინდა პანტელეიმონ მკურნალის ტაძრის დეკანოზ ლუკა მიქაბერიძეს და ამავე ტაძრის მრევლის რუსუდან თავართქილაძეს შორის მომხდარი ინცინდენტის შესახებ, რომ მოძღვარმა ეს უკანასკნელი არ აზიარა ენმ-ის მხარდაჭერის გამო და მიზეზად "მ. სააკაშვილის სექტის“ მომხრეობა დაასახელა.

ეპარქია დაინტერესდა არსებული ვითარებით, რაც დეკანოზმა ლუკამ ნაწილობრივ დაადასტურა (ეს გასული სიუჟეტიდანაც ჩანს).

დეკანოზ ლუკას მღვდელმთავრისაგან მიეცა მკაცრი გაფრთხილება, თუმცა აღნიშვნის ღირსია ქალბატონი რუსუდანისა და მისი მეუღლის მხრიდან აგრესიული და პროვოკაციული გამოსვლები, რასაც ადასტურებენ სამრევლოს სხვა წარმომადგენლები.

ქალბატონი რუსუდანის მეუღლის მხრიდან განხორციელდა ზარი სამღვდელმთავრო რეზიდენციაში მუქარით, რომ თუკი მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდებოდა, ისინი რევოლუციას მოაწყობდნენ ეკლესიაში.

მიუხედავად ამისა, ასეთი დამოკიდებულება გარკვეული სასულიერო პირების მხრიდან ყოვლად დაუშვებელია, რადგან ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ და პოლარიზებულ მდგომარეობას და მის დამშვიდებას ეს ხელს არ შეუწყობს.

ეკლესიაში ყოვლად დაუშვებელია პოლიტიკური ნიშნით დაყოფა და საღმრთო ზიარებაზე არ დაშვება, აგრეთვე ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერი მოწოდებები, რომელი პარტიისაც არ უნდა იყოს ის.

მივმართავ ეპარქიის სამღვდელო დასს, ყველა ღონე ვიხმაროთ ქვეყნისა და ამ ქვეყნის მკვიდრთა ერთიანობისთვის, რადგან ღმერთი აერთიანებს, ეშმაკი კი ჰყოფს.

23 იანვარი. 2022 წ".