მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მათ საყურადღებოდ, ვისაც კოვიდის გადატანა ურჩევნია აცრას" - ომიკრონის რა პოსტკოვიდური პრობლემები გამოავლინა კვლევამ?
"მათ საყურადღებოდ, ვისაც კოვიდის გადატანა ურჩევნია აცრას" - ომიკრონის რა პოსტკოვიდური პრობლემები გამოავლინა კვლევამ?

ჯან­დაც­ვის სა­კი­თხე­ბის ექ­სპერ­ტი, ზაზა წე­რე­თე­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სტენ­ფორ­დი­სა და იე­ლის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მეც­ნი­ერ­თა მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის შე­სა­ხებ წერს და აღ­ნიშ­ნავს, რომ ეს კვლე­ვა გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სოა მათ­თვის, ვი­საც კო­ვი­დის გა­და­ტა­ნა ურ­ჩევ­ნია აც­რას.

"მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სო კვლე­ვის შე­დე­გე­ბი, რო­მე­ლიც ჩა­ტარ­და სტენ­ფორ­დი­სა და იე­ლის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მკვლე­ვა­რე­ბის მიერ. ინ­ფორ­მა­ცია სა­ინ­ტე­რე­სო უნდა იყოს გან­სა­კუთ­რე­ბით მათ­თვის, ვი­საც კო­ვი­დის გა­და­ტა­ნა ურ­ჩევ­ნია აც­რას და ვინც ომიკ­რო­ნის შე­სა­ხე­ბაც ფიქ­რობს, რომ მსუ­ბუ­ქი ფორ­მაა და შე­სა­ბა­მი­სად არ ღირს ნერ­ვი­უ­ლო­ბა.

მწვა­ვე რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი სინ­დრო­მის Coronavirus-2 (SARS-CoV-2) ინ­ფექ­ცი­ის გა­დარ­ჩე­ნი­ლებს ხში­რად აღე­ნიშ­ნე­ბათ ხან­გრძლი­ვი ნევ­რო­ლო­გი­უ­რი სიმპტო­მე­ბი, მათ შო­რის ყუ­რა­დღე­ბის, კონ­ცენ­ტრა­ცი­ის, ინ­ფორ­მა­ცი­ის და­მუ­შა­ვე­ბის სიჩ­ქა­რის და მეხ­სი­ე­რე­ბის დაქ­ვე­ი­თე­ბა. ეს ხან­გრძლი­ვი COVID-ის კოგ­ნი­ტუ­რი სინ­დრო­მი იმე­ო­რებს ბევრ მა­ხა­სი­ა­თე­ბელს, რო­მე­ლიც კი­ბოს თე­რა­პი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კოგ­ნი­ტუ­რი გა­უ­ფა­სუ­რე­ბის სინ­დრო­მის (CRCI) ნიშ­ნე­ბიც არის. ნე­ი­რო­ან­თე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით მიკ­როგ­ლი­უ­რი რე­აქ­ტი­უ­ლო­ბა და, შე­სა­ბა­მი­სად, ჰი­პო­კამ­პის ნე­ი­რო­გე­ნე­ზი­სა და ოლი­გო­დენ­დრო­ცი­ტე­ბის უჯრე­დე­ბის დის­რე­გუ­ლა­ცია, ცენ­ტრა­ლუ­რია CRCI-სთვის.

მკვლე­ვა­რებ­მა ივა­რა­უ­დეს, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლია მსგავ­სი მე­ქა­ნიზ­მე­ბი მუ­შა­ობს ნევ­რო­ლო­გი­ურ სიმპტო­მე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში, რომ­ლე­ბიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია თუნ­დაც მსუ­ბუქ SARS-CoV-2 რეს­პი­რა­ტო­რულ ინ­ფექ­ცი­ას­თან.მკვლე­ვა­რებ­მა შე­ის­წავ­ლეს მსუ­ბუ­ქი რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი SARS-CoV-2 ინ­ფექ­ცი­ით გა­მოწ­ვე­უ­ლი ნე­ი­რო­ინ­თე­ბა – ნე­ი­რო­ინ­ვა­ზი­ის გა­რე­შე – და მისი ეფექ­ტე­ბი ჰი­პო­კამ­პის ნე­ი­რო­გე­ნეზ­ზე და ოლი­გო­დენ­დროგ­ლი­ურ შტო­ზე.

