საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გამოძიებაც კი არ არის ჩატარებული, არ არის დადგენილი არც დაზარალებული და არც მომჩივანი" - რას აცხადებენ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე სასამართლოს მიერ დამნაშავედ ცნობის შემდეგ
"გამოძიებაც კი არ არის ჩატარებული, არ არის დადგენილი არც დაზარალებული და არც მომჩივანი" - რას აცხადებენ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე სასამართლოს მიერ დამნაშავედ ცნობის შემდეგ

"ძა­ლი­ან ნა­თე­ლია ის სი­ყალ­ბე, რო­მე­ლიც მო­ვის­მი­ნეთ მო­სა­მარ­თლის პი­რით, 2012 წელს თურ­მე თაღ­ლი­თო­ბა ჩაგ­ვი­დე­ნია, რო­მელ­ზეც გა­მო­ძი­ე­ბაც კი არ არის ჩა­ტა­რე­ბუ­ლი, არ არის დად­გე­ნი­ლი არც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი და არც მომ­ჩი­ვა­ნი", - ამის შე­სა­ხებ პარ­ტია "ლე­ლოს“ თავ­მჯდო­მა­რე მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც სა­სა­მარ­თლოს მიერ მი­ღე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

ხა­ზა­რა­ძის თქმით, სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არის ნონ­სენ­სი.

"მინ­და ყვე­ლას მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო, მათ შო­რის, მე­დი­ა­სა და იმ მე­გობ­რებს, რომ­ლე­ბიც ახლა აქ არი­ან. ეს არის იმ სო­ლი­და­რო­ბის და­დას­ტუ­რე­ბა, რო­დე­საც სი­მარ­თლის­თვის ბრძო­ლა გვა­ერ­თი­ა­ნებს. პი­რო­ბას გაძ­ლევთ, რომ ასე­ვე დავ­დგე­ბი ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის გვერ­დში, თუ და­ვი­ნა­ხე, რომ უსა­მარ­თლოდ სა­ხელ­მწი­ფო და­ა­პი­რებს ვინ­მეს და­ჩაგ­ვრას, ეს იქ­ნე­ბა ჩემი მთა­ვა­რი სა­კი­თხი მო­მა­ვალ მოღ­ვა­წე­ო­ბა­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა დღე­ვან­დელ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, ძა­ლი­ან ნა­თე­ლია ის სი­ყალ­ბე, რო­მე­ლიც მო­ვის­მი­ნეთ მო­სა­მარ­თლის პი­რით. ჩვენ გვე­და­ვე­ბოდ­ნენ 12 წლის წი­ნან­დელს, 2008 წელს ვი­თომ­და ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბის მუხ­ლით და უცებ ეს მუხ­ლი გაქ­რა და 4 წლის შემ­დეგ, 2012 წელს თურ­მე თაღ­ლი­თო­ბა ჩაგ­ვი­ტა­რე­ბია, რო­მელ­ზეც გა­მო­ძი­ე­ბაც კი არ არის ჩა­ტა­რე­ბუ­ლი, არ არის დად­გე­ნი­ლი არც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი, არც მომ­ჩი­ვა­ნი. ეს არის ნონ­სენ­სი, ეს არის ის სა­სა­მარ­თლო, რომ­ლის დე­მონ­ტა­ჟიც უნდა მო­ვახ­დი­ნოთ ჩვენ და სა­ზო­გა­დო­ე­ბამ“, - გა­ნა­ცხა­და ხა­ზა­რა­ძემ.

  • სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა "ლე­ლოს" კი­დევ ერ­თმა ლი­დერ­მა ბად­რი ჯა­ფა­რი­ძე­მაც. მისი თქმით, მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არის გაგ­რძე­ლე­ბა იმ თაღ­ლი­თო­ბის, რო­მელ­საც სჩა­დი­ო­და პრო­კუ­რა­ტუ­რა ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში.

"ეს ბრძო­ლა ღირს იმის­თვის რა­საც ჩვენ გავ­დი­ვართ, რად­გან ეს არის ბრძო­ლა ჩვე­ნი ქვეყ­ნის უკე­თე­სი მო­მავ­ლის­თვის. ჩვენ რაც ვნა­ხეთ, ეს არის გაგ­რძე­ლე­ბა იმ თაღ­ლი­თო­ბის, რო­მელ­საც პრო­კუ­რა­ტუ­რა ჩა­დი­ო­და მთე­ლი ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, რად­გან ცხა­დია, არა­ნა­ი­რი ნი­შან-წყა­ლი არ ყო­ფი­ლა არას­დროს არა­ნა­ი­რი ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბის და და­ნა­შა­უ­ლის. მო­სა­მარ­თლემ გა­ნა­ჩე­ნი რაც გა­მო­ა­ცხა­და, მან შეც­ვა­ლა ის მუხ­ლი ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბის, მო­ახ­დი­ნა მისი გა­დაკ­ვა­ლი­ფი­ცი­რე­ბა იმ მუხ­ლით, რო­მელ­ზეც ვრცელ­დე­ბა ხან­დაზ­მუ­ლო­ბა და გაგ­ვა­თა­ვი­სუფ­ლა ყო­ველ­გვა­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის­გან, თუმ­ცა, ძვე­ლი მუხ­ლით მოგ­ვი­სა­ჯა 7 წელი, მაგ­რამ რად­გან ხან­დაზ­მუ­ლო­ბა ვრცელ­დე­ბა გაგ­ვა­თა­ვი­სუფ­ლა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის­გან.

