მსოფლიო
სამხედრო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსეთმა ყაზახეთის მმართველი რეჟიმი უკვე გადაარჩინა, სანაცვლოდ ის ალბათ ყირიმის აღიარებას მოითხოვს" - რა ხდება ახლა ყაზახეთში და რა როლი აქვს კრემლს მიმდინარე პროცესებში?
"რუსეთმა ყაზახეთის მმართველი რეჟიმი უკვე გადაარჩინა, სანაცვლოდ ის ალბათ ყირიმის აღიარებას მოითხოვს" - რა ხდება ახლა ყაზახეთში და რა როლი აქვს კრემლს მიმდინარე პროცესებში?

ყა­ზა­ხე­თის უდი­დეს ქა­ლაქ ალ­მა­თი­ში შე­ტა­კე­ბე­ბი და სრო­ლა 6 იან­ვარ­საც გრძელ­დე­ბო­და. ყა­ზა­ხუ­რი პო­ლი­ცია, რო­მელ­საც ზურგს უმაგ­რებს რუ­სე­თის მე­თა­უ­რო­ბით მოქ­მე­დი სამ­ხედ­რო ალი­ან­სის, კო­ლექ­ტი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის (ОДКБ) ჯარი, და­უ­პი­რის­პირ­და ყა­ზა­ხე­თის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დრო­ი­დან ყვე­ლა­ზე მა­სობ­რივ და სის­ხლი­ან საპ­რო­ტეს­ტო გა­მოს­ვლებს.

კო­ლექ­ტი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ჯა­რე­ბი ყა­ზა­ხეთ­ში მას მერე გა­და­ის­რო­ლეს, რაც თხე­ვა­დი აი­რის ფა­სე­ბის ზრდის გამო და­წყე­ბუ­ლი საპ­რო­ტეს­ტო გა­მოს­ვლე­ბი სის­ხლი­ან შე­ტა­კე­ბებ­ში გა­და­ი­ზარ­და პო­ლი­ცი­ა­სა და დე­მონ­სტრან­ტებს შო­რის.

რუსი მე­დე­სან­ტე­ე­ბი ყა­ზა­ხეთ­ში გაფ­რე­ნამ­დე

ყა­ზა­ხე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ყა­სიმ-ჟო­მართ თო­ყა­ევ­მა 7 იან­ვარს პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის, უსაფრ­თხო­ე­ბის საბ­ჭო­სა და თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის ლი­დე­რებ­თან შეხ­ვედ­რა გა­მარ­თა და გა­სუ­ლი ღა­მის ოპე­რა­ცია შე­ა­ჯა­მა. მისი თქმით, ქვე­ყა­ნა­ში კონ­ტრტე­რო­რის­ტუ­ლი ოპე­რა­ცია იქამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა, ვიდ­რე თი­თო­ე­უ­ლი თავ­დამ­სხმე­ლი არ გა­ნად­გურ­დე­ბა. "ან­ტი­ტე­რო­რის­ტუ­ლი ოპე­რა­ცია და­წყე­ბუ­ლია. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი ინ­ტენ­სი­უ­რად მუ­შა­ო­ბენ. კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი წეს­რი­გი ძი­რი­თა­დად ქვეყ­ნის ყვე­ლა რე­გი­ონ­ში აღ­დგა. ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სი­ტუ­ა­ცი­ას აკონ­ტრო­ლებს. მაგ­რამ ტე­რო­რის­ტე­ბი აგ­რძე­ლე­ბენ ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბას და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ქო­ნე­ბის და­ზი­ა­ნე­ბას. ამი­ტომ, კონ­ტრტე­რო­რის­ტუ­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბი უნდა გაგ­რძელ­დეს მებ­რძო­ლე­ბის სრულ გა­ნად­გუ­რე­ბამ­დე“, - გა­ნა­ცხა­და ყა­ზა­ხე­თის პრე­ზი­დენ­ტმა.

შე­გახ­სე­ნებთ, მას­შტა­ბუ­რი დე­მონ­სტრა­ცი­ე­ბის ფონ­ზე ყა­ზა­ხე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ყა­სიმ-ჟო­მართ თო­ყა­ევ­მა მთავ­რო­ბის გა­დად­გო­მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მო­ა­წე­რა ხელი, თუმ­ცა, ამის მი­უ­ხე­და­ვად, საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი ქვე­ყა­ნა­ში კვლავ გაგ­რძელ­და.

