პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსოფლიოში ყველაზე სასტიკი კარანტინი, სპეციალური ბანაკები და მეტალის ოთახები გაუსაძლისი პირობებით - როგორ ცხოვრობენ ჩინეთში კოვიდის გამო იზოლირებული ადამიანები (ფოტოები)
მსოფლიოში ყველაზე სასტიკი კარანტინი, სპეციალური ბანაკები და მეტალის ოთახები გაუსაძლისი პირობებით - როგორ ცხოვრობენ  ჩინეთში კოვიდის გამო იზოლირებული ადამიანები (ფოტოები)

ჩი­ნე­თის "სა­კა­რან­ტი­ნო ბა­ნა­კი­დან" გავ­რცე­ლე­ბუ­ლი შემ­ზა­რა­ვი ვი­დე­ო­კად­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ეჭ­ვის ქვეშ აყე­ნებს ქვეყ­ნის "0 კო­ვი­დის" პო­ლი­ტი­კას

"ნუ­ლო­ვა­ნი კო­ვი­დის" პო­ლი­ტი­კის ფარ­გლებ­ში, ჩი­ნე­თის ზო­გი­ერთ ქა­ლაქ­ში მკაც­რი შე­ზღუდ­ვე­ბი და­წეს­და და და­სავ­ლურ მე­დი­ა­ში ამ შე­ზღუდ­ვებს "სას­ტიკ­საც" კი უწო­დე­ბენ. მა­გა­ლი­თად, ქა­ლაქ პუ­ტი­ა­ნი­ში მო­წყო­ბი­ლია სა­კა­რან­ტი­ნე ბა­ნა­კე­ბი, სა­დაც კა­რან­ტინ­ში გა­და­სუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი პა­ტა­რა მე­ტა­ლის ყუ­თებ­ში ცხოვ­რო­ბენ და ასე იცა­ვენ იზო­ლა­ცი­ის წე­სებს.

ყო­ვე­ლი­ვეს მე­დი­ა­ში უკვე უწო­დეს "მსოფ­ლი­ოს უმ­კაც­რე­სი ლო­ქ­და­უ­ნი." უზარ­მა­ზარ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლია მე­ტა­ლის ნა­გე­ბო­ბე­ბი იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, რომ­ლებ­საც ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თან ჰქონ­დათ კავ­ში­რი, ან თა­ვად არი­ან ვირუ­სის მა­ტა­რე­ბელ­ნი.

რო­გორც ირ­კვე­ვა, კონ­სტრუქ­ცი­ე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა ჩი­ნეთ­ში შარ­შან, წლის მი­წუ­რულს და­ი­წყო.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­კა­რან­ტი­ნე ბა­ნა­კებ­ში ადა­მი­ა­ნე­ბი ავ­ტო­ბუ­სე­ბით გა­დაჰ­ყავთ და იზო­ლა­ცი­ის პე­რი­ო­დი 2 კვი­რამ­დეა. ამ ოთა­ხებ­ში კა­ცე­ბი, ქა­ლე­ბი, ბავ­შვე­ბი და მო­ხუ­ცე­ბიც თავ­სდე­ბი­ან.

კად­რე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, რო­მე­ლიც ჩი­ნურ სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და, დის­ტო­პი­ურ გა­რე­მო­ში ჩად­გმულ კა­ბი­ნებ­ში მყოფ ადა­მი­ა­ნებს მხო­ლოდ ხის სა­წო­ლი, ერთი ბა­ლი­ში, პლე­დი და სა­პირ­ფა­რე­შო აქვთ.

სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში წე­რენ, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი რე­ა­ლუ­რად ტყვე­ო­ბა­ში, გა­უ­საძ­ლის პი­რო­ბებ­ში არი­ან.

თა­ვად იზო­ლი­რე­ბუ­ლე­ბი იმა­ზე ჩი­ვი­ან, რომ ოთა­ხე­ბი ცი­ვია და საკ­მა­რის საკ­ვებს არ ური­გე­ბენ: "არა­ვინ მო­დის ჩვე­ნი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­მოწ­მებ­ლად, არაფ­რი­თაა ეს ოთა­ხე­ბი აღ­ჭურ­ვი­ლი, ეს რა­ნა­ი­რი კა­რან­ტი­ნია?!" - აცხა­დებს BBC-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში ერთ-ერთი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩი­ნეთ­ში, პუ­ტი­ა­ნი­ში კვლავ შენ­დე­ბა 1000 მსგავ­სი სა­კა­რან­ტი­ნე ოთა­ხი.

