კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ ავადდებიან კოვიდპაციენტები კლინიკებში სხვა შიდა ჰოსპიტალური ინფექციებით? - თენგიზ ცერცვაძის განმარტება
რატომ ავადდებიან კოვიდპაციენტები კლინიკებში სხვა შიდა ჰოსპიტალური ინფექციებით? - თენგიზ ცერცვაძის განმარტება

თბი­ლი­სის ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ხელ­მძღვა­ნე­ლი თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე გან­მარ­ტავს, რა­ტომ ემარ­თე­ბათ ყვე­ლა­ზე ხში­რად კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბულ პა­ცი­ენ­ტებს შიდა ჰოს­პი­ტა­ლუ­რი ინ­ფექ­ცი­ე­ბი.

რო­გორც ცერ­ცვა­ძემ ჯან­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის, ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძის მიერ რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ზე კო­მენ­ტი­რე­ბი­სას "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში "თა­ვი­სუ­ფა­ლი სტუ­დია“ გა­ნა­ცხა­და, კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პი­რე­ბი სხვა პა­ცი­ენ­ტებ­ზე ხში­რად ხვდე­ბი­ან რე­ა­ნი­მა­ცი­ებ­ში, სა­დაც შიდა ჰოს­პი­ტა­ლუ­რი ინ­ფექ­ცი­ე­ბი ყვე­ლა­ზე მე­ტია, ამი­ტომ ალ­ბა­თო­ბა, რომ ინ­ტუ­ბი­რე­ბულ კო­ვი­და­ვად­მყო­ფებს ინ­ფექ­ცია და­ე­მარ­თოთ, დი­დი­აა.

ცერ­ცვა­ძის გან­მარ­ტე­ბით, ამის აღ­მო­ფხვრას ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ცდი­ლობს და ყვე­ლა ახა­ლი მი­ნის­ტრის ამო­ცა­ნაა, თუმ­ცა, პრობ­ლე­მის აღ­მო­ფხვრა ერთ წე­ლი­წად­ში ვერ მო­ხერ­ხდე­ბა.

"ყვე­ლა­ზე მეტი გა­უ­გებ­რო­ბა და ყვე­ლა­ზე არა­სა­ჭი­რო ინ­სი­ნუ­ა­ცი­ე­ბი გა­მო­იწ­ვია ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძის გან­ცხა­დე­ბამ. ქალ­ბა­ტონ­მა მი­ნის­ტრმა სწო­რად ბრძა­ნა, კონ­სტა­ტა­ცია სწო­რად მო­ახ­დი­ნა. ერ­თა­დერ­თი, რა­საც ჩემი კო­ლე­გე­ბი ამ­ბო­ბენ და ვი­ზი­ა­რებ, ეს იყო წმინ­და პრო­ფე­სი­უ­ლი სა­კი­თხი, რო­მე­ლიც ექი­მებ­თან უნდა გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი­ყო და არა მო­სახ­ლე­ო­ბას­თან. მო­სახ­ლე­ო­ბამ არ იცის და შე­საძ­ლოა მცდა­რად აღიქ­ვას, ამას კი მოჰ­ყვეს ან გულ­წრფე­ლი ან გა­მიზ­ნუ­ლი ინ­სი­ნუ­ა­ცი­ე­ბი. შიდა ჰოს­პი­ტა­ლუ­რი ინ­ფექ­ცი­ე­ბი არის ის სი­ტუ­ა­ცია, როცა პა­ცი­ენ­ტი ნე­ბის­მი­ე­რი დი­აგ­ნო­ზით შე­დის კლი­ნი­კა­ში და კლი­ნი­კა­ში, სამ­წუ­ხა­როდ, ცირ­კუ­ლი­რებს გარ­კვე­უ­ლი ბაქ­ტე­რი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბებ­ში და ამ პა­ცი­ენტს [და­ე­მარ­თე­ბა]. ეს იშ­ვი­ა­თია, მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბა ის და­ინ­ფი­ცირ­დეს. შემ­დეგ მას მკურ­ნა­ლო­ბენ ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბით, რო­მე­ლიც ხან არის წარ­მა­ტე­ბუ­ლი, ხან არა. ეს მსოფ­ლი­ოს პრობ­ლე­მაა; არ არ­სე­ბობს სა­მე­ფო კლი­ნი­კე­ბიც კი, სა­დაც ეს პრობ­ლე­მა არ არის.