ყა­ზა­ხუ­რი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­სუ­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში "ქვე­ყა­ნა­ში 3 000-ზე მეტი აქ­ტი­ვის­ტი და­ა­კა­ვეს, დაჭ­რი­ლია 18 პირი, 26 კრი­მი­ნა­ლის ლიკ­ვი­და­ცია მოხ­და“.

ყა­ზა­ხე­თის სა­ხელ­მწი­ფო ტე­ლე­ვი­ზი­ის ცნო­ბით კი, ალ­მა­თის ქუ­ჩებ­ში შე­ტა­კე­ბი­სას, 13 პო­ლი­ცი­ე­ლი და­ი­ღუ­პა და 350 - ზე მეტი და­შავ­და.

ყა­ზა­ხეთ­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბის შე­ფა­სე­ბი­სას პო­ლი­ტო­ლოგ­მა თორ­ნი­კე შა­რა­შე­ნი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ ყა­ზა­ხეთ­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­ზე შე­დე­გით უნდა ვიმ­სჯე­ლოთ, შე­დე­გია და­ხო­ცი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, გა­დამ­წვა­რი შე­ნო­ბე­ბი და კო­ლექ­ტი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის (ОДКБ) ჯა­რე­ბის შეყ­ვა­ნა ქვე­ყა­ნა­ში. შე­სა­ბა­მი­სად, ყა­ზა­ხე­თის მმარ­თვე­ლი რე­ჟი­მის გა­დარ­ჩე­ნა­ში, რა თქმა უნდა, რუ­სე­თი სა­ნაც­ვლოდ რა­ღა­ცას მო­ი­თხოვს.

"ყა­ზა­ხეთ­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­ზე შე­დე­გით უნდა ვიმ­სჯე­ლოთ, შე­დე­გია და­ხო­ცი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, გა­დამ­წვა­რი შე­ნო­ბე­ბი და კო­ლექ­ტი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის (ОДКБ) ჯა­რე­ბის შეყ­ვა­ნა ქვე­ყა­ნა­ში, ასე რომ კარ­გს ჯერ­ჯე­რო­ბით ვე­რა­ფერს ვერ ვი­ტყვი. არა მგო­ნია რუ­სეთს აწყობ­დეს არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბა სა­მე­ზობ­ლო­ში, მაგ­რამ რო­გორც კი გაჩ­ნდა სა­ჭი­რო­ე­ბა, ვნა­ხეთ, რომ ჯარი შე­იყ­ვა­ნა.

თორ­ნი­კე შა­რა­შე­ნი­ძე

მე არ მგო­ნია, რომ რუ­სეთს იქ სჭირ­დე­ბო­დეს რა­ი­მე ამ­ბო­ხი, რად­გან ურ­ჩევ­ნია იქ სტა­ბი­ლუ­რო­ბა იყოს. სო­ცი­ა­ლუ­რი ამ­ბო­ხიც არის ალ­ბათ და ზო­გა­დად, ჩვენ თუ ვიმ­სჯე­ლებთ იმის მი­ხედ­ვით, ამ რე­გი­ონ­ში რო­გო­რი იყო ეს ამ­ბო­ხე­ბე­ბი - ვნა­ხავთ, რომ ამ­ბო­ხე­ბე­ბი ძი­რი­თა­დად ან სო­ცი­ა­ლუ­რი იყო, რო­გო­რიც იყო ყირ­გი­ზეთ­ში ან რე­ლი­გი­უ­რი, რო­გო­რიც იყო უზ­ბე­კეთ­ში. ასე რომ, დე­მოკ­რა­ტი­ას და და­სავ­ლეთ ფა­სე­უ­ლო­ბებს მო­წყუ­რე­ბუ­ლი ხალ­ხი ნაკ­ლე­ბად იყო იქ და ვნა­ხეთ კი­დეც. ხომ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა გა­მოს­ვლე­ბი რამ­დე­ნად ძა­ლა­დობ­რი­ვია? გა­დაწ­ვეს და გა­და­ბუ­გეს ყვე­ლა­ფე­რი. ამოქ­მედ­და კო­ლექ­ტი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცია (ОДКБ), და­ი­ტეს­ტა საქ­მე­ში, შე­იყ­ვა­ნეს იქ ჯარი და შე­სა­ბა­მი­სად, რე­ჟი­მის გა­დარ­ჩე­ნა­ში რუ­სე­თი, რა თქმა უნდა, რა­ღა­ცას მო­ი­თხოვს სა­ნაც­ვლოდ, ასე რომ, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, იქ კარ­გი არა­ფე­რი მოხ­და. ის ილუ­ზია, რომ დე­მოკ­რა­ტია გა­ი­მარ­ჯვებს, ეს ილუ­ზია დიდი ხნის წინ და­იმ­სხვრა“, - გა­ნა­ცხა­და შა­რა­შე­ნი­ძემ.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ მას მერე, რაც ყა­ზა­ხე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ კო­ლექ­ტი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის (ОДКБ) ჯა­რე­ბის შეყ­ვა­ნა მო­ი­თხო­ვა, რუ­სე­თის სამ­თავ­რო­ბო ტე­ლე­კომ­პა­ნია "რაშა თუ­დე­ის” და სამ­თავ­რო­ბო სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო­ე­ბის, "როს­სია სე­გოდ­ნია” და "სპუტ­ნი­კის” მთა­ვარ­მა რე­დაქ­ტორ­მა მარ­გა­რი­ტა სი­მო­ნი­ან­მა ცი­ნი­კუ­რი პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა:

