მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ასტროლოგიის როლი ჩვენს ყოველდღიურობაში - რამაზ გიგაურის წიგნების სერია, რომელიც ჩვენს ყველა კითხვას უპასუხებს
ასტროლოგიის როლი ჩვენს ყოველდღიურობაში - რამაზ გიგაურის წიგნების სერია, რომელიც ჩვენს ყველა კითხვას უპასუხებს

3 თე­ბერ­ვლი­დან „პა­ლიტ­რა L-ის“ მკი­თხველს სა­ინ­ტე­რე­სო სი­ახ­ლე ელის: ას­ტრო­ლოგ­მა რა­მაზ გი­გა­ურ­მა თა­ვი­სი ცოდ­ნი­თა და გა­მოც­დი­ლე­ბით, სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რი­უ­ლი ფაქ­ტე­ბი­სა და კვლე­ვე­ბის მო­ძი­ე­ბით შე­ად­გი­ნა 6 წიგ­ნის­გან შემ­დგა­რი სე­რია „ადა­მი­ა­ნი და ას­ტრო­ლო­გია“, რო­მე­ლიც ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნებ­თან და ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ზე კოს­მო­სის გავ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ყვე­ლა კი­თხვას გას­ცემს პა­სუხს.

სე­რია მო­ი­ცავს შემ­დეგ წიგ­ნებს: „ზო­გა­დი ას­ტრო­ლო­გია“, „სიყ­ვა­რუ­ლის ას­ტრო­ლო­გია“, „საქ­მი­ა­ნი, პრო­ფე­სი­უ­ლი და ფი­ნან­სუ­რი ას­ტრო­ლო­გია“, „ჯან­მრთე­ლო­ბის ას­ტრო­ლო­გია“, „სა­ბავ­შვო ას­ტრო­ლო­გია“ და „აღ­მო­სავ­ლუ­რი ას­ტრო­ლო­გია“. ყვე­ლა მათ­გან­ში დე­ტა­ლუ­რად არის გან­ხი­ლუ­ლი ას­ტრო­ლო­გი­ის კავ­ში­რე­ბი სხვა­დას­ხვა სა­კი­თხთან და ცხოვ­რე­ბი­სე­ულ მოვ­ლე­ნას­თან. ასე­ვე, შეხ­ვდე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო პა­რა­ლე­ლებს, რომ­ლე­ბიც და­გა­ფიქ­რებთ და თვალ­სა­წი­ერს გა­გი­ფარ­თო­ებთ.

წიგ­ნე­ბი 3 თე­ბერ­ვლი­დან ჟურ­ნალ გზას­თან ერ­თად სპე­ცი­ა­ლურ ფა­სად იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი (წიგ­ნი 5 ლარი, ჟურ­ნალ­თან ერ­თად - 7 ლარი), რაც მას­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბას კი­დევ უფრო გაზ­რდის. რას აღ­მო­ვა­ჩენთ წიგ­ნე­ბის სე­რი­ა­ში სა­კუ­თა­რი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნი­სა და მისი გავ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ და რა როლი აქვს ას­ტრო­ლო­გი­ას ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში, ამის შე­სა­ხებ სე­რი­ის ავ­ტო­რი და ას­ტრო­ლო­გი რა­მაზ გი­გა­უ­რი გვე­სა­უბ­რა:

სა­ინ­ტე­რე­სოა, აქამ­დე არ­სე­ბობ­და თუ არა ქარ­თულ ენა­ზე ასე­თი სრულ­ყო­ფი­ლი გა­მო­ცე­მა, რო­მე­ლიც ჩვენ­თვის, არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის­თვის გა­სა­გებ ენა­ზე ახ­სნი­და ყვე­ლა სა­ჭი­რო დე­ტალს?

ნამ­დვი­ლად ვერ ვი­ტყვი, რომ არ არ­სე­ბობს, თუმ­ცა თუ თვალს გა­და­ვავ­ლებთ ქარ­თულ ენა­ზე არ­სე­ბულ ას­ტრო­ლო­გი­ურ ლი­ტე­რა­ტუ­რას, ვნა­ხავთ, რომ ძა­ლი­ან მწი­რია. 90-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში ითარ­გმნა რამ­დე­ნი­მე წიგ­ნი, მათ შო­რის ძა­ლი­ან კარ­გი ამე­რი­კე­ლი ას­ტრო­ლო­გის ლინ­და გუდ­მე­ნის წიგ­ნი „ამე­რი­კუ­ლი ჰო­როს­კო­პი“, შემ­დეგ კი იშ­ვი­ა­თად თუ ვი­ყა­ვით სი­ახ­ლე­ე­ბით გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლე­ბი.

თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ „ადა­მი­ა­ნი და ას­ტრო­ლო­გია“ არის უნი­კა­ლუ­რი პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც ერთ სის­ტე­მად და სე­რი­ად აერ­თი­ა­ნებს სხვა­დას­ხვა ას­ტრო­ლო­გი­ურ მი­მარ­თუ­ლე­ბას. ამას­თან, ის გან­კუთ­ვნი­ლია მკი­თხველ­თა ფარ­თო წრის­თვის და არ მო­ი­თხოვს არა­ნა­ირ რთულ ას­ტრო­ლო­გი­ურ გათ­ვლებს. რაც მთა­ვა­რია, ექ­ვსი­ვე წიგ­ნი მორ­გე­ბუ­ლია ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნებ­ზე და ამა თუ იმ ნიშ­ნის ქვეშ და­ბა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის შე­სა­ხებ ვი­გებთ ძა­ლი­ან ბევრ ინ­ფორ­მა­ცი­ას. სხვა­თა შო­რის, პირ­ველ წიგნ­ში - ზო­გად ას­ტრო­ლო­გი­ა­ში - იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ნა­წი­ლი - ას­ტრო­ლო­გი­ის ის­ტო­რია, სა­დაც გან­ხი­ლუ­ლი იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ახ­ლო­ე­ბით 2000-წლო­ვან და მეტ პე­რი­ოდ­ში მომ­ხდა­რი ის ას­ტრო­ლო­გი­უ­რი აქ­ტი­ვო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო. მა­გა­ლი­თად, სა­უ­ბა­რია ფა­ზი­სის აკა­დე­მი­ა­ზე, სა­დაც ის­წავ­ლე­ბო­და ას­ტრო­ლო­გია, ასე­ვე, ვარ­სკვლავ­თმრი­ცხვე­ლო­ბას შე­ის­წავ­ლიდ­ნენ იყალ­თო­სა და გე­ლა­თის აკა­დე­მი­ებ­შიც. გან­ვი­ხი­ლავთ „ვე­ფხის­ტყა­ო­სან­საც“, სა­ქარ­თვე­ლოს ნო­მერ პირ­ველ წიგნს, რომ­ლის კი­თხვი­სას ას­ტრო­ლო­გი­ა­ში ნაკ­ლე­ბად გათ­ვით­ცნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნიც მიხ­ვდე­ბა, რომ შოთა რუს­თა­ვე­ლი კარ­გად ფლობს ამ სფე­როს. ამას­ვე ადას­ტუ­რებს ემიგ­რა­ცი­ა­ში მყო­ფი და, მე ვი­ტყო­დი, „ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის“ ნო­მერ პირ­ვე­ლი მკვლე­ვა­რი ვიქ­ტორ ნო­ზა­ძე, რო­მელ­მაც პო­ე­მა სრუ­ლად გა­მო­იკ­ვლია. მისი ერთ-ერთი წიგ­ნი, რო­მელ­საც „ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის“ ას­ტრო­ლო­გია“ ეწო­დე­ბა, ამას­ვე ადას­ტუ­რებს და ჩვენს წიგნ­შიც გვექ­ნე­ბა ად­გი­ლი ამის­თვის დათ­მო­ბი­ლი. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მგო­ნი ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბას არ აქვს, ამი­ტომ ბევრ აღ­მო­ჩე­ნას გა­ა­კე­თებთ.

თქვენ­თვის რა გა­მოც­დი­ლე­ბა იყო სე­რი­ა­ზე „ადა­მი­ა­ნი და ას­ტრო­ლო­გია“ მუ­შა­ო­ბა, რო­გორ იწე­რე­ბო­და ეს წიგ­ნე­ბი?

მე უკვე 20-წლი­ა­ნი ას­ტრო­ლო­გი­უ­რი პრაქ­ტი­კა მაქვს და შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ჩემს ხელთ არის საკ­მა­ოდ დიდი ინ­ფორ­მა­ცია და სის­ტე­მუ­რი ცოდ­ნა, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბით გავ­შა­ლე.

