საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძმასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, საშინლად განიცდის მომხდარს, ტირის... " - რას ამბობს ადვოკატი გორში მომხდარ მკვლელობაზე
"ძმასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, საშინლად განიცდის მომხდარს, ტირის... " - რას ამბობს ადვოკატი გორში მომხდარ მკვლელობაზე

"ძმე­ბი ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყ­ვნენ, კა­მა­თი მოხ­და, რა­საც შემ­დგომ ასე­თი მძი­მე შე­დე­გი მოჰ­ყვა. მომ­ხდა­რით ისეა გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი, ისეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, რომ იგი გახ­ლავთ არა მხო­ლოდ ბრალ­დე­ბუ­ლი, ამავდრო­უ­ლად, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი­ცაა" - ამის შე­სა­ხებ გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, ძმის მკვლე­ლო­ბის­თვის ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ­მა ად­ვო­კატ­მა მა­რი­ამ ინ­დუ­აშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

ად­ვო­კა­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მო­ტი­ვი, რომ მისი დაც­ვის ქვეშ მყოფს მო­ეკ­ლა თა­ვი­სი ტყუ­პის­ცა­ლი ძმა, არის აბ­სო­ლუ­ტუ­რად აბ­სურ­დუ­ლი.

"ძმის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბად პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბას და­ე­თან­ხმა. ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი არის გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი, რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, იქ­ნე­ბა პა­ტიმ­რო­ბა­ში თუ პა­ტიმ­რო­ბის გა­რე­შე. და­მერ­წმუ­ნეთ, მომ­ხდა­რით ისეა გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი, ისეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, რომ იგი გახ­ლავთ არა მხო­ლოდ ბრალ­დე­ბუ­ლი, ამავდრო­უ­ლად, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი­ცაა. მო­ტი­ვი, რომ მო­ეკ­ლა თა­ვი­სი ტყუ­პის­ცა­ლი, არის აბ­სო­ლუ­ტუ­რად აბ­სურ­დუ­ლი. მომ­ხდა­რის შემ­დეგ თა­ვად აქ­ცევ­და ძმას ყუ­რა­დღე­ბას, გა­მო­ი­ძა­ხეს სას­წრა­ფო. ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყ­ვნენ, მოხ­და კა­მა­თი, რა­საც შემ­დგომ ასე­თი მძი­მე შე­დე­გი მოჰ­ყვა.

იგი წარ­დგე­ნილ ბრალს არ აღი­ა­რებს, გა­მო­ი­ყე­ნა დუ­მი­ლის უფ­ლე­ბა. პრო­კუ­რა­ტუ­რის მო­ტი­ვი, თით­ქოს, ად­გი­ლი ჰქონ­და შუ­რის­ძი­ე­ბას, ეს არ არის სწო­რი. ძმას­თან ძა­ლი­ან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და და მთე­ლი ამ დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­შინ­ლად გა­ნიც­დის მომ­ხდარს, ტი­რის. მარ­თა­ლია, ეს მის მდგო­მა­რე­ო­ბას არ შე­ამ­სუ­ბუ­ქებს, მაგ­რამ ჩვენ და­ვამ­ტკი­ცებთ, რომ მას მიზ­ნად არ ჰქო­ნია ძმის მოკ­ვლა“, - გა­ნა­ცხა­და ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კატ­მა მა­რი­ამ ინ­დუ­აშ­ვილ­მა.

შემ­თხვე­ვა სო­ფელ ახალ­სო­ფელ­ში, 1-ელ იან­ვარს მოხ­და. ძმებს შო­რის მომ­ხდა­რი და­პი­რის­პი­რე­ბის შე­დე­გად 32 წლის გი­ორ­გი კუ­თა­რაშ­ვი­ლი და­ნით მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად და­ი­ღუ­პა.

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრალ­დე­ბუ­ლი და­კა­ვე­ბუ­ლია, მომ­ხდარ ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 11 პრი­მა 109-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს და თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ვა­დით 13-დან 17 წლამ­დე ით­ვა­ლის­წი­ნებს.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მზია
0

ნახევარზე მეტი ახალგაზრდობა პლანით გაბრუებულია საქმე რომ არაფერი აქვთ დღედა ღამ მაგ ჯანდაბას ეწევიან და გამოუხმათ ტვინები ხშირი მოხმარება მოჩვენებებს იწვევს და ადებილებს და შედეგიც სახეზეა!

სიო
1

ახლა მხლოდ განცდები თავის გადარჩენაა... აფერისტი

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ძმასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, საშინლად განიცდის მომხდარს, ტირის... " - რას ამბობს ადვოკატი გორში მომხდარ მკვლელობაზე

"ძმასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, საშინლად განიცდის მომხდარს, ტირის... " - რას ამბობს ადვოკატი გორში მომხდარ მკვლელობაზე

"ძმები ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ, კამათი მოხდა, რასაც შემდგომ ასეთი მძიმე შედეგი მოჰყვა. მომხდარით ისეა განადგურებული, ისეთ მდგომარეობაშია, რომ იგი გახლავთ არა მხოლოდ ბრალდებული, ამავდროულად, დაზარალებულიცაა" - ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტში, ძმის მკვლელობისთვის ბრალდებულის საზოგადოებრივმა ადვოკატმა მარიამ ინდუაშვილმა განაცხადა.

ადვოკატის ინფორმაციით, მოტივი, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს მოეკლა თავისი ტყუპისცალი ძმა, არის აბსოლუტურად აბსურდული.

,,ძმის მკვლელობაში ბრალდებული აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას დაეთანხმა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არის განადგურებული, როგორც მან აღნიშნა, მისთვის მნიშვნელობა არ აქვს, იქნება პატიმრობაში თუ პატიმრობის გარეშე. დამერწმუნეთ, მომხდარით ისეა განადგურებული, ისეთ მდგომარეობაშია, რომ იგი გახლავთ არა მხოლოდ ბრალდებული, ამავდროულად, დაზარალებულიცაა. მოტივი, რომ მოეკლა თავისი ტყუპისცალი, არის აბსოლუტურად აბსურდული. მომხდარის შემდეგ თავად აქცევდა ძმას ყურადღებას, გამოიძახეს სასწრაფო. ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ, მოხდა კამათი, რასაც შემდგომ ასეთი მძიმე შედეგი მოჰყვა.

იგი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს, გამოიყენა დუმილის უფლება. პროკურატურის მოტივი, თითქოს, ადგილი ჰქონდა შურისძიებას, ეს არ არის სწორი. ძმასთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა და მთელი ამ დღეების განმავლობაში საშინლად განიცდის მომხდარს, ტირის. მართალია, ეს მის მდგომარეობას არ შეამსუბუქებს, მაგრამ ჩვენ დავამტკიცებთ, რომ მას მიზნად არ ჰქონია ძმის მოკვლა“, - განაცხადა ბრალდებულის ადვოკატმა მარიამ ინდუაშვილმა.

შემთხვევა სოფელ ახალსოფელში, 1-ელ იანვარს მოხდა. ძმებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად 32 წლის გიორგი კუთარაშვილი დანით მიყენებული დაზიანებების შედეგად დაიღუპა.

შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებულია, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს და თავისუფლების აღკვეთას ვადით 13-დან 17 წლამდე ითვალისწინებს.