"რა თქმა უნდა, უნდა და­ვეხ­მა­როთ. აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­ვეხ­მა­როთ. მაგ­რამ გარ­კვე­უ­ლი პი­რო­ბე­ბიც უნდა წა­ვუ­ყე­ნოთ.

1. ყი­რი­მი - აღი­ა­რონ;

2. კი­რი­ლი­ცა - და­აბ­რუ­ნონ.

3. რუ­სუ­ლი - მე­ო­რე სა­ხელ­მწი­ფო ენად, ისე­ვე, რო­გორც ყირ­გი­ზეთ­შია;

4. შე­ეშ­ვან რუ­სულ სკო­ლებს და არ იც­რუ­ონ უფ­როს­თან, რომ ეს ასეა..."

კი­თხვა­ზე, არის თუ არა შე­საძ­ლე­ბე­ლი, ყა­ზა­ხეთ­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი პრო­ცე­სე­ბი რუსე­თის მიერ იყოს ინ­სპი­რი­რე­ბუ­ლი, ანა­ლი­ტი­კო­სი ზუ­რაბ ბა­ტი­აშ­ვი­ლი პა­სუ­ხობს:

"მრჩე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ ეს შიდა დი­ნა­მი­კაა იმი­ტომ, რომ ხალ­ხს მო­ბეზ­რდა კო­რუფ­ცი­ულ და ისეთ გა­რე­მო­შო ცხოვ­რე­ბა, სა­დაც ცვლი­ლე­ბე­ბი არ არის. ყა­ზა­ხეთ­ში ბოლო 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ შეც­ვლი­ლა, ადა­მი­ა­ნებს ცვლი­ლე­ბე­ბი სურთ, ასე­ვე, მათ სხვა­დას­ხვა სო­ცი­ა­ლუ­რი მო­თხოვ­ნე­ბი აქვთ, ამ მოძ­რა­ო­ბას არ ჰყავს ლი­დე­რი და არ არის ერ­თი­ა­ნო­ბა. ბევ­რი გა­მოთ­ქვამს უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას იმი­ტომ, რომ ბუ­ნებ­რი­ვი სიმ­დიდ­რე­ე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის შემ­დეგ მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სა­ვა­ლი თა­ნაბ­რად არ ნა­წილ­დე­ბა - მო­გეხ­სენ­ბათ, ყა­ზა­ხე­თი არის ერთ-ერთი უმ­დიდ­რე­სი ქვე­ყა­ნა ნავ­თო­ბი­თა და გა­ზით. ეს რაც შე­ე­ხე­ბა შიდა გან­ზო­მი­ლე­ბას, არის კი­დევ სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­ზო­მი­ლე­ბაც, რო­მე­ლიც რუ­სეთს უკავ­შირ­დე­ბა. რუ­სე­თი პირ­და­პირ საფრ­თხედ გა­ნი­ხი­ლავს ყვე­ლა სხვა სპონ­ტა­ნურ გა­მოს­ვლებს თა­ვის უშუ­ა­ლო სა­მე­ზობ­ლო­ში. ჩვენ ეს და­ვი­ნა­ხეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, მერე უკ­რა­ი­ნა­სა და ბე­ლა­რუს­ში, ახლა ვხე­დავთ ყა­ზა­ხეთ­ში. ეს არის პუ­ტი­ნის რე­ჟი­მის­თვის პირ­და­პი­რი რე­ზის­ტენ­ცი­უ­ლი საფრ­თხე, მათ ისე არ ეში­ნი­ათ ატო­მუ­რი ბომ­ბის, რო­გორც ასე­თი გა­მოს­ვლე­ბის, ვი­ნა­ი­დან ფიქ­რო­ბენ, ასე­თი გა­მოს­ვლე­ბი რუ­სეთ­საც შე­იძ­ლე­ბა გა­და­ე­დოს. ამი­სი შიში და მო­ლო­დი­ნი აქვთ, ამი­ტომ ნაკ­ლებ და­მა­ჯე­რებ­ლად მი­მაჩ­ნია, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი რუ­სე­თი­დან არის ინ­სპი­რი­რე­ბუ­ლი“.

