სამხედრო
სამართალი
პოლიტიკა

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
საზოგადოება
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ლევან წულაძე აპირებს, კონკურსში მონაწილეობა მიიღოს... მას კოვიდი დაუდასტურდა..." - რატომ აღარ არის "ჭოლა" მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი
"ლევან წულაძე აპირებს, კონკურსში მონაწილეობა მიიღოს... მას კოვიდი დაუდასტურდა..." -  რატომ აღარ არის "ჭოლა" მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი

გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ლე­ვან წუ­ლა­ძე მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი აღარ არის. ოფი­ცი­ა­ლურ მი­ზე­ზად კონ­ტრაქ­ტის ამო­წურ­ვა სა­ხელ­დე­ბა. თუმ­ცა არ­სე­ბობს მო­საზ­რე­ბა, რომ ამის მი­ზე­ზი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­თხოვ­ნით შექ­მნი­ლი პე­ტი­ცი­აა, რო­მელ­ზეც ლე­ვან წუ­ლა­ძემ ხელი მო­ა­წე­რა.

კონ­ტაქ­ტი ამო­ე­წუ­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ სხვა თე­ატ­რე­ბის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლებ­საც, მაგ­რამ კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრმა დის­კრე­ცი­ის უფ­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნა და ზოგი (რუს­თა­ვე­ლის, ჩრდი­ლე­ბის, გაბ­რი­ა­ძის და გრი­ბო­ე­დო­ვის თე­ატ­რი) შემ­თხვე­ვა­ში პირ­და­პირ და­ი­ნიშ­ნა და ზოგს ვადა გა­უ­ხან­გრძლი­ვა.

კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრის, თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის გან­მარ­ტე­ბით, ლე­ვან წუ­ლა­ძეს უბ­რა­ლოდ კონ­ტრაქ­ტის ვადა გა­უ­ვი­და და მას შე­უძ­ლია კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ხე­ლახ­ლა მი­ი­ღოს.

"ბა­ტო­ნი წუ­ლა­ძე არ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლა, ვადა გა­უ­ვი­და, ისე­ვე რო­გორც რამ­დე­ნი­მე ათე­ულ სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნელს და მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­კონ­კურ­სო პრო­ცე­დუ­რე­ბი. თუკი ის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი, რომ­ლებ­საც ვადა გა­უ­ვი­დათ და ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი ხე­ლახ­ლა აპი­რებს კან­დი­და­ტო­ბას, შე­მო­ი­ტანს გან­ცხა­დე­ბას და მისი გა­ნა­ცხა­დიც, რო­გორც ნე­ბის­მი­ე­რი სხვა, იქ­ნე­ბა გან­ხი­ლუ­ლი“, - აღ­ნიშ­ნა თეა წუ­ლუ­კი­ან­მა.

AMBEBI.GE მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის დი­რექ­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელს, ეკა­ტე­რი­ნე მაზ­მიშ­ვილს ესა­უბ­რა, რო­მელ­მაც ლე­ვან წუ­ლა­ძის კონ­ტრაქ­ტის ვა­დის ამო­წურ­ვა და­ა­დას­ტუ­რა.

- ბა­ტო­ნი ლე­ვა­ნი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი არ არის, მისი კონ­ტრაქ­ტი 4-წლი­ა­ნი იყო. თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნელს 4 წე­ლი­წად­ში ერთხელ ირ­ჩე­ვენ. ახლა 4 თე­ატ­რის გარ­და, ყველ­გა­ნაა კონ­კურ­სი გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი. ზო­გან უკვე დას­რულ­და, ზო­გან ახლა გა­მო­ცხად­და. ამ კონ­კურ­სის შე­დე­გად ახა­ლი სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი ინიშ­ნე­ბა.

- ბა­ტონ ლე­ვან­თან და­კავ­ში­რე­ბით გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ რად­გა­ნაც მან ხელი მო­ა­წე­რა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­თხოვ­ნით შექ­მნილ პე­ტი­ცი­ას, თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან ამი­ტომ გა­თა­ვი­სუფ­ლდა...