თაგვზე მსუ­ბუ­ქი რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი SARS-CoV-2 ინ­ფექ­ცი­ის მო­დე­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით, რო­მე­ლიც გა­მოწ­ვე­უ­ლია SARS-CoV-2 ინ­ტრა­ნა­ზა­ლუ­რი მი­წო­დე­ბით, მათ აღ­მო­ა­ჩი­ნეს თეთ­რი ნივ­თი­ე­რე­ბის შერ­ჩე­ვი­თი მიკ­როგ­ლი­უ­რი რე­აქ­ტი­უ­ლო­ბა, იმის მსგავ­სი რაც და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი CRCI-ში. შემ­დგისმ ის შე­ა­და­რეს იმ 9 ადა­მი­ა­ნის ტვი­ნის ქსო­ვი­ლი რომ­ლებ­საც ჰქონ­და COVID-19 ინ­ფექ­ცია, და აღ­მო­ა­ჩი­ნეს თეთ­რი ნივ­თი­ე­რე­ბის შერ­ჩე­ვი­თი მიკ­როგ­ლი­უ­რი რე­აქ­ტი­უ­ლო­ბის იგი­ვე ნი­მუ­ში.თაგ­ვებ­ში, CSF-ის პრო-ან­თე­ბი­თი ცი­ტო­კი­ნე­ბი/ქი­მი­ო­კი­ნე­ბი მო­მა­ტე­ბუ­ლი იყო ინ­ფექ­ცი­ის შემ­დგომ სულ მცი­რე 7 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში; ქი­მი­ო­კი­ნებს შო­რის, რომ­ლე­ბიც აჩ­ვე­ნე­ბენ მუდ­მივ მა­ტე­ბას, არის CCL11, რო­მე­ლიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ნე­ი­რო­გე­ნე­ზის და კოგ­ნი­ტუ­რი ფუნ­ქცი­ის დარ­ღვე­ვას­თან. იმ ადა­მი­ა­ნებ­ში, რომ­ლე­ბიც გა­ნიც­დიდ­ნენ ხან­გრძლივ Covid-ს კოგ­ნი­ტუ­რი სიმპტო­მე­ბით (48 სუ­ბი­ექ­ტი) ასე­ვე და­ფიქ­სირ­და CCL11-ის ამაღ­ლე­ბულ დო­ნეს.ჰი­პო­კამ­პის ნე­ი­რო­გე­ნე­ზის დარ­ღვე­ვა, ოლი­გო­დენ­დრო­ცი­ტე­ბის დაქ­ვე­ი­თე­ბა და მი­ე­ლი­ნის და­კარ­გვა სუბკორ­ტი­კა­ლურ თეთრ ნივ­თი­ე­რე­ბა­ში გაგ­რძელ­და მი­ნი­მუმ 7 კვი­რამ­დე, თაგ­ვებ­ში მსუ­ბუ­ქი რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი SARS-CoV-2 ინ­ფექ­ცი­ის შემ­დეგ.

ერ­თად აღე­ბუ­ლი, კვლე­ვის შე­დე­გად წარ­მოდ­გე­ნი­ლი დას­კვნე­ბი ასა­ხავს გა­სა­ო­ცარ მსგავ­სე­ბას ნე­ი­რო­პა­თო­ფი­ზი­ო­ლო­გი­ას შო­რის კი­ბოს თე­რა­პი­ის შემ­დეგ და SARS-CoV-2 ინ­ფექ­ცი­ის შემ­დეგ, და ასა­ხავს უჯრე­დულ დე­ფი­ციტს, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა ხელი შე­უ­წყოს ხან­გრძლივ ნევ­რო­ლო­გი­ურ სიმპტო­მებს თუნ­დაც მსუ­ბუ­ქი SARS-CoV-2 ინ­ფექ­ცი­ის შემ­დეგ!!!.ასე რომ - მსუ­ბუქ­მა რეს­პი­რა­ტო­რულ­მა SARS-CoV-2 ინ­ფექ­ცი­ამ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს მრა­ვალ­გვა­რი უჯრე­დუ­ლი დის­რე­გუ­ლა­ცია და მი­ე­ლი­ნის და­კარ­გვა თა­ვის ტვინ­ში", - წერს ზაზა წე­რე­თე­ლი.

მკითხველის კომენტარები / 37 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვააააა
0

ომიკრონი არა და ნერვიულობა რომ გამიხეთქავს გულს, ეგ ნაღდად ვიცი. 

ვიკა
7

ქ. რონიკული 4დაავადება მაქვს,მეუღლეს არაფერი. შეგვხვდა ორივეს კოვიდი მე ადვილად გადავიტანე მან რთულად. და რატომ უნდა აიცრას ქრონიკული დაავადების მქონეებმა?

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"მათ საყურადღებოდ, ვისაც კოვიდის გადატანა ურჩევნია აცრას" - ომიკრონის რა პოსტკოვიდური პრობლემები გამოავლინა კვლევამ?

"მათ საყურადღებოდ, ვისაც კოვიდის გადატანა ურჩევნია აცრას" - ომიკრონის რა პოსტკოვიდური პრობლემები გამოავლინა კვლევამ?

ჯანდაცვის საკითხების ექსპერტი, ზაზა წერეთელი სოციალურ ქსელში სტენფორდისა და იელის უნივერსიტეტის მეცნიერთა მიერ ჩატარებული კვლევის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ ეს კვლევა განსაკუთრებით საინტერესოა მათთვის, ვისაც კოვიდის გადატანა ურჩევნია აცრას.