ანა­ლი­ტი­კო­სი რუსი ე.წ. სამ­შვი­დო­ბო­ე­ბის შეყ­ვა­ნის შემ­დეგ ყა­ზა­ხე­თის ჩრდი­ლო­ეთ ნა­წი­ლის ოკუ­პა­ცი­ის სცე­ნა­რის გან­ვი­თა­რე­ბას ამ ეტაპ­ზე გა­მო­რი­ცხავს, თუმ­ცა ამ­ბობს, რომ ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბის გა­მო­რი­ცხვაც არ შე­იძ­ლე­ბა და რუ­სეთ­მა, შე­საძ­ლოა იქ ყი­რი­მის, ან დონ­ბა­სის სცე­ნა­რი გა­ნა­ვი­თა­როს.

"ოკუ­პა­ცი­ის სცე­ნა­რი შე­იძ­ლე­ბო­და გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი­ყო იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ყა­ზა­ხეთ­ში უკ­რა­ი­ნის სცე­ნა­რი გან­ვი­თარ­დე­ბო­და. იქ ვი­თარ­დე­ბა ყა­ზა­ხუ­რი სცე­ნა­რი, შე­სა­ბა­მი­სად, როცა რუ­სეთს აქვს სა­შუ­ლე­ბა მთლი­ა­ნი ქვე­ყა­ნა მო­აქ­ცი­ოს გავ­ლე­ნის ქვეშ, რა­ტომ გა­და­წყვეტს, რომ ნა­წი­ლის ოკუ­პა­ცია გა­ა­კე­თოს? ამი­ტომ ამ ეტა­პის­თვის ეს ნაკ­ლებ­სა­ვა­რა­უ­დოა, თუმ­ცა ასე­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბის გა­მო­რი­ცხვა არ შე­იძ­ლე­ბა იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ პრო­ტეს­ტან­ტე­ბი და მო­მი­ტინ­გე­ე­ბი მოვ­ლენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში. ამ შემ­თხვე­ვა­ში რუ­სე­თი, რა თქმა უნდა, უკან არ და­ი­ხევს და შე­საძ­ლოა, მან ჩრდი­ლო­ეთ ყა­ზა­ხეთ­თან და­კავ­ში­რე­ბით ყი­რი­მის, ან დონ­ბა­სის სცე­ნა­რი გა­ნა­ვი­თა­როს.

ზუ­რაბ ბა­ტი­აშ­ვი­ლი

რაც შე­ე­ხე­ბა და­სავ­ლე­თი­დან პა­სი­უ­რო­ბას, ეს მო­სა­ლოდ­ნე­ლიც იყო იმი­ტომ, რომ მათ ჯერ არ იცი­ან სი­ტუ­ა­ცია რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა, სა­ერ­თო სუ­რა­თი - ვინ მო­ა­წყო ეს გა­მოს­ვლე­ბი, რა მო­თხოვ­ნე­ბი ჰქონ­დათ და საით მი­დის ეს ყვე­ლა­ფე­რი, ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია. მათ შო­რის პო­ლი­ტი­კუ­რი მო­თხოვ­ნე­ბიც არ არის ერ­თი­ა­ნად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი. რუ­სე­თის ეს კონ­კრე­ტუ­ლი ნა­ბი­ჯი ჯა­რე­ბის შეყ­ვა­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ამა­ვე დროს არის მე­სი­ჯი, რო­გორც სა­კუ­თა­რი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის, ისე სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბის­თვის, რომ მსგავს სპონ­ტა­ნურ გა­მოს­ვლებს ჩა­ახ­შობს არა მხო­ლოდ რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, არა­მედ სა­მე­ზობ­ლო­შიც, რად­გა­ნაც ის ამას ეგ­ზის­ტენ­ცი­ურ საფრ­თხედ აღიქ­ვამს. რუ­სეთ­მა, ამ მო­მენ­ტის­თვის, ფაქ­ტობ­რი­ვად, მმარ­თვე­ლი რე­ჟი­მი უკვე გა­და­არ­ჩი­ნა, სა­ნაც­ვლოდ ის ალ­ბათ ყა­ზა­ხე­თის­გან მო­ი­თხოვს ყი­რი­მის აღი­ა­რე­ბას. რუ­სე­თის­თვის სა­ჭი­რო სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის გა­ტა­რე­ბა იქ­ნე­ბა ის ფასი, რომ­ლის გა­ტა­რე­ბაც ყა­ზა­ხეთს მო­უ­წევს“.