- ეს იმ ტე­ლე­ვი­ზი­ის ვერ­სია და აზ­რია, ვინც ინ­ფორ­მა­ცია გა­ავ­რცე­ლა. მინ­და, გი­თხრათ, რომ არა­ვი­თა­რი შე­ვიწ­რო­ე­ბა არ მიმ­დი­ნა­რე­ობს. ამის სა­ფუძ­ვე­ლი არ არ­სე­ბობს. ვი­მე­ო­რებ, ყვე­ლა თე­ატ­რშია კონ­კურ­სი გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი.

- კულ­ტუ­რის მი­ნისტრს მხო­ლოდ 4 თე­ატ­რის შემ­თხვე­ვა­ში აქვს დის­კრე­ცი­ის გა­მო­ყე­ნე­ბის უფ­ლე­ბა? ამას ვინ წყვეტს?

- კულ­ტუ­რის მი­ნისტრს რამ­დე­ნი თე­ატ­რის შემ­თხვე­ვა­ში შე­უძ­ლია ამ უფ­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, არ ვიცი. ფაქ­ტია, რომ მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის შემ­თხვე­ვა­ში არ გა­მო­უ­ყე­ნე­ბია.

- სხვა ბევ­რი ძა­ლი­ან კარ­გი თე­ატ­რის შემ­თხვე­ვა­შიც... - რო­დის შედ­გე­ბა კონ­კურ­სი?

- თე­ატ­რე­ბის უმე­ტე­სო­ბა­ში კონ­კურ­სი უკვე დას­რულ­და და და­ნიშ­ნუ­ლე­ბიც არი­ან ახა­ლი სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი - ან იგი­ვე, ვინც მა­ნამ­დე იკა­ვებ­და ამ პო­ზი­ცი­ას. მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის კონ­კურ­სი ალ­ბათ უახ­ლოს დღე­ებ­ში გა­მო­ცხად­დე­ბა. თა­ვად კონ­კურ­სი სა­დღაც 20 დღე მიმ­დი­ნა­რე­ობს ხოლ­მე. ახლა სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლის პო­ზი­ცი­ა­ზე ბა­ტონ­მა ლე­ვან­მა ყვე­ლა შე­სა­ბა­მი­სი მო­თხოვ­ნის მი­ხედ­ვით გა­ნა­ცხა­დი უნდა შე­ი­ტა­ნოს კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­ში. შემ­დეგ არის საბ­ჭო, რო­მე­ლიც რე­კო­მენ­და­ცი­ას აძ­ლევს კან­დი­და­ტუ­რას. მოკ­ლედ, თვე-ნა­ხე­ვარ­ში ყვე­ლა­ფე­რი გა­ირ­კვე­ვა. აქ არა­ნა­ი­რი სას­კან­და­ლო არა­ფე­რია და ვე­რა­ნა­ი­რი პო­ლი­ტი­კუ­რი სარ­ჩუ­ლი ვერ ექ­ნე­ბა.

- ბა­ტონ ლე­ვანს ვერ ვუ­კავ­შირ­დე­ბით და რო­გო­რია მისი აზრი?

- მისი აზ­რია, რომ უნდა მი­ი­ღოს კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ახლა ის არის, რომ მას კო­რო­ნა და­უ­დას­ტურ­და.

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
შაქრო
9

მაპატიეთ, მაგრამ, კარგ რეჟისორს როგორ შეიძლება ვადა გაუვიდეს. არ ველოდი ამას, ქალბატონო თეა. არავის უსწავლებია თქვენთვის, რომ ხელოვნებას ვადა არ აქვს

qeTo
9

წუნკალიანი დანიშნეთ!!!!! ისეთი ბზრიალაა, მალიარობასაც შეძლებს!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ლევან წულაძე აპირებს, კონკურსში მონაწილეობა მიიღოს... მას კოვიდი დაუდასტურდა..." - რატომ აღარ არის "ჭოლა" მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი

"ლევან წულაძე აპირებს, კონკურსში მონაწილეობა მიიღოს... მას კოვიდი დაუდასტურდა..." -  რატომ აღარ არის "ჭოლა" მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლევან წულაძე მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი აღარ არის. ოფიციალურ მიზეზად კონტრაქტის ამოწურვა სახელდება. თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ ამის მიზეზი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილი პეტიციაა, რომელზეც ლევან წულაძემ ხელი მოაწერა.

