მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გახდები ჩემპიონი და შენს ოჯახს გავათავისუფლებთო!" - ბერია არჩილს ოჯახის გადარჩენას დაჰპირდა, მაგრამ... - როგორ დახვრიტეს 26 წლის ქართველი ჩემპიონი სტალინის ბრძანებით
"გახდები ჩემპიონი და შენს ოჯახს გავათავისუფლებთო!" - ბერია არჩილს ოჯახის გადარჩენას დაჰპირდა, მაგრამ...  - როგორ დახვრიტეს 26 წლის ქართველი ჩემპიონი სტალინის ბრძანებით

ბე­რი­ამ უთხრა: მო­ი­გებ და ოჯახს გა­ჩუ­ქებთ - რო­გორ დახ­ვრი­ტეს ქარ­თვე­ლი ჩემ­პი­ო­ნი სტა­ლი­ნის ბრძა­ნე­ბით

თა­ნა­მედ­რო­ვე პორ­ტრე­ტი წარ­მა­ტე­ბუ­ლი სპორ­ტსმე­ნი­სა ასე­თია - სა­შუ­ა­ლოს­ტა­ტის­ტი­კუ­რი ნი­ჭის ფეხ­ბურ­თე­ლი, მდი­და­რი, "მიმ­წო­ლი", რო­მე­ლიც სა­კუ­თა­რი ცხვი­რის იქით ვე­რა­ფერს ხე­დავს. სა­კუ­თა­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბა მათ, რო­გორც სამ­შობ­ლოს დამ­ცველ სიმ­ბო­ლოდ კი არ აღიქ­ვამს, არა­მედ 21 სა­უ­კუ­ნის ახალ ადა­მი­ნად, მათ შო­რის ახალ ქარ­თვე­ლად, რო­მე­ლიც, ალ­ბათ, რუსი კო­ლე­გა­სა­ვით ნი­ან­გის ტყა­ვის პირ­ბა­დე სურს, "ინ­სტაგ­რამ­სა" და "ფე­ის­ბუქ­ზე" ნამ­დვი­ლი ვარ­სკვლა­ვია და შავი "ბე ემ ვეს" ნაც­ვლად შავი გე­ლენ­ვა­გე­ნი სურს.

გა­სუ­ლი ას­წლე­უ­ლის და­სა­წყის­ში სპორ­ტი ამ­დე­ნად მომ­გე­ბი­ა­ნი არ ყო­ფი­ლა და ამი­ტომ, იმ­დრო­ინ­დე­ლი ტოპ ათ­ლე­ტე­ბი თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ზო­მით და­ბა­ლი კლა­სის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა პი­რო­ბებ­ში ცხოვ­რობ­დნენ, ან მაქ­სი­მუმ, სა­შუ­ა­ლოს.

ჩოგ­ბურ­თე­ლი არ­ჩილ მდი­ვა­ნი წარ­მო­შო­ბით ნამ­დვი­ლი ოქ­როს ბი­ჭუ­ნა იყო - მა­მა­მი­სი, ბუდუ მდი­ვა­ნი 1910-იან წლებ­ში ქარ­თუ­ლი ბოლ­შე­ვიზ­მის ლი­დე­რი გახ­ლდათ, სა­ქარ­თვე­ლოს გა­საბ­ჭო­ე­ბა­ში დიდი როლი შე­ი­ტა­ნა და სა­ქარ­თვე­ლოს ცენ­ტრა­ლუ­რი კო­მი­ტე­ტის კომ­პარ­ტი­ის პრე­ზი­დი­უ­მის წევ­რიც გახ­და. ქარ­თვე­ლი ხალ­ხი­სა და ზო­გა­დად, ქვეყ­ნის ცხოვ­რე­ბა მარ­ტი­ვად არ მი­დი­ო­და, თუმ­ცა ელი­ტუ­რი ოჯა­ხე­ბის შვი­ლე­ბი თავს ცუ­დად ნამ­დვი­ლად არ გრძნობ­დნენ.