იმ შემ­თხვე­ვა­ში, როცა რუ­სე­თი კავ­კა­სი­ა­სა და ცენ­ტრა­ლურ აზი­ა­შიც ძლი­ერ­დე­ბა, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, პუ­ტი­ნის მო­მა­ვა­ლი სა­მიზ­ნე სა­ქარ­თვე­ლო გახ­დეს. ზურა ბა­ტი­აშ­ვი­ლის აზ­რით, რუ­სე­თის­თვის უკ­რა­ი­ნა და კავ­კა­სია სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმი­სათ­ვის, რომ სსრკ-ის მსგავ­სი კავ­ში­რი აღად­გი­ნოს.

"რუ­სე­თის ნე­ბის­მი­ე­რი გაძ­ლი­ე­რე­ბა პირ­და­პირ არ­ტყამს სა­ქარ­თვე­ლოს უსაფრ­თხო­ე­ბას. ეხე­ბა ეს რო­გორც ყა­რა­ბაღ­ში ე.წ. სამ­შვი­დო­ბო­ე­ბის გან­თავ­სე­ბას, ისე ახლა ყა­ზა­ხეთ­ში ჯა­რე­ბის შეყ­ვა­ნას. მა­ინც ვფიქ­რობ, რომ ამ შემ­თხვე­ვა­ში გა­დამ­წყვე­ტია 2 რამ:

რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა მოვ­ლე­ნე­ბი უკ­რა­ი­ნა­ში, რად­გან რუ­სე­თის სურ­ვი­ლი - აღად­გი­ნოს სსრკ-ის მსგავ­სი კავ­ში­რი, ვერ შედ­გე­ბა, თუ მას­ში არ იქ­ნე­ბა უკ­რა­ი­ნა და კავ­კა­სია. კავ­კა­სი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოა ამ მხრივ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. უკ­რა­ი­ნა­ში თუ რუ­სე­თი წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქნა, მა­შინ, რა თქმა უნდა, შემ­დე­გი სა­მიზ­ნე სა­ქარ­თვე­ლო იქ­ნე­ბა. მე­ო­რე სა­კი­თხია სა­ქარ­თვე­ლო და მისი პო­ლი­ტი­კუ­რი ნება, რო­მე­ლიც ამ დრო­ის­თვის არის არ­გა­ღი­ზი­ა­ნე­ბის პო­ლი­ტი­კა, რაც პირ­და­პირ ურტყამს ჩვენს ინ­ტე­რე­სებს. სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბა სულ უფრო ნაკ­ლებს ლა­პა­რა­კობს სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე, რად­გან სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა თა­ვად არ აქ­ტი­უ­რობს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, სი­რაქ­ლე­მის პო­ზი­ცი­ა­შია, რაც გა­მო­სა­ვა­ლი არ არის - მგე­ლი შე­ჭამს ჯერ სხვას, მაგ­რამ მერე სი­რაქ­ლე­მის პო­ზა­ში მყო­ფე­ბის შეჭ­მა­საც ად­ვი­ლად მო­ა­ხერ­ხებს“, - გვე­უბ­ნე­ბა ანა­ლი­ტი­კო­სი.

მკითხველის კომენტარები / 47 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კაცმა რომ თქვას.
4

შევარდნაძემ თავის მაშინდელ და შედგომშიც გულმხურვალე მომხრეების თანხმობით მოუხმო რუსეთის ჯარს, და გენ. ბალტინის არმიამ საქართველოში ამოყო თავი, რომელსაც დღესათ ვიმკით.

aleko
2

გოგია შაყირობს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"რუსეთმა ყაზახეთის მმართველი რეჟიმი უკვე გადაარჩინა, სანაცვლოდ ის ალბათ ყირიმის აღიარებას მოითხოვს" - რა ხდება ახლა ყაზახეთში და რა როლი აქვს კრემლს მიმდინარე პროცესებში?