რო­დე­საც ამ პრო­ექ­ტზე და­ვი­წყეთ სა­უ­ბა­რი, მე ვთქვი, რომ შე­იძ­ლე­ბა ის რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ი­შა­ლოს, რად­გან თუნ­დაც, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი მი­დის ას­ტრო­ლოგ­თან, მას თავ­და­პირ­ვე­ლად სა­კუ­თა­რი თა­ვის შეც­ნო­ბა აინ­ტე­რე­სებს და შემ­დეგ სხვა რამ. თა­ვის დრო­ზე ას­ტრო­ლო­გი­ის სწავ­ლაც სწო­რედ ამი­ტომ და­ვი­წყე, რათა სა­კუ­თა­რი თავი შე­მეც­ნო და ჩემს წი­ნა­შე არ­სე­ბუ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბი უკეთ გა­მე­ა­ნა­ლი­ზე­ბი­ნა. რა თქმა უნდა, ერთი მი­მარ­თუ­ლე­ბა უნდა ყო­ფი­ლი­ყო სიყ­ვა­რუ­ლი, რად­გან ეს არის უპირ­ვე­ლე­სი ენერ­გია, უპირ­ვე­ლე­სი ემო­ცია, რო­გორც იო­ა­ნე მო­ცი­ქუ­ლი ამ­ბობს, „სიყ­ვა­რუ­ლი არის ღმერ­თი“, ამი­ტომ მე­ო­რე წიგ­ნი ეძღვნე­ბა სიყ­ვა­რუ­ლის ას­ტრო­ლო­გი­ას. ჩემ­თვის ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო იყო ამა­ზე მუ­შა­ო­ბა, რად­გან სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გორ აღ­მო­ვა­ჩენთ თი­თო­ე­ულ ზო­დი­ა­ქოს ნი­შანს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით. ამ წიგ­ნის მეშ­ვე­ო­ბით არამ­ხო­ლოდ და­ვი­ნა­ხავთ სა­კუ­თა­რი თა­ვი­სა და ახ­ლობ­ლე­ბის, ოჯა­ხის წევ­რე­ბის ხა­სი­ათს, არა­მედ მათს გა­მოვ­ლე­ნას სიყ­ვა­რულ­თან მი­მარ­თე­ბა­ში.

შემ­დე­გი წიგ­ნი ფი­ნან­სურ თე­მა­ტი­კას ეთ­მო­ბა. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იყო მუ­შა­ო­ბა, რად­გან მე თვი­თონ კუ­როს ნიშ­ნით ვარ და­ბა­დე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც მა­ტე­რი­ის მი­მართ ძა­ლი­ან მგრძნო­ბი­ა­რე ნი­შა­ნია.

სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნდა, რო­დე­საც ამე­რი­კუ­ლი „ფორბსის“ ჟურ­ნალ­ში აღ­მო­ვა­ჩი­ნე ას­ტრო­ლო­გი­უ­რი სტა­ტია, რომ­ლის ავ­ტო­რიც მი­მო­ი­ხი­ლავ­და, ზო­დი­ა­ქოს რო­მე­ლი ნიშ­ნის ქვეშ იყო და­ბა­დე­ბუ­ლი ყვე­ლა­ზე მეტი მი­ლი­არ­დე­რი. აღ­მოჩ­ნდა, რომ ეს არის ქალ­წუ­ლის ნი­შა­ნი და არც არის გა­საკ­ვი­რი, რად­გან იგი გა­მო­ირ­ჩე­ვა შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბით, დის­ციპ­ლი­ნი­თა და მი­ზან­და­სა­ხუ­ლო­ბით.

რაც შე­ე­ხე­ბა ჯან­მრთე­ლო­ბის ას­ტრო­ლო­გი­ას, აქ მკი­თხვე­ლი ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო ფაქტს აღ­მო­ა­ჩენს. მა­გა­ლი­თად, ამ წიგნ­ში ვსა­უბ­რობთ ხევ­სურ აქი­მებ­ზე რომ­ლებ­საც შე­ეძ­ლოთ თა­ვის ქა­ლის ტრე­პა­ნა­ცი­ის (თა­ვის ქა­ლის გა­ბურ­ღვა) გა­კე­თე­ბა, აღარ ვსა­უბ­რობ სხვა მარ­ტივ სა­მე­დი­ცი­ნო მა­ნი­პუ­ლა­ცი­ებ­ზე. ასე­ვე, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო მა­გა­ლი­თი მომ­ყავს ცნო­ბი­ლი მის­ტი­კო­სის გი­ორ­გი გურ­ჯი­ე­ვის შე­სა­ხებ, რო­მელ­საც 1904 წელს სწო­რედ ხევ­სუ­რეთ­ში გა­უ­კე­თეს ქი­რურ­გი­უ­ლი ოპე­რა­ცია მას შემ­დეგ, რაც ჭი­ა­თუ­რა­ში აჯან­ყე­ბის დროს და­იჭ­რა. ის თვი­თონ გა­ო­ცე­ბუ­ლი წერს, რომ 3 კვი­რა­ში ხევ­სურ­მა აქი­მებ­მა ფეხ­ზე და­ა­ყე­ნეს.

