მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორია კორონავისრუსით ინფიცირებული მინისტრების ჯანმრთელობის მდგომარეობა?
როგორია კორონავისრუსით ინფიცირებული მინისტრების ჯანმრთელობის მდგომარეობა?

მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტის წევ­რე­ბი, რო­მელ­თაც კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­დათ, მკურ­ნა­ლო­ბის კურსს სახ­ლში გა­დი­ან და მუ­შა­ო­ბას დის­ტან­ცი­ურ ფორ­მატ­ში აგ­რძე­ლე­ბენ.

ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ სა­მი­ნის­ტრო­ე­ბის პრეს­სამ­სა­ხურ­ში გა­ნუ­ცხა­დეს.

რო­გორც გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში აცხა­დე­ბენ, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრი მი­ხე­ილ ჩხენ­კე­ლი არის ორ­ჯე­რა­დად ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი, თავს კარ­გად გრძნობს და მუ­შა­ო­ბას დის­ტან­ცი­ურ ფორ­მატ­ში, სახ­ლი­დან აგ­რძე­ლებს.

ორ­ჯე­რა­დად ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლია და მსუ­ბუ­ქად მიმ­დი­ნა­რე კო­რო­ნა­ვირუსს სახ­ლში მკურ­ნა­ლობს გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრი ლე­ვან და­ვი­თაშ­ვი­ლიც.

ამას­თან, რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, მი­ნისტრს ირაკ­ლი ქარ­სე­ლა­ძეს ორ­ჯე­რად ვაქ­ცი­ნას­თან ერ­თად, ბუს­ტერ დო­ზაც აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი და კო­რო­ნა­ვირუ­სი მის შემ­თხვე­ვა­შიც მსუ­ბუ­ქად მიმ­დი­ნა­რეა.

სახ­ლში მკურ­ნა­ლობს და თავს კარ­გად გრძნობს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი ჯუ­ან­შერ ბურ­ჭუ­ლა­ძეც.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტის 4 წევ­რს კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და. შე­სა­ბა­მი­სად, ინ­ფი­ცი­რე­ბის გამო მთავ­რო­ბის დღე­ვან­დელ სხდო­მას მი­ნის­ტრე­ბის მხო­ლოდ ნა­წი­ლი ეს­წრე­ბო­და. უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­ნუ­ცხა­დეს, კო­რო­ნა­ვირუ­სი აქვთ გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრ მი­ხე­ილ ჩხენ­კელს, ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ქარ­სე­ლა­ძეს, გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრ ლე­ვან და­ვი­თაშ­ვილ­სა და თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრ ჯუ­ან­შერ ბურ­ჭუ­ლა­ძეს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
უი, უი და ვაი...
7

,,ოლიმპიურ სიმშვიდეს,, რომ ინარჩუნებთ და სკოლები ვოცხალი თავით არ გადაგყავთ დისტანციურ სწავლებაზე, როდემდე უნდა გაგრძელდეს?! რატომ წირავთ ბავშვების ჯანმრთელობას, ვითომ ყველაფერი რიგზეა და ჩვენ ვაკონტროლებთ სიტუაციას??? სამწუხაროდ ასე არაა.

ნუცა
2

ყველა ჯანმრთელად ვიყოთ! იმედია დისლაიქს არ დაუწერთ საკუთარ თავს))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

როგორია კორონავისრუსით ინფიცირებული მინისტრების ჯანმრთელობის მდგომარეობა?

როგორია კორონავისრუსით ინფიცირებული მინისტრების ჯანმრთელობის მდგომარეობა?

მინისტრთა კაბინეტის წევრები, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდათ, მკურნალობის კურსს სახლში გადიან და მუშაობას დისტანციურ ფორმატში აგრძელებენ.

ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს“ სამინისტროების პრესსამსახურში განუცხადეს.

როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი არის ორჯერადად ვაქცინირებული, თავს კარგად გრძნობს და მუშაობას დისტანციურ ფორმატში, სახლიდან აგრძელებს.

ორჯერადად ვაქცინირებულია და მსუბუქად მიმდინარე კორონავირუსს სახლში მკურნალობს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილიც.

ამასთან, როგორც "ინტერპრესნიუსს“ ინფრასტრუქტურის სამინისტროში განუცხადეს, მინისტრს ირაკლი ქარსელაძეს ორჯერად ვაქცინასთან ერთად, ბუსტერ დოზაც აქვს გაკეთებული და კორონავირუსი მის შემთხვევაშიც მსუბუქად მიმდინარეა.

სახლში მკურნალობს და თავს კარგად გრძნობს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძეც.

ცნობისთვის, საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 4 წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა. შესაბამისად, ინფიცირების გამო მთავრობის დღევანდელ სხდომას მინისტრების მხოლოდ ნაწილი ესწრებოდა. უფრო კონკრეტულად, როგორც "ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, კორონავირუსი აქვთ განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელს, ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძეს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილსა და თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს.