საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პირადად ბიძინა ივანიშვილს მივმართავ, რომ ეს მმართველობა მისი ხელმძღვანელობით დამთავრდება" - მამუკა ხაზარაძე
"პირადად ბიძინა ივანიშვილს მივმართავ, რომ ეს მმართველობა მისი ხელმძღვანელობით დამთავრდება" - მამუკა ხაზარაძე

"ვა­დას­ტუ­რებ, რომ ეს ბრძო­ლა გაგ­რძელ­დე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვენ ახლა სა­პყრო­ბი­ლე­ში არ მივ­დი­ვართ, ამას გა­ვა­სა­ჩივ­რებთ, ეს არის პრინ­ცი­პის და ღირ­სე­ბის სა­კი­თხი"- ამის შე­სა­ხებ "ლე­ლოს“ თავ­მჯდო­მა­რე მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ სა­სა­მარ­თლოს გა­ნა­ჩე­ნის მოს­მე­ნის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

ხა­ზა­რა­ძის გან­ცხა­დე­ბით, სა­ნამ სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­მარ­თლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლო არ იქ­ნე­ბა, მა­ნამ­დე მშვი­დო­ბაც არ იქ­ნე­ბა.

"ასე­თი სა­სა­მარ­თლოს და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის პი­რო­ბებ­ში ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა წინ ვერ წავა. ეს არის ერთი კა­ცის მიერ მარ­თუ­ლი სა­სა­მარ­თლო და მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა, პი­რა­დად ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს მივ­მარ­თავ, რომ ეს მმარ­თვე­ლო­ბა მისი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით დამ­თავ­რდე­ბა, იმი­ტომ რომ ქარ­თვე­ლი ხალ­ხი ვერ შე­ე­გუ­ე­ბა ასეთ უსა­მარ­თლო მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბას ამ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც არ არის სა­მარ­თა­ლი, იქ არ არის მშვი­დო­ბა. ამ ქვე­ყა­ნა­ში არ იქ­ნე­ბა მშვი­დო­ბა მა­ნამ, სა­ნამ თი­თო­ე­ულ მო­ქა­ლა­ქეს არ ექ­ნე­ბა იმის გან­ცდა, რომ მის ღირ­სე­ბებს და უფ­ლე­ბას იცავს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი, მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი სა­სა­მარ­თლო. ეს სამ­წლი­ა­ნი "მას­კა­რა­დი“ ეს არის ფარ­სი და კი­დევ ერთხელ ვა­დას­ტუ­რებ, რომ ეს ბრძო­ლა გაგ­რძელ­დე­ბა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვენ ახლა სა­პყრო­ბი­ლე­ში არ მივ­დი­ვართ ჩვენ ამას გა­ვა­სა­ჩივ­რებთ, ეს არის პრინ­ცი­პის, ღირ­სე­ბის სა­კი­თხი. ეს არის იმ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის იმე­დის დაბ­რუ­ნე­ბის სა­კი­თხი, რო­მელ­საც ცო­ტა­ო­დე­ნი იმე­დი დარ­ჩა იმი­სათ­ვის, რომ იყოს გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი. მე გპირ­დე­ბით, მთელ ჩემს თა­ნა­გუნ­დე­ლებ­თან ერ­თად გა­ვაგ­რძე­ლებ ბრძო­ლას ამ ქვეყ­ნის სა­უ­კე­თე­სო მო­მავ­ლის­თვის. ამ ქვე­ყა­ნას აქვს უზარ­მა­ზა­რი პერ­სპექ­ტი­ვა და ეს პერ­სპექ­ტი­ვა არის თი­თო­ე­ულ თქვენ­გან­ში, თუმ­ცა დახ­შუ­ლი, მი­მა­ლუ­ლი და მი­ძი­ნე­ბუ­ლია, ეს უნდა გა­მო­ვაღ­ვი­ძოთ და გა­ვა­ერ­თი­ა­ნოთ. უნდა გა­ვერ­თი­ან­დეთ ჩვე­ნი სამ­შობ­ლოს გარ­შე­მო, სა­ქარ­თვე­ლო უნდა გავ­ხა­დოთ წარ­მა­ტე­ბუ­ლი, გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნა“, - გა­ნა­ცხა­და ხა­ზა­რა­ზემ.

