სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი შვილი თანამედროვე სპარტაკია, ის არ მოითმენს უსამართლობას" - ნოვაკ ჯოკოვიჩის მამა
"ჩემი შვილი თანამედროვე სპარტაკია, ის არ მოითმენს უსამართლობას" - ნოვაკ ჯოკოვიჩის მამა

სერ­ბი ჩოგ­ბურ­თე­ლის, ნო­ვაკ ჯო­კო­ვი­ჩის გარ­შე­მო ხმა­უ­რი გრძელ­დე­ბა. მას სემ­დეგ, რაც ის ავ­სტრა­ლი­ა­ში ვაქ­ცი­ნა­ცი­ის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტის არ­ქო­ნის გამო არ შე­უშ­ვეს, კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა მის­მა მა­მამ და შვილს "თა­ნა­მედ­რო­ვე სპარ­ტა­კი" უწო­და.

სრჯან ჯო­კო­ვი­ჩი რუ­სულ მე­დი­ას­თან ამ­ბობს, რომ აღ­შფო­თე­ბუ­ლია იმით, თუ რო­გორ ეპყრო­ბი­ან მის შვილს.

"ავ­სტრა­ლი­ა­ში ის ტყვე­ო­ბა­ში ჰყავთ. სი­მარ­თლე ის არის, რომ ის წყალს ჰგავს და წყა­ლი თა­ვის კა­ლა­პოტს ყო­ველ­თვის იპო­ვის. ნო­ვა­კი თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლი­ოს სპარ­ტა­კია, რო­მე­ლიც არ მო­ით­მენს უსა­მარ­თლო­ბას, კო­ლო­ნი­ა­ლიზმსა და თვალ­თმაქ­ცო­ბას. ის ადა­მი­ან­თა თა­ნას­წო­რო­ბის­თვის იბ­რძვის", - აღ­ნიშ­ნა სრჯან ჯო­კო­ვიჩ­მა.

ცნო­ბის­თვის, ნო­ვაკ ჯო­კო­ვიჩს, რო­მელ­საც ავ­სტრა­ლი­ის ღია პირ­ვე­ლო­ბა­ში უნდა მი­ე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, ავ­სტრა­ლი­ამ ვიზა გა­უ­უქ­მა. მი­ზე­ზი კი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვაა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ თავ­და­პირ­ვე­ლად, ნო­ვა­კის­თვის გა­მო­ნაკ­ლი­სის სა­ხით ვიზა და­უშ­ვეს, თუმ­ცა მას შემ­დეგ, რაც ყო­ვე­ლი­ვეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან მწვა­ვე კრი­ტი­კა მოჰ­ყვა, ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შეც­ვა­ლა.

ჯო­კო­ვი­ჩი მელ­ბურ­ნის აე­რო­პორ­ტში რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი მე­სა­ზღვრე­ებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ ის არ აკ­მა­ყო­ფი­ლებ­და შეს­ვლის წე­სებს და დე­პორ­ტი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბო­და. ჯო­კო­ვი­ჩი გა­და­იყ­ვა­ნეს ე.წ. სამ­თავ­რო­ბო და­კა­ვე­ბის სას­ტუმ­რო­ში, ხოლო მის­მა ად­ვო­კა­ტებ­მა სა­სა­მარ­თლო­ში და­უ­ყოვ­ნებ­ლივ შე­ი­ტა­ნეს სარ­ჩე­ლი. მარ­თა­ლია, ნო­ვაკს სა­ჯა­როდ არ უთ­ქვამს, აც­რი­ლია თუ არა კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნით, თუმ­ცა გა­სულ წელს გა­ნა­ცხა­და, რომ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდე­გი იყო.

"პი­რა­დად მე წი­ნა­აღ­მდე­გი ვარ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის და არ ვი­სურ­ვებ­დი, რომ აც­რის გა­კე­თე­ბას გვა­ი­ძუ­ლებ­დნენ მოგ­ზა­უ­რო­ბის უფ­ლე­ბის მი­ღე­ბის მიზ­ნით“, - ამ­ბობ­და ჩოგ­ბურ­თე­ლი. ავ­სტრა­ლი­ა­ში არ­სე­ბუ­ლი კო­ვიდ­რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის მი­ხედ­ვით, ქვე­ყა­ნა­ში აუც­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის შეს­ვლა იკ­რძა­ლე­ბა.