ბუდუ მდი­ვა­ნი

არ­ჩი­ლი კორტზე პირ­ვე­ლად 7 წლის ასაკ­ში აღ­მოჩ­ნდა. პლე­ხა­ნო­ვის გამ­ზირ­ზე არ­სე­ბუ­ლი სა­ჩოგ­ბურ­თო სკო­ლა ერ­თა­დერ­თი ად­გი­ლი იყო, სა­დაც სპორ­ტის ამ სა­ხე­ო­ბით გარ­თო­ბა და თა­მა­ში შე­იძ­ლე­ბო­და. მას პა­რიზ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ბერ­ძე­ნი იან ჰო­მე­რი ედგა სა­თა­ვე­ში, რო­მე­ლიც ქარ­თუ­ლი ჩოგ­ბურ­თის ფუ­ძემ­დე­ბე­ლია. უმ­ცროს მდი­ვანს ძა­ლი­ან მოს­წონ­და თბი­ლი­სუ­რი კორ­ტე­ბის ატ­მოს­ფე­რო, პლუს, გა­ნათ­ლე­ბულ­მა ბი­ჭუ­ნამ იცო­და, რომ თავი ნამ­დვი­ლი ინ­ტე­ლი­გენ­ტი­ვით უნდა და­ე­ჭი­რა - ამი­სათ­ვის ჩოგ­ბურ­თი სპორ­ტის იდი­ა­ლუ­რი სა­ხე­ო­ბა იყო.

"თა­ვი­დან ჩემ­თან თა­მა­შობ­და, თუმ­ცა მხო­ლოდ ერ­თო­ბო­და. მხო­ლოდ 5 წლის შემ­დეგ და­ი­წყო ნამ­დვი­ლი ვარ­ჯი­ში. მდი­ვა­ნი კარ­გად აღ­ზრდი­ლი ბი­ჭუ­ნა იყო, თან გა­ნათ­ლე­ბუ­ლი, უკვე კარ­გად იცო­და გერ­მა­ნუ­ლი და ფრან­გუ­ლი. თან ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი აღ­მოჩ­ნდა - სწრა­ფი, ათ­ლე­ტუ­რი, ყო­ველ დღე ხვე­წდა ტექ­ნი­კას და ტაქ­ტი­კუ­რად რა­ღაც ახალს სწავ­ლობ­და", - იხ­სნებ­და იან ჰო­მე­რი.

არ­ჩი­ლი ხში­რად დაფ­რი­ნავ­და მშობ­ლებ­თან ერ­თად პა­რიზ­ში (მამა 1924 წლი­დან საფ­რან­გეთ­ში სა­ვაჭ­რო წარ­მო­მად­გენ­ლად მუ­შა­ობ­და). საფ­რან­გე­თი­დან მდი­ვან­მა არა მხო­ლოდ სა­უ­კე­თე­სო ინ­ვენ­ტა­რი თბი­ლის­ში, არა­მედ იქა­უ­რი გა­მოც­დი­ლე­ბაც ჩა­მო­ი­ტა­ნა.

"არ­ჩი­ლი თა­მა­შე­ბი­დან დღე­სას­წა­ულს ქმნი­და, მას სწრა­ფად­ვე გა­უჩ­ნდა გულ­შე­მატ­კი­ვარ­თა მთე­ლი რაზ­მი. ეს სტი­ლი სა­უ­ცხოო იყო - მჩქა­რობ­ლუ­რი, მოქ­ნი­ლი და ძა­ლი­ან დახ­ვე­წი­ლი,"- იხ­სე­ნებ­და მდი­ვა­ნის მე­გო­ბა­რი, ედუ­არდ ნაგ­რე­ბეც­კი.

