კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მსოფლიო

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შემოთავაზება გვქონდა ბიძინა ივანიშვილისგან, იქნებ დავამთავროთო - ან ვალში უნდა იყო მასთან, ან უნდა იყო "გაშავებული" მის სიაში" - მამუკა ხაზარაძე
"შემოთავაზება გვქონდა ბიძინა ივანიშვილისგან, იქნებ დავამთავროთო - ან ვალში უნდა იყო მასთან, ან უნდა იყო "გაშავებული" მის სიაში" - მამუკა ხაზარაძე

"შე­მო­თა­ვა­ზე­ბაც გვქონ­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის­გან, მგო­ნი შარ­შან, რომ იქ­ნებ და­ვამ­თავ­რო­თო, რად­გან მას უნდა, რომ ყვე­ლა მას­თან იყოს ვალ­ში. ან ვალ­ში უნდა იყო მას­თან, ან უნდა იყო "გა­შა­ვე­ბუ­ლი" მის სი­ა­ში, რომ ყო­ველ­თვის კომ­პრო­მა­ტი ჰქონ­დეს მას შენ­ზე" - ამის შე­სა­ხებ "ლე­ლოს“ ლი­დერ­მა, მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს­თან გა­ნა­ცხა­და, სა­დაც ე.წ. ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის - მისი, ბად­რი ჯა­ფა­რი­ძი­სა და ავ­თან­დილ წე­რეთ­ლის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის სხდო­მა დას­რულ­და.

რო­გორც ხა­ზა­რა­ძემ აღ­ნიშ­ნა, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ამის გა­კე­თე­ბა მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით მო­ა­ხერ­ხა.

"სუს-ის, მოს­ყიდ­ვის მეშ­ვე­ო­ბით, კრე­დი­ტე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით მან ეს შეძ­ლო და ეს რე­ა­ლო­ბაა. თუ სი­მარ­თლეს არ ვი­ტყვით, ვიქ­ნე­ბით ამ ჭა­ობ­ში და მე არ მინ­და ამ ჭა­ობ­ში ყოფ­ნა. ჭა­ო­ბის გაწ­მენ­და იწყე­ბა ან­კა­რა წყა­რო­თი და ან­კა­რა წყა­რო არის სი­მარ­თლის თქმა, რაც არ უნდა მწა­რე იყოს ეს სი­მარ­თლე. თუ არ ვი­ტყვით ამ სი­მარ­თლეს, ვიქ­ნე­ბით ასე და­ჩა­ჩა­ნა­კე­ბუ­ლი. "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში“ ჯერ კი­დევ საკ­მა­ოდ არის ადა­მი­ა­ნე­ბის ის რა­ო­დე­ნო­ბა, ვი­საც აქვს სინ­დი­სი, ნა­მუ­სი და აინ­ტე­რე­სებს ჩვე­ნი ქვეყ­ნის ხვა­ლინ­დე­ლი დღე. არის რა­ღაც პა­ტა­რა ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც ემ­სა­ხუ­რე­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს და არის დიდი სის­ტე­მა, რო­მე­ლიც გად­მო­ი­ბა­რა მან წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან. სწო­რედ ამ ადა­მი­ა­ნებს ახორ­ცი­ე­ლე­ბი­ნებს მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბას ამ ქვე­ყა­ნა­ში“, - გა­ნა­ცხა­და ხა­ზა­რა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, რე­ა­ლუ­რად ეს არ არის "ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბის" თემა და აღ­ნიშ­ნულ საქ­მეს პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბი ახ­ლავს თან.