ჩვენ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას გა­ვა­სა­ჩივ­რებთ, რად­გან არ ვე­თან­ხმე­ბით, არა­ნა­ი­რი და­ნა­შა­უ­ლი არ მომ­ხდა­რა, არა­ნა­ი­რი და­ნა­შა­უ­ლის ნი­შან-წყა­ლი არ არ­სე­ბობს, ეს იყო ბრძო­ლა ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ფი­ნან­სუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის გა­და­სარ­ჩე­ნად, რო­მე­ლიც გა­და­ვარ­ჩი­ნეთ, გავ­ხა­დეთ ჩვე­ნი ქვეყ­ნის წარ­მა­ტე­ბის სა­ხედ და იგი­ვეს მი­ვაღ­წევთ პო­ლი­ტი­კა­შიც.

ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა გახ­დე­ბა წარ­მა­ტე­ბის სახე რე­გი­ონ­ში. ბრძო­ლა გრძელ­დე­ბა, გა­ვა­სა­ჩივ­რებთ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და მი­ვიყ­ვანთ ბო­ლომ­დე ბრძო­ლას, რომ სი­მარ­თლე დად­გინ­დეს,“-გა­ნა­ცხა­და ბად­რი ჯა­ფა­რი­ძემ.

  • ცნო­ბის­თვის, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი - მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე, ბად­რი ჯა­ფა­რი­ძე და ავ­თან­დილ წე­რე­თე­ლი სა­სა­მარ­თლომ დამ­ნა­შა­ვედ ცნო, თუმ­ცა, მო­სა­მარ­თლემ სა­მი­ვე მათ­განს მუხ­ლის კვა­ლი­ფი­კა­ცია შე­უც­ვა­ლა და ისი­ნი ჯგუ­ფურ თაღ­ლი­თო­ბა­ში სცნო დამ­ნა­შა­ვედ. თი­თო­ე­ულ მათ­განს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა შე­ე­ფარ­დათ 7 წლის ვა­დით, თუმ­ცა, მუხ­ლის ხან­დაზ­მუ­ლო­ბის გამო, ისი­ნი და­ნიშ­ნუ­ლი სას­ჯე­ლის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ.

მო­სა­მარ­თლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, მათ გა­ნე­სა­ზღვრათ გი­რაო და აეკ­რძა­ლათ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვრის გა­დაკ­ვე­თა.

ამას­თან, სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მი­მართ შე­ფარ­დე­ბუ­ლი გი­რაო გა­უქ­მდა, ასე­ვე გა­უქ­მდა და­დე­ბუ­ლი ყა­და­ღე­ბიც.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, 2019 წლის 24 ივ­ლისს, მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძეს და ბად­რი ჯა­ფა­რი­ძეს ბრა­ლი წა­რედ­გი­ნათ ჯგუ­ფუ­რად 16 664 000 ამე­რი­კუ­ლი დო­ლა­რის უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის ფაქ­ტზე, რა­საც თან ახ­ლდა გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით შე­მო­სავ­ლის მი­ღე­ბა (და­ნა­შა­უ­ლი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 194 მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ა“ და მე-3 ნა­წი­ლის „გ“ ქვე­პუნ­ქტით).

რაც შე­ხე­ბა ავ­თან­დილ წე­რე­თელს, პრო­კუ­რა­ტუ­რა ბიზ­ნეს­მენს ბად­რი ჯა­ფა­რი­ძის­თვის და მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის­თვის უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლე­ბის ლე­გა­ლი­ზე­ბა­ში დახ­მა­რე­ბას ედა­ვე­ბო­და.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
იზი
0

არაფერი თუ არ ჩატარებულა გზაზე მარგალიტად მიმავალს დაგეტაკნენ თაღლითი და დამნაშავე გიწოდეს? რა უსამართლიბაა ვისი სული გსურს თამაშით რომ გასამართკებენ. ამათი ვალებიდან ვერ ამომძვრალა სრულუად ერი და იქეთ ილანძღებიან. მოვითხოვ მოსამართლეები გათავისუფლებას ესენი ისევ რომ თავისუფლებით ტკბებიან მხოლოდ თაღლითის იარლიყით.

suliko
2

ყველაფერი მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოს ბრალია, თორემ ამათ სამუდამო პატიმრობა და ქონების ჩამორთმევა ეკუთნოდათ. ვინ დაიჯერება რომ ბატონი გახარია და თვით ბატონი ბიძინა ამათ ტყულა აბრრალებდა ფულის გათეთრებას

