სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაგრძელდება თუ არა სასწავლო პროცესი ხვალიდან სკოლის შენობებში - განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
გაგრძელდება თუ არა სასწავლო პროცესი ხვალიდან სკოლის შენობებში - განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

17 იან­ვარს სას­წავ­ლო პრო­ცე­სის სკო­ლის შე­ნო­ბებ­ში გან­სა­ახ­ლებ­ლად სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა სა­ჯა­რო და კერ­ძო სკო­ლა სრულ მზად­ყოფ­ნა­შია, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

ამას­თან, მა­თი­ვე ცნო­ბით, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო მშობ­ლებს კვლავ აძ­ლევს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, აირ­ჩი­ონ დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის ფორ­მა, ხოლო რის­კჯ­გუ­ფის მას­წავ­ლებ­ლებს, სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში შე­ეძ­ლე­ბათ, გაკ­ვე­თი­ლე­ბი დის­ტან­ცი­უ­რად ჩა­ა­ტა­რონ.

"მოს­წავ­ლე­თა, მას­წავ­ლე­ბელ­თა და სკო­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის და ნე­ბის­მი­ე­რი სხვა რის­კის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად სკო­ლებ­ში ზედ­მი­წევ­ნით იქ­ნე­ბა და­ცუ­ლი ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მიერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ყვე­ლა რე­კო­მენ­და­ცია. კო­ვიდ­ვირუ­სის გა­მოვ­ლე­ნის შემ­თხვე­ვა­ში კვლავ წერ­ტი­ლო­ვა­ნი შე­ზღუდ­ვე­ბი გაგ­რძელ­დე­ბა.

დას­წრე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მოს­წავ­ლე­ე­ბი I-XII კლა­სე­ბის ჩათ­ვლით, ვალ­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბი­ან ატა­რონ პირ­ბა­დე, სა­ხელ­მწი­ფო კი კვლავ უზ­რუნ­ველ­ყოფს მას­წავ­ლე­ბელ­თა სა­ვალ­დე­ბუ­ლო ტეს­ტი­რე­ბას. ამ ეტაპ­ზე ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლია პე­და­გოგ­თა და სკო­ლე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა 73%.

ქვეყ­ნის მას­შტა­ბით სა­მი­ნის­ტროს მხრი­დან ჰი­გი­ე­ნუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით აღ­ჭურ­ვი­ლია სა­ჯა­რო სკო­ლე­ბი წლის ბო­ლომ­დე სამ­ყო­ფი მა­რა­გით. კერ­ძოდ, სა­მი­ნის­ტროს სსიპ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და სა­მეც­ნი­ე­რო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს ორ­გა­ნი­ზე­ბით, ზო­გადსა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია შე­სა­ბა­მი­სი სა­დე­ზინ­ფექ­ციო ხსნა­რე­ბით, პირ­ბა­დე­ე­ბით, თერ­მოსკრი­ნინ­გის აპა­რა­ტე­ბი­თა და დე­ზო­ბა­რი­ე­რე­ბით.

ტრან­სპორ­ტით კვლავ უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იქ­ნე­ბი­ან მოს­წავ­ლე­ე­ბი თბი­ლის­სა და რე­გი­ო­ნებ­ში.

მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის კვლავ იფუნ­ქცი­ო­ნი­რებს "ტე­ლეს­კო­ლის“ უაღ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი.

უსაფრ­თხო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სას­წავ­ლო პრო­ცე­სის ორ­გა­ნი­ზე­ბი­სა და სკო­ლა­ში არ­სე­ბუ­ლი სა­ნი­ტა­რულ-ჰი­გი­ე­ნუ­რი ნორ­მე­ბის შე­სა­ხებ სკო­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცია მშობ­ლე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბას ინ­ტენ­სი­უ­რად მო­ახ­დენს. სა­მი­ნის­ტროს მხრი­დან სკო­ლებ­ში მო­ნი­ტო­რინ­გი კვლავ სის­ტე­მა­ტუ­რად გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა“, - ნათ­ქვა­მია გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
.....
9

ქვეყანაში სადაც მასწავლებლების უდიდესმა ნაწილმა მინიმალური ზღვარი ვერ გადალახა, სად მიაქანებთ ამ ეპიდ ვითარებაში ბავშვებს?

gaga
13

ნუ ხოცავთ ხალხს! ყოველდღიურად ამდენი ადამიანი რუსეთთან ომის დროსაც კი არ დაღუპულა! ყველგან, სადაც კი ეს შესაძლებელია, გადადით დისტანციურ მუშაობასა და სწავლებაზე! სამუდამოდ დაკეტეთ რესტორნები, სასტუმროები და გასართობი შენობა-ნაგებობები! რა დროს ცეკვა და კუნტრუშია, ხალხი იხოცება უაზროდ, ხალხი!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

გაგრძელდება თუ არა სასწავლო პროცესი ხვალიდან სკოლის შენობებში - განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

გაგრძელდება თუ არა სასწავლო პროცესი ხვალიდან სკოლის შენობებში - განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

17 იანვარს სასწავლო პროცესის სკოლის შენობებში განსაახლებლად საქართველოს ყველა საჯარო და კერძო სკოლა სრულ მზადყოფნაშია, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

ამასთან, მათივე ცნობით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მშობლებს კვლავ აძლევს შესაძლებლობას, აირჩიონ დისტანციური სწავლების ფორმა, ხოლო რისკჯგუფის მასწავლებლებს, სურვილის შემთხვევაში შეეძლებათ, გაკვეთილები დისტანციურად ჩაატარონ.

"მოსწავლეთა, მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა უსაფრთხოებისთვის და ნებისმიერი სხვა რისკის თავიდან ასაცილებლად სკოლებში ზედმიწევნით იქნება დაცული ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული ყველა რეკომენდაცია. კოვიდვირუსის გამოვლენის შემთხვევაში კვლავ წერტილოვანი შეზღუდვები გაგრძელდება.

დასწრებული სწავლების შემთხვევაში, მოსწავლეები I-XII კლასების ჩათვლით, ვალდებული იქნებიან ატარონ პირბადე, სახელმწიფო კი კვლავ უზრუნველყოფს მასწავლებელთა სავალდებულო ტესტირებას. ამ ეტაპზე ვაქცინირებულია პედაგოგთა და სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 73%.

ქვეყნის მასშტაბით სამინისტროს მხრიდან ჰიგიენური საშუალებებით აღჭურვილია საჯარო სკოლები წლის ბოლომდე სამყოფი მარაგით. კერძოდ, სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები უზრუნველყოფილია შესაბამისი სადეზინფექციო ხსნარებით, პირბადეებით, თერმოსკრინინგის აპარატებითა და დეზობარიერებით.

ტრანსპორტით კვლავ უზრუნველყოფილი იქნებიან მოსწავლეები თბილისსა და რეგიონებში.

მოსწავლეებისთვის კვლავ იფუნქციონირებს "ტელესკოლის“ უაღრესად მნიშვნელოვანი, საერთაშორისოდ აღიარებული პროექტი.

უსაფრთხოებიდან გამომდინარე, სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და სკოლაში არსებული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების შესახებ სკოლის ადმინისტრაცია მშობლების ინფორმირებას ინტენსიურად მოახდენს. სამინისტროს მხრიდან სკოლებში მონიტორინგი კვლავ სისტემატურად განხორციელდება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.