ნაგ­რე­ბეც­კიც იან ჰო­მერ­თან ვარ­ჯი­შობ­და და ქარ­თველ ოქ­როს ბი­ჭუ­ნა­ზე 3 წლით უფ­რო­სი იყო და მათ წყვილ­ში წამ­ყვა­ნი მო­თა­მა­შე გახ­ლდათ. მა­ესტრო ია­ნის ორი სა­უ­კე­თე­სო მოს­წავ­ლის შე­სა­ხებ ქვე­ყა­ნამ 1931 წელს გა­ი­გო. მარ­თა­ლია, 1928 წლის სპარ­ტა­კი­ა­და­ში ფი­ნალ­შიც კი გავ­დი­ნენ, თუმ­ცა ლე­ნინ­გრად­ში 3 წლის შემ­დეგ გა­და­იყ­ვა­ნეს, საბ­ჭო­თა ჩოგ­ბურ­თის ცენ­ტრში და სწო­რედ იმ დრო­ი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი არ­ჩილ­მა და ედუ­არ­დმა კორ­ტის და­პყრო­ბა და­ი­წყეს.

"არ­ჩი­ლი სა­უ­ცხოო ბიჭი იყო. ფრან­გუ­ლად ისე კარ­გად სა­უბ­რობ­და, რო­გორც ქარ­თუ­ლად, გო­გო­ნე­ბი მუ­დამ გარს ეხ­ვივ­ნენ. ის და ნაგ­რე­ბეც­კი მუ­დამ კარგ ად­გი­ლებ­ში იყ­ვნენ მომ­ხიბლვევ გო­გო­ნებ­თან ერ­თად. ყვე­ლა­ზე ხში­რად კი ეს ლი­ნინ­გრად­ში ხდე­ბო­და, სა­დაც ბევ­რი შე­ჯიბ­რი ტარ­დე­ბო­და,"- იხ­სე­ნებს მდი­ვა­ნის ნა­თე­სა­ვი სი­უ­ზი ჩუ­ბი­ნი­ძე.

ბუდუ მდი­ვა­ნი მე­უღ­ლეს­თან და შვი­ლებ­თან - შალ­ვა­სა და და­ვით­თან ერ­თად

1930-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში არ­ჩი­ლი ქვეყ­ნის 10 სა­უ­კე­თე­სო ჩოგ­ბურ­თელს შო­რის უკვე შე­დი­ო­და, ათწლე­უ­ლის შუ­ა­ში და სსრკ-ს ჩემ­პი­ო­ნიც გახ­და.

"კორტზე ერთი მი­ზა­ნი გვქონ­და - შე­სა­შუ­რი პარტნი­ო­რო­ბა და მე­გობ­რო­ბა. ის თით­ქო, ჩემი რე­პერ­ტუ­ა­რის ნე­ბის­მი­ერ ტექტს მღე­რო­და. არ­ჩი­ლი ერ­თე­ულ­თა თან­რიგ­ში და­უ­მარ­ცხე­ბე­ლი იყო - უს­წრა­ფეს კომ­ბი­ნა­ცი­ებს ათა­მა­შებ­და, საბ­რძო­ლო ხე­ლოვ­ნე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­საც კი შე­შურ­დე­ბო­დათ. ჩვე­ნი ოც­ნე­ბე­ბი, სპო­რუტ­ლი მიღ­წე­ვე­ბის მიღ­მა ის გახ­ლდათ, იმ­დე­ნად კარ­გე­ბი ვყო­ფი­ლი­ყა­ვით, რომ პუბ­ლი­კას მოვ­წო­ნე­ბო­დით,"- იხ­სე­ნებს ნეგ­რე­ბეც­კი მე­მუ­ა­რებ­ში.

წყვილს მტა­ცე­ბელ ცხო­ვე­ლებს ადა­რებ­დნენ. ანა დმიტ­რო­ე­ვა სა­კუ­თარ წიგნ­ში იხ­სნე­ნებ­და, რომ მდი­ვანს კორტზე ყვე­ლა კა­ტას ეძახ­და, გა­ზე­თი "წი­თე­ლი სპორ­ტი" კი 1934 წელს წერ­და: "არ შეგ­ვე­და­ვოთ, ის ძა­ლი­ან ენერ­გი­უ­ლია, სა­ჩოგ­ბურ­თო კორტზე ნამ­დვი­ლი ვე­ფხვი გახ­ლავთ (ა. მდი­ვა­ნი - ლე­ო­პარ­დი) სმე­შე­ბის გარ­და, ყვე­ლა­ფერს ედუ­არდ ნაგ­რე­ბეც­კის ბა­დე­ში ურტყამს." გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დგ
0

