მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვწუხვართ, რომ თბილისში დაგეგმილი ვიზიტი არ შედგება, რადგან პარლამენტის თავმჯდომარემ ვერ გამონახა დრო... " - რა განცხადებას ავრცელებენ ევროპარლამენტარები?
"ვწუხვართ, რომ თბილისში დაგეგმილი ვიზიტი არ შედგება, რადგან პარლამენტის თავმჯდომარემ ვერ გამონახა დრო... " - რა განცხადებას ავრცელებენ ევროპარლამენტარები?

"რო­გორც ჟან მო­ნეს დი­ა­ლო­გის თა­ნა­ფა­სი­ლი­ტა­ტო­რე­ბი, ვწუხ­ვართ, რომ 21-22 იან­ვარს და­გეგ­მი­ლი ვი­ზი­ტი თბი­ლის­ში არ გა­ი­მარ­თე­ბა, რად­გან პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა ვერ გა­მო­ნა­ხა დრო, რომ მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში ჩა­ერ­თოს" - ამის შე­სა­ხებ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბის, ვი­ო­ლა ფონ კრა­მო­ნის, მი­რი­ამ ლექსმა­ნი­სა და მა­რი­ნა კა­ლი­უ­რან­დის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

"ვი­ზი­ტის მი­ზა­ნი იყო სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტთან ჟან მო­ნეს დი­ა­ლო­გის პრო­ცე­სის და­წყე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის შეს­წავ­ლა, პარ­ტი­ა­თა­შო­რი­სი დი­ა­ლო­გის გან­ვი­თა­რე­ბის მიზ­ნით უკე­თე­სი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო კულ­ტუ­რი­სა და ნდო­ბის ასა­შე­ნებ­ლად. ჟან მო­ნეს დი­ა­ლო­გის პრო­ცე­სი არის მე­დი­ა­ცი­ის მოქ­ნი­ლი და დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი ინ­სტრუ­მენ­ტი, რო­მელ­საც შე­უძ­ლია სხვა­დას­ხვა პო­ზი­ცი­ე­ბი­სა და ინ­ტე­რე­სე­ბის ერ­თმა­ნეთ­თან შე­თან­ხმე­ბა. ვწუხ­ვართ, რომ ამ ამ­ბი­ცი­უ­რი პრო­ცე­სის და­სა­წყე­ბად აუ­ცი­ლე­ბე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პი­რო­ბე­ბი ამ ეტაპ­ზე არ არის შეს­რუ­ლე­ბუ­ლი", - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბი გა­მო­ხა­ტა­ვენ მზად­ყოფ­ნას, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენტს ამ ძა­ლის­ხმე­ვა­ში და­ეხ­მა­რონ.

"მიგ­ვაჩ­ნია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენტს აქვს საკ­ვან­ძო პო­ზი­ცია და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი ხან­გრძლი­ვი და მავ­ნე პო­ლი­ტი­კუ­რი პო­ლა­რი­ზა­ცი­ის აღ­მო­სა­ფხვრე­ლად და ინ­კლუ­ზი­უ­რი და რე­ფორ­მის­ტუ­ლი დღის წეს­რი­გის კუ­თხით პროგ­რე­სის მი­საღ­წე­ვად. ქვეყ­ნის წი­ნა­შე მდგა­რი ძი­რი­თა­დი გა­მოწ­ვე­ვე­ბი­სა და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მო­ლო­დი­ნე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ჩვენ ვრჩე­ბით ერ­თგულ­ნი და ხელ­მი­საწ­ვდო­მე­ბი და­ვეხ­მა­როთ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენტს ამ ძა­ლის­ხმე­ვა­ში. კარ­გად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სად, რო­მე­ლიც უკვე არ­სე­ბობს, ვიწ­ვევთ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენტს მო­ამ­ზა­დოს ნი­ა­და­გი ჟან მო­ნეს დი­ა­ლო­გის პრო­ცე­სის და­წყე­ბის­თვის უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში,"- აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 77 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქალბატონო ევროპა
0

მეტი პატივისცემა ქართული სახელმწიფოს მიმართ!

მათე
0

ამათი იმედით ხართ ნაცები?ვაი თქვენს პატრონს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"ვწუხვართ, რომ თბილისში დაგეგმილი ვიზიტი არ შედგება, რადგან პარლამენტის თავმჯდომარემ ვერ გამონახა დრო... " - რა განცხადებას ავრცელებენ ევროპარლამენტარები?

"ვწუხვართ, რომ თბილისში დაგეგმილი ვიზიტი არ შედგება, რადგან პარლამენტის თავმჯდომარემ ვერ გამონახა დრო... " - რა განცხადებას ავრცელებენ ევროპარლამენტარები?

"როგორც ჟან მონეს დიალოგის თანაფასილიტატორები, ვწუხვართ, რომ 21-22 იანვარს დაგეგმილი ვიზიტი თბილისში არ გაიმართება, რადგან პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ვერ გამონახა დრო, რომ მოლაპარაკებებში ჩაერთოს" - ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრების, ვიოლა ფონ კრამონის, მირიამ ლექსმანისა და მარინა კალიურანდის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

"ვიზიტის მიზანი იყო საქართველოს პარლამენტთან ჟან მონეს დიალოგის პროცესის დაწყების შესაძლებლობების შესწავლა, პარტიათაშორისი დიალოგის განვითარების მიზნით უკეთესი დემოკრატიული საპარლამენტო კულტურისა და ნდობის ასაშენებლად. ჟან მონეს დიალოგის პროცესი არის მედიაციის მოქნილი და დამტკიცებული ინსტრუმენტი, რომელსაც შეუძლია სხვადასხვა პოზიციებისა და ინტერესების ერთმანეთთან შეთანხმება. ვწუხვართ, რომ ამ ამბიციური პროცესის დასაწყებად აუცილებელი პოლიტიკური პირობები ამ ეტაპზე არ არის შესრულებული", - აღნიშნულია განცხადებაში.

ევროპარლამენტარები გამოხატავენ მზადყოფნას, საქართველოს პარლამენტს ამ ძალისხმევაში დაეხმარონ.

"მიგვაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტს აქვს საკვანძო პოზიცია და პასუხისმგებლობა ქვეყანაში არსებული ხანგრძლივი და მავნე პოლიტიკური პოლარიზაციის აღმოსაფხვრელად და ინკლუზიური და რეფორმისტული დღის წესრიგის კუთხით პროგრესის მისაღწევად. ქვეყნის წინაშე მდგარი ძირითადი გამოწვევებისა და მოქალაქეების მოლოდინების გათვალისწინებით, ჩვენ ვრჩებით ერთგულნი და ხელმისაწვდომები დავეხმაროთ საქართველოს პარლამენტს ამ ძალისხმევაში. კარგად ჩამოყალიბებული ინსტიტუციური თანამშრომლობის შესაბამისად, რომელიც უკვე არსებობს, ვიწვევთ საქართველოს პარლამენტს მოამზადოს ნიადაგი ჟან მონეს დიალოგის პროცესის დაწყებისთვის უახლოეს მომავალში,"- აღნიშნულია განცხადებაში.