"წესი ყვე­ლას­თვის წე­სია“ - გა­ნა­ცხა­და ავ­სტრა­ლი­ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა სკოტ მო­რი­სონ­მა.

ავ­სტრა­ლი­ის ღია პირ­ვე­ლო­ბა მელ­ბურნ­ში სტარტს 17 იან­ვარს აი­ღებს.

წყა­რო

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
tamari
41

rusul presas misca interviu,---ukve gasagebia...

მალხაზი
35

სპარტაკი და ემელიან პუგაჩოვა ერთად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ჩემი შვილი თანამედროვე სპარტაკია, ის არ მოითმენს უსამართლობას" - ნოვაკ ჯოკოვიჩის მამა

"ჩემი შვილი თანამედროვე სპარტაკია, ის არ მოითმენს უსამართლობას" - ნოვაკ ჯოკოვიჩის მამა

სერბი ჩოგბურთელის, ნოვაკ ჯოკოვიჩის გარშემო ხმაური გრძელდება. მას სემდეგ, რაც ის ავსტრალიაში ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის არქონის გამო არ შეუშვეს, კომენტარი გააკეთა მისმა მამამ და შვილს "თანამედროვე სპარტაკი" უწოდა.

სრჯან ჯოკოვიჩი რუსულ მედიასთან ამბობს, რომ აღშფოთებულია იმით, თუ როგორ ეპყრობიან მის შვილს.

"ავსტრალიაში ის ტყვეობაში ჰყავთ. სიმართლე ის არის, რომ ის წყალს ჰგავს და წყალი თავის კალაპოტს ყოველთვის იპოვის. ნოვაკი თანამედროვე მსოფლიოს სპარტაკია, რომელიც არ მოითმენს უსამართლობას, კოლონიალიზმსა და თვალთმაქცობას. ის ადამიანთა თანასწორობისთვის იბრძვის", - აღნიშნა სრჯან ჯოკოვიჩმა.

ცნობისთვის, ნოვაკ ჯოკოვიჩს, რომელსაც ავსტრალიის ღია პირველობაში უნდა მიეღო მონაწილეობა, ავსტრალიამ ვიზა გაუუქმა. მიზეზი კი ვაქცინაციის წესების დარღვევაა.

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად, ნოვაკისთვის გამონაკლისის სახით ვიზა დაუშვეს, თუმცა მას შემდეგ, რაც ყოველივეს საზოგადოების მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა, ქვეყნის ხელისუფლებამ გადაწყვეტილება შეცვალა.

ჯოკოვიჩი მელბურნის აეროპორტში რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა, მოგვიანებით კი მესაზღვრეებმა განაცხადეს, რომ ის არ აკმაყოფილებდა შესვლის წესებს და დეპორტირებული იქნებოდა. ჯოკოვიჩი გადაიყვანეს ე.წ. სამთავრობო დაკავების სასტუმროში, ხოლო მისმა ადვოკატებმა სასამართლოში დაუყოვნებლივ შეიტანეს სარჩელი. მართალია, ნოვაკს საჯაროდ არ უთქვამს, აცრილია თუ არა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, თუმცა გასულ წელს განაცხადა, რომ ვაქცინაციის წინააღმდეგი იყო.

"პირადად მე წინააღმდეგი ვარ ვაქცინაციის და არ ვისურვებდი, რომ აცრის გაკეთებას გვაიძულებდნენ მოგზაურობის უფლების მიღების მიზნით“, - ამბობდა ჩოგბურთელი. ავსტრალიაში არსებული კოვიდრეგულაციების მიხედვით, ქვეყანაში აუცრელი ადამიანების შესვლა იკრძალება.

"წესი ყველასთვის წესია“ - განაცხადა ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა.

ავსტრალიის ღია პირველობა მელბურნში სტარტს 17 იანვარს აიღებს.

წყარო