ძნე­ლია ამო­ძირ­კვა ბაქ­ტე­რი­ე­ბის, გან­სა­კუთ­რე­ბით რე­ა­ნი­მა­ცი­ი­დან, სა­დაც ხდე­ბა ინ­ტუ­ბა­ცია, ინ­ვა­ზი­უ­რი ჩა­რე­ვე­ბი. ეს მსუ­ყე ნი­ა­და­გია იმის­თვის, რომ ბაქ­ტე­რია გაჩ­ნდეს და გამ­რავ­ლდეს. ამას სჭირ­დე­ბა ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი, ახა­ლი ნა­გე­ბო­ბე­ბი, ახ­ლად­გა­რე­მონ­ტე­ბუ­ლი ოთა­ხე­ბი, ძა­ლი­ან კარ­გი ვენ­ტი­ლა­ცი­ის და სტე­რი­ლი­ზა­ცი­ის სის­ტე­მა. ერთჯე­რა­დი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბი და ბევ­რი რამ. ეს კომ­პლექ­სუ­რი ამ­ბა­ვია. სა­ქარ­თვე­ლო­ში ამას ცდი­ლო­ბენ, ნა­წი­ლობ­რივ აკე­თე­ბენ, მაგ­რამ სრუ­ლად მიღ­წე­ვა­დი არ არის. ეს სა­კი­თხი აქ­ტუ­ა­ლუ­რია ინ­სულ­ტი­ა­ნებ­ში, ონ­კო­ლო­გი­ურ ავად­მყო­ფებ­ში, ინ­ფარ­ქტი­ა­ნებ­ში, ნე­ბის­მი­ერ ავად­მყო­ფებ­ში, მაგ­რამ ასე­ვე კო­ვი­დი­ან ავად­მყო­ფებ­შიც, თუმ­ცა, კო­ვი­დი­ა­ნე­ბი სხვა­ზე ხში­რად ხვდე­ბი­ან რე­ა­ნი­მა­ცი­ებ­ში, სა­დაც სხვა გან­ყო­ფი­ლე­ბებ­ზე მე­ტა­დაა ეს შიდა ჰოს­პი­ტა­ლუ­რი ინ­ფექ­ცი­ე­ბი, ამი­ტომ ალ­ბა­თო­ბა, რომ ინ­ტუ­ბი­რე­ბულ კო­ვი­და­ვად­მყო­ფებს ეს ინ­ფექ­ცია და­ე­მარ­თოთ, მე­ტია. ამის აღ­მო­ფხვრას სა­მი­ნის­ტრო ცდი­ლობს და ყვე­ლა ახა­ლი მი­ნის­ტრის ამო­ცა­ნა ესაა და ამის აღ­მო­ფხვრა ერთ წე­ლი­წად­ში ვერ მო­ხერ­ხდე­ბა. კო­ვი­დის პან­დე­მი­ას ეს ვერ მო­უს­წრებს, ეს წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ეტა­პობ­რი­ვად უნდა მოხ­დეს. აბ­სო­ლუ­ტუ­რად აღ­მო­ფხვრი­ლი ეს პრობ­ლე­მა მსოფ­ლი­ოს არ­ცერთ კლი­ნი­კა­ში არაა, ოღონდ ზო­გან მე­ტია, ზო­გან ნაკ­ლე­ბი. მე ვერ ვი­ტყო­დი, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩვე­ნი დო­ნის ქვეყ­ნებ­თან შე­და­რე­ბით სხვა­ზე მე­ტია“, - გა­ნა­ცხა­და ცერ­ცვა­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, ჯან­დაც­ვის ახლა უკვე ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძემ 2021 წლის 26 დე­კემ­ბერს, სა­მი­ნის­ტროს ან­გა­რი­შის პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, რომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვაა ინ­ფექ­ცი­ის კონ­ტრო­ლი, ვი­ნა­ი­დან, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ლე­ტა­ლო­ბის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი არა­თუ კო­ვი­დი, არა­მედ სხვა­დას­ხვა ჰოს­პი­ტა­ლუ­რი ინ­ფექ­ცია ხდე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
უბედურება გვჭირს
0

მეგობრის მამა მოკლეს სეფსისი გადასდეს მერე ცე და ბე ჰეპატიტი ... დიახ კოვიდით შევიდა და გადაცვალების მიზეზშეს წერია... სიგარეტი პირში ექთნებს კარებში შესასვლელში , ნიღაბი არავის არ უკეთია იქნება სიბინძურე და ინფექციები აბა არა?

კაკო
0

რამდენად ნორმალურია ის რომ კოვიდით დაავადებული პაციენტი შეჰყავთ და სხვა დაავადებით გარდაცვლილი გამოჰყავთ? რეებს გველაპარაკები მართლადამართლა?

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

რატომ ავადდებიან კოვიდპაციენტები კლინიკებში სხვა შიდა ჰოსპიტალური ინფექციებით? - თენგიზ ცერცვაძის განმარტება

რატომ ავადდებიან კოვიდპაციენტები კლინიკებში სხვა შიდა ჰოსპიტალური ინფექციებით? - თენგიზ ცერცვაძის განმარტება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, რატომ ემართებათ ყველაზე ხშირად კოვიდინფიცირებულ პაციენტებს შიდა ჰოსპიტალური ინფექციები.

