სამართალი
პოლიტიკა

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს

მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია დღეს ნათ­ლის­ღე­ბის დღე­სას­წა­ულს აღ­ნიშ­ნავს. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ტაძ­რებ­ში წირ­ვა - ლოც­ვა ჩა­ტარ­დე­ბა.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­პატ­რი­არ­ქო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, სა­დღე­სას­წა­უ­ლო ლი­ტურ­გია ყოვ­ლად­წ­მინ­და სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში 10:00 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა.

წირ­ვის დას­რუ­ლე­ბამ­დე სა­მე­ბის ტაძ­რის ეზო­ში არ­სე­ბულ დიდ აიაზ­მა­ში წყალ­კურ­თხე­ვის წესი შეს­რულ­დე­ბა, რომ­ლის დრო­საც უწ­მინ­დე­სი სა­მე­ბის ტაძ­რის ეზო­ში არ­სე­ბულ დიდ აიაზ­მა­ში წყალს აკურ­თხებს. მსა­ხუ­რე­ბის ბო­ლოს მორ­წმუ­ნე­ებს ნა­კურ­თხი წყლის სახ­ლში წა­ღე­ბა შე­ეძ­ლე­ბათ.

სა­ეკ­ლე­სიო სწავ­ლე­ბით, ნა­კურთხ წყალს უფ­ლის მიერ კურ­თხე­უ­ლი მდი­ნა­რე იორ­და­ნეს მად­ლი ენი­ჭე­ბა და უხრწნელ თვი­სე­ბებს იძენს. მორ­წმუ­ნე­ებს მისი მი­ღე­ბა უზ­მო­ზე შე­უძ­ლი­ათ, გან­სა­კუთ­რე­ბით – ავად­მყო­ფო­ბი­სა და გან­საც­დე­ლე­ბის დროს.

რე­ლი­გი­უ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რის თა­ნახ­მად, ნათ­ლის­ღე­ბის დღე­სას­წა­უ­ლი თორ­მეტ სა­უფ­ლო დღე­სას­წა­ულს შო­რის ერთ-ერ­თია. სხვაგ­ვა­რად ამ დღეს ღვთის გა­მო­ცხა­დე­ბის დღე­სას­წა­ულს უწო­დე­ბენ, რად­გან ყოვ­ლად­წ­მინ­და სა­მე­ბა გა­ცხად­და. ასე­ვე ნათ­ლო­ბა და­წეს­და. ყო­ვე­ლი წლის ამ დღეს მდი­ნა­რე იორ­და­ნე აღმა იწყებს სვლას, რო­დე­საც იე­რუ­სა­ლი­მის პატ­რი­არ­ქი მდი­ნა­რე­ში სამ­ჯერ ჯვარს გა­და­აგ­დებს, რო­გორც ეს მოხ­და უფ­ლის მდი­ნა­რე­ში ჩას­ვლის დროს.

წმი­და სა­ხა­რე­ბის მი­ხედ­ვით, წმინ­და იო­ა­ნე ნათ­ლის­მცემ­ლის მიერ იესო ქრის­ტეს ნათ­ლის­ღე­ბა მდი­ნა­რე იორ­და­ნე­ში მოხ­და. ამ დროს მას­ზე სუ­ლიწ­მინ­და მტრე­დის სა­ხით გად­მო­ვი­და და თავ­ზე და­ად­გა, ზე­ცი­დან კი ხმა გა­ის­მა: "ეს არის ძე ჩემი საყ­ვა­რე­ლი, რო­მე­ლიც მე სათ­ნო ვი­ყავ".

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რატი
0

გილოცავთ, უფალი ჰფარავდეს მთელ საქართველოს და მთელ მსოფლიოს!

beso
0

ვულოცავ ველა ქრისტიანს, ღმერთმა მისცეს წყალობა და ფერისცვალობა ქრისტეში. ეს გადაარჩენს ერსა და ადამიანს. დიდება ქრისტეს, გაიხარეთ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა - ლოცვა ჩატარდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოში განუცხადეს, სადღესასწაულო ლიტურგია ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყება.

წირვის დასრულებამდე სამების ტაძრის ეზოში არსებულ დიდ აიაზმაში წყალკურთხევის წესი შესრულდება, რომლის დროსაც უწმინდესი სამების ტაძრის ეზოში არსებულ დიდ აიაზმაში წყალს აკურთხებს. მსახურების ბოლოს მორწმუნეებს ნაკურთხი წყლის სახლში წაღება შეეძლებათ.

საეკლესიო სწავლებით, ნაკურთხ წყალს უფლის მიერ კურთხეული მდინარე იორდანეს მადლი ენიჭება და უხრწნელ თვისებებს იძენს. მორწმუნეებს მისი მიღება უზმოზე შეუძლიათ, განსაკუთრებით – ავადმყოფობისა და განსაცდელების დროს.

რელიგიური ლიტერატურის თანახმად, ნათლისღების დღესასწაული თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. სხვაგვარად ამ დღეს ღვთის გამოცხადების დღესასწაულს უწოდებენ, რადგან ყოვლადწმინდა სამება გაცხადდა. ასევე ნათლობა დაწესდა. ყოველი წლის ამ დღეს მდინარე იორდანე აღმა იწყებს სვლას, როდესაც იერუსალიმის პატრიარქი მდინარეში სამჯერ ჯვარს გადააგდებს, როგორც ეს მოხდა უფლის მდინარეში ჩასვლის დროს.

წმიდა სახარების მიხედვით, წმინდა იოანე ნათლისმცემლის მიერ იესო ქრისტეს ნათლისღება მდინარე იორდანეში მოხდა. ამ დროს მასზე სულიწმინდა მტრედის სახით გადმოვიდა და თავზე დაადგა, ზეციდან კი ხმა გაისმა: "ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც მე სათნო ვიყავ".