ასე­ვე, ქარ­თვე­ლი მკვლე­ვა­რი და ექი­მი გი­ორ­გი თე­დო­რა­ძე აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­ო­ცა­რია, რო­გორ დე­ტა­ლუ­რად ერ­კვე­ოდ­ნენ ხევ­სუ­რი აქი­მე­ბი ტვი­ნის ხვე­უ­ლებ­ში და მათ იცოდ­ნენ არამ­ხო­ლოდ მე­დი­ცი­ნა, არა­მედ გარ­კვე­უ­ლე­ბი იყ­ვნენ კოს­მო­ბი­ო­ლო­გი­ა­შიც, რად­გან ხვდე­ბოდ­ნენ, მთვა­რის რო­მელ ფა­ზა­ში მო­ეგ­რო­ვე­ბი­ნათ სამ­კურ­ნა­ლო მცე­ნა­რე­ე­ბი და რო­დის და­ემ­ზა­დე­ბი­ნათ მე­დი­კა­მენ­ტე­ბი.

მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო იყო სა­ბავ­შვო ას­ტრო­ლო­გია და მისი ერთ-ერთი ეპიგ­რა­ფი არის ჩვენ­თვის ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რე­ლი ფრა­ზა ან­ტუ­ან დე სენტ-ეგ­ზი­უ­პე­რის „პა­ტა­რა უფ­ლის­წუ­ლი­დან“: „ყვე­ლა ჩვე­ნი ბავ­შვო­ბი­დან მოვ­დი­ვართ“. მარ­თლაც, ძა­ლი­ან ხში­რად ჩვენს ბავ­შვო­ბა­ში გა­და­ტა­ნი­ლი ტრავ­მე­ბი მოზ­რდილ ცხოვ­რე­ბა­ში იჩენს ხოლ­მე თავს. უნდა ვიც­ნობ­დეთ ბავ­შვებს, თუნ­დაც მათს ფსი­ქო­ტი­პებს და მე მი­მაჩ­ნია, რომ სა­ბავ­შვო ას­ტრო­ლო­გია მშობ­ლებ­სა და მას­წავ­ლებ­ლებს ძა­ლი­ან გა­მო­ად­გე­ბათ პა­ტა­რებ­თან მუ­შა­ო­ბის დროს.

სე­რია სრულ­დე­ბა აღ­მო­სავ­ლუ­რი ას­ტრო­ლო­გი­ით, რო­მე­ლიც ჩემ­თვის ყო­ველ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო იყო. აღ­მო­სავ­ლეთ­ში არის უდი­დე­სი ცოდ­ნა, უდი­დე­სი მის­ტი­კა, რო­მე­ლიც, ბუ­ნებ­რი­ვია, ვლინ­დე­ბა ას­ტრო­ლო­გი­ურ ცოდ­ნა­ში.

რას აღ­მო­ა­ჩენს თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი თა­ვი­სი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის შე­სა­ხებ?

თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი აღ­მო­ა­ჩენს ისეთ რა­მეს, რაც მას სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს, რომ გახ­დეს უკე­თე­სი. ეს არის ჩემი გზავ­ნი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი­სად­მი - რომ მე მწამს ცხოვ­რე­ბა­ში ორი მას­წავ­ლებ­ლის: ერთს ეწო­დე­ბა ადა­მი­ა­ნი, მე­ო­რეს - წიგ­ნი. წიგ­ნე­ბის ამ სე­რი­ი­დან კი ბევრ პრაქ­ტი­კულ და სა­ინ­ტე­რე­სო რა­ღა­ცას შე­ვის­წავ­ლით. რო­გორც მე ინ­დო­ეთ­ში მას­წავ­ლეს, შენი მას­წავ­ლე­ბე­ლი არ არის ის, ვინც შენ გას­წავ­ლის, შენი მას­წავ­ლე­ბე­ლი არის ის, ვის­გა­ნაც შენ სწავ­ლობ და, ვფიქ­რობ, ეს წიგ­ნე­ბი სწო­რედ ის მას­წავ­ლებ­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან, ვის­გა­ნაც რე­ა­ლუ­რად შე­ვის­წავ­ლით რა­მეს.

წიგ­ნი, ადა­მი­ა­ნე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ნაკ­ლე­ბად ამ­ბი­ცი­უ­რი და ხის­ტია, ის უფრო მე­ტად ჩაღ­რმა­ვე­ბი­სა და და­ფიქ­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას გაძ­ლევს. „ადა­მი­ან­სა და ას­ტრო­ლო­გი­ა­ში“ თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი თა­ვი­სი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის შე­სა­ხებ აღ­მო­ა­ჩენს ახალ ცოდ­ნას და, რაც მთა­ვა­რია, ერ­თი­ან სის­ტე­მა­ში მოქ­ცე­ულს, რო­მე­ლიც სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს შეც­ვა­ლოს სა­კუ­თა­რი თავი.

რე­ა­ლუ­რად რა როლი აქვს ას­ტრო­ლო­გი­ას ჩვენს ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში და რამ­დე­ნად დაგ­ვეხ­მა­რე­ბა მას­ში გარ­კვე­უ­ლი დო­ზით გათ­ვით­ცნო­ბი­ე­რე­ბა?

რო­გორც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ას­ტრო­ლო­გი, მას­ზე მი­ჯაჭ­ვის წი­ნა­აღ­მდე­გი ვარ, რად­გან ნე­ბის­მი­ე­რი რა­ღა­ცის მი­მართ, იქ­ნე­ბა ეს თუნ­დაც პო­ლი­ტი­კა თუ რე­ლი­გია, ამ­გვა­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და­მან­გრე­ვე­ლია. ეს არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ უნდა ვაქ­ცი­ოთ იდე­ო­ლო­გი­ად და ფა­ნა­ტი­კუ­რად არ უნდა გვჯე­რო­დეს მისი.

მა­გა­ლი­თად, სიყ­ვა­რუ­ლი არის კომ­პრო­მი­სი, ურ­თი­ერ­თდათ­მო­ბა და და­ვაკ­ვირ­დეთ ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში, პო­ლი­ტი­კა­სა თუ რე­ლი­გი­ა­ში, არის თუ არა კომ­პრო­მი­სე­ბი, ურ­თი­ერ­თდათ­მო­ბა? - ვი­ტყო­დი, რომ ნაკ­ლე­ბად, იმი­ტომ რომ მრავ­ლად ვხვდე­ბით ეგო­ის­ტურ გა­მოვ­ლი­ნე­ბებს, რა­საც არ მო­აქვს კარ­გი შე­დე­გე­ბი. რო­დე­საც ას­ტრო­ლო­გი­ა­საც ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში ვე­ჯაჭ­ვე­ბით, ამან ასე­თი­ვე უკუ­შე­დე­გი შე­იძ­ლე­ბა მოგ­ვცეს. თუმ­ცა, თუ ჩვენ აღ­ნიშ­ნულ სფე­როს გა­მო­ვი­ყე­ნებთ, რო­გორც სიბ­რძნეს და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­სა­ღე­ბად ძა­ლი­ან კარგ ინ­სტრუ­მენტს, გარ­წმუ­ნებთ, რომ ეს ძა­ლი­ან პო­ზი­ტი­უ­რად აი­სა­ხე­ბა ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ზე.

ას­ტრო­ლო­გია - ეს არის საგ­ზაო ნიშ­ნე­ბი. თუ ჩვენ ვი­ცით საგ­ზაო ნიშ­ნე­ბი, უსაფრ­თხოდ ვმოძ­რა­ობთ და არ ვუქ­მნით საფრ­თხეს არც სა­კუ­თარ თავს და არც სხვის სი­ცო­ცხლე­სა და ჯან­მრთე­ლო­ბას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

ასტროლოგიის როლი ჩვენს ყოველდღიურობაში - რამაზ გიგაურის წიგნების სერია, რომელიც ჩვენს ყველა კითხვას უპასუხებს

ასტროლოგიის როლი ჩვენს ყოველდღიურობაში - რამაზ გიგაურის წიგნების სერია, რომელიც ჩვენს ყველა კითხვას უპასუხებს

3 თებერვლიდან „პალიტრა L-ის“ მკითხველს საინტერესო სიახლე ელის: ასტროლოგმა რამაზ გიგაურმა თავისი ცოდნითა და გამოცდილებით, საინტერესო ისტორიული ფაქტებისა და კვლევების მოძიებით შეადგინა 6 წიგნისგან შემდგარი სერია „ადამიანი და ასტროლოგია“, რომელიც ზოდიაქოს ნიშნებთან და ჩვენს ცხოვრებაზე კოსმოსის გავლენებთან დაკავშირებით ყველა კითხვას გასცემს პასუხს.

სერია მოიცავს შემდეგ წიგნებს: „ზოგადი ასტროლოგია“, „სიყვარულის ასტროლოგია“, „საქმიანი, პროფესიული და ფინანსური ასტროლოგია“, „ჯანმრთელობის ასტროლოგია“, „საბავშვო ასტროლოგია“ და „აღმოსავლური ასტროლოგია“. ყველა მათგანში დეტალურად არის განხილული ასტროლოგიის კავშირები სხვადასხვა საკითხთან და ცხოვრებისეულ მოვლენასთან. ასევე, შეხვდებით საინტერესო პარალელებს, რომლებიც დაგაფიქრებთ და თვალსაწიერს გაგიფართოებთ.

წიგნები 3 თებერვლიდან ჟურნალ გზასთან ერთად სპეციალურ ფასად იქნება წარმოდგენილი (წიგნი 5 ლარი, ჟურნალთან ერთად - 7 ლარი), რაც მასზე ხელმისაწვდომობას კიდევ უფრო გაზრდის. რას აღმოვაჩენთ წიგნების სერიაში საკუთარი ზოდიაქოს ნიშნისა და მისი გავლენების შესახებ და რა როლი აქვს ასტროლოგიას ჩვენს ცხოვრებაში, ამის შესახებ სერიის ავტორი და ასტროლოგი რამაზ გიგაური გვესაუბრა:

საინტერესოა, აქამდე არსებობდა თუ არა ქართულ ენაზე ასეთი სრულყოფილი გამოცემა, რომელიც ჩვენთვის, არაპროფესიონალებისთვის გასაგებ ენაზე ახსნიდა ყველა საჭირო დეტალს?

ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ არ არსებობს, თუმცა თუ თვალს გადავავლებთ ქართულ ენაზე არსებულ ასტროლოგიურ ლიტერატურას, ვნახავთ, რომ ძალიან მწირია. 90-იანი წლების დასაწყისში ითარგმნა რამდენიმე წიგნი, მათ შორის ძალიან კარგი ამერიკელი ასტროლოგის ლინდა გუდმენის წიგნი „ამერიკული ჰოროსკოპი“, შემდეგ კი იშვიათად თუ ვიყავით სიახლეებით განებივრებულები.

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ „ადამიანი და ასტროლოგია“ არის უნიკალური პროექტი, რომელიც ერთ სისტემად და სერიად აერთიანებს სხვადასხვა ასტროლოგიურ მიმართულებას. ამასთან, ის განკუთვნილია მკითხველთა ფართო წრისთვის და არ მოითხოვს არანაირ რთულ ასტროლოგიურ გათვლებს. რაც მთავარია, ექვსივე წიგნი მორგებულია ზოდიაქოს ნიშნებზე და ამა თუ იმ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანის შესახებ ვიგებთ ძალიან ბევრ ინფორმაციას. სხვათა შორის, პირველ წიგნში - ზოგად ასტროლოგიაში - იქნება ძალიან საინტერესო ნაწილი - ასტროლოგიის ისტორია, სადაც განხილული იქნება საქართველოში დაახლოებით 2000-წლოვან და მეტ პერიოდში მომხდარი ის ასტროლოგიური აქტივობები, რომლებიც ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო. მაგალითად, საუბარია ფაზისის აკადემიაზე, სადაც ისწავლებოდა ასტროლოგია, ასევე, ვარსკვლავთმრიცხველობას შეისწავლიდნენ იყალთოსა და გელათის აკადემიებშიც. განვიხილავთ „ვეფხისტყაოსანსაც“, საქართველოს ნომერ პირველ წიგნს, რომლის კითხვისას ასტროლოგიაში ნაკლებად გათვითცნობიერებული ადამიანიც მიხვდება, რომ შოთა რუსთაველი კარგად ფლობს ამ სფეროს. ამასვე ადასტურებს ემიგრაციაში მყოფი და, მე ვიტყოდი, „ვეფხისტყაოსნის“ ნომერ პირველი მკვლევარი ვიქტორ ნოზაძე, რომელმაც პოემა სრულად გამოიკვლია. მისი ერთ-ერთი წიგნი, რომელსაც „ვეფხისტყაოსნის“ ასტროლოგია“ ეწოდება, ამასვე ადასტურებს და ჩვენს წიგნშიც გვექნება ადგილი ამისთვის დათმობილი. ამის შესახებ ინფორმაცია მგონი ფართო საზოგადოებას არ აქვს, ამიტომ ბევრ აღმოჩენას გააკეთებთ.

თქვენთვის რა გამოცდილება იყო სერიაზე „ადამიანი და ასტროლოგია“ მუშაობა, როგორ იწერებოდა ეს წიგნები?

მე უკვე 20-წლიანი ასტროლოგიური პრაქტიკა მაქვს და შეიძლება ითქვას, რომ ჩემს ხელთ არის საკმაოდ დიდი ინფორმაცია და სისტემური ცოდნა, რომელიც რამდენიმე მიმართულებით გავშალე.

როდესაც ამ პროექტზე დავიწყეთ საუბარი, მე ვთქვი, რომ შეიძლება ის რამდენიმე მიმართულებით გაიშალოს, რადგან თუნდაც, როდესაც ადამიანი მიდის ასტროლოგთან, მას თავდაპირველად საკუთარი თავის შეცნობა აინტერესებს და შემდეგ სხვა რამ. თავის დროზე ასტროლოგიის სწავლაც სწორედ ამიტომ დავიწყე, რათა საკუთარი თავი შემეცნო და ჩემს წინაშე არსებული სირთულეები უკეთ გამეანალიზებინა. რა თქმა უნდა, ერთი მიმართულება უნდა ყოფილიყო სიყვარული, რადგან ეს არის უპირველესი ენერგია, უპირველესი ემოცია, როგორც იოანე მოციქული ამბობს, „სიყვარული არის ღმერთი“, ამიტომ მეორე წიგნი ეძღვნება სიყვარულის ასტროლოგიას. ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო ამაზე მუშაობა, რადგან საინტერესოა, როგორ აღმოვაჩენთ თითოეულ ზოდიაქოს ნიშანს ამ მიმართულებით. ამ წიგნის მეშვეობით არამხოლოდ დავინახავთ საკუთარი თავისა და ახლობლების, ოჯახის წევრების ხასიათს, არამედ მათს გამოვლენას სიყვარულთან მიმართებაში.

შემდეგი წიგნი ფინანსურ თემატიკას ეთმობა. ამ მიმართულებითაც ძალიან საინტერესო იყო მუშაობა, რადგან მე თვითონ კუროს ნიშნით ვარ დაბადებული, რომელიც მატერიის მიმართ ძალიან მგრძნობიარე ნიშანია.

საინტერესო აღმოჩნდა, როდესაც ამერიკული „ფორბსის“ ჟურნალში აღმოვაჩინე ასტროლოგიური სტატია, რომლის ავტორიც მიმოიხილავდა, ზოდიაქოს რომელი ნიშნის ქვეშ იყო დაბადებული ყველაზე მეტი მილიარდერი. აღმოჩნდა, რომ ეს არის ქალწულის ნიშანი და არც არის გასაკვირი, რადგან იგი გამოირჩევა შრომისმოყვარეობით, დისციპლინითა და მიზანდასახულობით.

რაც შეეხება ჯანმრთელობის ასტროლოგიას, აქ მკითხველი ბევრ საინტერესო ფაქტს აღმოაჩენს. მაგალითად, ამ წიგნში ვსაუბრობთ ხევსურ აქიმებზე რომლებსაც შეეძლოთ თავის ქალის ტრეპანაციის (თავის ქალის გაბურღვა) გაკეთება, აღარ ვსაუბრობ სხვა მარტივ სამედიცინო მანიპულაციებზე. ასევე, ძალიან საინტერესო მაგალითი მომყავს ცნობილი მისტიკოსის გიორგი გურჯიევის შესახებ, რომელსაც 1904 წელს სწორედ ხევსურეთში გაუკეთეს ქირურგიული ოპერაცია მას შემდეგ, რაც ჭიათურაში აჯანყების დროს დაიჭრა. ის თვითონ გაოცებული წერს, რომ 3 კვირაში ხევსურმა აქიმებმა ფეხზე დააყენეს.

ასევე, ქართველი მკვლევარი და ექიმი გიორგი თედორაძე აღნიშნავს, რომ საოცარია, როგორ დეტალურად ერკვეოდნენ ხევსური აქიმები ტვინის ხვეულებში და მათ იცოდნენ არამხოლოდ მედიცინა, არამედ გარკვეულები იყვნენ კოსმობიოლოგიაშიც, რადგან ხვდებოდნენ, მთვარის რომელ ფაზაში მოეგროვებინათ სამკურნალო მცენარეები და როდის დაემზადებინათ მედიკამენტები.