ეგეც დააკონკრეტეთ რომ მაშინდელ საქართველოშიც და ეხლაც ე.წ. დანოსჩიკები იყვნენ 

Über
6

mdivanebis ojaxs didi pativiscema chemgan )))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"გახდები ჩემპიონი და შენს ოჯახს გავათავისუფლებთო!" - ბერია არჩილს ოჯახის გადარჩენას დაჰპირდა, მაგრამ... - როგორ დახვრიტეს 26 წლის ქართველი ჩემპიონი სტალინის ბრძანებით

"გახდები ჩემპიონი და შენს ოჯახს გავათავისუფლებთო!" - ბერია არჩილს ოჯახის გადარჩენას დაჰპირდა, მაგრამ...  - როგორ დახვრიტეს 26 წლის ქართველი ჩემპიონი სტალინის ბრძანებით

ბერიამ უთხრა: მოიგებ და ოჯახს გაჩუქებთ - როგორ დახვრიტეს ქართველი ჩემპიონი სტალინის ბრძანებით

თანამედროვე პორტრეტი წარმატებული სპორტსმენისა ასეთია - საშუალოსტატისტიკური ნიჭის ფეხბურთელი, მდიდარი, "მიმწოლი", რომელიც საკუთარი ცხვირის იქით ვერაფერს ხედავს. საკუთარი საზოგადოება მათ, როგორც სამშობლოს დამცველ სიმბოლოდ კი არ აღიქვამს, არამედ 21 საუკუნის ახალ ადამინად, მათ შორის ახალ ქართველად, რომელიც, ალბათ, რუსი კოლეგასავით ნიანგის ტყავის პირბადე სურს, "ინსტაგრამსა" და "ფეისბუქზე" ნამდვილი ვარსკვლავია და შავი "ბე ემ ვეს" ნაცვლად შავი გელენვაგენი სურს.

გასული ასწლეულის დასაწყისში სპორტი ამდენად მომგებიანი არ ყოფილა და ამიტომ, იმდროინდელი ტოპ ათლეტები თანამედროვე საზომით დაბალი კლასის წარმომადგენელთა პირობებში ცხოვრობდნენ, ან მაქსიმუმ, საშუალოს.

ჩოგბურთელი არჩილ მდივანი წარმოშობით ნამდვილი ოქროს ბიჭუნა იყო - მამამისი, ბუდუ მდივანი 1910-იან წლებში ქართული ბოლშევიზმის ლიდერი გახლდათ, საქართველოს გასაბჭოებაში დიდი როლი შეიტანა და საქართველოს ცენტრალური კომიტეტის კომპარტიის პრეზიდიუმის წევრიც გახდა. ქართველი ხალხისა და ზოგადად, ქვეყნის ცხოვრება მარტივად არ მიდიოდა, თუმცა ელიტური ოჯახების შვილები თავს ცუდად ნამდვილად არ გრძნობდნენ.

ბუდუ მდივანი

არჩილი კორტზე პირველად 7 წლის ასაკში აღმოჩნდა. პლეხანოვის გამზირზე არსებული საჩოგბურთო სკოლა ერთადერთი ადგილი იყო, სადაც სპორტის ამ სახეობით გართობა და თამაში შეიძლებოდა. მას პარიზში დაბადებული ბერძენი იან ჰომერი ედგა სათავეში, რომელიც ქართული ჩოგბურთის ფუძემდებელია. უმცროს მდივანს ძალიან მოსწონდა თბილისური კორტების ატმოსფერო, პლუს, განათლებულმა ბიჭუნამ იცოდა, რომ თავი ნამდვილი ინტელიგენტივით უნდა დაეჭირა - ამისათვის ჩოგბურთი სპორტის იდიალური სახეობა იყო.