"რუსეთმა ყაზახეთის მმართველი რეჟიმი უკვე გადაარჩინა, სანაცვლოდ ის ალბათ ყირიმის აღიარებას მოითხოვს" - რა ხდება ახლა ყაზახეთში და რა როლი აქვს კრემლს მიმდინარე პროცესებში?

ყაზახეთის უდიდეს ქალაქ ალმათიში შეტაკებები და სროლა 6 იანვარსაც გრძელდებოდა. ყაზახური პოლიცია, რომელსაც ზურგს უმაგრებს რუსეთის მეთაურობით მოქმედი სამხედრო ალიანსის, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) ჯარი, დაუპირისპირდა ყაზახეთის დამოუკიდებლობის დროიდან ყველაზე მასობრივ და სისხლიან საპროტესტო გამოსვლებს.

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ჯარები ყაზახეთში მას მერე გადაისროლეს, რაც თხევადი აირის ფასების ზრდის გამო დაწყებული საპროტესტო გამოსვლები სისხლიან შეტაკებებში გადაიზარდა პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის.

რუსი მედესანტეები ყაზახეთში გაფრენამდე

ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა 7 იანვარს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, უსაფრთხოების საბჭოსა და თავდაცვის ძალების ლიდერებთან შეხვედრა გამართა და გასული ღამის ოპერაცია შეაჯამა. მისი თქმით, ქვეყანაში კონტრტერორისტული ოპერაცია იქამდე გაგრძელდება, ვიდრე თითოეული თავდამსხმელი არ განადგურდება. "ანტიტერორისტული ოპერაცია დაწყებულია. სამართალდამცავები ინტენსიურად მუშაობენ. კონსტიტუციური წესრიგი ძირითადად ქვეყნის ყველა რეგიონში აღდგა. ადგილობრივი ხელისუფლება სიტუაციას აკონტროლებს. მაგრამ ტერორისტები აგრძელებენ იარაღის გამოყენებას და მოქალაქეების ქონების დაზიანებას. ამიტომ, კონტრტერორისტული მოქმედებები უნდა გაგრძელდეს მებრძოლების სრულ განადგურებამდე“, - განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, მასშტაბური დემონსტრაციების ფონზე ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა მთავრობის გადადგომის გადაწყვეტილებას მოაწერა ხელი, თუმცა, ამის მიუხედავად, საპროტესტო აქციები ქვეყანაში კვლავ გაგრძელდა.

ყაზახური მედიის ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში "ქვეყანაში 3 000-ზე მეტი აქტივისტი დააკავეს, დაჭრილია 18 პირი, 26 კრიმინალის ლიკვიდაცია მოხდა“.

ყაზახეთის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით კი, ალმათის ქუჩებში შეტაკებისას, 13 პოლიციელი დაიღუპა და 350 - ზე მეტი დაშავდა.

ყაზახეთში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას პოლიტოლოგმა თორნიკე შარაშენიძემ განაცხადა, რომ ყაზახეთში მიმდინარე მოვლენებზე შედეგით უნდა ვიმსჯელოთ, შედეგია დახოცილი ადამიანები, გადამწვარი შენობები და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) ჯარების შეყვანა ქვეყანაში. შესაბამისად, ყაზახეთის მმართველი რეჟიმის გადარჩენაში, რა თქმა უნდა, რუსეთი სანაცვლოდ რაღაცას მოითხოვს.

"ყაზახეთში მიმდინარე მოვლენებზე შედეგით უნდა ვიმსჯელოთ, შედეგია დახოცილი ადამიანები, გადამწვარი შენობები და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) ჯარების შეყვანა ქვეყანაში, ასე რომ კარგს ჯერჯერობით ვერაფერს ვერ ვიტყვი. არა მგონია რუსეთს აწყობდეს არასტაბილურობა სამეზობლოში, მაგრამ როგორც კი გაჩნდა საჭიროება, ვნახეთ, რომ ჯარი შეიყვანა.

თორნიკე შარაშენიძე

მე არ მგონია, რომ რუსეთს იქ სჭირდებოდეს რაიმე ამბოხი, რადგან ურჩევნია იქ სტაბილურობა იყოს. სოციალური ამბოხიც არის ალბათ და ზოგადად, ჩვენ თუ ვიმსჯელებთ იმის მიხედვით, ამ რეგიონში როგორი იყო ეს ამბოხებები - ვნახავთ, რომ ამბოხებები ძირითადად ან სოციალური იყო, როგორიც იყო ყირგიზეთში ან რელიგიური, როგორიც იყო უზბეკეთში. ასე რომ, დემოკრატიას და დასავლეთ ფასეულობებს მოწყურებული ხალხი ნაკლებად იყო იქ და ვნახეთ კიდეც. ხომ აქვს მნიშვნელობა გამოსვლები რამდენად ძალადობრივია? გადაწვეს და გადაბუგეს ყველაფერი. ამოქმედდა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია (ОДКБ), დაიტესტა საქმეში, შეიყვანეს იქ ჯარი და შესაბამისად, რეჟიმის გადარჩენაში რუსეთი, რა თქმა უნდა, რაღაცას მოითხოვს სანაცვლოდ, ასე რომ, საბოლოო ჯამში, იქ კარგი არაფერი მოხდა. ის ილუზია, რომ დემოკრატია გაიმარჯვებს, ეს ილუზია დიდი ხნის წინ დაიმსხვრა“, - განაცხადა შარაშენიძემ.

საინტერესოა, რომ მას მერე, რაც ყაზახეთის ხელისუფლებამ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) ჯარების შეყვანა მოითხოვა, რუსეთის სამთავრობო ტელეკომპანია "რაშა თუდეის” და სამთავრობო საინფორმაციო სააგენტოების, "როსსია სეგოდნია” და "სპუტნიკის” მთავარმა რედაქტორმა მარგარიტა სიმონიანმა ცინიკური პოსტი გამოაქვეყნა:

"რა თქმა უნდა, უნდა დავეხმაროთ. აუცილებლად უნდა დავეხმაროთ. მაგრამ გარკვეული პირობებიც უნდა წავუყენოთ.

1. ყირიმი - აღიარონ;

2. კირილიცა - დააბრუნონ.

3. რუსული - მეორე სახელმწიფო ენად, ისევე, როგორც ყირგიზეთშია;

4. შეეშვან რუსულ სკოლებს და არ იცრუონ უფროსთან, რომ ეს ასეა..."

კითხვაზე, არის თუ არა შესაძლებელი, ყაზახეთში განვითარებული პროცესები რუსეთის მიერ იყოს ინსპირირებული, ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი პასუხობს:

"მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს შიდა დინამიკაა იმიტომ, რომ ხალხს მობეზრდა კორუფციულ და ისეთ გარემოშო ცხოვრება, სადაც ცვლილებები არ არის. ყაზახეთში ბოლო 30 წლის განმავლობაში ხელისუფლება არ შეცვლილა, ადამიანებს ცვლილებები სურთ, ასევე, მათ სხვადასხვა სოციალური მოთხოვნები აქვთ, ამ მოძრაობას არ ჰყავს ლიდერი და არ არის ერთიანობა. ბევრი გამოთქვამს უკმაყოფილებას იმიტომ, რომ ბუნებრივი სიმდიდრეების რეალიზაციის შემდეგ მიღებული შემოსავალი თანაბრად არ ნაწილდება - მოგეხსენბათ, ყაზახეთი არის ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანა ნავთობითა და გაზით. ეს რაც შეეხება შიდა განზომილებას, არის კიდევ საერთაშორისო განზომილებაც, რომელიც რუსეთს უკავშირდება. რუსეთი პირდაპირ საფრთხედ განიხილავს ყველა სხვა სპონტანურ გამოსვლებს თავის უშუალო სამეზობლოში. ჩვენ ეს დავინახეთ საქართველოში, მერე უკრაინასა და ბელარუსში, ახლა ვხედავთ ყაზახეთში. ეს არის პუტინის რეჟიმისთვის პირდაპირი რეზისტენციული საფრთხე, მათ ისე არ ეშინიათ ატომური ბომბის, როგორც ასეთი გამოსვლების, ვინაიდან ფიქრობენ, ასეთი გამოსვლები რუსეთსაც შეიძლება გადაედოს. ამისი შიში და მოლოდინი აქვთ, ამიტომ ნაკლებ დამაჯერებლად მიმაჩნია, რომ ეს ყველაფერი რუსეთიდან არის ინსპირირებული“.

ანალიტიკოსი რუსი ე.წ. სამშვიდობოების შეყვანის შემდეგ ყაზახეთის ჩრდილოეთ ნაწილის ოკუპაციის სცენარის განვითარებას ამ ეტაპზე გამორიცხავს, თუმცა ამბობს, რომ ამ შესაძლებლობის გამორიცხვაც არ შეიძლება და რუსეთმა, შესაძლოა იქ ყირიმის, ან დონბასის სცენარი განავითაროს.

