მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს კომისია მარტივად დაადგენს სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობის არარსებობას" - ირაკლი კობახიძე საგამოძიებო კომისიის შექმნაზე
"ეს კომისია მარტივად დაადგენს სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობის არარსებობას" - ირაკლი კობახიძე საგამოძიებო კომისიის შექმნაზე

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე წი­ნა­აღ­მდე­გი არაა, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით, პარ­ლა­მენ­ტში სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სია შე­იქ­მნას.

რო­გორც კო­ბა­ხი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ამ კო­მი­სი­ის შექ­მნა შე­საძ­ლოა, კარ­გიც იყოს, რად­გან ის და­ად­გენს, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­მართ "არა­სა­თა­ნა­დო მო­პყრო­ბას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია“.

"შე­იძ­ლე­ბა პი­რა­დად მე ასე­თი კო­მი­სი­ის შექ­მნის წი­ნა­აღ­მდე­გი არ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. რო­დე­საც სა­უ­ბა­რია სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­მართ არა­სა­თა­ნა­დო მო­პყრო­ბა­ზე, ვი­ცით, რომ ამას არა­ვი­თა­რი სა­ფუძ­ვე­ლი არ აქვს. თუ ასე­თი კო­მი­სია შე­იქ­ნე­ბა, მხო­ლოდ და მხო­ლოდ ის დად­გინ­დე­ბა, რომ არა­სა­თა­ნა­დო მო­პყრო­ბას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია“,- გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, და­უ­ჭერს თუ არა მხარს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის შექ­მნას, ამა­ზე გუნდში იმ­სჯე­ლე­ბენ.

"ჩემი პი­რა­დი პო­ზი­ცი­აა, რომ შე­იძ­ლე­ბა ეს ცუ­დიც არ იყოს და შე­საძ­ლოა, ამ ხმე­ბის შევ­სე­ბა­ზე ვი­ფიქ­როთ. ეს კო­მი­სია მარ­ტი­ვად და­ად­გენს არა­სა­თა­ნა­დო მო­პყრო­ბის არარ­სე­ბო­ბას. ამის­თვის დრო არის თე­ბერ­ვლამ­დე, თე­ბერ­ვალ­ში გა­იხ­სნე­ბა სე­სია. მა­ნამ­დე გვექ­ნე­ბა მსჯე­ლო­ბა და მი­ვი­ღებთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას“,- გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რე­ბის გან­ცხა­დე­ბას, რომ სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის შექ­მნის შემ­თხვე­ვა­ში პარ­ლა­მენ­ტში შევ­ლენ, კო­ბა­ხი­ძე ამ­ბობს, რომ მმარ­თველ გუნდს მათი გან­ცხა­დე­ბე­ბი არ აინ­ტე­რე­სებს.

"ჩვენ მათი გან­ცხა­დე­ბე­ბი არ გვა­ინ­ტე­რე­სებს, შე­უძ­ლი­ათ ულ­ტი­მა­ტუ­მე­ბი და­ა­ყე­ნონ. და­უ­ყე­ნე­ბი­ათ კი­დეც წარ­სულ­ში, მაგ­რამ ჩვენ ჩვე­ნი დღის წეს­რი­გი გვაქვს და ამის შე­სა­ბა­მი­სად ვი­მოქ­მე­დებთ. საქ­მის­თვის რაც სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა, მხო­ლოდ და მხო­ლოდ იმას გა­ვა­კე­თებთ“,- გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, სა­ა­კაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტის გი­ორ­გი მშვე­ნი­ე­რა­ძის გან­ცხა­დე­ბით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი თვლის, რომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა მის საქ­მე­ზე პარ­ლა­მენ­ტში დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სია შე­იქ­მნას, რო­მე­ლიც შე­ის­წავ­ლის მის მი­მართ "არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი და ღირ­სე­ბის შემ­ლა­ხა­ვი მო­პყრო­ბის ფაქტს“. ად­ვო­კა­ტის თქმით, სა­ა­კაშ­ვი­ლი მზად არის თა­ვად წარ­სდგეს სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ა­ზე და კო­მი­სი­ის წევ­რებს შე­სა­ბა­მი­სი ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­დოს. რაც შე­ე­ხე­ბა ამ სა­კი­თხზე "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რე­ბის გან­ცხა­დე­ბებს, პარ­ტი­ის ერთ-ერთი ლი­დე­რის ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძის გან­ცხა­დე­ბით, თუ და­ი­ნა­ხა­ვენ, რომ სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რის ჩა­ნაც­ვლე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ით, პარ­ლა­მენ­ტში შევ­ლენ.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანიკო
1