ცნო­ბის­თვის, დღეს სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე, ბად­რი ჯა­ფა­რი­ძე და ავ­თან­დილ წე­რე­თე­ლი სა­სა­მარ­თლომ თაღ­ლი­თო­ბა­ში ცნო დამ­ნა­შა­ვედ, თუმ­ცა სა­პა­ტიმ­რო სას­ჯე­ლის­გან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ედიკა
0

რას ეძახი სამართლიან სასამართლოს? შეხრამუნებულ ფულზე რომ გეტყვის შეგარგოსო??? ისე მართლაც სამართლიანი, სასამართლო რომ იყოს, აუცილებლად გაგიშვებდა ციხეში, იმდენი, დამამტკიცებელი არგუმენტია, ვერც ვერავინ შეედავებოდა! მართლაც სამართლიანი სასამართლო რომ იყოს, მიშასაც, ექვს წელზე გაცილებით მეტს მიარჭობდაააააა

რადა
4

ბიძო ის კოკაა რომელიც წყალს ყოველთვის ვერ მოიტანს. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"პირადად ბიძინა ივანიშვილს მივმართავ, რომ ეს მმართველობა მისი ხელმძღვანელობით დამთავრდება" - მამუკა ხაზარაძე

"პირადად ბიძინა ივანიშვილს მივმართავ, რომ ეს მმართველობა მისი ხელმძღვანელობით დამთავრდება" - მამუკა ხაზარაძე

"ვადასტურებ, რომ ეს ბრძოლა გაგრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ახლა საპყრობილეში არ მივდივართ, ამას გავასაჩივრებთ, ეს არის პრინციპის და ღირსების საკითხი"- ამის შესახებ "ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ სასამართლოს განაჩენის მოსმენის შემდეგ განაცხადა.

ხაზარაძის განცხადებით, სანამ საქართველოში სამართლიანი სასამართლო არ იქნება, მანამდე მშვიდობაც არ იქნება.

"ასეთი სასამართლოს და სამართლიანობის პირობებში ჩვენი ქვეყანა წინ ვერ წავა. ეს არის ერთი კაცის მიერ მართული სასამართლო და მართლმსაჯულება, პირადად ბიძინა ივანიშვილს მივმართავ, რომ ეს მმართველობა მისი ხელმძღვანელობით დამთავრდება, იმიტომ რომ ქართველი ხალხი ვერ შეეგუება ასეთ უსამართლო მართლმსაჯულებას ამ ქვეყანაში, სადაც არ არის სამართალი, იქ არ არის მშვიდობა. ამ ქვეყანაში არ იქნება მშვიდობა მანამ, სანამ თითოეულ მოქალაქეს არ ექნება იმის განცდა, რომ მის ღირსებებს და უფლებას იცავს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი სასამართლო. ეს სამწლიანი "მასკარადი“ ეს არის ფარსი და კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ეს ბრძოლა გაგრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ახლა საპყრობილეში არ მივდივართ ჩვენ ამას გავასაჩივრებთ, ეს არის პრინციპის, ღირსების საკითხი. ეს არის იმ მოქალაქეებისთვის იმედის დაბრუნების საკითხი, რომელსაც ცოტაოდენი იმედი დარჩა იმისათვის, რომ იყოს გამარჯვებული. მე გპირდებით, მთელ ჩემს თანაგუნდელებთან ერთად გავაგრძელებ ბრძოლას ამ ქვეყნის საუკეთესო მომავლისთვის. ამ ქვეყანას აქვს უზარმაზარი პერსპექტივა და ეს პერსპექტივა არის თითოეულ თქვენგანში, თუმცა დახშული, მიმალული და მიძინებულია, ეს უნდა გამოვაღვიძოთ და გავაერთიანოთ. უნდა გავერთიანდეთ ჩვენი სამშობლოს გარშემო, საქართველო უნდა გავხადოთ წარმატებული, გამარჯვებული ქვეყანა“, - განაცხადა ხაზარაზემ.

ცნობისთვის, დღეს სასამართლო პროცესზე მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი სასამართლომ თაღლითობაში ცნო დამნაშავედ, თუმცა საპატიმრო სასჯელისგან გაათავისუფლა.