ჩი­ნეთ­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ მათ ასე­თი მკაც­რი პო­ლი­ტი­კა ზამ­თრის ოლიმ­პი­ა­დის­თვის მო­სამ­ზა­დებ­ლად სჭირ­დე­ბათ, რათა ვირუ­სის აფეთ­ქე­ბე­ბის­გან თავი მაქ­სი­მა­ლუ­რად და­იც­ვან.

წყა­რო: the sun

მო­ამ­ზა­და ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 29 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნატა
0

თუ მთავრდება აცრები რაღათ გვინდა?

რეალისტი
17

პანდემია მძვინვარებს, ადამიანები იხოცებიან, მერე რა რომ 2 კვირა გაიჭირვო და დაამარცხო პანდემია, თანაც ტელევიზორი, კონდიციონერი, წყალი და საკვები აქვთ.

ავტორი:

მსოფლიოში ყველაზე სასტიკი კარანტინი, სპეციალური ბანაკები და მეტალის ოთახები გაუსაძლისი პირობებით - როგორ ცხოვრობენ ჩინეთში კოვიდის გამო იზოლირებული ადამიანები (ფოტოები)

მსოფლიოში ყველაზე სასტიკი კარანტინი, სპეციალური ბანაკები და მეტალის ოთახები გაუსაძლისი პირობებით - როგორ ცხოვრობენ  ჩინეთში კოვიდის გამო იზოლირებული ადამიანები (ფოტოები)

ჩინეთის "საკარანტინო ბანაკიდან" გავრცელებული შემზარავი ვიდეოკადრები, რომლებიც ეჭვის ქვეშ აყენებს ქვეყნის "0 კოვიდის" პოლიტიკას

"ნულოვანი კოვიდის" პოლიტიკის ფარგლებში, ჩინეთის ზოგიერთ ქალაქში მკაცრი შეზღუდვები დაწესდა და დასავლურ მედიაში ამ შეზღუდვებს "სასტიკსაც" კი უწოდებენ. მაგალითად, ქალაქ პუტიანიში მოწყობილია საკარანტინე ბანაკები, სადაც კარანტინში გადასული ადამიანები პატარა მეტალის ყუთებში ცხოვრობენ და ასე იცავენ იზოლაციის წესებს.

ყოველივეს მედიაში უკვე უწოდეს "მსოფლიოს უმკაცრესი ლოქდაუნი." უზარმაზარ ტერიტორიაზე განთავსებულია მეტალის ნაგებობები იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ინფიცირებულთან ჰქონდათ კავშირი, ან თავად არიან ვირუსის მატარებელნი.

როგორც ირკვევა, კონსტრუქციების მშენებლობა ჩინეთში შარშან, წლის მიწურულს დაიწყო.

გავრცელებული ინფორმაციით, საკარანტინე ბანაკებში ადამიანები ავტობუსებით გადაჰყავთ და იზოლაციის პერიოდი 2 კვირამდეა. ამ ოთახებში კაცები, ქალები, ბავშვები და მოხუცებიც თავსდებიან.

კადრების საფუძველზე, რომელიც ჩინურ სოციალურ მედიაში გავრცელდა, დისტოპიურ გარემოში ჩადგმულ კაბინებში მყოფ ადამიანებს მხოლოდ ხის საწოლი, ერთი ბალიში, პლედი და საპირფარეშო აქვთ.

სოციალურ ქსელებში წერენ, რომ ადამიანები რეალურად ტყვეობაში, გაუსაძლის პირობებში არიან.

თავად იზოლირებულები იმაზე ჩივიან, რომ ოთახები ცივია და საკმარის საკვებს არ ურიგებენ: "არავინ მოდის ჩვენი მდგომარეობის შესამოწმებლად, არაფრითაა ეს ოთახები აღჭურვილი, ეს რანაირი კარანტინია?!" - აცხადებს BBC-სთან ინტერვიუში ერთ-ერთი ინფიცირებული.

გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთში, პუტიანიში კვლავ შენდება 1000 მსგავსი საკარანტინე ოთახი.

ჩინეთში ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მათ ასეთი მკაცრი პოლიტიკა ზამთრის ოლიმპიადისთვის მოსამზადებლად სჭირდებათ, რათა ვირუსის აფეთქებებისგან თავი მაქსიმალურად დაიცვან.

წყარო: the sun

მოამზადა ანა სიბოშვილმა