მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიხეილ სააკაშვილის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე უკრაინის გენპროკურატურაში რამდენიმე საქმე აღიძრა" - ევგენი გრუშოვეცი
"მიხეილ სააკაშვილის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე უკრაინის გენპროკურატურაში რამდენიმე საქმე აღიძრა" - ევგენი გრუშოვეცი

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის უკ­რა­ი­ნე­ლი ად­ვო­კა­ტის, ევ­გე­ნი გრუ­შო­ვე­ცის ინ­ფორ­მა­ცი­ით, უკ­რა­ი­ნის გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში სა­ა­კაშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი წა­მე­ბის, არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის, ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბი­სა და არას­წო­რი მკურ­ნა­ლო­ბის ფაქ­ტებ­ზე, პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის მი­მართ რამ­დე­ნი­მე საქ­მე აღიძ­რა.

რო­გორც უკ­რა­ი­ნელ­მა ად­ვო­კატ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ და­ამ­ტკი­ცა, რომ არ შე­უძ­ლია ამ პი­რე­ბის სა­მარ­თლებ­რივ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­ში მი­ცე­მა და სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რი და­შა­ლა, შე­სა­ბა­მი­სად, "უკ­რა­ი­ნა გა­ა­კე­თებს ყვე­ლა­ფერს, რათა ამ პი­რე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი დად­გეს.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, მი­ხე­ილ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა და­წე­რა გან­ცხა­დე­ბა, რომ ამ საქ­მე­ებ­ში და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად ცნონ და უკ­რა­ი­ნის გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რორს ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბით მი­მარ­თა.

"გუ­შინ ვი­ყა­ვით სხდო­მა­ზე სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში, სა­ზღვრის უკა­ნო­ნო კვე­თის საქ­მე­ზე, ვი­ნა­ი­დან უკ­რა­ი­ნის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო გაგ­ვე­გო მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა - სა­ა­ხალ­წლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მის შე­სა­ხებ ფაქ­ტობ­რი­ვად, ქარ­თუ­ლი მხრის­გან არა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცია არ მიგ­ვი­ღია. შევ­ხვდით მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს, მან უფ­ლე­ბა მოგ­ვცა გვეთ­ქვა გარ­კვე­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, კერ­ძოდ ის, რომ უკ­რა­ი­ნა­ში უკვე აღ­ძრუ­ლია რამ­დე­ნი­მე საქ­მე სა­ქარ­თვე­ლოს პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის რამ­დე­ნი­მე თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­ზე, და­კავ­ში­რე­ბუ­ლი წა­მე­ბას­თან და არა­ა­და­მი­ა­ნურ მო­პყრო­ბას­თან, ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბას­თან და არას­წორ მკურ­ნა­ლო­ბას­თან.

სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ და­ამ­ტკი­ცა, რომ არ შე­უძ­ლია ამ პი­რე­ბის სა­მარ­თლებ­რივ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­ში მი­ცე­მა და სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რი და­შა­ლა. ჩვენ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ რომ უკ­რა­ი­ნა გა­ა­კე­თებს ყვე­ლა­ფერს, რათა დად­გეს ამ პი­რე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა და­წე­რა გან­ცხა­დე­ბა, რომ ის ამ საქ­მე­ებ­ში ცნონ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად. ჩვენ უკვე ჩა­ვა­ტა­რეთ არა­ერ­თი შეხ­ვედ­რა უკ­რა­ი­ნის სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბებ­თან. ექი­მე­ბი და ექ­სპერ­ტე­ბი მზად არი­ან ჩა­მო­ვიდ­ნენ სა­ქარ­თვე­ლო­ში იმის­თვის, რომ შე­ფას­დეს, რა ხა­რის­ხის ზი­ა­ნი მი­ად­გა სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბას. რო­დე­საც დავ­ბრუნ­დე­ბით უკ­რა­ი­ნა­ში, შე­სა­ბა­მის დო­კუ­მენ­ტა­ცი­ას ჩა­ვა­ბა­რებთ გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რას და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მაც პი­რა­დად მი­მარ­თა გენპ­რო­კუ­რორს. ჩვენ ვთვლით, რომ მიმ­დი­ნა­რე­ობს სის­ტე­მუ­რი და სის­ტე­მა­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბა, რათა სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბას კი­დევ უფრო მეტი ზი­ა­ნი მი­ად­გეს“, - აღ­ნიშ­ნა ევ­გე­ნი გრუ­შო­ვეც­მა.