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"გამოძიებაც კი არ არის ჩატარებული, არ არის დადგენილი არც დაზარალებული და არც მომჩივანი" - რას აცხადებენ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე სასამართლოს მიერ დამნაშავედ ცნობის შემდეგ

"გამოძიებაც კი არ არის ჩატარებული, არ არის დადგენილი არც დაზარალებული და არც მომჩივანი" - რას აცხადებენ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე სასამართლოს მიერ დამნაშავედ ცნობის შემდეგ

"ძალიან ნათელია ის სიყალბე, რომელიც მოვისმინეთ მოსამართლის პირით, 2012 წელს თურმე თაღლითობა ჩაგვიდენია, რომელზეც გამოძიებაც კი არ არის ჩატარებული, არ არის დადგენილი არც დაზარალებული და არც მომჩივანი", - ამის შესახებ პარტია "ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რითაც სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

ხაზარაძის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება არის ნონსენსი.

"მინდა ყველას მადლობა გადავუხადო, მათ შორის, მედიასა და იმ მეგობრებს, რომლებიც ახლა აქ არიან. ეს არის იმ სოლიდარობის დადასტურება, როდესაც სიმართლისთვის ბრძოლა გვაერთიანებს. პირობას გაძლევთ, რომ ასევე დავდგები ყველა ადამიანის გვერდში, თუ დავინახე, რომ უსამართლოდ სახელმწიფო დააპირებს ვინმეს დაჩაგვრას, ეს იქნება ჩემი მთავარი საკითხი მომავალ მოღვაწეობაში.

რაც შეეხება დღევანდელ გადაწყვეტილებას, ძალიან ნათელია ის სიყალბე, რომელიც მოვისმინეთ მოსამართლის პირით. ჩვენ გვედავებოდნენ 12 წლის წინანდელს, 2008 წელს ვითომდა ფულის გათეთრების მუხლით და უცებ ეს მუხლი გაქრა და 4 წლის შემდეგ, 2012 წელს თურმე თაღლითობა ჩაგვიტარებია, რომელზეც გამოძიებაც კი არ არის ჩატარებული, არ არის დადგენილი არც დაზარალებული, არც მომჩივანი. ეს არის ნონსენსი, ეს არის ის სასამართლო, რომლის დემონტაჟიც უნდა მოვახდინოთ ჩვენ და საზოგადოებამ“, - განაცხადა ხაზარაძემ.

  • სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ კომენტარი გააკეთა "ლელოს" კიდევ ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემაც. მისი თქმით, მიღებული გადაწყვეტილება არის გაგრძელება იმ თაღლითობის, რომელსაც სჩადიოდა პროკურატურა ამ დროის განმავლობაში.

"ეს ბრძოლა ღირს იმისთვის რასაც ჩვენ გავდივართ, რადგან ეს არის ბრძოლა ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. ჩვენ რაც ვნახეთ, ეს არის გაგრძელება იმ თაღლითობის, რომელსაც პროკურატურა ჩადიოდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რადგან ცხადია, არანაირი ნიშან-წყალი არ ყოფილა არასდროს არანაირი ფულის გათეთრების და დანაშაულის. მოსამართლემ განაჩენი რაც გამოაცხადა, მან შეცვალა ის მუხლი ფულის გათეთრების, მოახდინა მისი გადაკვალიფიცირება იმ მუხლით, რომელზეც ვრცელდება ხანდაზმულობა და გაგვათავისუფლა ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან, თუმცა, ძველი მუხლით მოგვისაჯა 7 წელი, მაგრამ რადგან ხანდაზმულობა ვრცელდება გაგვათავისუფლა პასუხისმგებლობისგან.

ჩვენ ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ, რადგან არ ვეთანხმებით, არანაირი დანაშაული არ მომხდარა, არანაირი დანაშაულის ნიშან-წყალი არ არსებობს, ეს იყო ბრძოლა ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ფინანსური ინსტიტუტის გადასარჩენად, რომელიც გადავარჩინეთ, გავხადეთ ჩვენი ქვეყნის წარმატების სახედ და იგივეს მივაღწევთ პოლიტიკაშიც.

ჩვენი ქვეყანა გახდება წარმატების სახე რეგიონში. ბრძოლა გრძელდება, გავასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილებას და მივიყვანთ ბოლომდე ბრძოლას, რომ სიმართლე დადგინდეს,“-განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

  • ცნობისთვის, ბრალდებულები - მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა, მოსამართლემ სამივე მათგანს მუხლის კვალიფიკაცია შეუცვალა და ისინი ჯგუფურ თაღლითობაში სცნო დამნაშავედ. თითოეულ მათგანს თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ 7 წლის ვადით, თუმცა, მუხლის ხანდაზმულობის გამო, ისინი დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლდნენ.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, მათ განესაზღვრათ გირაო და აეკრძალათ საქართველოს საზღვრის გადაკვეთა.

ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულების მიმართ შეფარდებული გირაო გაუქმდა, ასევე გაუქმდა დადებული ყადაღებიც.

ინფორმაციისთვის, 2019 წლის 24 ივლისს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

რაც შეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავებოდა.