მსოფლიო
სამართალი

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მალე პუტინის საიმედო კადიროვცები ყაზახეთში იქნებიან... მეამბოხეები თანდათან გაქრებიან" - ჩეჩნეთის ლიდერის პოზიცია ყაზახეთზე და მწვავე გამოხმაურება ინტერნეტში
"მალე პუტინის საიმედო კადიროვცები ყაზახეთში იქნებიან... მეამბოხეები თანდათან გაქრებიან" - ჩეჩნეთის ლიდერის პოზიცია ყაზახეთზე და მწვავე გამოხმაურება ინტერნეტში

რამ­დე­ნი­მე დღეა მსოფ­ლიო ინ­ტე­რე­სით ადევ­ნებს თვალს ყა­ზა­ხეთ­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს. გან­სა­კუთ­რე­ბით მას შემ­დეგ, რაც იქ რუ­სეთ­მა პრე­ზი­დენტ ტო­ყა­ე­ვის თხოვ­ნით კუ­ხოს (კო­ლექ­ტი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცია) შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი შე­იყ­ვა­ნა. უკვე ძა­ლი­ან ცო­ტას აქვს მო­ლო­დი­ნი, რომ ქვე­ყა­ნა­ში ოდეს­მე სტა­ბი­ლუ­რო­ბა და სიმ­შვი­დე და­ი­სად­გუ­რებს.

ყო­ველ­დღი­უ­რად ვრცელ­დე­ბა ცნო­ბე­ბი, ყა­ზა­ხეთ­ში დე­მონ­სტრან­ტებ­სა და არ­მი­ას შო­რის შე­ტა­კე­ბის შე­დე­გად და­ღუ­პუ­ლი და დაჭ­რი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ. ინ­ტერ­ნე­ტი ჯერ კი­დევ დაბ­ლო­კი­ლია, მაგ­რამ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ყვე­ლა შე­საძ­ლო ქსელ­ში წე­რენ, რომ რუ­სუ­ლი სამ­შვი­დო­ბო ძა­ლე­ბის შეყ­ვა­ნის შემ­დეგ, ვი­თა­რე­ბა კი­დევ უფრო დამ­ძიმ­და.

სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის შე­ფა­სე­ბით, მოს­კო­ვი პე­კინს ყა­ზა­ხეთ­ში ბრძო­ლას უგებს, რად­გან პუ­ტინ­მა შე­სა­ნიშ­ნა­ვად გა­მო­ი­ყე­ნა შე­საძ­ლებ­ლო­ბა და რუ­სუ­ლი ჩექ­მის იქი­დან მო­ცი­ლე­ბა ძალ­ზე ძნე­ლი იქ­ნე­ბა, მით უფრო, რომ დიდი ხა­ნია აღი­ზი­ა­ნებ­და საბ­ჭო­თა პო­ლი­ტი­კუ­რი ის­ტებ­ლიშ­მენ­ტის ძვე­ლი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ნურ­სულ­თან ნა­ზარ­ბა­ე­ვი, რო­მე­ლიც რო­გორ­ღაც ახერ­ხებ­და, რომ კრემ­ლის სა­ჭად­რა­კო პარ­ტია არ ეთა­მა­შა.

"რუ­სე­თი ყა­ზა­ხეთ­ში რომ კაი ხნით (სა­მუ­და­მოდ თუ არა) აპი­რებს მო­კა­ლა­თე­ბას, ამა­ზე ბევ­რი რამ მი­ა­ნიშ­ნებს, მათ შო­რის პუ­ტი­ნის რამ­დე­ნი­მე მარ­ჯვე­ნა ხე­ლის თა­ნაგ­რძნო­ბით აღ­სავ­სე მი­მარ­თვე­ბი თუ გან­ცხა­დე­ბე­ბი, თუ რა ცუ­დია ომი და რა­ტომ უნდა დას­რულ­დეს ძა­ლი­ან სწრა­ფად. მათ შო­რის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რი და პირ­ვე­ლია ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რი, რამ­ზან კა­დი­რო­ვი. ეს კი ნიშ­ნავს, რომ უკვე თუ არ არი­ან, ძა­ლი­ან მალე პუ­ტი­ნის ყვე­ლა­ზე სა­ი­მე­დო კა­დი­როვ­ცე­ბი იქ იქ­ნე­ბი­ან..." - წერს პო­ლი­ტი­კუ­რი მი­მომ­ხილ­ვე­ლი ალექ­სან­დრე პე­რე­პე­ლი­ცა.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, კა­დი­როვ­მა ყა­ზა­ხეთ­სა და ჩეჩ­ნეთს შო­რის პა­რა­ლე­ლი გა­ავ­ლო და იქ მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბი ჩეჩ­ნე­თის ომს შე­ა­და­რა. მან ან­ტი­სამ­თავ­რო­ბო დე­მონ­სტრან­ტებს პრო­ტეს­ტის შე­წყვე­ტის­კენ მო­უ­წო­და.

Кавказский узел-ის ცნო­ბით, რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის პრეს-მდი­ვა­ნი დმიტ­რი პეს­კო­ვი გან­მარ­ტავს, რომ ჩეჩ­ნე­თის ლი­დერს, ისე­ვე რო­გორც სხვა რე­გი­ო­ნე­ბის მე­თა­უ­რებს უფ­ლე­ბა არ აქვთ, რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­ებ­ში ჩა­ე­რი­ონ.

"მსგავ­სი გან­ცხა­დე­ბა პეს­კოვ­მა 2020 წელ­საც გა­ა­კე­თა, რო­დე­საც კა­დი­როვ­მა საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტი, ემა­ნუ­ელ მაკ­რო­ნი და­მამ­ცი­რე­ბელ კონ­ტექ­სტში მო­იხ­სე­ნია. მა­შინ კა­დი­როვ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მზად იყო ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რის პოს­ტი და­ე­ტო­ვე­ბი­ნა, თუმ­ცა, თა­ვის პო­ზი­ცი­ა­ზე რჩე­ბო­და... მა­შინ უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბი წერ­დნენ, რომ კა­დი­რო­ვი ერ­თა­დერ­თი ლი­დე­რი იყო, რო­მე­ლიც პუ­ტი­ნის პრეს-მდი­ვან­თან სა­ჯა­როდ კა­მა­თობ­და" - წერს გა­მო­ცე­მა.

მი­სი­ვე ცნო­ბით, აშ­კა­რაა, რომ ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რი არც შემ­დეგ­ში აპი­რებს გა­ჩუ­მე­ბას. მისი თქმით, ყა­ზა­ხე­თის ბედი მათ­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო არ არის, ვი­ნა­დან მა­მა­მი­სი ყა­ზა­ხეთ­ში და­ი­ბა­და.

"იქ არის და­საფ­ლა­ვე­ბუ­ლი ჩემი პა­პის ძმა. ყვე­ლა­ზე რთულ დროს, ჩვე­ნი ყა­ზა­ხი ძმე­ბი გვერ­დში დაგ­ვიდ­გნენ და ჩვენ­ზე ზრუ­ნავ­დნენ. რაში სჭირ­დე­ბო­დათ მათ ეს პრო­ტეს­ტი?.. გა­ზის ფა­სის გამო ადა­მი­ა­ნე­ბი გა­მო­დი­ან ქუ­ჩა­ში, ერ­თმა­ნეთს ხო­ცა­ვენ, ქვე­ყა­ნას ან­გრე­ვენ, რა­ტომ, რის­თვის? რის­თვის და­ხო­ცეს პო­ლი­ცია, სამ­ხედ­რო­ე­ბი. ისი­ნი და­ნა­შა­ულს ჩა­დი­ან და ამის­თვის პა­სუხ­საც იღე­ბენ" - ამ­ბობს კა­დი­რო­ვი.

მისი თქმით, ჩეჩ­ნეთ­მა იცის, რა არის ომი, მი­ტინ­გე­ბი.

"ჩვენ­თა­ნაც იგი­ვე ხდე­ბო­და, რაც ახლა ყა­ზა­ხეთ­ში, ყვე­ლა­ფე­რი სამ­ხედ­რო პრო­ცე­სებ­ში გა­და­ი­ზარ­და. ამის შემ­დეგ ჩვენ­თან ორი სამ­ხედ­რო კამ­პა­ნია გან­ხორ­ცი­ელ­და, ასო­ბით ათა­სი ადა­მი­ა­ნი დავ­კარ­გეთ. ეს ჩეჩ­ნებ­მა, აქ და­ბა­დე­ბულ-გაზ­რდილ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა კი არა, სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის აგენ­ტე­ბის მიერ გა­მოწ­ვრთნილ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა ჩა­ი­დი­ნეს, მათ კონ­კრე­ტუ­ლი და­ვა­ლე­ბა ჰქონ­დათ - ჩეჩ­ნე­თი­დან და­წყე­ბუ­ლი­ყო რუ­სე­თის სუ­ვე­ნე­რუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს ნგრე­ვა" - ამ­ბობს კა­დი­რო­ვი.

მის გან­ცხა­დე­ბას ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. რუსი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი წე­რენ, რომ და­სავ­ლე­თის ფაქ­ტობ­რი­ვად შე­სუს­ტე­ბულ­მა პი­ზი­ცი­ებ­მა მსოფ­ლიო იქამ­დე მი­იყ­ვა­ნა, რომ რუ­სე­თი ქმნის პო­ლი­ტი­კურ დღის წეს­რიგს. პუ­ტი­ნის მარ­ჯვე­ნა ხელი კა­დი­რო­ვი კი, მშვი­დო­ბა­ზე ქა­და­გებს.

"რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ჩვე­ნი მე­ფის მიერ აღი­ა­რე­ბულ­მა პა­ტა­რა მე­ფემ, კი­დევ ერთი პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა და უკ­რა­ი­ნის რუ­სე­თის­თვის შე­მო­ერ­თე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზეც ისა­უბ­რა... რა­საკ­ვირ­ვე­ლია, კა­დი­რო­ვი პუ­ტი­ნის კე­თილ­გან­წყო­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად წამ­სა და წუთს არ კარ­გავს. სწო­რედ ასე­თი ხალ­ხია სა­ში­ში, სა­კუ­თა­რი კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის, გავ­ლე­ნე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბის­თვის მზად არის გარ­შე­მო ყვე­ლა გა­გუ­დოს, თუმ­ცა ამას მსოფ­ლიო გატ­რუ­ნუ­ლი ელო­დე­ბა. მალე ვი­ხი­ლავთ კა­დი­როვ­ცებს ყა­ზა­ხე­თის სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­ში, სა­დაც ალ­ბათ ყვე­ლა­ზე მწვა­ვე მე­ამ­ბო­ხე­ე­ბი თან­და­თან გაქ­რე­ბი­ან. გა­მარ­ჯო­ბა რუ­სე­თო ყა­ზა­ხეთ­ში" - წერს ერთ-ერთი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი იური კო­ზა­ჩუ­კი.

მკითხველის კომენტარები / 59 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
aleko
1

რუსეეთი რომ გონიერად მოიქცეს მსოფლიოში ერთ ერთი ყველაზე მდიდარი იქნება ერთ სულ მოსახლეზე.გაანგარითებით, პირველი უნდა შეწყვიტოს დამპყრობული პოლიტიკა, და მის ირგვლივ ქვეყნებს თავს მოაწონებს. საქართველოსთვისაც ახლო იქნება როგორც მართლმადიდებელი ქვეყანა, ხო მართლა საქართველოში ის ადამიანები რომლებიც ჩექმის ქვეშ არიან ისინიც კი გაიხარებენ და არგუმენტი ექნებათ ამისთვის, ეხლა რასაც აკეთებენ აუხსნელია.

david2101
10

ქართული ოცნება მალე იქცევა ავტოკრატიულ რეჯიმად მერე კი აღარანაირი შანსი აღარ გვექნწბა მათი მოშორების... 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"მალე პუტინის საიმედო კადიროვცები ყაზახეთში იქნებიან... მეამბოხეები თანდათან გაქრებიან" - ჩეჩნეთის ლიდერის პოზიცია ყაზახეთზე და მწვავე გამოხმაურება ინტერნეტში

"მალე პუტინის საიმედო კადიროვცები ყაზახეთში იქნებიან... მეამბოხეები თანდათან გაქრებიან" - ჩეჩნეთის ლიდერის პოზიცია ყაზახეთზე და მწვავე გამოხმაურება ინტერნეტში

რამდენიმე დღეა მსოფლიო ინტერესით ადევნებს თვალს ყაზახეთში მიმდინარე მოვლენებს. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც იქ რუსეთმა პრეზიდენტ ტოყაევის თხოვნით კუხოს (კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია) შეიარაღებული ძალები შეიყვანა. უკვე ძალიან ცოტას აქვს მოლოდინი, რომ ქვეყანაში ოდესმე სტაბილურობა და სიმშვიდე დაისადგურებს.

ყოველდღიურად ვრცელდება ცნობები, ყაზახეთში დემონსტრანტებსა და არმიას შორის შეტაკების შედეგად დაღუპული და დაჭრილი ადამიანების შესახებ. ინტერნეტი ჯერ კიდევ დაბლოკილია, მაგრამ ადგილობრივები ყველა შესაძლო ქსელში წერენ, რომ რუსული სამშვიდობო ძალების შეყვანის შემდეგ, ვითარება კიდევ უფრო დამძიმდა.

სპეციალისტების შეფასებით, მოსკოვი პეკინს ყაზახეთში ბრძოლას უგებს, რადგან პუტინმა შესანიშნავად გამოიყენა შესაძლებლობა და რუსული ჩექმის იქიდან მოცილება ძალზე ძნელი იქნება, მით უფრო, რომ დიდი ხანია აღიზიანებდა საბჭოთა პოლიტიკური ისტებლიშმენტის ძველი წარმომადგენელი ნურსულთან ნაზარბაევი, რომელიც როგორღაც ახერხებდა, რომ კრემლის საჭადრაკო პარტია არ ეთამაშა.

"რუსეთი ყაზახეთში რომ კაი ხნით (სამუდამოდ თუ არა) აპირებს მოკალათებას, ამაზე ბევრი რამ მიანიშნებს, მათ შორის პუტინის რამდენიმე მარჯვენა ხელის თანაგრძნობით აღსავსე მიმართვები თუ განცხადებები, თუ რა ცუდია ომი და რატომ უნდა დასრულდეს ძალიან სწრაფად. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და პირველია ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი. ეს კი ნიშნავს, რომ უკვე თუ არ არიან, ძალიან მალე პუტინის ყველაზე საიმედო კადიროვცები იქ იქნებიან..." - წერს პოლიტიკური მიმომხილველი ალექსანდრე პერეპელიცა.

რამდენიმე დღის წინ, კადიროვმა ყაზახეთსა და ჩეჩნეთს შორის პარალელი გაავლო და იქ მიმდინარე პროცესები ჩეჩნეთის ომს შეადარა. მან ანტისამთავრობო დემონსტრანტებს პროტესტის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

Кавказский узел-ის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი განმარტავს, რომ ჩეჩნეთის ლიდერს, ისევე როგორც სხვა რეგიონების მეთაურებს უფლება არ აქვთ, რუსეთის საგარეო საქმეებში ჩაერიონ.

"მსგავსი განცხადება პესკოვმა 2020 წელსაც გააკეთა, როდესაც კადიროვმა საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი დამამცირებელ კონტექსტში მოიხსენია. მაშინ კადიროვმა განაცხადა, რომ მზად იყო ჩეჩნეთის ლიდერის პოსტი დაეტოვებინა, თუმცა, თავის პოზიციაზე რჩებოდა... მაშინ უფლებადამცველები წერდნენ, რომ კადიროვი ერთადერთი ლიდერი იყო, რომელიც პუტინის პრეს-მდივანთან საჯაროდ კამათობდა" - წერს გამოცემა.

მისივე ცნობით, აშკარაა, რომ ჩეჩნეთის ლიდერი არც შემდეგში აპირებს გაჩუმებას. მისი თქმით, ყაზახეთის ბედი მათთვის უმნიშვნელო არ არის, ვინადან მამამისი ყაზახეთში დაიბადა.

"იქ არის დასაფლავებული ჩემი პაპის ძმა. ყველაზე რთულ დროს, ჩვენი ყაზახი ძმები გვერდში დაგვიდგნენ და ჩვენზე ზრუნავდნენ. რაში სჭირდებოდათ მათ ეს პროტესტი?.. გაზის ფასის გამო ადამიანები გამოდიან ქუჩაში, ერთმანეთს ხოცავენ, ქვეყანას ანგრევენ, რატომ, რისთვის? რისთვის დახოცეს პოლიცია, სამხედროები. ისინი დანაშაულს ჩადიან და ამისთვის პასუხსაც იღებენ" - ამბობს კადიროვი.

მისი თქმით, ჩეჩნეთმა იცის, რა არის ომი, მიტინგები.

"ჩვენთანაც იგივე ხდებოდა, რაც ახლა ყაზახეთში, ყველაფერი სამხედრო პროცესებში გადაიზარდა. ამის შემდეგ ჩვენთან ორი სამხედრო კამპანია განხორციელდა, ასობით ათასი ადამიანი დავკარგეთ. ეს ჩეჩნებმა, აქ დაბადებულ-გაზრდილმა ადამიანებმა კი არა, სხვადასხვა ქვეყნის აგენტების მიერ გამოწვრთნილმა ადამიანებმა ჩაიდინეს, მათ კონკრეტული დავალება ჰქონდათ - ჩეჩნეთიდან დაწყებულიყო რუსეთის სუვენერული სახელმწიფოს ნგრევა" - ამბობს კადიროვი.

მის განცხადებას ინტერნეტსივრცეში გამოხმაურება მოჰყვა. რუსი ინტერნეტმომხმარებლები წერენ, რომ დასავლეთის ფაქტობრივად შესუსტებულმა პიზიციებმა მსოფლიო იქამდე მიიყვანა, რომ რუსეთი ქმნის პოლიტიკურ დღის წესრიგს. პუტინის მარჯვენა ხელი კადიროვი კი, მშვიდობაზე ქადაგებს.

"რამდენიმე დღის წინ, ჩვენი მეფის მიერ აღიარებულმა პატარა მეფემ, კიდევ ერთი პოლიტიკური განცხადება გააკეთა და უკრაინის რუსეთისთვის შემოერთების აუცილებლობაზეც ისაუბრა... რასაკვირველია, კადიროვი პუტინის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად წამსა და წუთს არ კარგავს. სწორედ ასეთი ხალხია საშიში, საკუთარი კეთილდღეობისთვის, გავლენების გაფართოებისთვის მზად არის გარშემო ყველა გაგუდოს, თუმცა ამას მსოფლიო გატრუნული ელოდება. მალე ვიხილავთ კადიროვცებს ყაზახეთის სხვადასხვა ქალაქში, სადაც ალბათ ყველაზე მწვავე მეამბოხეები თანდათან გაქრებიან. გამარჯობა რუსეთო ყაზახეთში" - წერს ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებელი იური კოზაჩუკი.