"მგო­ნი, მე­დია ამას ბოლო 3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში თვალ­ყურს ადევ­ნებ­და და მად­ლო­ბა ამის­თვის მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს. ასე­ვე მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ჩემს მე­გობ­რებ­სა და მო­ქა­ლა­ქე­ებს, ვინც გვეხ­მი­ა­ნე­ბა და ამ ქვე­ყა­ნა­ში სა­მარ­თა­ლი, სა­ხელ­მწი­ფო და ხვა­ლინ­დე­ლი დღე აინ­ტე­რე­სებს. ჩემს დას­კვნით სი­ტყვა­ში ვთქვი, რომ ეს არის პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნა. ეს არის დევ­ნა იმის გამო, რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში არ გან­ხორ­ცი­ელ­დეს ისე­თი პრო­ექ­ტე­ბი, რო­მე­ლიც ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა რუ­სულ ინ­ტე­რე­სებს. თუ გე­ო­პო­ლი­ტი­კას გა­და­ხე­დავთ - რაც ხდე­ბა ყა­ზა­ხეთ­ში, ხდე­ბო­და სომ­ხეთ­ში, აზერ­ბა­ი­ჯან­ში, უკ­რა­ი­ნა­ში, ბუ­ნებ­რი­ვია, რომ ანაკ­ლი­ის პრო­ექ­ტი იყო საკ­მა­ოდ დიდი პრობ­ლე­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის. ეს არ არის ეროვ­ნუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ემ­სა­ხუ­რე­ბა რუ­სულ ინ­ტე­რე­სებს, ამი­ტომ ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ვა­კე­თოთ, რათა მშვი­დო­ბი­ა­ნად შევ­ცვა­ლოთ ის და ეროვ­ნუ­ლი ნიშ­ნით სა­ხელ­მწი­ფო ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მო­ვიყ­ვა­ნოთ ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, პრო­კუ­რო­რე­ბი, მო­სა­მარ­თლე­ე­ბი და შევ­ქმნათ სის­ტე­მა, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა შე­უქ­ცე­ვა­დი და მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა არა ერთ ადა­მი­ანს, რო­გორც დღეს ხდე­ბა - დღეს მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი, მო­სა­მარ­თლე, ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი და სუს-ის ხელ­მძღვა­ნე­ლი არის ბი­ძი­ნა. თუ ვინ­მეს სხვა­ნა­ი­რად ჰგო­ნია, ძა­ლი­ან ღრმა შეც­დო­მა­ში არის შეყ­ვა­ნი­ლი.

ყვე­ლა­ზე დიდი სა­ინ­ვეს­ტი­ციო კომ­პა­ნია გვქონ­და - 200 მი­ლი­ო­ნი მო­ზი­დუ­ლი სხვა კომ­პა­ნი­ა­ში, ყვე­ლა­ზე დიდი სა­ექ­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ის, "ბორ­ჯო­მის“ მფლო­ბე­ლე­ბი ვი­ყა­ვით და ამ დროს დაგ­ვე­გეგ­მა 17 მი­ლი­ო­ნის გა­თეთ­რე­ბა? ეს ხომ არის აბ­სურ­დი. აქ საქ­მე გვაქვს პო­ლი­ტი­კურ დევ­ნას­თან და იმას­თან, რომ აქ იყოს ეს ოლი­გარ­ქი­უ­ლი სის­ტე­მა, რუ­სუ­ლი მენ­ტა­ლი­ტე­ტით ქვეყ­ნის მარ­თვა და ისეთ ჩა­მორ­ჩე­ნილ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ქვეყ­ნის ყოფ­ნა, სა­დაც მა­ნი­პუ­ლი­რე­ბა, არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბა და ხალ­ხის მო­ტყუ­ე­ბა არის ნორ­მა“, - გა­ნა­ცხა­და ხა­ზა­რა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 35 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სვანსკი
0

რაც შენ ხალხი ბრდღვენი,როგორ მალე მოგეწია

იზი
0

ხაზარაძე პინოქიოზე თუ არაფერი გსმენია მაშინ სარკეში ჩაიხედე და საკუთარი ცხვირი მიგიყვანს პინოქიომდე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"შემოთავაზება გვქონდა ბიძინა ივანიშვილისგან, იქნებ დავამთავროთო - ან ვალში უნდა იყო მასთან, ან უნდა იყო "გაშავებული" მის სიაში" - მამუკა ხაზარაძე

"შემოთავაზება გვქონდა ბიძინა ივანიშვილისგან, იქნებ დავამთავროთო - ან ვალში უნდა იყო მასთან, ან უნდა იყო "გაშავებული" მის სიაში" - მამუკა ხაზარაძე

"შემოთავაზებაც გვქონდა ბიძინა ივანიშვილისგან, მგონი შარშან, რომ იქნებ დავამთავროთო, რადგან მას უნდა, რომ ყველა მასთან იყოს ვალში. ან ვალში უნდა იყო მასთან, ან უნდა იყო "გაშავებული" მის სიაში, რომ ყოველთვის კომპრომატი ჰქონდეს მას შენზე" - ამის შესახებ "ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან განაცხადა, სადაც ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ბრალდებულების - მისი, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო პროცესის სხდომა დასრულდა.

როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილმა ამის გაკეთება მთელი ქვეყნის მასშტაბით მოახერხა.

"სუს-ის, მოსყიდვის მეშვეობით, კრედიტების საშუალებით მან ეს შეძლო და ეს რეალობაა. თუ სიმართლეს არ ვიტყვით, ვიქნებით ამ ჭაობში და მე არ მინდა ამ ჭაობში ყოფნა. ჭაობის გაწმენდა იწყება ანკარა წყაროთი და ანკარა წყარო არის სიმართლის თქმა, რაც არ უნდა მწარე იყოს ეს სიმართლე. თუ არ ვიტყვით ამ სიმართლეს, ვიქნებით ასე დაჩაჩანაკებული. "ქართულ ოცნებაში“ ჯერ კიდევ საკმაოდ არის ადამიანების ის რაოდენობა, ვისაც აქვს სინდისი, ნამუსი და აინტერესებს ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე. არის რაღაც პატარა ჯგუფი, რომელიც ემსახურება ბიძინა ივანიშვილს და არის დიდი სისტემა, რომელიც გადმოიბარა მან წინა ხელისუფლებისგან. სწორედ ამ ადამიანებს ახორციელებინებს მართლმსაჯულებას ამ ქვეყანაში“, - განაცხადა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, რეალურად ეს არ არის "ფულის გათეთრების" თემა და აღნიშნულ საქმეს პოლიტიკური მიზნები ახლავს თან.

"მგონი, მედია ამას ბოლო 3 წლის განმავლობაში თვალყურს ადევნებდა და მადლობა ამისთვის მედიის წარმომადგენლებს. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მეგობრებსა და მოქალაქეებს, ვინც გვეხმიანება და ამ ქვეყანაში სამართალი, სახელმწიფო და ხვალინდელი დღე აინტერესებს. ჩემს დასკვნით სიტყვაში ვთქვი, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა. ეს არის დევნა იმის გამო, რომ ამ ქვეყანაში არ განხორციელდეს ისეთი პროექტები, რომელიც ეწინააღმდეგება რუსულ ინტერესებს. თუ გეოპოლიტიკას გადახედავთ - რაც ხდება ყაზახეთში, ხდებოდა სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინაში, ბუნებრივია, რომ ანაკლიის პროექტი იყო საკმაოდ დიდი პრობლემა ხელისუფლებისთვის. ეს არ არის ეროვნული ხელისუფლება. ეს ხელისუფლება ემსახურება რუსულ ინტერესებს, ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა მშვიდობიანად შევცვალოთ ის და ეროვნული ნიშნით სახელმწიფო ინტერესიდან გამომდინარე, მოვიყვანოთ ახალი ხელისუფლება, პროკურორები, მოსამართლეები და შევქმნათ სისტემა, რომელიც იქნება შეუქცევადი და მოემსახურება არა ერთ ადამიანს, როგორც დღეს ხდება - დღეს მთავარი პროკურორი, მოსამართლე, შინაგან საქმეთა მინისტრი და სუს-ის ხელმძღვანელი არის ბიძინა. თუ ვინმეს სხვანაირად ჰგონია, ძალიან ღრმა შეცდომაში არის შეყვანილი.

ყველაზე დიდი საინვესტიციო კომპანია გვქონდა - 200 მილიონი მოზიდული სხვა კომპანიაში, ყველაზე დიდი საექსპორტო კომპანიის, "ბორჯომის“ მფლობელები ვიყავით და ამ დროს დაგვეგეგმა 17 მილიონის გათეთრება? ეს ხომ არის აბსურდი. აქ საქმე გვაქვს პოლიტიკურ დევნასთან და იმასთან, რომ აქ იყოს ეს ოლიგარქიული სისტემა, რუსული მენტალიტეტით ქვეყნის მართვა და ისეთ ჩამორჩენილ მდგომარეობაში ქვეყნის ყოფნა, სადაც მანიპულირება, არჩევნების გაყალბება და ხალხის მოტყუება არის ნორმა“, - განაცხადა ხაზარაძემ.