"მეტად საინტერესო კვლევის შედეგები, რომელიც ჩატარდა სტენფორდისა და იელის უნივერსიტეტის მკვლევარების მიერ. ინფორმაცია საინტერესო უნდა იყოს განსაკუთრებით მათთვის, ვისაც კოვიდის გადატანა ურჩევნია აცრას და ვინც ომიკრონის შესახებაც ფიქრობს, რომ მსუბუქი ფორმაა და შესაბამისად არ ღირს ნერვიულობა.

მწვავე რესპირატორული სინდრომის Coronavirus-2 (SARS-CoV-2) ინფექციის გადარჩენილებს ხშირად აღენიშნებათ ხანგრძლივი ნევროლოგიური სიმპტომები, მათ შორის ყურადღების, კონცენტრაციის, ინფორმაციის დამუშავების სიჩქარის და მეხსიერების დაქვეითება. ეს ხანგრძლივი COVID-ის კოგნიტური სინდრომი იმეორებს ბევრ მახასიათებელს, რომელიც კიბოს თერაპიასთან დაკავშირებული კოგნიტური გაუფასურების სინდრომის (CRCI) ნიშნებიც არის. ნეიროანთება, განსაკუთრებით მიკროგლიური რეაქტიულობა და, შესაბამისად, ჰიპოკამპის ნეიროგენეზისა და ოლიგოდენდროციტების უჯრედების დისრეგულაცია, ცენტრალურია CRCI-სთვის.

მკვლევარებმა ივარაუდეს, რომ შესაძლებელია მსგავსი მექანიზმები მუშაობს ნევროლოგიურ სიმპტომების ჩამოყალიბებაში, რომლებიც დაკავშირებულია თუნდაც მსუბუქ SARS-CoV-2 რესპირატორულ ინფექციასთან.მკვლევარებმა შეისწავლეს მსუბუქი რესპირატორული SARS-CoV-2 ინფექციით გამოწვეული ნეიროინთება – ნეიროინვაზიის გარეშე – და მისი ეფექტები ჰიპოკამპის ნეიროგენეზზე და ოლიგოდენდროგლიურ შტოზე.

თაგვზე მსუბუქი რესპირატორული SARS-CoV-2 ინფექციის მოდელის გამოყენებით, რომელიც გამოწვეულია SARS-CoV-2 ინტრანაზალური მიწოდებით, მათ აღმოაჩინეს თეთრი ნივთიერების შერჩევითი მიკროგლიური რეაქტიულობა, იმის მსგავსი რაც დაფიქსირებული CRCI-ში. შემდგისმ ის შეადარეს იმ 9 ადამიანის ტვინის ქსოვილი რომლებსაც ჰქონდა COVID-19 ინფექცია, და აღმოაჩინეს თეთრი ნივთიერების შერჩევითი მიკროგლიური რეაქტიულობის იგივე ნიმუში.თაგვებში, CSF-ის პრო-ანთებითი ციტოკინები/ქიმიოკინები მომატებული იყო ინფექციის შემდგომ სულ მცირე 7 კვირის განმავლობაში; ქიმიოკინებს შორის, რომლებიც აჩვენებენ მუდმივ მატებას, არის CCL11, რომელიც დაკავშირებულია ნეიროგენეზის და კოგნიტური ფუნქციის დარღვევასთან. იმ ადამიანებში, რომლებიც განიცდიდნენ ხანგრძლივ Covid-ს კოგნიტური სიმპტომებით (48 სუბიექტი) ასევე დაფიქსირდა CCL11-ის ამაღლებულ დონეს.ჰიპოკამპის ნეიროგენეზის დარღვევა, ოლიგოდენდროციტების დაქვეითება და მიელინის დაკარგვა სუბკორტიკალურ თეთრ ნივთიერებაში გაგრძელდა მინიმუმ 7 კვირამდე, თაგვებში მსუბუქი რესპირატორული SARS-CoV-2 ინფექციის შემდეგ.

ერთად აღებული, კვლევის შედეგად წარმოდგენილი დასკვნები ასახავს გასაოცარ მსგავსებას ნეიროპათოფიზიოლოგიას შორის კიბოს თერაპიის შემდეგ და SARS-CoV-2 ინფექციის შემდეგ, და ასახავს უჯრედულ დეფიციტს, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს ხანგრძლივ ნევროლოგიურ სიმპტომებს თუნდაც მსუბუქი SARS-CoV-2 ინფექციის შემდეგ!!!.ასე რომ - მსუბუქმა რესპირატორულმა SARS-CoV-2 ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს მრავალგვარი უჯრედული დისრეგულაცია და მიელინის დაკარგვა თავის ტვინში", - წერს ზაზა წერეთელი.