მკითხველის კომენტარები / 28 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზვიადი
0

უკრაინაში თმებით როათრიეთ რესტორანში ლუკმაც არგადააყლაპიეთ კაცს ეგ არიყო წამება ისე ბარემ მეგის ქარდავაც ჩასვით მაგ სიაში დურა..ი

გგგიგილო
1

მკვლელს და მწამებელს 6 წელი, ხო მაგარია?! ქართული ოცნების........! არანაირი სამართალი არ არსებობს ჩვენს ქვეყანაში და მაგიტომ არის, რომ ეს ნაძირლები, აქეთ ცდილობენ შეტევაზე გადმოსვლას! ქვეყანა კიარა სალობიეა! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"მიხეილ სააკაშვილის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე უკრაინის გენპროკურატურაში რამდენიმე საქმე აღიძრა" - ევგენი გრუშოვეცი

"მიხეილ სააკაშვილის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე უკრაინის გენპროკურატურაში რამდენიმე საქმე აღიძრა" - ევგენი გრუშოვეცი

მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატის, ევგენი გრუშოვეცის ინფორმაციით, უკრაინის გენერალურ პროკურატურაში სააკაშვილთან დაკავშირებული წამების, არაადამიანური მოპყრობის, ჯანმრთელობის დაზიანებისა და არასწორი მკურნალობის ფაქტებზე, პენიტენციური სამსახურის თანამდებობის პირების მიმართ რამდენიმე საქმე აღიძრა.

როგორც უკრაინელმა ადვოკატმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებამ დაამტკიცა, რომ არ შეუძლია ამ პირების სამართლებრივ პასუხისმგებლობაში მიცემა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური დაშალა, შესაბამისად, "უკრაინა გააკეთებს ყველაფერს, რათა ამ პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.

მისივე განცხადებით, მიხეილ მიხეილ სააკაშვილმა დაწერა განცხადება, რომ ამ საქმეებში დაზარალებულად ცნონ და უკრაინის გენერალურ პროკურორს ოფიციალური განცხადებით მიმართა.

"გუშინ ვიყავით სხდომაზე საქალაქო სასამართლოში, საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე, ვინაიდან უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო გაგვეგო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა - საახალწლო დღეების განმავლობაში მის შესახებ ფაქტობრივად, ქართული მხრისგან არანაირი ინფორმაცია არ მიგვიღია. შევხვდით მიხეილ სააკაშვილს, მან უფლება მოგვცა გვეთქვა გარკვეული ინფორმაცია, კერძოდ ის, რომ უკრაინაში უკვე აღძრულია რამდენიმე საქმე საქართველოს პენიტენციური სამსახურის რამდენიმე თანამდებობის პირზე, დაკავშირებული წამებასთან და არაადამიანურ მოპყრობასთან, ჯანმრთელობის დაზიანებასთან და არასწორ მკურნალობასთან.

საქართველოს ხელისუფლებამ დაამტკიცა, რომ არ შეუძლია ამ პირების სამართლებრივ პასუხისმგებლობაში მიცემა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური დაშალა. ჩვენ დარწმუნებულები ვართ რომ უკრაინა გააკეთებს ყველაფერს, რათა დადგეს ამ პირების პასუხისმგებლობის საკითხი.

მიხეილ სააკაშვილმა დაწერა განცხადება, რომ ის ამ საქმეებში ცნონ დაზარალებულად. ჩვენ უკვე ჩავატარეთ არაერთი შეხვედრა უკრაინის სახელმწიფო უწყებებთან. ექიმები და ექსპერტები მზად არიან ჩამოვიდნენ საქართველოში იმისთვის, რომ შეფასდეს, რა ხარისხის ზიანი მიადგა სააკაშვილის ჯანმრთელობას. როდესაც დავბრუნდებით უკრაინაში, შესაბამის დოკუმენტაციას ჩავაბარებთ გენერალურ პროკურატურას და მიხეილ სააკაშვილმაც პირადად მიმართა გენპროკურორს. ჩვენ ვთვლით, რომ მიმდინარეობს სისტემური და სისტემატიური მუშაობა, რათა სააკაშვილის ჯანმრთელობას კიდევ უფრო მეტი ზიანი მიადგეს“, - აღნიშნა ევგენი გრუშოვეცმა.