"თავიდან ჩემთან თამაშობდა, თუმცა მხოლოდ ერთობოდა. მხოლოდ 5 წლის შემდეგ დაიწყო ნამდვილი ვარჯიში. მდივანი კარგად აღზრდილი ბიჭუნა იყო, თან განათლებული, უკვე კარგად იცოდა გერმანული და ფრანგული. თან ძალიან ნიჭიერი აღმოჩნდა - სწრაფი, ათლეტური, ყოველ დღე ხვეწდა ტექნიკას და ტაქტიკურად რაღაც ახალს სწავლობდა", - იხსნებდა იან ჰომერი.

არჩილი ხშირად დაფრინავდა მშობლებთან ერთად პარიზში (მამა 1924 წლიდან საფრანგეთში სავაჭრო წარმომადგენლად მუშაობდა). საფრანგეთიდან მდივანმა არა მხოლოდ საუკეთესო ინვენტარი თბილისში, არამედ იქაური გამოცდილებაც ჩამოიტანა.

"არჩილი თამაშებიდან დღესასწაულს ქმნიდა, მას სწრაფადვე გაუჩნდა გულშემატკივართა მთელი რაზმი. ეს სტილი საუცხოო იყო - მჩქარობლური, მოქნილი და ძალიან დახვეწილი,"- იხსენებდა მდივანის მეგობარი, ედუარდ ნაგრებეცკი.

ნაგრებეცკიც იან ჰომერთან ვარჯიშობდა და ქართველ ოქროს ბიჭუნაზე 3 წლით უფროსი იყო და მათ წყვილში წამყვანი მოთამაშე გახლდათ. მაესტრო იანის ორი საუკეთესო მოსწავლის შესახებ ქვეყანამ 1931 წელს გაიგო. მართალია, 1928 წლის სპარტაკიადაში ფინალშიც კი გავდინენ, თუმცა ლენინგრადში 3 წლის შემდეგ გადაიყვანეს, საბჭოთა ჩოგბურთის ცენტრში და სწორედ იმ დროიდან მოყოლებული არჩილმა და ედუარდმა კორტის დაპყრობა დაიწყეს.

"არჩილი საუცხოო ბიჭი იყო. ფრანგულად ისე კარგად საუბრობდა, როგორც ქართულად, გოგონები მუდამ გარს ეხვივნენ. ის და ნაგრებეცკი მუდამ კარგ ადგილებში იყვნენ მომხიბლვევ გოგონებთან ერთად. ყველაზე ხშირად კი ეს ლინინგრადში ხდებოდა, სადაც ბევრი შეჯიბრი ტარდებოდა,"- იხსენებს მდივანის ნათესავი სიუზი ჩუბინიძე.

ბუდუ მდივანი მეუღლესთან და შვილებთან - შალვასა და დავითთან ერთად

1930-იანი წლების დასაწყისში არჩილი ქვეყნის 10 საუკეთესო ჩოგბურთელს შორის უკვე შედიოდა, ათწლეულის შუაში და სსრკ-ს ჩემპიონიც გახდა.

"კორტზე ერთი მიზანი გვქონდა - შესაშური პარტნიორობა და მეგობრობა. ის თითქო, ჩემი რეპერტუარის ნებისმიერ ტექტს მღეროდა. არჩილი ერთეულთა თანრიგში დაუმარცხებელი იყო - უსწრაფეს კომბინაციებს ათამაშებდა, საბრძოლო ხელოვნების წარმომადგენლებსაც კი შეშურდებოდათ. ჩვენი ოცნებები, სპორუტლი მიღწევების მიღმა ის გახლდათ, იმდენად კარგები ვყოფილიყავით, რომ პუბლიკას მოვწონებოდით,"- იხსენებს ნეგრებეცკი მემუარებში.

წყვილს მტაცებელ ცხოველებს ადარებდნენ. ანა დმიტროევა საკუთარ წიგნში იხსნენებდა, რომ მდივანს კორტზე ყველა კატას ეძახდა, გაზეთი "წითელი სპორტი" კი 1934 წელს წერდა: "არ შეგვედავოთ, ის ძალიან ენერგიულია, საჩოგბურთო კორტზე ნამდვილი ვეფხვი გახლავთ (ა. მდივანი - ლეოპარდი) სმეშების გარდა, ყველაფერს ედუარდ ნაგრებეცკის ბადეში ურტყამს." გააგრძელეთ კითხვა