მუშაობის პროცესში ყველაზე საინტერესო იყო საბავშვო ასტროლოგია და მისი ერთ-ერთი ეპიგრაფი არის ჩვენთვის ყველაზე საყვარელი ფრაზა ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის „პატარა უფლისწულიდან“: „ყველა ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ“. მართლაც, ძალიან ხშირად ჩვენს ბავშვობაში გადატანილი ტრავმები მოზრდილ ცხოვრებაში იჩენს ხოლმე თავს. უნდა ვიცნობდეთ ბავშვებს, თუნდაც მათს ფსიქოტიპებს და მე მიმაჩნია, რომ საბავშვო ასტროლოგია მშობლებსა და მასწავლებლებს ძალიან გამოადგებათ პატარებთან მუშაობის დროს.

სერია სრულდება აღმოსავლური ასტროლოგიით, რომელიც ჩემთვის ყოველთვის საინტერესო იყო. აღმოსავლეთში არის უდიდესი ცოდნა, უდიდესი მისტიკა, რომელიც, ბუნებრივია, ვლინდება ასტროლოგიურ ცოდნაში.

რას აღმოაჩენს თითოეული ადამიანი თავისი ზოდიაქოს ნიშნის შესახებ?

თითოეული ადამიანი აღმოაჩენს ისეთ რამეს, რაც მას საშუალებას მისცემს, რომ გახდეს უკეთესი. ეს არის ჩემი გზავნილი ადამიანებისადმი - რომ მე მწამს ცხოვრებაში ორი მასწავლებლის: ერთს ეწოდება ადამიანი, მეორეს - წიგნი. წიგნების ამ სერიიდან კი ბევრ პრაქტიკულ და საინტერესო რაღაცას შევისწავლით. როგორც მე ინდოეთში მასწავლეს, შენი მასწავლებელი არ არის ის, ვინც შენ გასწავლის, შენი მასწავლებელი არის ის, ვისგანაც შენ სწავლობ და, ვფიქრობ, ეს წიგნები სწორედ ის მასწავლებლები იქნებიან, ვისგანაც რეალურად შევისწავლით რამეს.

წიგნი, ადამიანებისგან განსხვავებით, ნაკლებად ამბიციური და ხისტია, ის უფრო მეტად ჩაღრმავებისა და დაფიქრების საშუალებას გაძლევს. „ადამიანსა და ასტროლოგიაში“ თითოეული ადამიანი თავისი ზოდიაქოს ნიშნის შესახებ აღმოაჩენს ახალ ცოდნას და, რაც მთავარია, ერთიან სისტემაში მოქცეულს, რომელიც საშუალებას მისცემს შეცვალოს საკუთარი თავი.

რეალურად რა როლი აქვს ასტროლოგიას ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში და რამდენად დაგვეხმარება მასში გარკვეული დოზით გათვითცნობიერება?

როგორც პროფესიონალი ასტროლოგი, მასზე მიჯაჭვის წინააღმდეგი ვარ, რადგან ნებისმიერი რაღაცის მიმართ, იქნება ეს თუნდაც პოლიტიკა თუ რელიგია, ამგვარი დამოკიდებულება დამანგრეველია. ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვაქციოთ იდეოლოგიად და ფანატიკურად არ უნდა გვჯეროდეს მისი.

მაგალითად, სიყვარული არის კომპრომისი, ურთიერთდათმობა და დავაკვირდეთ ყოველდღიურ ცხოვრებაში, პოლიტიკასა თუ რელიგიაში, არის თუ არა კომპრომისები, ურთიერთდათმობა? - ვიტყოდი, რომ ნაკლებად, იმიტომ რომ მრავლად ვხვდებით ეგოისტურ გამოვლინებებს, რასაც არ მოაქვს კარგი შედეგები. როდესაც ასტროლოგიასაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვეჯაჭვებით, ამან ასეთივე უკუშედეგი შეიძლება მოგვცეს. თუმცა, თუ ჩვენ აღნიშნულ სფეროს გამოვიყენებთ, როგორც სიბრძნეს და გადაწყვეტილებების მისაღებად ძალიან კარგ ინსტრუმენტს, გარწმუნებთ, რომ ეს ძალიან პოზიტიურად აისახება ჩვენს ცხოვრებაზე.

ასტროლოგია - ეს არის საგზაო ნიშნები. თუ ჩვენ ვიცით საგზაო ნიშნები, უსაფრთხოდ ვმოძრაობთ და არ ვუქმნით საფრთხეს არც საკუთარ თავს და არც სხვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.