კომისიით ვერ შეგვაშინებთ, გამოუქვეყნებელ კადრებსაც ვნახავთ, გამოკითხავენ ყველას და ვინ ვის აწამებდა, გავიგებთ. 3 თვეა, ბადრაგი კოშმარში ცხოვრობს მაგ "გმირის" გამო

გვიხაროდენ
5

ნაცები გაქრნენ რადარებიდან

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

"ეს კომისია მარტივად დაადგენს სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობის არარსებობას" - ირაკლი კობახიძე საგამოძიებო კომისიის შექმნაზე

"ეს კომისია მარტივად დაადგენს სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობის არარსებობას" - ირაკლი კობახიძე საგამოძიებო კომისიის შექმნაზე

"ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე წინააღმდეგი არაა, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნას.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ კომისიის შექმნა შესაძლოა, კარგიც იყოს, რადგან ის დაადგენს, რომ სააკაშვილის მიმართ "არასათანადო მოპყრობას ადგილი არ ჰქონია“.

"შეიძლება პირადად მე ასეთი კომისიის შექმნის წინააღმდეგი არ ვყოფილიყავი. როდესაც საუბარია სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობაზე, ვიცით, რომ ამას არავითარი საფუძველი არ აქვს. თუ ასეთი კომისია შეიქნება, მხოლოდ და მხოლოდ ის დადგინდება, რომ არასათანადო მოპყრობას ადგილი არ ჰქონია“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე განცხადებით, დაუჭერს თუ არა მხარს "ქართული ოცნება“ საგამოძიებო კომისიის შექმნას, ამაზე გუნდში იმსჯელებენ.

"ჩემი პირადი პოზიციაა, რომ შეიძლება ეს ცუდიც არ იყოს და შესაძლოა, ამ ხმების შევსებაზე ვიფიქროთ. ეს კომისია მარტივად დაადგენს არასათანადო მოპყრობის არარსებობას. ამისთვის დრო არის თებერვლამდე, თებერვალში გაიხსნება სესია. მანამდე გვექნება მსჯელობა და მივიღებთ გადაწყვეტილებას“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებას, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნის შემთხვევაში პარლამენტში შევლენ, კობახიძე ამბობს, რომ მმართველ გუნდს მათი განცხადებები არ აინტერესებს.

"ჩვენ მათი განცხადებები არ გვაინტერესებს, შეუძლიათ ულტიმატუმები დააყენონ. დაუყენებიათ კიდეც წარსულში, მაგრამ ჩვენ ჩვენი დღის წესრიგი გვაქვს და ამის შესაბამისად ვიმოქმედებთ. საქმისთვის რაც საჭირო იქნება, მხოლოდ და მხოლოდ იმას გავაკეთებთ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, სააკაშვილის ადვოკატის გიორგი მშვენიერაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი თვლის, რომ მნიშვნელოვანი იქნება მის საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას, რომელიც შეისწავლის მის მიმართ "არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტს“. ადვოკატის თქმით, სააკაშვილი მზად არის თავად წარსდგეს საგამოძიებო კომისიაზე და კომისიის წევრებს შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდოს. რაც შეეხება ამ საკითხზე "ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებებს, პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის განცხადებით, თუ დაინახავენ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ჩანაცვლება შესაძლებელია საგამოძიებო კომისიით, პარლამენტში შევლენ.