კონტაქტი ამოეწურა საქართველოში არსებულ სხვა თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელებსაც, მაგრამ კულტურის მინისტრმა დისკრეციის უფლება გამოიყენა და ზოგი (რუსთაველის, ჩრდილების, გაბრიაძის და გრიბოედოვის თეატრი) შემთხვევაში პირდაპირ დაინიშნა და ზოგს ვადა გაუხანგრძლივა.

კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განმარტებით, ლევან წულაძეს უბრალოდ კონტრაქტის ვადა გაუვიდა და მას შეუძლია კონკურსში მონაწილეობა ხელახლა მიიღოს.

"ბატონი წულაძე არ გათავისუფლებულა, ვადა გაუვიდა, ისევე როგორც რამდენიმე ათეულ სამხატვრო ხელმძღვანელს და მიმდინარეობს საკონკურსო პროცედურები. თუკი ის სამხატვრო ხელმძღვანელები, რომლებსაც ვადა გაუვიდათ და ზოგიერთი მათგანი ხელახლა აპირებს კანდიდატობას, შემოიტანს განცხადებას და მისი განაცხადიც, როგორც ნებისმიერი სხვა, იქნება განხილული“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

AMBEBI.GE მარჯანიშვილის თეატრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, ეკატერინე მაზმიშვილს ესაუბრა, რომელმაც ლევან წულაძის კონტრაქტის ვადის ამოწურვა დაადასტურა.

- ბატონი ლევანი გათავისუფლებული არ არის, მისი კონტრაქტი 4-წლიანი იყო. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს 4 წელიწადში ერთხელ ირჩევენ. ახლა 4 თეატრის გარდა, ყველგანაა კონკურსი გამოცხადებული. ზოგან უკვე დასრულდა, ზოგან ახლა გამოცხადდა. ამ კონკურსის შედეგად ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ინიშნება.

- ბატონ ლევანთან დაკავშირებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ რადგანაც მან ხელი მოაწერა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას, თანამდებობიდან ამიტომ გათავისუფლდა...

- ეს იმ ტელევიზიის ვერსია და აზრია, ვინც ინფორმაცია გაავრცელა. მინდა, გითხრათ, რომ არავითარი შევიწროება არ მიმდინარეობს. ამის საფუძველი არ არსებობს. ვიმეორებ, ყველა თეატრშია კონკურსი გამოცხადებული.

- კულტურის მინისტრს მხოლოდ 4 თეატრის შემთხვევაში აქვს დისკრეციის გამოყენების უფლება? ამას ვინ წყვეტს?

- კულტურის მინისტრს რამდენი თეატრის შემთხვევაში შეუძლია ამ უფლების გამოყენება, არ ვიცი. ფაქტია, რომ მარჯანიშვილის თეატრის შემთხვევაში არ გამოუყენებია.

- სხვა ბევრი ძალიან კარგი თეატრის შემთხვევაშიც... - როდის შედგება კონკურსი?

- თეატრების უმეტესობაში კონკურსი უკვე დასრულდა და დანიშნულებიც არიან ახალი სამხატვრო ხელმძღვანელები - ან იგივე, ვინც მანამდე იკავებდა ამ პოზიციას. მარჯანიშვილის თეატრის კონკურსი ალბათ უახლოს დღეებში გამოცხადდება. თავად კონკურსი სადღაც 20 დღე მიმდინარეობს ხოლმე. ახლა სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე ბატონმა ლევანმა ყველა შესაბამისი მოთხოვნის მიხედვით განაცხადი უნდა შეიტანოს კულტურის სამინისტროში. შემდეგ არის საბჭო, რომელიც რეკომენდაციას აძლევს კანდიდატურას. მოკლედ, თვე-ნახევარში ყველაფერი გაირკვევა. აქ არანაირი სასკანდალო არაფერია და ვერანაირი პოლიტიკური სარჩული ვერ ექნება.

- ბატონ ლევანს ვერ ვუკავშირდებით და როგორია მისი აზრი?

- მისი აზრია, რომ უნდა მიიღოს კონკურსში მონაწილეობა. ახლა ის არის, რომ მას კორონა დაუდასტურდა.