"ოკუპაციის სცენარი შეიძლებოდა განვითარებულიყო იმ შემთხვევაში, თუ ყაზახეთში უკრაინის სცენარი განვითარდებოდა. იქ ვითარდება ყაზახური სცენარი, შესაბამისად, როცა რუსეთს აქვს საშულება მთლიანი ქვეყანა მოაქციოს გავლენის ქვეშ, რატომ გადაწყვეტს, რომ ნაწილის ოკუპაცია გააკეთოს? ამიტომ ამ ეტაპისთვის ეს ნაკლებსავარაუდოა, თუმცა ასეთი შესაძლებლობის გამორიცხვა არ შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ პროტესტანტები და მომიტინგეები მოვლენ ხელისუფლებაში. ამ შემთხვევაში რუსეთი, რა თქმა უნდა, უკან არ დაიხევს და შესაძლოა, მან ჩრდილოეთ ყაზახეთთან დაკავშირებით ყირიმის, ან დონბასის სცენარი განავითაროს.

ზურაბ ბატიაშვილი

რაც შეეხება დასავლეთიდან პასიურობას, ეს მოსალოდნელიც იყო იმიტომ, რომ მათ ჯერ არ იციან სიტუაცია როგორ განვითარდება, საერთო სურათი - ვინ მოაწყო ეს გამოსვლები, რა მოთხოვნები ჰქონდათ და საით მიდის ეს ყველაფერი, ჯერჯერობით უცნობია. მათ შორის პოლიტიკური მოთხოვნებიც არ არის ერთიანად ჩამოყალიბებული. რუსეთის ეს კონკრეტული ნაბიჯი ჯარების შეყვანასთან დაკავშირებით, ამავე დროს არის მესიჯი, როგორც საკუთარი მოსახლეობისთვის, ისე საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, რომ მსგავს სპონტანურ გამოსვლებს ჩაახშობს არა მხოლოდ რუსეთის ტერიტორიაზე, არამედ სამეზობლოშიც, რადგანაც ის ამას ეგზისტენციურ საფრთხედ აღიქვამს. რუსეთმა, ამ მომენტისთვის, ფაქტობრივად, მმართველი რეჟიმი უკვე გადაარჩინა, სანაცვლოდ ის ალბათ ყაზახეთისგან მოითხოვს ყირიმის აღიარებას. რუსეთისთვის საჭირო საგარეო პოლიტიკის გატარება იქნება ის ფასი, რომლის გატარებაც ყაზახეთს მოუწევს“.

იმ შემთხვევაში, როცა რუსეთი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაშიც ძლიერდება, არ არის გამორიცხული, პუტინის მომავალი სამიზნე საქართველო გახდეს. ზურა ბატიაშვილის აზრით, რუსეთისთვის უკრაინა და კავკასია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ სსრკ-ის მსგავსი კავშირი აღადგინოს.

"რუსეთის ნებისმიერი გაძლიერება პირდაპირ არტყამს საქართველოს უსაფრთხოებას. ეხება ეს როგორც ყარაბაღში ე.წ. სამშვიდობოების განთავსებას, ისე ახლა ყაზახეთში ჯარების შეყვანას. მაინც ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში გადამწყვეტია 2 რამ:

როგორ განვითარდება მოვლენები უკრაინაში, რადგან რუსეთის სურვილი - აღადგინოს სსრკ-ის მსგავსი კავშირი, ვერ შედგება, თუ მასში არ იქნება უკრაინა და კავკასია. კავკასიაში საქართველოა ამ მხრივ მნიშვნელოვანი. უკრაინაში თუ რუსეთი წარმატებული იქნა, მაშინ, რა თქმა უნდა, შემდეგი სამიზნე საქართველო იქნება. მეორე საკითხია საქართველო და მისი პოლიტიკური ნება, რომელიც ამ დროისთვის არის არგაღიზიანების პოლიტიკა, რაც პირდაპირ ურტყამს ჩვენს ინტერესებს. საერთაშორისო თანამეგობრობა სულ უფრო ნაკლებს ლაპარაკობს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რადგან საქართველოს ხელისუფლება თავად არ აქტიურობს ამ მიმართულებით, სირაქლემის პოზიციაშია, რაც გამოსავალი არ არის - მგელი შეჭამს ჯერ სხვას, მაგრამ მერე სირაქლემის პოზაში მყოფების შეჭმასაც ადვილად მოახერხებს“, - გვეუბნება ანალიტიკოსი.