როგორც ცერცვაძემ ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის მიერ რამდენიმე კვირის წინ გაკეთებულ განცხადებაზე კომენტირებისას "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "თავისუფალი სტუდია“ განაცხადა, კოვიდინფიცირებული პირები სხვა პაციენტებზე ხშირად ხვდებიან რეანიმაციებში, სადაც შიდა ჰოსპიტალური ინფექციები ყველაზე მეტია, ამიტომ ალბათობა, რომ ინტუბირებულ კოვიდავადმყოფებს ინფექცია დაემართოთ, დიდიაა.

ცერცვაძის განმარტებით, ამის აღმოფხვრას ჯანდაცვის სამინისტრო ცდილობს და ყველა ახალი მინისტრის ამოცანაა, თუმცა, პრობლემის აღმოფხვრა ერთ წელიწადში ვერ მოხერხდება.

"ყველაზე მეტი გაუგებრობა და ყველაზე არასაჭირო ინსინუაციები გამოიწვია ეკატერინე ტიკარაძის განცხადებამ. ქალბატონმა მინისტრმა სწორად ბრძანა, კონსტატაცია სწორად მოახდინა. ერთადერთი, რასაც ჩემი კოლეგები ამბობენ და ვიზიარებ, ეს იყო წმინდა პროფესიული საკითხი, რომელიც ექიმებთან უნდა გაჟღერებულიყო და არა მოსახლეობასთან. მოსახლეობამ არ იცის და შესაძლოა მცდარად აღიქვას, ამას კი მოჰყვეს ან გულწრფელი ან გამიზნული ინსინუაციები. შიდა ჰოსპიტალური ინფექციები არის ის სიტუაცია, როცა პაციენტი ნებისმიერი დიაგნოზით შედის კლინიკაში და კლინიკაში, სამწუხაროდ, ცირკულირებს გარკვეული ბაქტერიული ინფექციები, განსაკუთრებით რეანიმაციულ განყოფილებებში და ამ პაციენტს [დაემართება]. ეს იშვიათია, მაგრამ შეიძლება ის დაინფიცირდეს. შემდეგ მას მკურნალობენ ანტიბიოტიკებით, რომელიც ხან არის წარმატებული, ხან არა. ეს მსოფლიოს პრობლემაა; არ არსებობს სამეფო კლინიკებიც კი, სადაც ეს პრობლემა არ არის.

ძნელია ამოძირკვა ბაქტერიების, განსაკუთრებით რეანიმაციიდან, სადაც ხდება ინტუბაცია, ინვაზიური ჩარევები. ეს მსუყე ნიადაგია იმისთვის, რომ ბაქტერია გაჩნდეს და გამრავლდეს. ამას სჭირდება ინფრასტრუქტურული ცვლილებები, ახალი ნაგებობები, ახლადგარემონტებული ოთახები, ძალიან კარგი ვენტილაციის და სტერილიზაციის სისტემა. ერთჯერადი ინსტრუმენტები და ბევრი რამ. ეს კომპლექსური ამბავია. საქართველოში ამას ცდილობენ, ნაწილობრივ აკეთებენ, მაგრამ სრულად მიღწევადი არ არის. ეს საკითხი აქტუალურია ინსულტიანებში, ონკოლოგიურ ავადმყოფებში, ინფარქტიანებში, ნებისმიერ ავადმყოფებში, მაგრამ ასევე კოვიდიან ავადმყოფებშიც, თუმცა, კოვიდიანები სხვაზე ხშირად ხვდებიან რეანიმაციებში, სადაც სხვა განყოფილებებზე მეტადაა ეს შიდა ჰოსპიტალური ინფექციები, ამიტომ ალბათობა, რომ ინტუბირებულ კოვიდავადმყოფებს ეს ინფექცია დაემართოთ, მეტია. ამის აღმოფხვრას სამინისტრო ცდილობს და ყველა ახალი მინისტრის ამოცანა ესაა და ამის აღმოფხვრა ერთ წელიწადში ვერ მოხერხდება. კოვიდის პანდემიას ეს ვერ მოუსწრებს, ეს წლების განმავლობაში, ეტაპობრივად უნდა მოხდეს. აბსოლუტურად აღმოფხვრილი ეს პრობლემა მსოფლიოს არცერთ კლინიკაში არაა, ოღონდ ზოგან მეტია, ზოგან ნაკლები. მე ვერ ვიტყოდი, რომ საქართველოში ჩვენი დონის ქვეყნებთან შედარებით სხვაზე მეტია“, - განაცხადა ცერცვაძემ.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის ახლა უკვე ყოფილმა მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ 2021 წლის 26 დეკემბერს, სამინისტროს ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია და მთავარი გამოწვევაა ინფექციის კონტროლი, ვინაიდან, ხშირ შემთხვევაში ლეტალობის გამომწვევი მიზეზი არათუ კოვიდი, არამედ სხვადასხვა ჰოსპიტალური ინფექცია ხდება.